You are on page 1of 6

ისტორია

გიორგი
თვალავაძე
მუჰამედი და ისლამის გავრცელების პირველი ფაზა

იუდაიზმი - ეს არის ებრაელი ერის რელიგია. იუდაიზმი ასევე ყველაძე ძველი


მონოთეისტური რელიგიაა.

ალაჰი - ალაჰი არის ღმერთის სახელი არაბულ ენაზე. ალაჰი არის ასევე ღმერთი
ისლამში.

პოლითეიზმი - პოლითეისტური რელიგია ნიშნავს მრავალღმერთიან რელიგიას.


პოლითეიზმი მონოთეიზმის საპირისპიროა.

ბედუინები - ბედუინები იყვნენ არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში


მცხოვრები ხალხი.

ხარჭა - ხარჭა იგივეა, რაც საყვარელი.

რამადანის თვე - ეს არის ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება.

ჰადისები - ჰადისები აღწერდნენ მუჰამედის რაიმე გამონათქვამს ან ქმედებას .

მონოთეისტური - მონოთეისტურს უწოდებენ ისეთ რელიგიას, რომელსაც ერთი


ღმერთი ყავს. ამისი ნათელი მაგალითია ისლამი, ქრისტიანობა, იუდაიზმი და
ჰინდუიზმი.

ჰიჯრა - ჰიჯრა ეწოდება მუჰამედის ქალაქ მექის დატოვებას და იასრიბში


გადასვლას. ჰიჯრა ასევე ისლაური წელთაღრიცხვის დასაბამი ხდება.

არაბთა მეზობელი სახელმწიფოები: ბიზანტიის იმპერია და სასანიანთა იმპერია.


მნიშვნელოვანი ქალაქები: კონსტანტინოპოლი, იერუსალიმი, მედინა და მექა .

ისლამის და იუდაიზმის საერთო მახასიათებლები: პირველი ის, რომ ორივე


მონოთეისტური რელიგიაა. ასევე ორივე რელიგიის წარმომადგენლებს სწამთ
ანგელოზების. ასევე რამდენიმე მათი წესები ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად,
ორივე რელიგიის წარმომადგნელებს წესი აქვთ, რომ დღის განმავლობაში
რაღაცა პერიოდებში უნდა ილოცონ.
ისლამის გავრცელების მეორე ფაზა და ისლამის ორი მრწამსი

ჰეტეროგენული - ჰეტეროგენული საზოგადება არის საზოგადოება , სადაც


პოპულაციის ჯგუფებს აქვთ სპეციფიური ღირებულებები და შეხედულებები.
ჰეტეროგენულ საზოგადოებაში მრავალი საერთო მნიშვნელობის ჯგუფი ქმნის
საზოგადოებას.

სამხედრო ექსპანსია - გულისხმობს რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიის


გაფართებას, გავლენის სფეროს გავრცელებას სხვა ქვეყნებზე.

თალიბები - ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პრო-


პუშტუნთა მოძრაობა.

თეოკრატია -ხელისუფლებო სისტემა, რომელსაც სამღვდელოება მართავს უფლის ან


ღმერთის სახელით.

ისლამი მუჰამედის სიკვდილის შემდეგ ორ ჯგუფად იყოფა: შიიტებად და


სუნიტებად. მათ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. სუნიტები თვლიდნენ,
რომ მუჰამედის მემკვიდრე აბუ-ბაქრი უნდა ყოფილიყო, ხოლო შიიტები თვლიდნენ,
რომ მუჰამედის მემკვიდრე ალი უნდა ყოფილიყო.
დღეს შიიტები და სუნიტები გარდა არაბეთისა სხვადასხვა ქვეყნებშიც არის
გავრცელებული. მაგალითად, ჩინეთში, შუა აზიაში, სამხრეთ აზიაში სუნიტების
საკმაოდ დიდი მოსახლეობაა. შიიტები კი, ირანში, ერაყში და აზერბაიჯანში.

„ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, შეიცნობს უფალს. ეს კი ნიშნავს, რომ შეიცნობს


საკუთარ იმამს“. - იმამი ითარგმნება, როგორც „წინ მდგომი“. იმამი არის
მაჰმადიანების სულიერი წინამძღოლი. თუმცა ამ ფრაზაში საკუთარ წინამძღოლზეა
საუბარი, რაც ცოტა დამაბნეველია. შეიძლება, გადატანითი მნიშვნელობით
საკუთარი „მე“-ს შეცნობა არის ნაგულისხმები. ასევე მგონია, რომ უფლის შეცნობა და
საკუთარი იმამის შეცნობა, საკუთარი თავის შეცნობის სინონიმებია. ანუ, სამივე
ერთიდაიგივეს აღნიშნავს,- საკუთარი თავის შეცნობას.
არაბების ქართლში გამოჩენა

ვალდებულებები, რომლებიც „დაცვის სიგელით“ დაეკისრათ ქართველებს:

ჯიზიის გადახდა ( ჯიზია იყო გადასახადი არაბთა სახალიფოში


არამუსლიმანთათვის. )

გაჭირვებული მუსლიმების დახმარება, გამასპინძლება.

თუ ვინმე ჩამორჩებოდა მორწმუნეებს, ქართველებს ეკისრებოდათ მისი მიყვანა


მართლმორწმუნეთა და მუსლიმთა უახლოეს რაზმამდე.

ამ პირობების დაცვის შემთხევაში არაბები გარკვეულწილად ხდებოდნენ ქართლის


მცველები.

ქართული სამეფო სამთავროები მე-8, მე-9 საუკუნეებში

საქართველოში მე-, მე-9 საუკუნეებში იქმნება რამდენიმე პოლიტიკური ერთეული:


ჰერეთის სამეფო, ტაო-კლარჯეთის სამთავრო, ანუ „ქართველთა სამეფო“, ქართლის
საერისთავო, კახეთის სამთავრო, აფხაზთა სამეფო და თბილისის საამირო. ამ სამეფო
სამთავროებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა კავკასიაზე ბატონობისთვის. რადგან
ქართლი სტრატეგიულად ყველაზე კარგ ადგილას მდებარეობდა, ქართლზე
გამარჯვება ნიშნავდა კავკასიაში ლიდერობას. ამ ომში მეათე საუკუნეში ხდება
აფხაზთა სამეფო, თუმცა მეათე საუკუნის სამოცდაათიან წლებში აქტიურად ერთვება
ტაოს კურაპალატი დავით მე-3. მისი ესეთი აქტიურობა გამოიწვია აფხაზეთის
შესუსტებამ. აფხაზეთში ამ დროს მიმდინარეობდა ასევე შიდა ომი
მემკვიდრეობისთვის. საბოლოოდ, აფხაზეთის მეფის, გიორგი 2-ის შვილს,
გურანდუხტს და გურანდუხტის მეუღლეს, გურგენს, რომელიც ბაგრატიონთა
წარმომადგენელი იყო ეყოლებათ შვილი, ბაგრატ მე-3, რომელიც გაერთიანებული
საქართველოს პირველი მეფე გახდება. ბაგრატ 3-ეს შთამომავალი გიორგი პირველი
იყო, შემდეგ ბაგრატ მე-4, ამ დროს საქართველო ისევ იშლება. ამის შემდეგ კი გიორგი
მე-2 ხდება მეფე და გიორგი 2-ეს შემდგომ იწყება დავით აღმაშენებლის მეფობა და
საქართველოს ოქროს ხანა.

დავით აღმაშენებელი

1089 წელს, 16 წლისას დავით აღმაშენებელი ადის ტახტზე. ეს ასევე არის დიდი
თურქობის პერიოდი. დავითის ასე ადრეულ ასაკში გამეფება გარკვეულწილად
გამოიწვია გორგი 2-ის „სიწმინდის“ დაკარგვამ. დავითს ძალიან ცუდ დროს ერგო
მეფობა, ამ პერიოდში ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-
სელჩუკები სახლდებოდნენ დაბყრობილ ტერიტორეიბზე და ადგილობრივ ხალხს
საფრთხეს უქმნიდნენ. დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის
განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს
გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა,
საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია. პიროვნული ღირსებებისა
და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ეკლესიამ დავით
აღმაშენებელი წმინდანადაც კი შერაცხა. დავით აღმაშენებელმა 1118 წელს ასევე
ჩამოასახლა ყივჩაღები და დაასახლა საზვრულ ტერიტორიაზე. მან ასევე შექმნა
გელათის აკადემია, სადაც ისწავლებოდა ანტიკური სკოლის ნაშრომები. ძალიან
ბევრი რეფორმა განახორციელა და შექმნა ასევე ახალი თანამდებობები. მაგალითად,
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „მწიგნობართუხუცესი“, ეს თანამდებობა
იყო ორი უმაღლესი თანამდეობისგან შექმნილი, ამ თანამდებობის შექმნით დავით
აღმაშენებელი საერო და სასულიერო ძალაუფლებას, შეიძლება ითქვას, აერთიანებს
და ძალაუფლებას უფრო ცენტრალიზებულს ხდის.

თურქ-სელჩუკები

 სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებლად


სელჩუკს თვლიან, მაგრამ დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ოფიციალურად 1040 წელს
დანდანდაქანის ველზე ღაზნევიდებთან სელჩუკების გამარჯვების შემდეგ ჩაეყარა
საფუძველი. ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს
მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები
აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი
დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-
ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს.
მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი, ირანი, 1050-იან
წლებში - აზერბაიჯანი, ქურთისტანი, ერაყი. ალფ-არსლანის მმართველობის წლებში
დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071),
დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს
სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია:
დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

1095 წელს ურბან მე-2, პაპი, კლერმონში აკეთებს განცხადებას, რის შემდეგადაც 1096
წელს იწყება პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. პაპი ჯვაროსნების შურისძიების
გრძნობას თურქების შემზარავი ქმედებების აღწერით აღძრავს. ის ახსენებს ქალებზე
ძალადობას, საკურთხეველზე შემზარავ სცენებს, წინადაცვეთას და ა. შ. ასევე
საუბრობს წმინდა მიწის სიმდიდრეზე და სიუხვეზე, რაც აგრეთვე მოქმედებს
ჯვაროსნების მოტივაციაზე. სულ 4 ლაშქარი იყო და ეს ოთხივე ლაშქარი ჰერცოგების
მიერ იყო მობილიზებული. ოთხივე ლაშქარი ჩადის კონსტანტინოპოლში და
კონსტანტინოპოლში იმპერატორს ერთგულების ფიცს უდებენ. იერუსალიმი მათ 6
კვირის განმავლობაში ალყაში ყავთ და საბოლოოდ როდესაც შედიან ქალაქში ყველას
სასტიკად უსწორდებიან. ისინი გადაწვავენ ებრაელების ტაძრებს, შეიჭრებიან
მეჩეთში, კლავენ ქალებს, ბავშვებს. ბრძოლის შემდეგ კი ქრისტეს საფლავს
მოინახულებენ.

You might also like