You are on page 1of 2

ქრისტიანობის გავრცელება

პირველი საუკუნიდან გავრცელებას იწყებს ახალი, მონოთეისტური


რელიგია ქრისტიანობა. ქრისტიანობის სამშობლო არის ებრაული
სახელმწიფო იუდეა, რომელიც Iს-ში რომის პროვინციას წარმოადგენდა.
ქრისტიანობას რომაელები სამი საუკუნის განმავლობაში დევნიდნენ.
პირველი ქრისტიანები კატაკომბებში იმალებოდნენ ღვთისმსაურების
აღსასრულებლად.ამ პოლიტიკის შეცვლა დაკავშირებულია რომის
იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელთან.მან 313წელს გამოსცა
,,მილანის ედიქტი», რაც გულისხმობდა ქრისტიანობის სხვა
რეელიგიებთან გათანაბრებას.მალე რომში ქრისტიანობა სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადდა. ყველა სხვა რელიგია აიკრძალა. 325 წელს ქ
ნიკეაში გაიმართა მსოფლიოს პირველი საეკლესიო კრება. კრების მიზანი
იყო. ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის იერარქიულ
-ადმინისტრაციული საკითხები. კონსტანტინემ სიკვდილის წინ მიიღო
ქრისტიანობა. ეკლესიამ იგი წმინდანად აღიარა და მოციქულთა სწორად
გამოაცხადა.
კონსტანტინე დიდის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა
მოხდა. როგორც უკვე ვიცით რომის ისტორიაში განსაკუთრებით
მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა მომთაბარე ტომები.
მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა III ს-ში, როდესაც რომის
საზღვრებთან სხვადასხვა ბარბაროსული ტომები. მათი მიგრაცია
გამოიწვია შუა აზიაში მიმდინარე პროცესებმა. ამ პერიოდში შუა აზიაში
მომთაბარეობდნენ ჰუნთა ტომები. ისინი სხვა მომთაბარე ტომებმა
შეავიწროვეს და იძულებული გახდნენ დასავლეთისკენ დაძრულიყვნენ.
დასავლეთში(ევროპაში) გერმანული ტომები ცხოვრობდნენ(ვესტგოთები,
ოსტგოთები, ბურგუნდები, ფრანკები..) ჰუნთა ტომებისგან შევიწროებული
გერმანული ტომები რომის იმპერიას შეესიენ, რასაც რომი უკვე ვეღარ
უმკლავდებოდა.მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ რომის
იმპერატორები გერმანელებს ხშირად ქირაობდნენ შინაომების, ან
საგარეო ბრძოლების დროს, რის სანაცვლოდაც რომში დასახლების
უფლებასაც აძლევდნენ.კონსტანტინე დიდმა დედაქალაქი შედარებით
დაცულ ადგილზე, ბოსფორის სრუტეში მდებარე პატარა ქალაქ
ბიზანტიონში გადაიტანა. კონსტანტინემ ქალაქს სახხელი შეუცვალა და
თავისი სახელი კონსტანტინოპოლი უწოდა.(დღევანდელი სტამბოლო).
ქალაქში დაიწყო უზარმაზარი მშენებლობა. კონსტანტინე დიდი
გარდაიცვალა 337 წელს.მისი გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერია
ცოტახანს კიდევ ინარჩუნებდა ერთიანობას. საბოლოოდ იმპერია ორად
გაიყო 395 წელს.იმპერატორმა თეოდოსიუსმა თავის შვილებსარკადიუსსა
და ჰონორიუსს იმპერია გაუყო.აღმოსავლეტ რომის იმპერია ერგო
არკადიუსს, დასავლეათ რომის იმპერია-ჰონორიუსს.
ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრული

მსოფლიოს ისტორიის იმ პერიოდიზაციას, რომლითაც


თანამედროვე საზოგადოების უმრავლესობა სარგებლობს საფუძველი
დაედო არა სამეცნიერო წრეებში, არამედ დაკრძალვაზე.1469 წელს
კარდინალ კუზანელის პარაკლისზე გამოსვლის დროს ეპისკოპოსმა
ჯოვანი ანდრიამ წაროთქვა სიტყვა,რითაც ისტორიაში შევიდ:
,,გარდაცვლილმა კარგად იცოდა როგორც ძველი, ისე შუა საუკუნეებისა და
ახალი ისტორიაო» ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრულად მიიჩნევა
რომის იმპერიის დაცემა.
V საუკუნუდან რომის იმპერიას გამუდმებით უტევენ, გერმანული
ტომები, ვესტგოთები. 410 წელს ვესტგოთების მეფე ალარიხმა აიღო და
გაძარცვა ქალაქი რომი. მართალია ამჯერად ალარიხი რომიდან წავიდა
მაგრამ დასუსტებული რომი წინააღმდეგობას სხვა ბარბაროსულ
ტომებსაც ვეღარ უწევდა.
451 წელს გალიაში, კატალაუნის ველზე დიდი ბრძოლა გაიმართა,
ერთისმხრივ ატილასა და მეორეს მხრივ ვესტგოთებსა და რომაელებს
შორის.რომი ჰუნების შემოსევებისაგან ატილას სიკვდილმა იხსნა. თუმცა
ვანდალები ორი კვირა არბევდნენ რომს. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა
476 წელს. გერმანელი დაქირავებულების მეთაურმა ოდოაკრმა დას.რომის
უკანასკნელი იმპერატორი რომულუს ავგუსტუსი ტახტიდან ჩამოაგდო და
თავი მეფედ გამოაცხადა. ეს ფაქტი ითვლება დას. რომის იმპერიის
დასასრულად და ძვ. მსოფლიოს ისტორიის დასასრულად.

რაც შეეხება აღმოსავლეთ რომის იმპერიას. აღმოსავლეთ რომის


იმპერიამ კიდევ 1000წელი იარსება, ვიდრე თურქ-ოსმალებმა არდაიპყვრეს.
აღ. რომის იმპერიას ბიძანტია ეწოდა თავისდროზე პატარა ქალაქ
ბიზანტიონის გამო. ამგვარად აღ. რომის იმპერიას ეწოდა ბიზანტია.
დედაქალაქი -კონსანტინოპოლი. (დღევანდელი სტამბოლო), სახელმწიფო
ენა ბერძნული. გამომდინარე იქედან რომ მოსახლეობის უმრავლესობას
ბერძნები წარმოადგენდნენ.ბიზანტია შუა საუკუნეების უძლიერეს
სახელმწიფოდ იქცა. იგი წარმოადგენდა რელიგიურ და კულტურულ
ცენტრს.

You might also like