You are on page 1of 2

თუ “დედაენით” არ ხარ

გაზრდილი
საქართველო თავისი კულტურით
გამორჩეული ქვეყანაა და არამარტო
კულტურით, ასევე ენითა და ტრადიციებით.
მას არაერთი თავდადებული გმირი და
მოღვაწე აღუზრდია თავის თბილ კალთებში.
ერთ-ერთია იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც
ქართველებისათვის უძვირფასესი წიგნი
“დედაენა” დაწერა. წიგნი, რომელმაც
ქართული სული აჰღზარდა. როდესაც ბავშვი
“დედაენას” გადაშლის, ანბანს თითს
გააყოლებს და იტყვის: აი ია-ო, ეს უკვე იმის
ნიშანია რომ “დედაენამ” ახალი ქართული
სულის აჰღზრდა უკვე დაიწყო. მას
დედასავით უნდა მოვეფეროთ რადგან მან
გვასწავლა სამშობლოსა და ერთმანეთის
სიყვარული, ჭირში გამაგრება, გატანა,
სიკეთე და ყველაფერი კარგი.
“დედაენა” ქართველების წმინდა ლამპარია,
რომელიც წყვდიადს ებრძვის. ყრმობის
წლების საუკეთესო ზღაპარია, რომელიც
ბავშვობიდანვე სიბრძნეს გვასწავლის. თუ
“თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, გულში
ქართული ცეცხლი და სულისკვეთება
გაკლია.
ქართველებმა კარგად ვიცით, რასაც ეს
ნათელი და სანუკვარი წიგნი გადმოგვცემს.
ეს ქართული ანბანია, ეს მთელი სამყაროა,
რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ.

თამთა კაციტაძე

You might also like