You are on page 1of 4

,,ბოლო ზარი“ - ღონისძიება სკოლებში

ისე, როგორც ყველაფერს, ჩვენ მშობლიურ სოფლებში ,,ბოლო


ზარსაც“ სხვა ელფერი ჰქონდა. მიუხედავად იმ წარსულთან
მსგავსებისა, დროის მსვლელობასთან ერთად ეს დღეც
თანდათან იცვლება. იგი ყველასთვის, განსაკუთრებით კი
საინტერესო მათთვისაა, ვინც ამ სიაში თავად ექცევა.
ვინაიდან ლიახვის ხეობიდან დევნილები 2008 წლის შემდეგ
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლდნენ, სკოლის
წლევანდელი კურსდამთავრებულების სტატისტიკის შესახებ
ინფორმაციის მოპოვება, სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ცხადია,
რომ ორივე ხეობიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მიმდინარე
წელსაც არა მშობლიური, არამედ სხვადასხვა სკოლა
დაამთავრეს.
,,ბოლო ზარმა“ წელს, 19 მაისს, ყველა საჯარო სკოლაში და მათ
შორის, წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაშიც ჩამოჰკრა. აქ
მასწავლებლებისა და მოსწავლეების უმრავლესობა
ახალგორიდან დევნილია. საზეიმოდ მორთულ სკოლაში,
კურსდამთავრებულებს ეს მნიშვნელოვანი დღე თავად
პედაგოგებმა და ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა გელა შერმადინმა და საკრებულოს თავმჯდომარემ
თამაზ ბალაშვილმა მიულოცეს, წარმატებული მომავალი
უსურვეს, თეთრ ხალათებზე კი სამახსოვრო წარწერები
დაუტოვეს.
ადრეული წლებისგან განსხვავებით, როცა სკოლასთან
განშორებას 17-18 წლის ახალგაზრდები ტირილით
გამოხატავდნენ, ამჟამად ემოცია ცრემლების გარეშე იყო.
წლების წინ ეს დღე მასწავლებლების, მოსწავლეებისა და
მშობლების სიტყვის გარეშე არ ტარდებოდა. კეხვიდან
დევნილმა, ყველასთვის საყვარელმა მასწავლებელმა მზია
ზანგალაძემ 2008 წელს დოკუმენტაციასთან ერთად
რაღაცნაირად იმ სიტყვის წამოღებაც მოახერხა, რომელიც
მას ,,ბოლო ზარზე“ წაუკითხავს. საკუთარ ხელნაწერს, როგორც
რელიქვიას, იგი დღემდე სათუთად უფრთხილდება. ჩვენ მას
დღეს უცვლელად გთავაზობთ.
ნანა კახნიაშვილი
* *
ჩემი შვილი სოსო სკოლას ამთავრებს
პატივცემულო მასწავლებლებო, ჩემო უმცროსო მეგობრებო,
ცხოვრებაში არის გამორჩეული დღეები, მაგრამ დღევანდელი
ყველა მათგანის საწყისია, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია
ჩემთვის, როგორც დედისთვის,რადგან დღეს თქვენთან ერტად
ბოლო ზარის ზეიმს ხვდება ჩემი პირმშო.
რამდენი დრო გასულა...
გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველკლასელები რომ
იყავით და ქულა წიწილებივით ჯგუფ-ჯგუფად დადიოდით
კეხვის საშუალო სკოლის ეზოში.
თქვენ იმ პატარა და სუსტ ნერგებს ჰგავდით, სიოს
ამოქროლებაზეც რომ ირხევა. დღეს კი გიყურებთ და გული
სიამაყისა და სიხარულის გრძნობით მევსება, რადგან უკვე
დაფრთიანებული, ბუდიდან გასაფრენად გამზადებული
ბარტყები ხართ.
თქვენი დანახვა ყოველთვის მიხაროდა, სკოლის ეზოში
შემოსული ღიმილიანი სიყვარულით გამთბარი სალმით
გხვდებოდით და საპასუხოდ თქვენგანაც იგივეს ვღებულობდი.
ჩემო კარგებო, ჩემო შვილებო, მინდა თითოეულ თქვეგანს
თქვენი საფრენი გზა დაგილოცოთ.
გახსოვდეთ ჩემგან - დედის გულის სითბოს ენდეთ, ყველაზე
საიმედოსა და უღალატოს ცხოვრების გზაზე.
თქვეთვის უღრუბლო ცის კიდეს ვისურვებდი, შეურყეველ
ჯანმრთელობასა და მთელი ცხოვრების მანძილზე იმედების
გამართლებას. თქვენი ადგილი ყოველთვის საუკეთესო
ქართველ ახალგაზრობას შორის ყოფილიყოს და არასდროს
დაგავიწყდეთ ,,ვისი გორისანი ხართ“. თქვენი სამშობლო
გიყვარდეთ - თქვენ ხომ ჩვენი მამა-პაპათა საქმეების
ღირსეული გამგრძელებლები ხართ. მატყუარა და ორგული
არასდროს გაიხადოთ ცხოვრების თანამგზავრად, გეყოთ
გამბედაობა და თქვენი დანაშაული სხვას არასდროს
გადააბრალოთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, მე ღრმად
დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს შეარცხვენთ თქვენ
აღმზრდელ მასწავლებლებს, თქვენი სკოლის ღირსებას.
ჩემო შვილებო, იცოცხლეთ დიდხანს, დიდხანს. გისურვებთ
თქვენი ოცნებების ფრთების შესხმას. ღმერთი ყოფილიყოს
თქვენი მფარველი.
მე, როგორც მშობელმა, მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენს
აღმზრდელ-მასწავლებლებს, თქვენდამი გაწეული დიდი
ზრუნვისათვის, მითუმეტეს რომ მათგან უმრავლესობა ჩემი
ყოფილი მასწავლებელია.
პატივცემულო მასწავლებლებო, მე ვიცი და მწამს, რომ
მასწავლებელი თავისი აღზრდილის მეგზურია,
სიყმაწვილიდან მთელი ცხოვრების მანძილზე. ვიცი, რომ მისი
სახე გაუხუნარი და წარუშლელია.
მინდა, სათუთად, მოკრძალებით მოვეფერო თქვენს ჭაღარას,
ჩვენი შვილების ცელქობით ნაადრევად გამორეულს. ვეამბორო
თქვენს ხელებს, რომელთაც არაერთხელ უსწორებია ჩვენი
შვილების ნაწერი დავალება, და ისევე, როგორც ჩვენ, დედებს,
მათი გულისთვის ძილიც ბევრჯერ დაგიკლიათ. რამდენჯერ
ლურჯი პასტითაც შეგისწორებიათ მათი ნაწერები, როდესაც ეს
შესაძლებელი ყოფილა. ჩვენი შვილები თქვენგან არა მარტო
ცოდნას ღებულობდნენ, არამედ თქვენ მათ ასწავლეთ
სამშობლოს სიყვარული, ჩაუნერგეთ მაღალი მორალური
თვისებები, სამაგიეროდ კი, მათზე გაწეული დიდი
შრომისათვის პატივისცემა და დაფასება დაიმსახურეთ.
გმადლობთ, გმადლობთ ამ დიდი გულისთვის, დიდი შრომისა
და სიყვარულისთვის., რომელიც თქვენ, ჩვენი შვილების წინაშე
გამოავლინეთ.
მზია ზანგალაძე -- კეხვიდან დევნილი

You might also like