You are on page 1of 2

უძველესი ქართული წიგნები

შუშანიკის წამება
შუშანიკის წამება არის იაკობ ცურტაველის მიერ დაწერილი ნაწარმოები.
ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული
მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–
483 წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. 

ავტორი: იაკობ ცურტაველი


დაწერილია: 5 საუკუნეში
მშობლიური ენა: ქართული
საერთო სათაური: შუშანიკის წამება
სრული სათაური: წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლისა

აბო  თბილელი
აბო თბილელის წამება  არის ქართული თხზულება, რომელიც
გაქრისტიანებული არაბი აბოს მოწამეობრივ აღსასრულზე
მოგვითხრობს.თხზულება ოთხი თავისგან შედგება. პირველი თავი
წარმოადგენს თავისებურ შესავალს, რომელშიც ავტორი, აღნიშნავს თუ
როგორი ცვალებადობა და რყევა დაიწყო არაბთა ბატონობის გამო
ქართლში, მოუწოდებს მსმენელს ყური დაუგდონ მის სიტყვებს და
გაითვალისწინონ იმ ადამიანის პიროვნება, რომელიც „უცხო უცხოთა
სჯულითა მოვიდა“ და ქრისტიანობა მიიღოო. მეორე თავი მოგვითხრობს
აბოს ქართლში შემოსვლას, მის გადაადგილებას ნერსე ერისთავთან 
ერთად და მის გაქრისტიანებას. მესამე თავი აგვიწერს აბოს
გასამართლებასა და წამებას. მეოთხე თავი, „ქება წმიდისა მოწამისა
აბოსი“, წარმოადგენს აბოს შესხმას, რომელშიც ავტორი აზოგადებს
თავის აზრებს და ცდილობს გაარკვიოს აბოს ღვაწლის  მნიშვნელობა.

სრული სათაური: ”წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა


აბოსი“

აბო იყო ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის


ერისთავრის მსახური,შერაცხულია წმინდანად.

დაბადების თარიღი: 756 ახ. წ.


დაბადების ადგილი: ბაღდადი,ერაყი
გარდაიცვალა: 6 იანვარი. 786 ახ. წ.,
თბილისი
მოღვაწეობა: ნელსაცხებელთა ოსტატი
ხსენების დღე: 8 იანვარი

გრიგოლ ხანთძელი
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ქართული ნაწარმოებია, დაიწერა
გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს, გრიგოლ ხანძთელის
გარდაცვალებიდან 90 წლის შემდგომ. აღწერილი ამბები VIII-IX
საუკუნეთა ტაო-კლარჯეთში ხდებოდა. გიორგი მერჩულე X საუკუნის
მოღვაწე იყო. თავისი ნაწარმოები „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“ მას
დაწერილი უნდა ჰქონდეს X საუკუნის მეორე ნახევარში. მასში
აღწერილია VIII-IX საუკუნეების ვითარება ქართველთა
სამეფოში.ნაწარმოების ავტორისეული პირი შემორჩენილი არ არის.
გვიანდელი ტექსტი აღმოაჩინა ნიკოლოზ ჩუბინაშვილმა 1845 წელს
იერუსალიმში, ჯვრის ქართული მონასტრის წიგნთსაცავში.

გრიგოლ ხანძთელი იყო ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი,


ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.

დაბადების ადგილი: ქართლი


დაბადების თარიღი: 5 ოქტომბერი. 759 ახ. წ.
გარდაიცვალა: 5 ოქტომბერი. 861 ახ. წ., თურქეთი
დაკრძალვის ადგილი: თურქეთი

ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის
ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი 
პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. 

პირველი გამოცემა: 1712


ავტორი: შოთა რუსთაველი
ორიგინალი ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: სხვადასხვა წლები;
დაწერილია: 12 საუკუნეში.
ქვეყანა:საქართველო
თემა: სიყვარული, მეგობრობა, გმირობა

წყარო: ვიკიპედია

You might also like