You are on page 1of 2

კომპლექსური დავალების ბარათი

ამოცანის ამოხსნის სქემა - დიჰიბრიდული შეჯვარება

კლასი - 11
საგანი - ბიოლოგია

სამიზნე ცნებები:
სტრუქტურა და ფუნქცია
სასიცოცხლო თვისება
ბიომრავალფეროვნება

თემა: გენეტიკა
საკითხი: დიჰიბრიდული შეჯვარება
კომპლექსური დავალების პირობა:
გაეცანი ვიდეოს აბრეშუმის ძაფის დამზადების შესახებ.
https://www.youtube.com/watch?v=vlkIPELbKdo
აბრეშუმი საუკეთესო ძვირად ღირებული მასალაა. მისი ძაფი წყალგამძლე და
თერმოგამძლეა. არსებობს როგორც ბუნებრივი ფერის, ასევე ხელოვნურად გამოყვანილი
ჭიის განსხვავებული ფერის აბრეშუმის ძაფი. ძაფის ფერი დამოკიდებულია ჭუპრის
შეფერილობაზე, რომლისგანაც ძაფი ამოახვიეს. აბრეშუმხვევია მდედრი პეპელა, რომლის
სადა შეფერილობის მუხლუხო იკეთებს ყვითელ პარკს, შეაჯვარეს ზოლიანი მუხლუხისა
და თეთრი პარკის მქონე მამრთან. ჰიბრიდებმა განივითარეს ზოლიანი მუხლუხები და
ყვითელი პარკები. როგორია მშობლებისა და შთამომავლების გენოტიპები?
თუთის აბრეშუმხვევიას პეპლის შეჯვარებით მიღებული 256 მუხლუხიდან 64 იყო
ზოლიანი და ივითარებდა თეთრ პარკს, 65 იყო ზოლიანი და ივითარებდა ყვითელ პარკს,
67 იყო სადა შეფერილობისა და ივითარებდა ყვითელ პარკს., 70 იყო სადა შეფერილობისა
და ივითარებდა თეთრ პარკს. შეადგინე სქემა რომელშიც წარმოაჩენ მშობლების გენოტიპსა
და ფენოტიპს.

ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:


 როგორ ხსნის მედელის კანონები ნიშან-თვისებების დამემკვიდრების
კანონზომიერებებს ( სასიცოცხლო თვისება, მკ.წ1);
 როგორ შეიძლება რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით მშობლების
გენოტიპის დადგენა (სტრუქტურა და ფუნქცია მკ.წ1) ;
 რატომ არის ზოგჯერ ფენოტიპის მიხედვით გენოტიპზე მსჯელობა მცდარი
(სასიცოცხლო თვისება მკ.წ1)
 როგორ უკავშირდება მემკვიდრეობა უჯრედში მიმდინარე მეტაბოლიზმის
პროცესებს ( სასიცოცხლო თვისება მკ.წ1)
 რა განაპირობებს შთმომავლობის მრავალფეროვნებას მოცემული ამოცანის
მაგალითზე ( ბიომრავალფეროვნება მკ.წ1)
 როგორ აისახება არაალელურ გენთა სხვადასხვა ქრომოსომაში ლოკალიზაცია მათ
ფენოტიპურ გამოვლენაზე და დააკავშირე ეს ბიომრავალფეროვნებასთან
(ბიომრავალფეროვნება მკ.წ.1)

You might also like