You are on page 1of 2

მთხრობელი მოცემულ მონაკვეთში ერთმანეთისგან მიჯნავს პერსონაჟის მახასიათებლებს, ხაზს

უსვამს მის ატროფირებულ, უძლურ მდგომარეობას და თან გვანახებს დადებით მხარეებს


თეიმურაზისა. „თავმოყვარე, განათლებული, ცნობილი და პატივცემული საზოგადო მოღვაწე“, -
მიხეილ ჯავახიშვილი აღნიშნული ეპითეტებით ამკობს ნაწარმოების გმირს, გვეხმარება, უფრო
ნათლად წარმოვიდგინოთ მისი პიროვნული სახე. შესამჩნევია თეიმურაზის უსიცოცხლო,
აპათიური მდგომარეობა, რომელიც მკითხველში სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს.
ტექსტში თვალსაჩინოა ის მეტამორფოზა, რეგრესი და კომპრომეტაცია, რომლებიც პერსონაჟმა
წლების განმავლობაში განიცადა. თითქოს მსგავსება იქმნება ჯემალ ქარჩხაძის პერსონაჟთან,
მდგმურთან, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო დეფინიციაა განათლებული ინდივიდისა. ის
ვერ ახერხებს რეალიზებას თავისი შესაძლებლობებისა, არ შეუძლია თეორიული ცოდნის
რეალობაში გადმოტანა. შესაბამისად, ემსგავსება სუსტ, დაუძლურებულ ახალგაზრდას.
ხევისთავი აცნობიერებს, რა კონდიციამდე მიიყვანა საკუთარი თავი: „გაზომა თეიმურაზმა ის
განუზომელი და იგრძნო, რომ კისერზე ჩამოკიდეული ძაღლის ლეში იმ წუთში უფრო
დამძიმდა და უარესად აყროლდა“. სამწუხაროდ, ისევ ვერ ახერხებს მოქმედებას, ემსგავსება
ჩაგრულ, სუსტ, უნებისყოფო პირს, რომელიც უმიზნოდ იღწვის, შრომობს ათწლეულების
მანძილზე. დასაგმობია პერსონაჟის დამოკიდებულება არსებული საკითხების მიმართ,
მიუღებელია მისი გამოუსადეგარი, არაფრის მომცემი სწრაფვა უკეთესობისკენ, რადგან არ
გააჩნია პათოსი, უნარი იმისა, რომ რაიმე შეცვალოს. გამომიდნარე წლების განმავლობაში
დაგროვებული ცოდნისა, თეიმურაზს აქვს გამძაფრებული თვითშეფასება, რაც ხელს უშლის
სწორად განვითარებაში.

მთხრობელი ცდილობს, მონაკვეთის ძირითადი სათქმელი დაუკავშიროს მთავარ პერსანჟს.


სააშკარაოზე აქვს გამოტანილი მისი ფუნდამენტური თვისებები, შეხედულებები, ცხადყოფს
წამოჭრილ პრობლემებს. „ეს რა ტუტუცი მასხრობაა ბედისა?!“ - ნახსენებია ტექსტში, თუმცა
რეალური დამნაშავე თავად თეიმურაზია, რომელიც საკუთარი უნიათობით ეფლობა
სასოწარკვეთის მორევში. ავტორი თავისი შემოქმედებით ემსგავსება ილია ჭავჭავაძეს, რომელიც
ასევე ცდილობდა ერის „გამოღვიძებას“. ჯავახიშვილიც ანალოგიურად მოუწოდებს
საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ, რათა მეტი გასაქანი მიეცეს თითოეული მათგანის ნააზრევს,
ცოდნას. ჭაბუა ამირეჯიბი თავის შემოქმედებში ხშირად მიმოიხილავს ამ საკითხს და მსჯელობს
წამოჭრილ პრობლემებზე. „ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს, მაგრამ რას მოახმაროს ეს ჭკუა,
ამის გაგება ცოტასთვის“, - ამბობს ის და მეტი სიმძაფრით წარმოგვიდგენს სოციუმის
პრობლემას. გარდა ამისა, ნაწარმოები შესაძლებელია მივიჩნიოთ შეხსენებად, გაფრთხილებად,
რომ ცხოვრება ხანდახან სასტიკ ვითარებებთან გვაპირისპირებს. შედეგად, ნებისმიერ დროს
არის სავარაუდო ბედის შემობრუნება, ყოველივე ამისთვის კი მასა მზად უნდა იყოს, უნდა
შეძლოს ადაპტაცია ცვლილებებთან, საღად აზროვნება: „ეს რა უცნაური ნაროშვარი და
ნაბოდვარია უკუღმა დატრიალებული ცხოვრებისა?!“. ისტორიაში გვხვდება მსგავსი სემანტიკის
მაგალითები. თეიმურაზის გაიგივება შეიძლება ქრთლის მერე ვახტან VI-სთან, რომელიც
ლიტერატურის, მწიგნობრობის განსაკუთრებული სიყვარულის მიუხედავად, სრულიად
უძლური გამოდგა ცხოვრებისეულ წინაღობებთან. მან ვერ შეძლო, პრაქტიკაში გამოეყენებინა
დაგროვილი ცოდნა, ქვეყანას ვერ გაუწია სათანადო მმართველობა.
ჯავახიშვილი შინაარსის გადმოსაცემად იყენებს ორდინალური მეტყველების ტიპს. მონაკვეთში
არ გვხვდება დიალოგები, რომლებიც ტექსტს უფრო მარტივად აღქმადს გახდიდა. მიუხედავად
ამისა, ავტორის განსაკუთრებულ წერის სტილს ერთფეროვნების ჩარჩოებიდან გამოყავს
ნაწარმოები. მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების სიმრავით მეტად თვალსაჩინო და
აღმაფრთოვანებელი ხდება ტექსტი მკითხველისათვის. აღსანიშნავია ალუზია, რომლითაც
მთხრობელი მიმოიხილავს ცხოვრებისეულ საკითხებს. „და ვითარცა იხილა იესო ერი იგი,
აღვიდა მთასა და დაჰსჯდა იგი მუნ“. მსგავსი მოქმედებით ემსგავსება ამერიკელ ნოველისტს,
ო’ჰენრის, რომელიც ხშირად მიმართავს მოცემულ მხატვრულ ხერხს საკუთარი შემოქმედების
გასამრავალფეროვნებლად. მათგან აღსანიშნავია „მოგვთა საჩუქარი“, რომელშიც ძირითადი
არსის მატარებელი სწორედ სახარებიდან ამოკრებული ციტატები და ისტორიებია. შესამჩნევია
მეტაფორა: „ძაღლის მძორი თანდათან მძიმდება“, - რომელიც უკავშირდება მწუხარებას, სევდას,
სასოწარკვეთას. ჯავახიშვილი თეიმურაზის მეუღლის აღსაწერად იყენებს ეპითეტებს:
„ერთგული და განუყრელი“. შესაბამისად, ამონარიდი ეგზალტირებულად განაწყობს
მკითხველს, აღაფრთოვანებს.

You might also like