You are on page 1of 2

" დიდოსტატის მარჯვენა " კონსტანტინე გამსახურდიას

შემოქმედების მწვერვალია , რომელსაც საფუძვლად უდევს


სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია .
რომანში არაერთი საინტერესო პერსონაჟი გვხვდება ,
რომელთა შორის ფარსმან სპარსი ერთ - ერთი სრულიად
გამორჩეული და ორიგინალურია . ფარსმანი მაშინ იქცა
ნადიმიდან გაგდებულ ადამიანად , როცა ჯერ კიდევ ისეთ ასაკში
იყო , როცა არაფერი არ ჰქონდა დაშავებული და სწორედ ამან
განაპირობა , რომ ოდესღაც უზრუნველი და ნებიერი ჭაბუკი ,
მტერთან ბრძოლებში გმირობის გამოჩენაზე მეოცნებე
ახალგაზრდა , თავად იქცევა ადამიანთა მოდგმის იდუმალ
მტრად . სრულიად ახალგაზრდა შურისძიების წყურვილმა
გააბოროტა , ხოლო ბაგრატიონების მიმართ სიძულვილი
შემდგომ მთელი ქვეყნის სიძულვილად ექცა . მოცემული
მონაკვეთით ხაზი ესმევა მის სულიერ სიმტკიცესა და
გაბედულობას , როცა ფარსმანი ზის იმავე აქლემზე , რომელზეც
ხურჯინით ჰკიდია ბაქარ ჩორჩანელის , მამამისის თავი . ჩემი
აზრით , ამ სიტუაციის გაძლება , ისე თავის მოკატუნება თითქოს
არაფერი ხდება და უბრალოდ ჩუმად , აუღელვებლად მინდობა
ბედის საკმაოდ დიდ სულიერ სიმტკიცესა და ფსიქიკას
მოითხოვს , რადგან ადამიანები მაშინაც კი გიჟს ემსგავსებიან
ხოლმე , როცა სრულიად უცხო კაცის მოჭრილ თავს ხედავენ და
ფარსმანი მამის თავთან ერთად იჯდა ერთ აქლემზე ისე ,
თითქოს აქ განსაკუთრებული არაფერი იყოს .
ფარსმანი დიდი მეომარიც და დიდი მეცნიერიც იყო და
სწორედ ამით , აღჭურვილი , იგი შემაძრწუნებლად საშიში გახდა
გარშემო მყოფთათვის , ვინაიდან მას ამოძრავებდა მხოლოდ
შურისძიება და სიძულვილი ადამიანთა მიმართ . ვფიქრობ ,
ფარსმანის ხვედრი იყო მთელი ცხოვრება შურისძიებასა და
სიძულვილში გაეტარებინა , იმის მიუხედავად , რომ მაშინ , როცა
ეს ყველაფერი იგემა ჯერ კიდევ სრულიად უდანაშაულო იყო .
მისი ცხოვრების სრული ამობრუნება სწორედ მაშინ მოხდა ,
როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჭაბუკი იყო , ყველაფერი იმის
მიზეზი , რაც შემდგომში მოიმოქმედა იყო ბაგრატ კურაპალატის
მიერ სუმბატ ჩორჩანელის თავის მოკვეთა , შემდგომ კი ბაქარ
ჩორჩანელის , რის შემდეგაც ფარსმანს არაფერი დარჩენოდა
თუ არა შურისძიება და ერთადერთი პრინციპი , რომელიც მას
გააჩნდება იყო სწორედ , უპრინციპობა .
„ დიდოსტატის მარჯვენა “ მისი განსხვავებული წერის მანერით
და ენით გამოირჩევა , რამაც აზრთა სხვადასხვაობა აღძვრა
მკითხველში , თუმცა გამსახურდია ამასაც პასუხობს და ამბობს ,
რომ „ ჩემი ლიტერატურული ოპოზიციის შეძახილი არაოდეს
მაიძულებს მდარე გემოვნების ხარისხზე ჩამოსვლას “. ის
საკმაოდ კარგად , დეტალურად აღწერს ყველა იმ მოვლენას ,
რომელიც იმ დროს ხდებოდა და არ იშურებს არაფერს , რომ ეს
ყველაფერი საიტერესოდ და ცოცხლად წარმოგვიდგინოს .
მოცემულ მონაკვეთში , ავტორი არაერთ მხატვრულ საშუალებას
იყენებს , რომელთა შორის აღნიშვნის ღირსია შემდეგი
მეტაფორა „ ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს
შემოუარო “ ამ მეტაფორით ვარდან მზრდელი , ფარსმანს უხსნის
, რომ ცხოვრება საკმაოდ რთულია და ყოველთვის უნდა ეცადო ,
როგორმე ამ სირთულეს აარიდო თავი , ასევე აღსანიშნავია ის
ეპითეტები , რომელსაც ავტორი იყენებს , მაგალითად ,
„ ღატაკური “ ; „ თავშიშველა “ ; „ ორკუზიანი “ ; „ უწყლო “ ;
„ დამშეული “ , რომლებითაც უფრო ცოცხალი და ადვილად
აღსაქმელი ხდება სიტუაცია მკითხველისათვის . საბოლოო
ჯამში , ავტორის მიერ გამოყენებული ყველა მხატვრული
საშუალება უფრო ცოცხალს , საინტერესოს და
მკითხველისათვის უფრო გასაგებს ხდის ნაწარმოებს .

You might also like