You are on page 1of 4

მელქისედეკისა და გიორგის ურთიერთობა/მელქისედეკის წყენა

1.საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხანდახან, რათა ცოცხალთ


მიაყენონ ჩრდილი.ავტორი მელქისედეკის დამოკიდებულება გიორგი მეფისადმი(მამასავით
მორწმუნე არ იყო)
2. გიორგის იდუმალ ჰქირდავდა კათალიკოსი ცხრატბის ცოტაერისთავებისათვის
თავის მოკვეთის გამოც. სტუმარი ღვთისააო, სჯეროდა მელქისედეკს, ისევე, როგორც
ქართველ ხალხს ოდესღაც, − რად გასწირაო სტუმარი ქრისტეანმა მეფემ. ბაგრატ
კურაპალატი ასეთ რამეს არ იკადრებდაო.
მელკისედეკი არწმუნებდა მეფეს მამამზეს არმოკვლაში სპასალარს სურდა დასჯა
«არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილისა აღება, ხამს სახარებითა და
პატიოსანითა ჯვრითა უჩვენოთ გზაი ჭეშმარიტ განდგომილთა, რამეთუ
ძელიცხოველის ჯვარი პატიოსანი არს მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ და
ძალმან მისმან განანათლოს ბნელი იგი გულითა მათთა».
გიორგი მაინცდამაინც დიდ იმედებს არ ამყარებდა ძელიცხოველის ჯვარზე,
მაგრამ კათალიკოსის თათბირისაკენ იხრებოდა უფრო, რადგან ჭიაბერთან ომით
ბიზანტიონთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა. გარდა ამისა, თავათ
მამამზის დიდი დამსახურება სამეფო ტახტის წინაშე, მისი თავგანწირული
შებრძოლება დათვთან და ბოლოს მამამზის მშვენიერი აღნაგობა, ყოველივე ეს
ურთიერთს დაერთო და ცოცხალი თავით გაასწრო სტუმარმა მთებში.

მელქისედეკის დამოკიდებულება ფარსმან სპარსზე

მელქისედეკს ფრიად არ მოსწონდა ამ «საეჭვო უშჯულოს» ყოფნა მეფის კარზე,


მით უმეტეს, არავინ იცოდა დაბეჯითებით, მართლაც სპარსი იყო იგი, სარკინოზი
თუ ბერძენი?
ფარსმან სპარსი შერქმეული სახელი უნდა ყოფილიყო, არსებითად ნამდვილი
მისი ვინაობა და სადაურობა არავინ უწყოდა.ჯერ კიდევ ბაგრატ კურაპალატს აუხირდა
მელქისედეკი ამ «წარმართის» გამო,
მერმე ის იყო მოანათვლინა მეფემ ორმოცდახუთი წლის კაცი.
ეკლესიაში სიარულითა და მარხულობით თავს არ იწუხებდა ფარსმანი.
მსტოვარ ბერებს ამბავი მიჰქონდათ კათალიკოსთან, ჩუმჩუმად დასცინისო
კიდევაც ქრისტეს სჯულს. მარიამის უხრწნელობის დოგმას აპამპულებდა თურმე და
როცა თრიაქით დათვრებოდა, მოურიდებლად ხითხითებდა: ღვთისმშობელს იმდენი

ფარსმან სპარსის საქმიანობა


საერისთავოებში, მზის საათებს აწყობდა, მთვარის «ხელთაის» სწერდა, ხანდახან
ნადიმებზე მიიწვევდნენ, როგორც ხუმარას და მოცლილს, მოხუც აზნაურებს
აცინებდა, ყოველ სარწმუნოებას აპამპულებდა იდუმალ (რათა საკუთარი დაემალა),
ყოველი ეროვნების კაცს ამასხარავებდა (რათა საკუთარი არ გაემხილა როგორმე).
კათალიკოსი დიდხანს ეძებდა რაიმე საბაბს, არსებითს, რათა მცხეთიდან მისი
გაძევება მოეთხოვნა მეფისაგან და ახლა გახარებული იყო მელქისედეკ, რომ სწორედ
ეზოსმოძღვარმა მიაწოდა მას ასეთი, ფრიად გამოცდილმა ჭორიკანამ და მოენემ.
ფარსმან სპარსი დედათა მონასტერს შესჩვეოდა, მცირეწლოვან, მორჩილ
ქალწულებს საჩუქრებით გაიტყუებდა მთავართა სანათლოის ერთ ბნელ ქუჩისკენ,

სადაც გაუქმებული ბაზილიკის უკან, ბნელ სენაკში ცხოვრობდა თავათ, და ნამუსს


ახდიდა თურმე.
უკანასკნელად ფანასკერტელის ქალისთვის დაედგა თვალი. ცამეტი წლის
გოგონა ძალით გაეხრწნა (იგი ეზოსმოძღვარის ნათესავი აღმოჩნდა).
თუ აფხაზეთიდან, კლარჯეთიდან და ფხოვიდან ჩამოყვანილ მონათა შვილების
გაუპატიურებამ დაუსჯელად ჩაუარა ფარსმანს, ფანასკერტელი დიდი აზნაური იყო
და აქ უეჭველად მოძებნილი იყო ის ფონი, რომელსაც მკრეხელი ფარსმანი უცილოდ
უნდა დაეხრჩო.
გამოძიება დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ სხალტბის ეკლესია არ მოეთავებინა
ფარსმანს და კათალიკოსი ჯერ არ აპირებდა საქმისთვის მსვლელობის მიცემას,
მეფესთან შეხვედრასაც ამიტომ გაურბოდა, ვაჲთუ გიორგიმ შემავრდომოსო
ფარსმანი.
ეზოსმოძღვარის პირით შემოთვლილ ხელმეორედ წვევას, ცხადია, ვერ
გაექცეოდა მელქისედეკი. ოდნავ გულნაწყენი იყო ამ მიპატჟებით, მაგრამ ერთბაშად
გადასწყვიტა დაესწრო როგორმე მეფისათვის და დაბეჯითებით მოეთხოვა ამ წარმართის დასჯა

გიორგიმ მოიკითხა კათალიკოსი, მადლობა მოისმინა მისგან, შემდგომ ამისა ეს


უთხრა:
«შენ გიბრძანებია, უნეტარესო, ნააღდგომევს მამამზის საერისთავოში მივალო.
ეს ხატი (თვალით აჩვენა ამინაშატის ხატი) მამამზეს მიართვი ჩემგან, ხოლო
ძელიცხოველის ჯვარი - ჭიაბერს».
მელქისედეკმა შენიშნა, ლუსკუმიდან ამოღებული იყო იგი.
«ჩემი სახელით უბრძანე, შენს თვალწინ ეამბორონ ორივენი ჩემგან ნაძღვენ
ხატსა და ჯვარს, კოლონკელიძესთან ყოველივე კავშირი გასწყვიტონ, კოლონკელიძეს
ჩვენ მოვუვლით (ესა სთქვა და სპასალარს გადაჰხედა).
უბრძანე ქრისტეს სჯულს დაუბრუნდნენ, თავისი ქალი კატაი ტაოელ აზნაურს
ტარიჭისძეს მიათხოვოს მამამზემ და არა ტოხაისძეს, იმ მელაძუა სახლთუხუცესს.
ჭიაბერმა არ გაბედოს კოლონკელიძის ქალის შორენას შერთვა (ესა თქვა და მუშტი
დაარაკუნა ტაბლაზე მეფემ), თორემ ერთი თვის შემდეგ ქორსატეველას ციხეს
შემოვეწყობი ჩემის ლაშქრითა, ჭიაბერსა და მამამზეს თავები არ შერჩებათ მხრებზე».
მტკიცედ, აუღელვებლად სთქვა მეფე გიორგიმ და მზერით ამცნო კათალიკოსს,
თუ ასე არ მოხდა, შენი ლოცვა-კურთხევა ვერას უშველისო განდგომილთ.იორგის მიერ
მალქედიკოსის მოწვევა სასახლეში
კათალიკოსის პოზიცია -
კათალიკოსს ეზოსმოძღვარის ნაჩურჩულევი გაახსენდა, მამამზის წასვლის
შემდეგაც ჯარის გაგზავნას აპირებენო ქორსატეველას ციხეში, მეფის ნათქვამი რა
ისმინა, გაუხარდა, თათბირნი ჩემნი შეუწყნარებიაო გიორგის. ავადმყოფობა
მოძალებული ჰქონდა, მაგრამ სისხლისღვრის ჩამოვარდნას საერისთავოში წასვლას
არჩევდა.
თავი აიღო მელქისედეკმა, კმაყოფილი სახით თანხმობა ამცნო სიტყვის
დაძვრამდის გიორგის; წარბშეყრილი და მოღუშული იჯდა ზვიად სპასალარი,
ფარსმან სპარსი კვლავ ფეხზე იდგა, დაქანცულობას ვაგლახად დაეღრიჯა მისი
დამჭკნარი და ქოსა სახე.კა
კათალიკოსის წასვლა ქორსატაველაში
უკვე ქორსატეველას პირველ გოდოლს მიადგნენ, მაგრამ მელქისედეკმა
სავსებით დაჰკარგა ცნობიერება და ოთხმა ბერმა ხელით ჩამოიღეს იგი უნაგირიდან.
მამამზის მეუღლე ბორდოხანი ფანატიურად მორწმუნე იყო, იგი შორიდან
თაყვანს სცემდა მელქისედეკ კათალიკოსს, როგორც «შესანიშნავ მწყემსს
ქრისტეანობისას და ეკლესიათა დიდ აღმშენებელს».
პირველ გოდოლთან დაუხვდა იგი კათალიკოსს თავის შიმუნვარებითა და
მოახლეებით. როცა სულთმობრძავი მღვდელმთავარი ჯორიდან ჩამოიღეს,
მანდილოსნები მისცვივდნენ მას.
ზოგი ხელ-ფეხზე ეამბორა კათალიკოსს, ზოგიც ტანისამოსის კალთებს
უკოცნიდა.

ორხოვით, ფარდაგებით და ნატებით მორთულ დარბაზში შეიყვანეს


კათალიკოსი და ტახტზე დაასვენეს.
მამამზე ფრიად შეშფოთებული იყო, რადგან კარგად იცოდა, მეფე გიორგი
უთუოდ ჭიაბერს შესწამებდა კათალიკოსის სიკვდილს და ეს უცილოდ
გაამძაფრებდა ისედაც გამწვავებულ ურთიერთობას.
ბორდოხან,- ერისთავის მეუღლე, ღაწვებს იხოკდა, მთელი სიცოცხლე იმის
ნატვრაში იყო, მელქისედეკ კათალიკოსი თვალით ენახა ოდესმე.
სამგზის წავიდა მის სანახავად მცხეთას და სამგზისვე ხელი მოეცარა,
მელქისედეკი ხან უფლისციხეს აღმოჩნდებოდა წასული, ხან არტანუჯის ეკლესიების
ასაშენებლად და მოსაკაზმავად.
ახლა უჩვეულო ბედნიერებას ეღირსა ბორდოხან, მელქისედეკ კათალიკოსი
ქორსატეველას ციხე-დარბაზს ეწვია, მაგრამ უკვე სულთმობრძავი და განწირული.
ცამეტი წლის კატაი გაოცებული შესცქეროდა ატირებულ დედას და ვერ გაეგო,
თუ რად აწუხებდა მას ამ ჩონჩხადქცეული მოხუცის სიკვდილი?
კათალიკოსის მოსულიერება
ძელისცხოველზე და ამინაშატის ხატზე მთხვევა
პურობა
ჭიაბერის სიკვდილი
პანაშვიდის გათავების უმალვე ერისთავების სახლეულმა და სტუმრებმა იწამეს,
რომ კლარჯეთელმა ძელიცხოველმა მორიგი სასწაული ჩაიდინა ჭიაბერის მოკვლით.
თავად მამამზეც შედრკა, მანაც დაიჯერა ეს სასწაული. მისი აზრით ახლა
ტოხაისძის, კოლონკელიძისა და მისი ჯერი იყო მომდგარი, მაგრამ უეცარი
სიკვდილი სანატრელად უჩნდა ვაჟკაცი შვილის დამკარგველ მოხუცს.
ანაზდად გამოიცვალა, მოტყდა მამამზე, ახლა მთლად ფეხქვეშ ეგებოდა
კათალიკოსს და მის ამალას.
იმ ღამესვე აღსარების ნება სთხოვა მელქისედეკს და აღიარა თავისი და
ჭიაბერის თანაზირობა ფხოველთა ამბოხში.

კვეტარში წასვლა მელქისედეკისა და თალაგვა კოლონკელიძის დახვედრა სვეციცხვლის შიში


მთელი კვირის მანძილზე კოლონკელიძის სასახლეში თავზარდაცემული
დაბორიალობდა დიდი და მცირე, ჭიაბერის მაგალითით დაშინებულნი, დღე-დღეზე
ელოდნენ კოლონკელიძის სიკვდილს.
ღამეებს უთევდა სახლეული. სძლისპირებს უგალობდნენ მოახლენი.
გათენდებოდა დილა, ერისთავი პირჯვარს გადაიწერდა, კიდევ ერთი დღის
სიცოცხლე რომ აჩუქა ღმერთმა.
მოულოდნელად შეუჟღალდა საფეთქლები კოლონკელიძეს, წვერი
გაუჭაღარავდა, უცნაურად მოტყა და დაშინდა.
პაპისეული ლოცვანები გამოჩხრიკა, დილასა და საღამოს ჟამნს აკითხვინებდა,
თავათაც იზეპირებდა ფსალმუნის ლექსებს, კარის ეკლესია ხატებით მორთო,
კვეტარის ბასტიონის ზეთავზე აღამართინა ჯვარი.
მელქისედეკმა ამასობაში ეკლესიები და მონასტრები აღადგენინა. მოწესეები
დაადგინა, ორი ათასზე მეტი უნათლავი მოხუცი და ყრმა მოანათვლინა ბერებს და
ქორსატეველას ციხეში მიბრუნდა.
თალაგვა კოლონკელიძე ნოკორნას მონასტერში წავიდა სახლეულითა და
საკლავითურთ.
გადარჩენისათვის მსხვერპლი შესწირა ნოკორნას ხატს.
ფხოველები განცვიფრებულნი იყვნენ, ძელიცხოველის რისხვას რომ გადაურჩა
კოლონკელიძე.
თავათ ერისთავი თავს ინუგეშებდა: ალბათ საბელის ყელზე გამობმამ
გადამარჩინაო.
გიორგის 40 შორენასა და მეფე გიორგის ნახვა

როცა კვლავ პირველ კარავს ჩაუარა გიორგიმ, მან შენიშნა მწუხარებისაგან


სახეშეცვლილი, ძაძებში მოსილი შორენა. არამიწიერი მშვენებით ბრწყინავდა იგი,
ამ წუთში გაცილებით უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე სამი წლის წინად, როცა იგი

პირველად ხატობის დროს ნახა მცხეთაში, ფხოვურ ტანისამოსში მორთული,


ამორძალივით მოჯირითე რაინდთა შორის.

მამამზის სიზმარი (საფლავს გველი შემოხვეოდა ტოხაისძემ მოკლა)


საფლავთან მისვლა
ტოხაისძის მიერ ლოდის ღება( რათა მეფეს არ გამოეყენებინა აუგად გარდაცვლილი)
მეფისადმი ბრალდებები შალვა ტოხაისძის მიერ( 40ზე შორენას სანახავად იყო წასული-ჯვარი
არ იყო სასწაულმოქმედი)
ჯვრის შემოწმება მოწამლულია თუ არა ნამდვილად-ტოხაისძემ ქონის ნაჭერი ამოიღო ჯიბიდან
და გაუსვა ძელიცხოველს
სწორედ იმ ადგილზე, სადაც აჩნდა მრავალგზისი ნაამბორევი, ზედ ცხვირთან
მიუტანა მწევარს ჯვარი, ძაღლმა დაჰყნოსა იგი, სისხლისფერი ენით გალოკა ძელი.(მოკვდა)
---დამპალი ქალაქია ბიზანტიონი. ბასილი კეისრის სასახლეში ბევრი რამ
გავიგეთ ჭიაბერმა და მე. თვალების დაბნელება, ადამიანის ცოცხლად დამარხვა,
ძელზე გაყვანა, მოწამლვა, ორივე ხელის მოჭრა და მკვლელის მიჩენა. ეს ყოველივე
ბიზანტიონში ისწავლეს ჩვენმა მეფეებმა. ბასილი კეისარმა ცეტინიუმთან ბრძოლის
მეორე დღეს ხუთმეტ ათას ბულგარელს დასთხარა თვალი.

ტოხაისძისა და სხვების აჯანყევის საბაბი- ბერძნებს ეს სწადიათ, ჩვენი ენა დაგვავიწყონ


და თავიანთი შემოგვჩარონ
პირში, ჩვენი წარსული დავივიწყოთ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი
შემოგვაძარცვონ, მათი ჩავიცვათ. თუ ჩვენი კერპები ვახსენეთ და მათი დავგმეთ,
მყისვე პირზე აკერიათ: «მკრეხელი, მწვალებელი და მსტოვარი».
ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო,
ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა. მცხეთას ავიღებდით, უფლისციხეს შემოვეწყობოდით,
თმოგვის ციხეს ავიღებდით და ციხეს ფანასკერტისას, დედოფალს ბედიის
მონასტერში მონაზვნად აღვკვეცავდით, ამირას ტფილისიდან გავაგდებდით,
არმაზსა და ზედაზენს აღვადგენდით, მელქისედეკ კათალიკოსსა და მის შავჩოხიან
მსტოვრებს ქართლოსის საფლავზე დავაკლავდით, მაგრამ შენ ტყვედ
გვეგულებოდი მცხეთაში, მე იმ თავიდან არ მომწონდა ახალწელს სადარბაზოდ
მცხეთაში წასვლა».

ტოხაისძის გაგზავნა კოლონკელიძესთან აჯანყებისთვის


ტოხაისძის დაქორწინება მამამზის ქალიშვილზე( კატაიზე)-მეორე დღესვე კოლონკელიძესთან
გაგზავნა შავლეგ ტოხაისძე, რათა
ყოველივე წვრილად მოეხსენებინა ტოხაისძეს მისთვის. დასთქვეს: ჯერ
ეკლესიებისა და ხატების შემუსვრას დაიწყებდა კოლონკელიძე, მერმე არაგვის
ხეობაში გადმოვიდოდა, საერთო ძალით შემოეწყობოდნენე უფლისციხეს და
მცხეთას.
ბორდოხან იმ დღესვე ბნელიდან ამოიყვანა მამამზემ, ძაძა გაიძრო და ცოლს
ამცნო: შავლეგ ტოხაისძეს უნდა მივათხოვოთო კატაი.
შეკრთა ბორდოხან, მეფის მიერ მელქისედეკის პირით დანაბარები გაახსენდა
მყისვე, შეშინებულმა ამის თქმა შეჰბედა ქმარს:
«მეფე რას იტყვის?...
«მეფეს მე გავცემ პასუხს».

შვილი ჰყოლია, რამდენიც ანგელოსი დაეტევაო ნემსის წვერზე.

You might also like