You are on page 1of 9

სკოლა - საბაზო

საგანი - ქართული ლიტერატურა


კლასი - VIII
პედაგოგი - ეკატერინე ღაღანიძე
თარიღი - 2021 წლის 20 იანვარი
„ბედი ქართლისა“

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ნაწილი მეორე
ლექსიკონი:

მივიქცეთ - მივბრუნდეთ
ვქნათ საჭურედ - თავშესაფრად გაუხდათ
ბორგვნილი - აბორგებული, აღელვებული
ანგარი - ანგარებიანი (გამყიდველი)
აჰყარეს სიმტკიცის ბჭენი - სიმტკიცე დაურღვიეს
ესდენ - ამდენად
ცუდ იყო - ფუჭი, ამაო იყო ყოველგვარი მცდელობა
გაფოთებული - აღშფოთებული, განრისხებული
„ბედი ქართლისა“
კარი პირველი (მეორე ნაწილი)

რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,


ბინდმა გაჰყარა მებრძოლნი მტერნი, საშვილიშვილოდ გარდაეცემის;
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი; ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ დაიდუმებს,
მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს, აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს!
მას გამარჯვება არღა ახარებს: მეფემ უბრძანა თვისთა მოხელეთ:
ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის!
“გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთ
მრავალთ ყმაწვილთ-კაცთ, ნუგეშთა
ქართლის, და ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის! თვარემ ხვალ სიმხნით ვერა გავაწყოთ,
აწ საფლავიცა არსად ჩანს მათთვის; აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს;
ჰაერში განქრა მათი სახელი ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,
და არსად ჟამთა მოწამე ძეგლი და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ,
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა; ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ.
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..
ძველთაგან ასე ნაამბობია,
მაგრამ, ჰოჲ, გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით: რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია”.
ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს; მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!
ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს, სცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა,
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა მოყმეთა თვისთა ეზდენ დამცრობა,
ექმნათ საჭურედ ჯართა ქართლისა! მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული,
გათენდა დილა მზისა აღმოსვლად; მტერზედ ამაყად გამზადებული!
მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად მაგრამ ცუდ იყო ყოველი ღონე:
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს: აღა-მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე,
აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს, შემოეპარა ციხისა კართა,
სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით, და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ
მაგრამ ვერა რა ავნო ვერსაით. ჯართა.
დაღონდა სპარსთა მეფე გაფოთებული ეძიებდა მას,
ბორგვნილი, ვინცა ჰერანის ტახტს, ხელმწიფებას
და თურმე ყოვლით იმედმიხდილი ქართველთა შორის წაართვა ძალა;
ქართლითგან წასვლას მაგრამ ირაკლიმ უკვე გაქუსლა
დააპირებდა; მთიულეთისკენ თავისი ცხენი
მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა! და შეუმცირა სპარსთ ტკბილნი დღენი!
აჰა მან იგი აწ მოიხელთა
და მუხთალისა ანგართა ხელთა
განმარტებები:
 ეპიზოდში წარმოჩენილია მეფე ერეკლეს განცდები ბრძოლის
შემდეგ. მას აღარ ახარებს გამარჯვება, რადგან ომმა არაერთი
ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირა. გამარჯვება მეფეს „ძვირად
დაუჯდა“!
 ავტორი აღნიშნავს, რომ ამ გმირების სახელი უკვალოდ გაქრა, არც
მათი საფლავები არსებობს და არც მათ საქმეებზე მოყვება ვინმე.
მაგრამ ამავდროულად წერს - „ჰოი, გმირნო, ნუ შეშფოთდებით“,
ქართლი არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს და გაიხსენებს მანამ,
სანამ ემახსოვრება აღა-მაჰმად-ხანის სახელი.
 მეფე გადაწყვეტს, რომ ქალაქში გამაგრებული დაუხვდეს მტერს და
ჭკუით აჯობოს მას.
განმარტებები:

 ტფილისს მზის ნაცვლად სიბნელე მოეფინა, რადგან ქალაქს


აღა-მაჰმად-ხანი მოადგა და სამი დღე-ღამე ცდილობდა მის
აღებას, თუმცა ვერ ახერხებდა.
 სწორედ მაშინ, როცა იმედგადაწურული აღა-მაჰმად-ხანი
წასვლას აპირებდა, გამოჩნდა „იუდა“, ანუ მოღალატე,
რომელმაც გადაწყვიტა ქვეყნის ბედი. მისი დახმარებით,
მამულს „სიმტკიცის ბჭენი“ აჰყარეს და ტფილისი აიღეს.
 მეფეს
ყველაზე მეტად სწორედ ეს ღალატი აბრაზებდა და
ანაღვლებდა.
იფიქრეთ:
 რატომ არ ახარებს მეფე ერეკლეს გამარჯვება?
 როგორაფასებს ავტორი გმირებს და მათ
თავდადებას?
 რაიგულისხმება სიტყვებში: „თქვენ სახსოვარი გაქვთ
თვით განგების“?
 რაშემთხვევაში გაიხსენებენ ქართველები დაღუპულ
გმირებს?
 განმარტეთ სიტყვები: „მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა“.
 რატომდა როგორ დამარცხდა ერეკლე მეფე? თქვენი
აზრით, რა არის ამ დროს მისი მთავარი
სადარდებელი?
დავალება:

 ტექსტის წაკითხვა, გაშინაარსება და დასწავლა


 ლექსიკონზე მუშაობა
 წერითი დავალება: ეპიზოდის შინაარსი
 კითხვებზე პასუხი(მე-8 სლაიდი)
იმსჯელეთ, დამარცხების შემდეგ, რა აღაშფოთებს
და ადარდიანებს ერეკლეს ყველაზე მეტად?

You might also like