You are on page 1of 1

აღმართზე მივდიოდი ნელა, სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა, მზემ სხივი მომაფინა, სიცოცხლე

ვიგრძენი და სიკვდილმა ვერ შემაშინა, შემიდუღდა მაშინ გული და სული და მეც იმ ნადუღში ვიყავი.

გულმა ცგერა და სულმა შფოთვა დამიწყო, ჩანგმაც თავისი სიმები დამიწყო.

სიმართილის ხმა შეუპოვრად გაისმა, რომ დღევანდელი ხმა ისმინოს გაისმა,

ცის მახლობლად ფეხქვეშ მიწა ვიგრძენი, ვთქვი: ცხოვრებამ მეც ერთ კაცად მიწამე

და ვიფიქრე ჩემი სატრფო სად არი, ნისლი უდგას თუ დღე, გავიხედე და დავინახე, რომ სხვას
ემონებოდა, გამიკვირდა და ვთქვი მტერს როგორ დაემონა!

მოხიბლულა და შემცდარა, ალერსით მთვრალს ისარი ვერ დაუნახავს.

მივაძახე ჭირჭარში ნუ ვარდები, იქ ია და ვარდები ნუ გგონია.

შენი თავი შეიბრალე, საწამლავს სვავ იცოდე,

არ მისმინა და საუკუნოდ დანა დაასვა ჩემს გულს, აღმართზე რატომ მივდიოდი თუ მაღლა თავს
მშვიდად ვერ ვიგრძნობდი.

ჩემო თავო წამლით ვერ გაგკურნე, დაღმართს დაუყევი დროულად, იქ ჩაბრძანდი სადაც გელოდებიან
ლოდებით ბარით ნიჩბით და კუბოთი.

დაივიწყე ვინც გახსოვდა და სამარადისოდ განისვენე!

You might also like