You are on page 1of 3

ნიკოლოზ ბარათაშვილი - „არ უკიჟინო, სატრფოო“

(ანალიზი)
სიყვარულის წმინდა გრძნობას ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის
ლექსი „არ უკიჟინო, სატრფოო“. პოეტის აზრით, მოკვდავი უძლურია გა-
მოთქვას უკვდავებასთან წილნაყარი გრძნობა. ლექსში სიყვარულით გა-
მოწვეული განწყობილება გადადის რაღაც ყოვლისშემძლე და ყოვლის-
მომცველ სულიერ ენერგიაში, ხოლო ეს უკანასკნელი მიემართება არა პო-
ეტის ინტიმური სამყარს სიღრმეებისკენ, არამედ თითქოს უსაზღვროდ
ვრცელ სივრცეებს განეფინება. სიყვარული აქ იხარჯება უნივერსალურ
სიკეთეში და, ამდენად, საოცრად აქტიურ, ცხოველმყოფელ ხასიათს იძ-
ენს:
„არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.“
ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავისი სიყვარულის გრძნობა ისე განავითა-
რა, რომ სამაგიერო არა მოითხოვა რა. ეს არის უზაკვო მსხვერპლი სატრ-
ფოსათვის, რომელსაც აქვს განმაფაქიზებელი გავლენა, რომელიც აამაღ-
ლებს და ასე ათქმევინებს:
„მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!“
პოეტის აზრით, სიყვარული კაცობრიობისათვის ისევე საჭიროა, რო-
გორც მზე და წყალი. მიწიერი და ზეციური ანუ მოკვდავი და უკვდავი
სიყვარული. ისევე განსხვავდება ერთურთისაგან, როგორც ვარსკვლავი
და მზე. სიყვარულის გაქრობის შემთხვევაში ვარდიც კი აღარ აყვავდება,
მდელოც კი არ აბიბინდება. ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის სიყვარული
ციდან მოსული, ამამაღლებელი, მოკვდავი კაცის უკვდავად გადამაქცე-
ველი გრძნობაა:
„მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;
მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.“
ის, რასაც პოეტი ცდილობს გადმოგვცეს სატრფოსადმი თავისი ინტი-
მური გრძნობების გამხელისას, სინამდვილეში სრულიად ახალი, უჩვეუ-
ლო ხასიათის განცდაა. მგოსანი მთელი თავისი არსებით განიცდის ამ
უჩვეულობას. ეს სულ სხვა გრძნობაა, რომლის გაგება სხვებს არც კი შეე-
ძლოთ. ამას გრძნობს პოეტი, როცა თავის სატრფოს ეკითხებს:
„ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?“
სიყვარულის დიდ ენერგიას ვერ ფარავს სინამდვილის უკუღმართო-
ბით გამოწვეული ტანჯვა. მზე ბარათაშვილის შემოქმედებაში არის ნათე-
ლი მომავლისა და სიკეთის სიმბოლო. მართლაც, აქ სიყვარულის გრძნო-
ბის გაფაქიზება უმაღლეს მწვერვალამდეა აყვანილი. აქ არის მოტრფია-
ლეთა ნატვრა ქვეყანას ემსახურონ, ქვეყანა აღამაღლონ და განაცოცხლონ
სულიერი, მაღალი ცხოვრებითა და გრძნობით. მგოსანი მსხვერპლსაც კი
არ ერიდება, ოღონდ ჩვენი ცხოვრების სულიერი განთიადი გამოიწვიოს.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 19.IX.2022 წ.
არ უკიჟინო, სატრფოო
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,


საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,


რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,


რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,


და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,


იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!

ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?


მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს


და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!


მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..

მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,


და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1841 წ.

You might also like