You are on page 1of 1

რომანტიკოსი პოეტებისთვის ბუნება-მათი

მეგობარი,მესაიდუმლეა
მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში წარმოიშვა ახალი ლიტერატურული
მიმდინარეობა- რომანტიზმი. ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბებას საფუძვლად ედო
საქართველოს მძინე ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია. რუსეთის
მმართველობის დამყარებამ და ქვეყნის თავისუფლების დაკარგვამ ქართველი
რომანტიკოსები შეაშფოთა. ამიტომაც, არაერთ რომანტიკულ ლექსში ვხედავთ
პატრიოტი პოეტის მიერ აღწერილ საქართველოს შემზარავ სურათს.ქართველი
რომანტიკოსები ამდაგვარ საშინელ სიტუაციისგან გაქცევას ცდილობდნენ და ამ
მიზნით ბუნებაში უყვარდათ განმარტოება.რომანტიზმისთვის დამახასიათებელი
ერთ-ერთი ნიშანი არის სწორედ ბუნება. ბუნების სილამაზით დატკბობა პოეტს
შესაძლებობას აძლევდა დაევიწყებინა რეალური ცხოვრება.ასევე, ბუნების
ჰარმონიული განწყობა რომანტიკოსს აძლევდა ცხოვრების
ამაობაზე,სიკვდილზე,დროის გარდამავლობაზე ფიქრის საბაბს.
ერთ-ერთი სახელგანთქმული პოეტი,ნიკოლოზ ბარათაშვილი ბუნებას მიიჩნევს
თავის მესაიდუმლედ. თავის ლექსებში სახელად “შემოღამება მთაწმინდაზედ“ და
ასევე „ფიქრნი მტკვრის პირას“ პოეტი ბუნებაში სცდილობს იპოვოს სულიერი
სიმშვიდე,მსჯელობს ცხოვრების ამაოებაზე და საწუთროებაზე. ნიკოლოზ
ბარათაშვილი სეირნობს მთაწმინდის დამაფიქრებელ და ტიალ ადგილებში და
ლაჟვარდ ცას დაჰყურებს. პოეტის სული ესწრაფება მარადიულობასა და
იმქვეყნიურ სასუფეველს. რომანტიკოსი ებრძვის თავის ბედს და ჰგონია, რომ
ადამიანი ასევე უნდა იზრუნოს ამქვეყნიურ ცხოვრებაზეც და ამავდროულად
ისახავდეს თავის მისწრაფებებს. ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდებული ოცნებები
და მიზნები,ფიქრები ვერ აღწევენ ღმერთს და ჰაერშივე განიბნევიან და
წუთისოფლად არსებობას ტანჯვად მიიჩნევს. ამიტომაც, პოეტის აზრით ლაღი
ბავშვობა და ლამაზი,მინაზებული ბუნება მომაჯადოებელი ბოროტი ძალაა,
რომელმაც შემდგომში გაუმძიმა ამქვეყნიური ყოფა.

You might also like