You are on page 1of 2

გალაკტიონ ტაბიძე,რომელიც ლიტერატურული

მიმდინარეობის,სიმბოლიზმის მიმდევარი იყო,ისევე როგორც


სხვა სიმბოლისტ მწერლებს,ასევე მასაც ახასიათებს მოვლენის
მიღმა ჭვრეტა. პოეტისთვის ცხოვრება სიმბოლოა,რაღაც
ფარულისა და იდუმალის. გალაკტიონი თავის ერთ-ერთ
ლექსში „მე და ღამე“ საოცარი ოსტატობით გადმოგვცემს
ქართული ტაძრის სილამაზეს და მნიშვნელობას „რა განძი
გვქონია,რა მხნე,რა მდიდარი“ .ლექსის წაკითხვის დროს
თავისუფლად იგრძნობ იმას,რომ გალაკტიონი აღტაცებული და
უბედნიერესია ამ ხელოვნების ქმნილებით „ აქ რომ
თაღებია,სვეტთა შეკონება,ისე ნაგებია,სიზმრის გეგონება“
გალაკტიონის მიერ ნიკორწმინდის ქებათა ქება რწმენის ქებათა
ქებაცაა,რადგან ტაძარი ქრისტიანული სიყვარულისა და
რწმენის შესაკრებელია.
ლექსის წაკითხვის დროს მკითხველს შეუმჩნეველი არ
დარჩება როთმა,რომელიც სასიამოვნოდ ჟღერს. რითმა არის
ჯვარედინი.ასევე აღსანიშნია ის,რომ ლექსი გაწყობილია
თანაბარი მარცვლებით.ამის გარდა მკითხველზე
შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებს მხატვრულ სახეებს.
მაგალითად,იმის გამოსახატავად თუ რაოდენ ძვირფასი და
დიდებულია ტაძარი პოეტისთვის იყენებს ეპითეტს „ჩემთვის
დიდებული“ ასევე იყენებს მეტაფორას იმის გამოსახატავად თუ
როგორ აბრწყინებს ეს ნაგებობა საქართველოს „ბრწყინავს
საქართველოს ქებად ნიკორწმინდა“.
ეს ლექსი თემატიკით და იმით რომ ეს ლექსი გადმოგვცემს
ტაძრის დიდებულებას ჰგავს ხალხურ ლექსს სვეტიცხოველზე
სადააც ასევე ხდება ამ ტაძრის დიდებულების და
განუმეორებლობის გადმოცემა.
აქედან გამომდინარე ეს ლექსი საოცარი სიმშვიდით აავსებს
მკითხველს. პოეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჰმატებს
ეკლესიას და რწმენას. დამრჩა შთაბეჭდილებაც,რომ გალაკტიონ
ტაბიძე ეკლესიური იყო და განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა
რელიგიის მიმართ.

You might also like