You are on page 1of 1

,,რად ჰკადრებ კაცსა’’ მხატვრული ანალიზი

ნიკოლოზ ბარათაშვილის განურჩევლად ემოციურ და სიყვარულით შეპყრობილ ლექსსში


,,რად ჰკადრებ კაცსა“ პოეტი სიყვარულის სიმტკიცის ჭეშმარიტების ნიშნად
ხანგრძლივობას აღიარებს; მისი აზრით ჭეშმარიტია ის,რაც დროში მარადიულია და
უცვლელი.ხოლო, რაც ცვალებადია,ჭეშმარიტი არ არის.

სილამაზე პოეტის აზრით დროში შეზღუდული რამაა და შესაბამისად ცვალებადი ,ამიტომ


სიყვარული რომელიც ფიზიკური სილამაზის საფუძველზეა აგებული წარმავალია, როგორც
მისი საფუძველი;’’სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!’’

ლექსს კონტრასტული დამოკიდებულება ახასითებს ხორციელებასა და სულიერებას შორის


მის ავტორს მხოლოდ მარადიულ საფუძველზე აღმოცენებული გრძნობა მიაჩნია ნამდვილ
სიყვარულად;თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

პოეტისთვის ჯოჯოხეთურ განსაცდელს წარმოსდგენს ცვალებადობის შეგრძნება ის


ფიქრობს რომ ქალმა კაცი თავიდანვე უნდა შეიპყროს თავისული მარადიული სულიერებითა
და მანკიერებით. მისი აზრით ნამდვილი ტრფობა თანაარსებობს მხოლოდ დახვეწილ და
მარადიულ სულთა ურთიერთმიმართებაში,თუ ასეთი გაგება არ არსებობს იქ ჭეშმარიტი
ტრფობაც არ არის და გრძნობაც ცვალებადია;

‘’რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?


თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?

ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა’’

ლექსში სტრიქონი თოთხმეტ მარცვლიანია,სტროფი ოთხ სტრიქონს მოიცავს,რითმა


მდემდებარეობის მიხედვით მოსაზღვრეა,

ნაწარმოებში გვხვდებარიტორიკული მიმაართვა; ,,ბანოვანო’’.როტორიკული


შეკითხვები; ,,რად გრწამს’’ , ,,რად ჰყვედრი კაცსა?“.

შედარება: ,,და,ვით ყვავილი’’ .,,ვით კერძოსა ღვთაებობისა“

მეტაფორა:,,თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების“

აღნიშნული ნაწარმოები შექმნილია სიყვარულსა და რომანტიკულ მოტივებზე. ვფიქრობ


ეს ლექსი არის ერთ-ერთი საშუალება გაიაზრო რა შედეგები მოაქვს მარადიულობასა და
უცვლელობას.

You might also like