You are on page 1of 2

ბედნიერი ერი

საზოგადოებას უყვარს გამოთქმა “დრო ყველაფრის მკურნალია”, სჯერათ რომ


თუ არაფერს გააკეთებენ მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დრო მაინც
გამოასწორებს. სწორედ ამ უძრაობის გამო არის, რომ დღეს ისევ იმ სიტუაციაში ვართ,
როგორშიც საუკუნის წინ ვიყავით, როცა ილიამ “ბედნიერი ერი” დაწერა .
ნაწარმოები ღირებულია საზოგადოებისთვის თუ ისეთ საკითხებს ეხმიანება , რაც
აქტუალურია იმ პერიოდში. ამიტომ, სამწუხაროდ, ილია არ კარგავს პოპულარობას
დღევანდელობაშიც. ქართველი ერი დღესაც იმ პრობლემის წინაშე დგას რის წინაშეც
ვიდექით მე-19 საუკუნეში. გადაშენების, ეროვნულობის დაკარგვის. დღეს უკვე
ბუნებრივია ღალატი, ამიტომ ნდობა გაქრა ხალხში. ძმას ძმის შურს. ყალბები და
ცბიერები ვართ, ერთმანეთს პირში ვუცინით ზურგს უკან კი სამარეს ვუთხრით. ჩვენი
გასაჭირით იმდენად ვართ შეპყრობილი სხვისი დახმარების საშუალებას აღარ
ვაძლევთ თავს, განსაცდელში ხელს არ ვუწვდით კაცს, რადგან ჩვენი საქმე გაფუჭდება .
ამდენი წელი ვიცხოვრეთ და რაღაც სასურველს მივაღწიეთ და ახლა ვიღაც უცნობის
დასახმარებლად ამის რისკის ქვეშ დაყენება არ გვიღირს, ამიტომ თვალს ავარიდებთ
ხოლმე პრობლემას. კმაყოფილება უდიდესი სენია და თანამედროვეობაშიც მწვავე
პრობლემაა. თუ ხვალისთვის საჭმელი გექნება და ზამთარში არ გაიყინები მეტი
მოთხოვნა არ აქვს ხალხს. არსებობენ იმიტომ რომ ჭამონ და არა პირიქით. ასევე
ილიას სიტყვებია: “კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც
თანასწორად ემორჩილება ხოლმე.” კვლავ არაფერი შეცვლილა, რასაც დაგვიდებენ
წინ იმით ვკმაყოფილდებით და მადლიერებიც ვართ. სწორედ ამიტომ არის თუნდაც ის,
რომ ათასობით ოჯახია დაშორებული ერთმანეთს, დედები საზღვარგარეთ
გადაკარგულები კაპიკებზე მუშაობენ, რათა ოჯახს რაღაც მაინც მისცეს სარჩო-
საბადებლად და ამაზეც მადლიერები არაინ.
სანამ სხვას გააკრიტიკებ, მანამ შენი თავი უნდა შეიცნო და აღმოაჩინო
პრობლემები. რა თქმა უნდა, არც მე ვარ იდეალური, მეც ისეთივე ცოდვილი და
მანკიერი ვარ, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. უამრავი ნაკლიდან ალბათ მაინც
სიზარმაცეს გამოვარჩევდი. ბევრჯერ გადამიდევს დღევანდელი საქმე ხვალისთვის ან
უვადოთ, იგივე მიზეზით ბევრჯერ დავჯერებულვარ იმას რაც ჩემ წინ დაუდევთ , არ
მიბრძოლია უკეთესისთვის. შემშურებია იმის, ვისაც ჩემზე ნაკლები შრომით უკეთესი
შედეგისთვის მიუღწევია. როგორც გვჩვევია ხოლმე ხალხს ამას ადამიანური ბუნებით
გავამართლებ, თუმცა ვიცი ჩემი შეცდომები. ძილის წინ კრიტიკული თვალით
გადავხედავ განვლილ დღეს და ვიაზრებ ჩემს შეცდომებს. პრობლემს არსს თუ
ჩაწვდები მისი აღმოფხვრა ძალიან მარტივია.
ილიას გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მან არა მარტო დაგვანახა
პრობლემა, არამედ გამოსწორების გზაც გვაჩვენა. “რა გითხრათ? რით გაგახაროთ ?-ში ”
ის გვახსენებს, რომ ახლაც ომში ვართ, მაგრამ არა სისხლის ღვრის, არამედ ოფლის.
ხმლით მოსულ მტერს გავუძელით და არ წავართმევიეთ ჩვენი მიწა-წყალი , ხოლო
შრომით და ცოდნით მოსული გაგვანადგურებს, გაგვთელავს, ამიტომ ახლა უფრო
მეტად უნდა გავძლიერდეთ. ამ ბრძოლაში თავის გამოჩენა უფრო ფასობს, ვიდრე
სისხლის ღვრაში. იმ ყველა მანკიერი თვისების დაძლევა არის გადარჩენი ერთადერთი
გზა, სანამ ყველას არ აღმოვფხვრავთ, მანამ ვიქნებით ასე დამონებული. კრიტიკული
აზროვნებით უნდა შევაფასოთ თითოეული ჩვენი მოქმედება და
“ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?”
ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არა უბრალოდ ვიარსებოთ ,
როგორც ცხოველმა.

You might also like