You are on page 1of 8

პასუხი შვილთა-გრიგოლ ორბელიანი

1. პოეტი „შვილებს“ უმადლოებს უწოდებს. მათი შეფასება მამების ღვაწლის


მიმართ უსამართლობაა, განპირობებული მათივე უმეცრებით.
2. გრიგოლ ორბელიანი დარწმუნებულია, რომ მამებმა ღირსეულად იცხოვრეს,
სიმამაცით გაითქვეს სახელი და ამის დასტურია ‘ოსმალ-სპარსები, დაღესტნის
მთები“( გულისხმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომებს, რომლებში ც, ვითარცა
გენერალი, ორბელიანი აქტიურად მონაწილეობდა. პოეტი თვლის, რომ ამ
ბრძოლებით მამების თაობამ დაიცვა „სისხლშემოსილი მამული“ და „სასო ღვთისა,
მცველი ერისა, ენა, საყდარი, სარწმუნობა“ .
3. შვილებს თავიანი შესაძლებლობის გამოვლენისათვის ყველა პირობა შეექმნათ.
მათ განათლება მიიღეს და მამებიც დიდი იმედით შეჰყურებდნენ, იმედოვნებდნენ,
რომ „სწავლის ლამპრით“ „დავრდომილ მხარეს“გაანათებდნენ, მაგრამ მათ ეს
მოლოდინი არ გაამართლეს. სკოლები კი დააარსეს, მაგრამ იქ მისული ყრმები
ზნეობრივად წახდნენ. გრიგოლ ორბელიანის აზრით, შვილებმა ღმერთი უარყვეს
და ადამიანის გონება აღიარეს უზენაესად.
4. მნიშვნელოვანი ბრალდება, რომელიც ორბელიანმა შვილებს წაუყენა, ენას
შეეხება. პოეტის აზრით, მათ წაბილწეს ჩვენი ენა, ენა კი ერის ცხოვრების, მისი
ისტორიის მცველია. „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...წაეცხოს ჩირქი ტაძარსა
წმინდას.“ ( ეს საზეპირო ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად ისწავლეთ.)
5. პოეტი შვილებს ბრალად სდებს იმასაც, რომ ისინი მხოლოდ სიტყვით
აღიარებდნენ თავისუფლებას და „მაღალი ფრაზები“ დარჩა მხოლოდ სიტყვებად.
შვილებმა „ოქროს ჯაჭვი“ ამჯობინეს თავისუფლებას ( „ოქროს ჭაჯვი სჯობს
თავისუფლებას“-ანუ თავისუფლებას ამჯობინეს მონობაში განცხრომით ცხოვრება.)
6. პოეტი წუხს, რომ ასეთი უმეცარი და უზნეო შვილები განაგებენ ქვეყნის ბედს. ეს
„გმირთა მამულის“ დამცრობა-დაკნინების გამოხატულებად მიაჩნია.

„ხმა იდუმალი“
თვითგამოხატვა, თვითრეალიზაცია ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა
( გავიხსენოთ აბრაამ მასლოუს პირამიდა). შესაძლებლობათა გამოხატვისათვის
შესაბამისი გარემოა საჭირო, ანუ „თბილი ხნული“, რომ „მარცვალი, ღვთის
კალთიდან გადმოვარდნილი“, აღორძინდეს ( ოთარ ჭილაძე). როცა ადამიანი ვერ
ახერხებს შინაგანი ენერგიისგან დაცლას, ანუ შესაძლებლობათა რეალიზებას, მას
უთუოდ ეუფლება უკმარისობის განცდა, მეტიც, „არაფრობის“ განცდა, როგორც
ილია იტყოდა სწორედ ადამიანის ასეთ სულიერ მდგომარეობასთან
დაკავშირებით ( ყველას გავუძლებ, როგორც ქვა კლდისა,/ ბედთანა ბრძოლა ვით
მეშინება,/ ხოლო ჩემ თავის არაფრობისა/ ვერ ძალმიძს, ძმანო, ვერ-რით
გაძლება.“). რაც უფრო დიდია შეგრძნება საკუთარი ენერგიისა, მით უფრო
მტანჯველია განცდა მისი ვერგამოვლინებისა. ნიკოლოზ ბარათაშვილის
ტრაგიკული მარტოსულობის უმთავრესი მიზეზი სწორედ ესაა. ეს ტრაგიზმია
წარმოჩენილი ლექსში „ხმა იდუმალი“. ადამიანში, რომელმაც დაასრულა ლაღი
და უდარდელი ბავშვობა, იღვიძებს იდუმალი ხმა, მეორე „მე“, რომელიც
აკვალიანებს უკვე წუთისოფლის პირისპირ მდგარს. ეს იდუმალი ხმა უბიძგებს
პოეტს, იპოვოს „თავისი მხვედრი“, თავისი „წილობა“, „თავისი საშვენი“.
სამწუხაროდ, ამ სასტიკ და უხეშ ობიექტურ რეალობაში ყველაფერს ადამიანის
ნება ვერ განსაზღვრავს. ბედისწერის ჯადოსნურ წრეში მოქცეული პოეტი ვერ
პოულობს შინაგანი ხმით მითითებულ ადგილს და ეს იწვევს მის მღელვარებას.
ამიტომაც მიმართავს პოეტი იდუმალ ხმას:"ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,/ ან თუ
ეშმაკი, მაცთური ჩემი...როს ვცნა მე შენი საიდუმლობა, რო მხვდეს ამ სოფლად
ჩემი წილობა?"

"შემოღამება მთაწმინდაზედ"
ლექსში მნიშვნელოვანია ბუნების პოეტისეული აღქმა, განცდა. ბუნება იდეალთან
მიახლოებული გარემოა. აქ პოეტს იზიდავს პირველქმნილი სილამაზე, სიწმინდე,
ყველაფერი, რაც ასე სჭირდება მის ფაქიზ სულს და რაც ასე აკლია ამ უხეშ
ობიექტურ რეალობაში. ამიტომაც "ბოროტ ვნებათაგან ღელვილი", "კაცთა სიავით"
გულმოკლული პოეტი სწორედ ბუნებას მიაშურებს, რაკიღა ის იდუმალი
მშვენიერება, რომლითაც გამოირჩევა შებინდებისას მთაწმინდის შემოგარენი,
უამებს სულიერ ტკივილს. ( "მხოლოდ გული ჰგრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას
შვება."). ბუნება სულიერი მეგობარია პოეტისა ( "და წყნარს საღამოს, ვით
მეგობარს შემოვეტრფოდი"; "გულდახურულთა მეგობარო, მთავ,ღრუბლიანო") .
ბუნება იდუმალ ენაზე ეხმიანება პოეტს ( გავიხსენოთ ლექსი "ჩინარი":“მწამს, რომ
არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის და უცხოველეს სხვათა
ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის.“ ). ღელეთა შორის აღმოკვნესის ნიავი და
სწორედ ეს ხმაა ბუნების ენა, რომლითაც სევდიან პოეტს თანაუგრძნობს.
პირველქმნილ მშვენიერებას ზიარებული პოეტი განიწმინდება, ამაღლდება და
მისი პოეტური მზერა სწვდება საოცარ ჰარმონიას ბუნებისას. მწვანე მინდორზე
მიმობნეული ყვავილები თავიანთი სურნელით სამადლობელს აღავლენენ ღვთისა
მიმართ("ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას
წმინდასა და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა შენდა აღკმევენ სუნნელებასა".).
პოეტის წარმოსახვაში "დისკოგადახრით შუქმიბინდული" მთვარე ემსგავსება
"მხურვალე ლოცვით მიქანცებულ " სულს.
პოეტს ბუნება კიდევ უფრო უმძაფრებს ლტოლვას ხილული ცის მიღმა არსებული
იდეალის საუფლოსკენ-"ზენაართ სამყოფისკენ". იქ არის სულის "სადგური",
წუთისოფლის ამაოებისაგან თავის დახსნის საშუალება...( " გულისთქმა ჩენი შენს
იქითა ეძიებს სადგურს...ამაოება"). იდეალის წვდომა შეუძლებელია! მოკვდავი
უძლურია, მისწვდეს ღვთაებრივს! ("მაგრამ ვერ სცნობენ,გლახ, მოკვდავნი
განგებას ციურს!").

ცისა ფერს (ბარათაშვილი)


ცისფერი, ლურჯი ცასთან ასოცირდება, ცა კი იდეალის საუფლოა, "ზენაართ
სამყოფია", ის პირველქმნილი წიაღია, საითაც ილტვის პოეტი, წუთისოფლის
ამაოებით დათრგუნული, "კაცთა სიავით დაწყლულებული".( "პირველად ქმნილსა
ფერს და არ ამქვეყნიერს სიყრმითგან ვეტრფოდი."). მიუხედავად იმისა, რომ უხეში
ობიექტური რეალობა( შური, მტრობა, სიძულვილი, ფარისევლობა და, ზოგადად,
ბოროტება) "სისხლს უციებს" პოეტს, ის მაინც ინარჩუნებს სულის ძალას, არ
მოექცეს ამ რეალობის გავლენის ქვეშ და მზერა კვლავ მშვენიერისკენ მიმართოს.
ლექსში ვკითხულობთ: "და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ მე, არ
ვეტრფო აროდეს ფერსა სხვას." პოეტი ეტრფის ცისფერ თვალებს. პოეტის ფიქრი
ილტვის ცისკენ, რათა შეერთოს "ლურჯსა ფერს". ცა "დააფრქვევს ცვარს ციურს",
როდესაც აღესრულება , ყველასგან მოშორებული.

„ვპოვე ტაძარი“
ბარათაშვილის მშვენიერი სული ამქვეყნად თავშესაფარს ვერ პოულობს. მისი
სულის „საშვენი“ აქ, ამ უდაბნოდ ქცეულ წუთისოფელში, არ არის. „ბოროტ
ვნებათაგან ღელვილი“ პოეტის მზერა მიმართულია „ზენაართ სამყოფისკენ“,
რაკიღა იქ ეგულება სიყვარული, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე, ასე რომ აკლია
ამ უხეშ ობიექტურ რეალობაში. ლექსში „ვპოვე ტაძარი“ პოეტი თითქოს პოულობს
საყრდენს-ის ტაძარშია, „ის სამკვიდრებელი უფლისა არს“. აქ სუფევს სიყვარული,
ურომლისოდაც წუთისოფლის საზღვრებში მოქცეული ადამიანის ცხოვრება სავსეა
წარმავლობის ტკივილით. საღვთო სიყვარულის განცდა ლექსის ლირიკულ გმირს
ავიწყებს „ამაოებას“, აზიარებს ჰარმონიას, დაუსაბამო ნათელს. „კაცთა სიავით და
ბედის ბრუნვით“ დაღლილს წმინდა ლამპარი „ციურის სხივით“ განუთბობს სულს,
მაგრამ, საწუთროს წესისამებრ, ბედნიერება დიდხანს არ გასტანს: „განქრა ტაძარი
და უდაბნო ჩემდა მდუმარებს“...მარადულს წარმავალი ვერ დაძლევს, სიყვარულს
დრო ვერ მოერევა მაგრამ ბოროტებით სავსე ამ საწუთროში, სამწუხაროდ,
ღვთიური სიყვარულის ადგილი არ არის. ამიტომაც „მოსძაგდა მას სოფელი, ცრუ
და მუხთალი“, ამიტომაც „მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი“.
უკანასკნელი თავშესაფარი პოეტისა გაქრა და კვლავ შერჩა პოეტი უდაბნოდ
ქცეულ წუთისოფელს, როგორც „მწირი, მიუსაფარი“
( რომ მოხვალთ, ვრცლად აგიხსნით. საგანგებოდ ვიმეორებ თქვენთვის ნაცნობ
სიტყვებს, რომ თქვენი ლექსიკის კუთვნილება გახდეს. აქვე შემოვამატებ დანარჩენ
ლექსებსაც. ამიტომ გახსენით დროდადრო.)

“ფიქრნი მტკვრის პირზედ”


ბუნება უნივერსუმთან მიახლოებული გარემოა, პირველქმნილი სიწმინდით,
სილამაზით გამორჩეული. აქ, როგორც რაბინდრანათ თაგორი იტყოდა: „ბალახი
არ ცდილობს ბანიანგის ხედ გადაიქცეს და ამიტომაც იფარება დედამიწა ხასხასა
სიმწვანით.“ პოეტი სწორედ ამ ჰარმონიისაკენ მიილტვის. „ბოროტ ვნებათაგან
ღელვილი“ სწორედ აქ პოულობს შვებას. ბუნება თანაგრძნობით ხვდება-ისიც
მოწყენილი და სევდიანია. ბუნების წიაღში პოულობს ფილოსოფიურ კითხვებზე
პასუხსაც, რაკიღა, ჰარმონიას ზიარებული, მშვიდდება და თავის თავში
კონცენტრირებული ხდება. რა არის წუთისოფელი? რა არის ადამიანის
დანიშნულება ამ დასაზღვრულ სოფელში?-აი, ზოგადსაკაცობრიო კითხვები,
რომლებიც ტკივილს აღძრავს პოეტში და რომლებიც ასე აწუხებს.
ადამიანი „აღუვსებელი საწყაულია“ ( ეს ეკლესიასტეს ტკივილის მიზეზიცაა. აქვე
ვისწავლოთ ეკლესისტეს სიტყვები: „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“).
აღუვსებლობა სულისა, ერთი მხრივ, სიხარბეა ( ამ ლექსში ბოროტი მეფეები) ,
მეორე მხრივ, კეთილი საქმით დაუკმაყოფილებლობა ( ანუ სიკეთისათვის მშიერი).
მიუხედავად იმისა, რომ ეს სოფელი წარმავალია და, ზოგადად, გარდაუვალია
მისი ესქატოლოგიური დასასრული ( ანუ უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ
იქნება მიწიერი ცხოვრება, არამედ შეიქმნება "ახალი მიწა"), ადამიანის უზენაესი
დანიშნულებაა, მუდმივად იღვაწოს და თავის თავში ღვთაებრივი ცეცხლი
გააღვივოს. „გვესმას მშობლისა“ ნიშნავს, უფლისა ვისმინოთ, მის გზას მივყვეთ,
რათა ღირსეულად განვასრულოთ ხიზნობის ჟამი ამ წუთისოფელში. ( ბოლო
სტროფი)

“არ უკუჟინო, სატრფოო”


„მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!“( ეს ბევრგან
გამოგადგებათ.)
ღვთიური გრძნობის ( სიყვარულის)_ გადმოცემა მატერიალური სიტყვით
შეუძლებელია. ( გავიხსენოთ აგიოგრაფია. ძველი მწერლები , მოწამის სახეს რომ
ქმნიდნენ, უფლის ნათქვამ სახე-სიმბოლოებს იყენებდნენ ( ანუ სახარებისეულ
სახეებს), რაკიღა თვლიდნენ, რომ მოკვდავის ენას არ შეეძლო წმინდანთა
ღვთაებრივი ღვაწლის გამოხატვა)
სიყვარულის ძალით პოეტი სწყდება მიწას და ცას მიეახლება, ერწყმის
ღვთაებრივს, ივსება სინათლით. პოეტს ბედნიერების გრძნობა ეუფლება. ეს
გრძნობა უსაზღვროა და უძლიერესი. ის ეყოფა მთელ სამყაროს ( სურს მზე იყოს
და განფინოს ნათელი). პოეტის წარმოსახვაში საოცნებო ქალი ცის ნაწილია, ცის
ცვარია, მიწაზე ჩამოვარდნილი, რათა თავისი მადლით სიცოცხლე მიანიჭოს
ყველაფერს. ასეთი ნათლის მოსილი ქალ-ვაჟის სიყვარული „შესხივებაა“. ის
მარადიულია, ამ გრძნობას შეუძლებელია, სახელი დაერქვას. თუ პოეტი მას
სიყვარულს უწოდებს, მასინ თვით ეს გრძნობაც ფერს დაკარგავს, ხოლო ციური
არსება კი8 ჩვეულებრივ ბანოვანს დაემსგავსება.
“მერანი”
ლექსში "სულო ბოროტო" წარმოჩენილი შინაგანი ძალა კიდევ უფრო მძაფრად
იკვეთება "მერანში". შორს ამ უხეში და კაცის დამთრგუნველი რეალობისაგან,
შორს ამ სასტიკი და ცივი სინამდვილისაგან, რათა გადარჩეს სული
ბიწიერებისაგან!-ასეთია პოეტის გადაწყვეტილება. მერანზე ამხედრებული
ლირიკული გმირი ლექსისა "უგზოუკვლოდ"მიქრის. გზა იდეალისკენ, პიროვნული
თავისუფლებისკენ ჯერ გაკვალული არ არის. მთელი სირთულე ამ გზისა პოეტმა
უნდა აიღოს თავის თავზე. ეს არის ბედი რჩეულისა, რომელიც , როგორც აკაკი
იტყოდა, "მსხვერპლადმცა მზაა", რადგან მსხვერპლის გარეშე ნათლის
დამკვიდრება შეუძლებელია( "უკუეთუ არა მარცვალი იფქლისაი დავარდეს
ქვეყანასა ზედა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს, უკუეთუ მოკუდეს, ნაყოფი
გამოიღის."მათეს სახარება). ამიტომაც ლირიკული გმირის გადაწყვეტილება
ურყევია. ის უკვე "მოსისხლე მტერია" ბედისწერისა. მისი "ბასრი"ვეღარ შეაშინებს
ვერასოდეს. მზად არის, გადალახოს ყველა წინააღმდეგობა, ობიექტურ
სინამდვილეში არსებული. მზად არის, აიტანოს მამულთან განშორების ტკივილი,
ვეღარ იხილოს მშობლები, "სატრფო ტკბილმოუბარი", არ დაიმარხოს "წინაპართ
საფლავებს" შორის, ოღონდ გადალახოს ბედისწერით დაწესებული საზღვარი.შავი
ყორანი მისჩხავის პოეტს (ბედისწერა თანსდევს). ეს დევნა უსასრულოა,
უსასრულოა მერნის ჭენებაც, მაგრამ ამ გიჟურ სრბოლაშია ხსნა სულისა,
თავისუფლებისკენ, სიყვარულისკენ, ჭეშმარიტებისკენ ამ მუდმივ ლტოლვაშია
კაცის საზრისი. მიზანი უკეთილშობილესია. სულს აღაფრთოვანებს თავაწყვეტილი
ქროლა იდეალისაკენ. ეს ჭენება არ დასრულდება, ჰორიზონტზე არ გამოჩნდება
საზღვარი, რადგან იდეალის მოხელთება ცხოვრებაში შეუძლებელია,
სამაგიეროდ, მშვენიერია სული მაძიებელი, სული მებრძოლი.

“სულო ბოროტო”
ლექსში წარმოჩნდება მეამბოხე სული შემოქმედისა.პოეტმა, რომელმაც იგემა
წუთისოფლის სიმუხთლე, ცივ და უხეშ რეალობასთან შეხების ტკივილი,
მარტოსულობის მტანჯველი განცდა, იპოვა საკუთარ თავში ძალა,
დაუპირისპირდეს ბოროტ სულს, განაგდოს იგი თავისი არსებიდან.
იდუმალი ხმა "უკეთესი ხვედრისთვის" ამზადებდა, "შენი საშვენი"იპოვეო,
უკიჟინებდა. თუ მაშინ იდუმალი ხმის წარმომავლობა არ იცოდა პოეტმა, ახლა უკვე
ბოროტი სული უწოდა მას.ფუჭი აღმოჩნდა დაპირებანი, "საკვირველი აღთქმანი"
ვერ განხორციელდა, ჯოჯოხეთად ქცეული რეალობა სამოთხედ ვერ აღიქვა
პოეტმა, ვერც დანაპირები თავისუფლება მოიპოვა მაძიებელმა სულმა...რთული
აღმოჩნდა ოცნებიდან რეალობაში დაბრუნება, "თვალის ახელის სიმწარე"
მძაფრად შეიგრძნო პოეტმა, მაგრამ მაინც იპოვა "სულის ღონე", საკუთარივე
თავში ეძებნა მიზეზი. ( ეს მოკლედ დაგიწერეთ, მთავარი აზრია.)

You might also like