You are on page 1of 2

ყივჩაღის პაემანი

ლექსს ეპიგრაფად უძღვის სტრიქონები ხალხური ლექსიდან „შემომეყარა ყივჩაღი“


- „ერთი მეც გადავუქნიე, წვერიც ვუწვდინე მიწასა“
/ გიორგი ლეონიძეს პოეზიაში გზა ვაჟა ფშაველამ დაულოცა. 13 წლის ასაკში, როცა მან თავისი
პირველი ლექსები დაბეჭდა, ის ვაჟამ შეამჩნია და ლექსი უძღვნა, სადაც გამოთქვა იმედი, რომ
მოვიდოდა ახალი თაობა და მცველად დაუდგებოდა ქართულ სიტყვას.
- ხალხური ლექსით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ლეონიძემ, წამოიყვანა ყივჩაღი და თავისი
ახალი ლექსის ლირიკულ გმირად აქცია.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. პირველი სტროფი - „ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს  ველი გადაიარა“
ა - ყივჩაღისთვის დამახასიათებელი გარემოს აღწერა. ხაზს უსვამს, რომ სიკვდილიდან
სიცოცხლე დაიბადა და შეგვამზადა შემდეგი სტროფისთვის.. (ისევ აღვსდექი! ) - ანუ, ბევრჯერ
გამეორდა და კიდევ ბევრჯერ გამეორდება, როცა ყივჩაღი მზად იქნება, რომ მის გულში
დაიბადოს სიყვარული.
ბ - ფრინველი (ამ შემთხვევაში გნოლი) სულიერების, სიცოცხლის, თავისუფლების სიმბოლოა.
გ - „ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს“ - ჯერ ერთი, ის არის მებრძოლი და ყოველთვის ატარებს თან
იარაღს, ყოველთვის არის მზად ბრძოლისთვის, მაგრამ თანვე იცის თავისი თავგადასავალი,
რომელიც გადახდა ლექსის შექმნის მთავარ წყაროში. (ხალხური ლექსი - „შემომეყარა
ყივჩაღი“).
ის არის ჩასაფრებული, მზად არის კვლავ შეხვდეს თავის სიყვარულს და ყველაფერი გააკეთოს
მის მოსაპოვებლად.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. მეორე სტროფი - პოეტი ყველაფერს ამზადებს, რომ სიყვარულის დაბადება
გვაჩვენოს, სიყვარულისთვის მშვენიერ გარემოს ქმნის.
ა - „ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან, ხოდაბუნები თავთუხებისა“
- „თავთუხები“ - ეხმიანება და გვახსენებს ხალხური ლექსის „თავთუხებს“, როცა იმ ლექსში
ყივჩაღმა პური სთხოვა ქართველს და მან უპასახა „ვურჩევდი თავთუხებისას“-ო.
ბ - შემდეგ იხატება იმ ქალის სახე, რომელსაც ყივჩაღი ხვდება და შეუყვარდება იგი.
- „შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას".
( ასევე გვახსენდება „ვურჩევდი ბადაგისასა“ ხალხური ლექსიდან, რომელიც საუკეთესო ღვინოს
გულისხმობდა იმ ლექში, აქ კი - გვაგრძნობინებს მომაჯადოვებელი ტუჩების სიტკბოს.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მესამე სტროფი - „ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა“.
ა - პირდაპირ გვანიშნებს რუსთველის სტრიქონებზე, როცა ავთანდილი მიდის ტარიელთან
შესახვედრად, რათა შემდეგ დაეხსნათ ნესტანი.. ( „მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა
მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა“).
ახსენა იმიტომ, რომ მიანიშნოს იმ დიდ სიყვარულზე, რომელიც ვეფხისტყაოსანშია აღწერილი
და ამ შემთხვევაშიც, ეს სიყვარული არის ამაღლებული, მარადიული.
ბ - „ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!“
- ამ სინანულს იწვევს იმის ცოდნა, რომ მან იცის გადაეყრება უცხო ქალს, რომელსაც ახლავს
უცხო ქალს ქმართან ერთად, შეებრძოლება, დამარცხდება, მოკვდება, მაგრამ ეს სინანული
მაინც წამიერია.
- ის წუთები, რომელსაც ის განიცდის როგორც შეყვარებული, არის მისთვის სიცოცხლის
მომნიჭებელი.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. მეოთხე სტროფი - შემდეგში თითქოს უფრო ჩქარდება ლექსის რიტმი.
ა - „მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!“
- მოიფრქვევა საოცარი ენერგია, რომლის შექმნასაც ხელს უწყობს ალიტერაციის გამოყენება.
- თვალწინ წარმოგვიდება ყივჩაღი, რომელიც მზად არის ყველაფერი დალეწოს, რაც მას ხელს
შეუშლის სიყვარულის გზაზე. ანუ, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს ყივჩაღისათვის.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მეხუთე სტროფი - შემდეგ სტროფებში არის სინანული.
ა - „მაგრამ თვითონაც დაილეწება,დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად“.
- სიმბოლურია „ყივჩაღად დაბადება“ - ანუ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც თავისუფალია,
მზადმყოფი, რომ სიყვარულისთვის ყველაფერი გაიღო.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. მეექვსე სტროფი - შემდეგ მეტაფორებით იხატება თუ როგორ ებინდება თვალები.
ა. „მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები..“
- არ ნანობს, რადგან მას თვალებში აქვს სატრფოს სახება ჩარჩენილი.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ბოლო სტროფი - „მოდი! გეძახი ათას წლის მერე“
- კვდება, თუმცა სულიერად გადარჩება, სიყვარული არის გადამრჩენელი ძალა და წლებს
მნიშვნელობა არ აქვს, ის ისევ ეძახის თავის სატრფოს.
ა. „დამნაცროს ელვამ შენი ტანისა“ - სატრფოს სილამაზეს უსვამს ხაზს, რომელიც ცეცხლს
უკიდებს მას.
ბ. „ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..“ - გადაძახილი რუსთველთან.
როცა ეს დრო დადგება აღსდგება ყივჩაღი, დაამსხვრევს სიკვდილის ჩარჩოებს და შემოვა
სიცოცხლეში, რათა თვითონაც განიცადოს ეს სიყვარული და შეაგრძნობინოს მკითხველსაც.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მთავარი სათქმელი
გიორგი ლეონიძემ ამ ლექსით წარმოაჩინა მთავარი - სიყვარულის
მარადიულობა და დაგვარწმუნა, რომ თუ ადამიანი დაიფერფლება
სიყვარულისაგან, ის აუცილებლად აღსდგება, როგორც მითური ფრინველი -
ფენიქსი.

You might also like