You are on page 1of 1

ლექსი ,,ჩემი ვედრება” დაწერილია დიდი პოეტის და ბუნების მგოსნის

, ვაჟა- ფშაველას მიერ. ლექსი შეწმნილია მე-19 საუკუნეში. მოცემულ ეპიზოდში,


ასახულია პოეტის ვედრება უფლისადმი, ლექსი იწყება მისადმი ვედრებით , იგი ღმერთს
ევედრება რომ, მუდამ ახსოვდეს უფალი და არასდროს დაავიწყდეს ის. ამ სიტყვებში
მისივე ნათქვამი გვარწმუნებს ,,ღმერთო მიიღე ვედრება
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია.
ავტორი წმინდა ხელობად მიიჩნევს მის საქმიანობას , მის პოეზიას, რასაც პოეტმა მთელი
მისი სიცოცხლე მიუძღვნა. მას ასევე სურს ,რომ ფხიზლად იყოს ,რადგან დაჩაგრულს
მხსნელად , მფარველად მოევლინოს და მუდამ მზად იყოს მის დასაცავად;
“გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრეკლადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა”
მოცემულ ლექსში ავტორის იდეალს წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც
კეთილია .
ლექსში “ ჩემი ვედრება,, ვაჟა-ფშაველა უფლისადმი დიდ სიყვარულსა და პატივისცემის
გაუნელებლობას შესთხოვს. ვაჟა მაშინ არის ბედნიერი როდესაც ის დარდიანი და
შეწუხებულია: “ ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნრბული; როცა გულს
ცეცხლი მედება , გონება მსჯელობს საღადა, მაშინ ვარ თავისუფალი თავს
მაშინა ვგრძნობ ლაღადა.,, პოეტი შესთხოვს უფალს რომ იგი დაიფაროს და მისი
მადლმოსილი კალთა გადააფაროს მანამდე, სანამ მიწას არ მიებარება
“მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლო ამოქშენისა.
ლექსი სრულდება პოეტის გენიალური სიტყვებით “ თევზი -წყალს , ცასა- ვარსკკვლავი,
შვილი-დედას და მამასა. ლირიკული დასაწყისის შემდეგ სტროფებში მოცემულია
ლირიკული გმირის კონკრეტული სათხოვარი უფლის მიმართ. მომდევნო
ოთხსტრიქონიან სტროფში ტანჯვაში გულგაუტეხელობას, მუდმივ მღვიძარებასა და
მოყვასისთვის თავგანწირვის უნარს შესთხოვს ვაჟა უფალს.
ლექსი გაჯერებულია მხატვრული ხერხებით , მეტაფორა , ეპითეთი რიმელიც ლექსს
კიდევ უფრი შთამბეჭდავს ხდის.

You might also like