You are on page 1of 5

ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართული

რომანტიზმის ბრწყინვალე
წარმომადგენელია. რომანტიკულმა
მიმართულებამ ბარათაშვილის
შემოქმედებაში საბოლოოდ დასრულებული
და სრულყოფილი სახე მიიღო.
მრავალფეროვანია ბარათაშვილის
შემოქმედების მოტივები. მიუხედავად იმისა,
რომ პოეტის ცხოვრება ხანმოკლე იყო, მის
შემოქმედებაში მაინც აისახა მთელი ეპოქის
საჭირბოროტი საკითხები და
სულისკვეთებანი.
ამაოების და წარმავალობისგან თავის
დახსნის გზად ბარათაშვილის პოეზიაში
სიყვარული ისახება. ლექსი ,,არ უკიჟინო,
სატრფოო” წარმოგვისახავს სიყვარულს
როგორც უკვდავებასთან, მარადისობასთან
და უსასრულობასთან ზიარებას, როგორც
მარადისობის სავანეს, უსასრულობის ცოცხალ
ხორცშესხმას. რასაკვირველია,
ნაგულისხმევია არაჩვეულებრივი,
განსაკუთრებული სიყვარული, დიდი,
მძლავრი, ,,უკვდავი” გრძნობა.
,,არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა
მგოსანსა გულის-თქმა:
მოკვდავსა ენა არ ძალ-უძს
უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!”
ლექსის ლირიკულ გმირს უნდა რომ ამ
ქვეყნად მზედ მოევლინოს, გაანათოს
არემარე და საღამოს იმისთის ჩავიდეს რომ
დღე უფრო ნათელი გახადოს.
რომანტიკოს პოეტს უნდა რომ მის მზეს
ვარსკვლავები შეეგებონ და მოუთბენლად
ელოდონ მის ამოსვლას ტყის ფრინველები
და ყვავილები.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსში აცხადებს
რომ მას უნდა რომ სატრფო იყოს ცვარი
ციდან ჩმოსული, რომ დილას, როცა იგი მზედ
მოევლინება სამყაროს გააცოცხლოს სიცხით
დამწვარი მდელო, თვად კი აშრობდეს ცვარს
და ასე შესხივებულნი ბუნებას გასცქეროდენ.
ავტორი სვამს რიტორიკულ შეკითვას და
მიმართვს მკითველს, რომ თუ ამ სულის
წადილიც სიყვარული ჰქვია, მაშინ როგორ
შეძლებს მზე უსხივოდ, უციაგოდ ანათოს?
თუ არავინ გვეყვარება და ამ სამყაროში არ
იარსებებს სიყვარული მაშინ ვინღა დაუცდის
განთიადს , ამ დროს ვარდიც აღარ გაიშლება
და არც ცის ცვარი გააბიბინებსმწვანედ
მდელოს.
თუ ასეთ სიყვარული არ არსებობს სატრფოც
იმ სხვა მოკვდავ ქალებს დაემსგვსება, „მაშინ
შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ
მიემსგავსები!
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ
დაედარები?..“
ლექსის წაკითვისას უნებლიედ მახსენდება
ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი: „რად
ჰყვედრი კაცსა“, სადაც ავტორი ოსევ
ქალბატონებს მიმართავს, საუბრობს
სიყვარულისა და გრძნობების
ცვალებადობაზე და სილმაზეზე , რომელიც
მხოლოდ ხორციელი ნიჭია და მხოლოდ
სულიერებად თანახვედრა ქმნის ისეთ
კავშირს, რომელიც სასუფეველზე ტკბილია,
ცას აცისკროვნებს და ამ კავშირს ღმერთი
დაამოწმებს:
„მხოლოდ კავშირი ესრედ სულთა ჯობს
სიყვარულსა“
მწერლის ენა რთლი და მრავალფეროვანია,
ის იყენებს მხატვრულ ხერხებს, როგორც
მთვარი სათქმელის უკეთ გადმოცემის
საშუალებას. შედარება „ვითა ყვავილის“
გამოყენებით პოეტი ყვავილს სილამაზეს
ადარებს. ეპითტები „დამჭკნარი“ გამოიყენება
მზის სიცხით დამჭკნარი მდელოს
აღსაღწერად „შესხივებულნი“,კი ნიშნავს მზისა
და მთვარის მარად ერთმანეთს შერწყმას.
ეპითტი „დაუხსნელად“ მათს სიყვარულის
მაღალზეციერი გრძნობას შეწვდება. ლექსში
ვხვდებით მეტაფორას: „ რომ ჩემს ამოსვლას
ელოდნენ ტყეთ ფრინველნი და ვარდნი“ ამ
სიტყვებით პოეტს სურს გადმოქვცეს რომ იგი
ვარსკვლავი იქნება, რომლის ამოსვლასაც
ყველა მოელის.
მთლიანი ლექსი თითქმის მეტაფორაზეა
დაფუძნებული: „მინდა მზე ვიყო რომ სხივნი
ჩემნი დღეთა გარს მოვავლო, საღამოს
მისთის შთავიდე, რომ დილა უფრო
ვაცხოვლო“
ავტორი ლექსში იყენებს ძახილის ნიშანს, რაც
ტექსტს მეტ დამაჯერებლობასა და სიმტკიცეს
სძენს. ლექსი კი დაწერილია 14 მარცვლიანი
საზომი ერთეულით
საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ნიკოლოზ
ბარათაშვილმა მძიმე ცხოვრება განვლო, მას
წილად ისეთი ბედი ხვდა, რომ მხოლოდ ომის
საშუალებას აძლევდა, რომ ოცნებებში
ყოფილიყო ის მზე და ის ციური სხეულები,
რომლებიც მას გულით უნდოდა.

You might also like