You are on page 1of 1

თოვლი (გალაკტიონი)

ლექსში რომანტიკულ-სიმბოლისტური განწყობაა გადმოცემული. სულით ობლობის


სევდა, რომელიც ჭაბუკი გალაკტიონის პოეზიაში ბარათაშვილის უშუალო
გავლენაზე მიგვანიშნებს, ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია. სულით
დაობლებულ ლირიკულ გმირს მხოლოდ მოგონებები ასულდგმულებს. ამიტომაც
ეძებს შვებას პოეტი გარდასულ დღეთა გახსენებაში. თოვლი ცხოვრების
გაუსაძლისობასა და სისატიკეზე მიანიშნებს. პოეტის იდეალი შორეული და
განუხორციელებელია. გალაკტიონის მცდელობა, წარსულში პოვოს თავდავიწყება,
ფუჭი და ამაოა. ლექსში სიმბოლისტური პოეტური მეთოდი განსაკუთრებული
სისრულით არის რეალიზებული. თოვლი სავსებით დემატერიალიზებულია,
გარდასახულია ირეალურ წარმოსახვით ფენომენად. ლირიკული გმირის შინა
სამყაროსა და გარე სამყაროს შორის ზღვარია მოშლილი. იისფერი თოვლის ცქერა და
ქალწულებივით ხიდიდან ფენა პოეტის ცნობიერებაში ასოციაციურად იწვევს
საყვარელი ადამიანისა და მასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებების გახსენებას.
თუმცა ისინი იმდენად შორეულია, რომ ფრაგმენტულად შემოდის პოეტის
ცნობიერებაში (მკრთალი ხელები, თეთრი მანდილი, დაშლილი თმა). გალაკტიონი
შვებას იანვართან ძმობაში - მარტოობაში - პოულობს და იტანჯება ნივთიერ
სამყაროში.იგი ცდილობს მოგონებებით გაილამაზოს მარტოობა. სატრფოს
წარმოსახვა ლირიკულ გმირში დიდ სულიერ სიხარულს იწვევს. თუმცა ეს
სიხარული ხანმოკლეა. მარტოობა პოეტის საბედისწერო ხვედრია. ლექსი
გამსჭვალულია დიდი ტკივილით, რაც სულიერი ობლობით არის გამოწვეული.
მარტოობა გალაკტიონის ბედის ემბლემად იქცა - მარტოობის ორდენის კავალერი -
ასე უწოდა მას ტიციან ტაბიძემ.

You might also like