You are on page 1of 2

ზოგჯერ საზოგადოებისთვის ინდივიდის პიროვნულ ღირსებაზე მნიშვნელოვანია,

ემორჩილება თუ არა ის არსებულ წესრიგს

ადამიანები ერთმანეთს აფასებენ გარეგნობით, ქცევით, სულიერად. ყველა


სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს და სხვანაირად ემორჩლება წესრიგს. სხვებს არ აქვთ
უფლება შეაფასონ მათი ღირსება ამ განსხვავებული კრიტერიუმის საშუალებით.

სწორედ ამით აფასებს თემი ალუდა ქეთელაურს. სანამ ალუდა დადგებოდა გამოსწორების
გზაზე თემი მას აფასებდა, ადიდებდა და ემორჩილებოდა. ის საფიხვნოს თავში ზის და მის
ღირსებას არაფერი არ ემუქრება. მაგრამ მაშინ, როდესაც ქისტები დაამარხცა და შინ
მარჯვენის გარეშე დაბრუნდა, მისი ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ახალგაზრდები მას
მატყუარას უწოდებდნენ და ცუდად მოიხსენიებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ალუდას
მეგობარმა, ბერდიამ, დაუდასტურა ყველას რომ ალუდა უდანაშაულოა. ალუდას ამ დროს
გაცნობიერებული ჰქონდა რომ მარჯვენის მოკვეთის წესი უსარგებლოა და კანიბალიზმად
ითვლება.

ხატობის დღეს, როდესაც ხევსურები სხვადასხვა ცხოველებს სწირავენ მიცვალებულებს,


ალუდას დიდი კურატი მოჰყავს. ხევისბერს, ბერდიას, აინტერესებს თუ ვის სწირავს ასეთი
ვაჟკაცი ამხელა კურატს მაშინ, როდესაც მას პატარა თიკანიც კი არ შეუწირავს. ალუდა კი
უშიშრად პასუხობს:

„ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,

ძოღან მოკლულის ქისტისა.

მუცალს ეტყოდენ სახელად,

მაუნათლავის შვილისა.

კარგადაც დამიწყალობნე,

გამიმეტებავ მისთვინა,

როგორც უნდომლად მოკლულის

თავის ლამაზის ძმისთვინა.“

ხევისბერს არ მოეწონა მისი პასუხი და შეახსენა, რომ სხვა რჯულის წარმომადგენელზე


რაიმეს შეწირვა არ შეიძლება. ალუდამ კი ხევისბერის გადაწყვეტილების გარეშე მოიქნია
ხმალი და კურატს თავი მოაჭრა:

„გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო;
ხელი დაიკრა ფრანგულსა,
შუქი ამოხდა მზისაო.
უქნივა მოზვერს ქედზედა,
თავი მიგორავს ძირსაო.“

ამის შემდეგ ალუდას სახლ-კარი დაუწვეს საქონელი მოუკლეს და თემიდან მოკვეთეს.

ალუდა ქეთელაური არის ის ადამიანი, ის გმირი ვისაც პატივს სცემდნენ მაგრამ ადათის
უარყოფის შემდეგ ის მოკვეთეს და თავის ოჯახთან ერთად მარტოდ-მარტო დატოვეს.
დღევანდელ რეალობაშიც არის ასეთი სახის პრობლემა. მაგალითად სხვადასხვა ქვეყნის
ადამიანები რომ არ სცემენ სხვებს პატივს, მაგრამ მხოლოდ ერთეული ხვდება იმას, რომ ის
ჯერ ადამიანია და შემდეგ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. სწორედ ეს გრძნობა,
რომელსაც კაცთმოყვარეობა ჰქვია, უნდა გააჩნდეს ყველა ადამიანს და მხარში ამოუდგეს
ერთმანეთს და არა პირიქით გაკიცხოს იმის გამო, რომ რაღაცას სხვანაირად აკეთებს.
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის შემთხვევა, როდესაც ბერძენი მაშველი ეხმარება
გასაჭირში მყოფ თურქ ბიჭს. ეს მაშველი ადამიანობას და კაცთმოყვარეობას აყენებს
ყველაფრის წინ და ივიწყებს მისი ქვეყნის და ეროვნების წყენებს. ის არის ადამიანის ის სახე
როგორიც უნდა იყოს ყველა..,

You might also like