You are on page 1of 2

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ იმ პერიოდს ეხება, როდესაც მეზობელ ტომებს

შორის მკაცრი დაპირისპირება იყო. ისინი ერთმანეთს ძარცვავდნენ და ერთმანეთს


ებრძოლებოდნენ. ამ ბრძოლის დროს კი ადამიანები ერთმანეთს შეუბრალებლად ხოცავდნენ.

ალუდა ქეთელაური არის ხევსური ვაჟკაცი. ის გამოირჩევა უშიშრობით, წინდახედულობით


და ბრძოლიუნარიანობით. იმ დროინდელი ტრადიციის თანახმად რაც უფრო მეტი მარჯვენა
ეკიდა ამა თუ იმ ხევსურის სახლში, მით უფრო ვაჟკაცი იყო. ალუდას ყველაზე მეტი
მარჯვენა ჰქონდა მოჭრილი

ერთ დღეს შატილში მოვიდა მაცნე: ქისტები თავს დაესხნენ მწყემსებს და ცხენები მოიპარესო.
ეს რომ გაიგო ალუდა ქეთელაურმა აიღო იარაღი და გამოეკიდა ქისტებს. გათენებისას,
ალუდა წამოეწია ორივე ქისტს. დანახვისთანავე გაჩერდა და ერთ-ერთი ქისტი ეგრევე მოკლა
მაგრამ მეორე ქისტმა, რომელსაც მუცალი ერქვა, ბრძოლა გაუმართა ალუდას. მუცალისა და
ალუდას შორის საშინელი დამოკიდებულება იყო. თითოეული მათგანი გასროლილ ტყვიას
თან აყოლებდა:

„— არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! —

მუცალი ეუბნებოდა.

— ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,

ყმასა გუდანის ჯვრისასა.“

მესამე გასროლით ალუდამ მუცალს გულში გაარტყა და მოკლა. სასიკვდილოდ დაჭრილმა


მუცალმა თავი დამარცხებულად ჩათვალა თუმცა სასიკვდილო ჭრილობაზე მთის მწვანე
ბალახს მაინც იფენს და ერთხელ კიდევ ესვრის ალუდას. მაგრამ როცა დაინახა, რომ მისმა
უკანასკნელმა ტყვიამაც მიზანს ვერ მიაღწია, თავისი თოფი ალუდას გადაუგდო, სთხოვა მას
წაეღო რათა სხვას არ ჩაგდებოდა ხელში. მუცალის ასეთმა საქციელმა ალუდას გულში
სიბრალულის გრძნობა გამოიწვია. ალუდა მუცალს მარჯვენას არ სჭრის.

„მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,

იტყოდა: ცოდვა არიო;

ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,

ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.“

შინ დაბრუნებულმა ალუდამ უამბო ხალხს მუცალის სიმამაცის შესახებ და მუცალს


„ცხონებული“ უწოდა. ბებერი უშიშა კი საყვედურობს — „რას ამბობ? ქისტის ცხონება არ
დაწერილა რჯულადო“, ალუდა კი პასუხობს:

„— მით ვაქებ ვაჟკაცობასა

არ იყიდება ფულადა.“

ხატობას ალუდა მიიყვანს მოზვერს მუცალისათვის შესაწირავად. ხევისბერი ბერდიას უარისა


და საყვედურების შემდეგ ალუდა თვითონ დაჰკლავს კურატს. ამით მან საყოველთაოდ
მიღებულ წესებს უღალატა. აღშფოთებული ხევისბერი მოუწოდებს ხალხს თემიდან
მოჰკვეთონ ალუდა და ცოლ-შვილით უცხო მხარეს განდევნონ. ხევისბერის მოწოდებას
მხოლოდ მინდია არ უსმენს და თვალაცრემლებული შეჰყურებს მეგობარს.
ხევისბერის ბრძანებით ხევსურები უნგრევენ ალუდას სახლს და ციხეს. ცოლ-შვილითა და
მოხუცი დედით თემიდან მოკვეთენ. ცოლი და დედა ცუდათ მოიხსენიებს თემს მაგრამ
ალუდა ისევ გულიანად შეჰყურებს სოფელს:

„ერთხელ მაუნდა ალუდას,

ერთხელ მობრუნვა თავისა:

მშვიდობით, საჯიხვეებო,

გამახარელნო თვალისა!

მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,

გულში ამშლელო ბრალისა!

მშვიდობით, ჩვენო ბატონო,

ყმათად მიმცემო ძალისა!“

You might also like