You are on page 1of 1

ვაჟა ფშაველას ლექსში „ბაკური“ წარმოგვიდგება ორი პერსონაჟი.

ესენია ბაკური და
ელიზბარი. ისინი მეგობრები იყვნენ და სულ ერთად ომობდნენ, მაგრამ ერთხელ, როდესაც
მტერმა ალყა შემოარტყა ციხესიმაგრეს და 8 დღიანი ომი გამართეს, ბაკური მოკვდა ხოლო
ელიზბარი ტყვედ აიყვანეს. ამ ბრძოლის დახასიათებისას ჩვენ ვიგებთ, თუ როგორი მამაცი,
წინდახედული და მამაცია ბაკური. იგი 7 დღის განმავლობაში ისვროდა თოფ-იარაღს და
მხოლოდ ბოლო, 8 დღეს დანებდა მაშინ, როდესაც ტყვია წამალი დაუმთავრდა და 7დღიანი
ბრძოლა წყალში ჩაეყარა. მან იფიქრა და უაზრო რამ გააკეთა. ცოლ-შვილს უთხრა:

„ვაჰ დედას მტრისას!“ – ესა სთქვა,

ხელი გაივლო ხმალზედა:

„ისევ მე დაგხოცთ!““

და ცოლ-შვილს თავები დასჭრა.

ჩემი აზრით მას არ უნდა გაეკეთებინა ეს, პირიქით იმ ხმლით უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა,
რომლითაც ცოლ-შვილს მოჰკვეთა თავი.

ელიზბარი ტანჯვად და სირცხვილად თვლის იმას, რომ ბაკურისგან განსხვავებით იგი


ცოცხალია და დიდი ტკივით იხსენებს მას. აქ ჩანს მისი მეგობრობა, თანაგრძნობა და
ერთგულება ბაკურის მიმართ. ელიზბარი ბაკურის იმით გავს, რომ მისნაირი ვაჟკაცია და
გამოცდილი მეომარია. ისინი ერთად დიდ საქმეს აკეთებდნენ და ავსებდნენ ერთმანეთს.

მწერალს მთავარი სათქმელი ძალიან კარგად აქვს გადმოცემული. ის იყენებს ბევრ


მხატვრულ ხერხს, რომლებიცაა მაგალითად, ეპითეტი, მეტაფორა და ბევრი სხვა.

You might also like