You are on page 1of 2

ილია ჭავჭავაძის - ,,ოთარაანთ ქვრივი"(,,ჩატეხილი ხიდი"-

ეპიზოდის შინაარსი კომენტარით):


არჩილმა გიორგი,დიდის ყოფითა და ამბით დაამარხვინა. მთელი ახლო-
მახლო სამღვდელოება, ახლო-მახლო სოფლები მოიწვია მიცვალებულის
“გასაპატიოსნებლად” და ამისთვის არა ხარჯი არ დაჰზოგა. ასე,რომ არჩილმა
და კესომ გიორგის წინაშე ვალი თითქოს პირნათლად მოიხადეს,მაგრამ
ხალხის გული მაინც ვერ მოიგეს.გლეხკაცობამ ზოგმა მოუწონა და-ძმას
ამისთანა თავმდაბლობა და „გაპატიოსნება” მიცვალებულისა, ზოგი კი
იძახოდა:კაცი მოიდნეს და ქვეყანას ამით უბმენ თვალსაო.როცა კესომ ეს
სიტყვები შეიტყო,თქვა:ეს რა დაგვწამესო, არჩილმა კი უთხრა:
-ნუ გიკვირს. საკვირველი ის იქნებოდა, რომ ეგ არ ეთქვათ. ისინი თავის მხრით
მართალნი არიან. ჩვენ-შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას დაჰრჩნენ ,
ჩვენ აქეთ. შორი-შორსა ვართ და თვალი ერთმანეთისათვის ვეღარ
მიგვიწვდენია, თვალი მართალი და უტყუარი. რად უნდა გვიკვირდეს, რომ იმ
სიშორეზედ კაცს კაცი მარგილად ჰგონია და ღვთის მსგავსებით შექმნილი სახე
ადამიანისა ელანდება როგორც ერთი ტყლაპი რამ. ჩვენ კიდევ ხედვა
გაძლიერებული გვაქვს, დურბინდით შეგვიძლიან ყურება და ეგ დურბინდი
სწავლაა და ცოდნა, ისინი მაგასაც მოკლებულნი არიან.ჩვენი მადლი, ჩვენი
კეთილი არა სწამთ, არა სჯერათ. ერთიც და მეორეც ჩვენგან უკვირთ,
ეუცხოვებათ. არჩილის
აზრით,თავადაზნაურობასა და გლეხებს შორის არსებული გაუცხოების მიზეზი
არის ის ,რომ იმათს ჭირსა და ლხინს ცალკე ღობე ავლია, მათსას კი ცალკე და
ამიტომ გული გულს ვეღარ მიუკარებიათ და ვეღარ მოუხვედრებიათ. გული კი
ესე იგი, ის მადლი, რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს, აღარ არის. ან არის და
დამუნჯებულია, დაყრუებულია, თითქოს ორივე მხარეს მოკვდომოდეს, თუ
მთლად არა, ერთი ნახევარი მაინც. ამ ცალთვალა და ცალყურა ნახევრით-ღა
ცხოვრობენ.აქ კი ცდომა უეჭველია, იმიტომ რომ სწორედ ის თვალია
დახუჭვილი, ის ყურია დახშული, რომელი სჭრის სხვის ხედვად, სხვის სმენად.
არჩილი როგორც ჭკვა-დამჯდარი მგლოვიარე, დასტირის დაკარგულ
ნახევარს.მას თავისი თავი ეზიზღება და მისთვის ნახევარ კაცად, ნახევარ
გულით ცხოვრება სიკვდილის ტოლფასია.
ის ასევე ამბობს,რომ ერთი ტოტი — ჩვენი მკვდარის ნახევრისაა და როდესაც
კარგ რაღაცას გავაკეთებთ,სწორედ,რომ ამ მკვდარის ნახევრით,ერთმანეთს
გულს ვუჩხრეკთ და ამიტომაც კარგის მქნელი, — იმათია თუ ჩვენი, — ან
სულელი გვგონია, ან მატყუარა.თავადაზნაურობასა და გლეხკაცობას შორის
განსხვავება სწორედ,რომ ცოცხალ ნახევარში მდგომარეობს.გლეხკაცობის
ცოცხალი ნახევარი, ავად თუ კარგად, მაინც ჰსაქმობს, და თავადაზნაურობისა
კი უქმია. საქმეა სიცოცხლე. ჩვენ დაბლანდულნი ვართ, ისინი კი გვირისტით
შეკერილნი, იმ გვირისტით, რომელიც მარტო ბუნებამ,ისინი ჩაკირულნი არიან,
ჩვენ — დონდლონი, დუნენი. აბა იმათს სიმღერას უყურე: ერთი გრძელი კვნესაა
და მაინც სიმღერას ეძახიან. ჩვენი სიმღერა კვნესა არ არის და მაინც ლხენა ვერ
დაგვირქმევია.
ამით არჩილს იმის თქმა უნდოდა,რომ გლეხკაცობაში,ძარღვებში მოარული
სისხლი ჰდუღს და სიცოცხლის ძარღვი სცემს,სასიცოცხლო ძალა და ენერგია
კი სწორედ,რომ თავადაზნაურობაშია საძიებელი.

You might also like