You are on page 1of 2

შემაჯამებელი

სამუშაო N1 29.III
რამ დაღუპა
განდეგილი
(ილია
ჭავჭავაძის-,,განდეგილის" მიხედვით)
განდეგილი ბერი,რომელიც ყველა წუთისოფლისეულ ლხინს ამქვეყნიურ
ცხოვრებაზე მიმაჯაჭვებელ იარაღად მიიჩნევს,განერიდება წუთისოფლის
ყველა ცდუნებას და განცალკევებით მდგარ მონასტერში გაიკეთებს კერას და
ამიერიდან მისი მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება ნელი
სიხარულით,სამოთხის ღია კარს შეჰხარის და უფლის მიმართ იმედით
მიისწრაფის.თუმცა,საბოლოოდ განდეგილი იღუპება და ჩნდება შეკითხვა,თუ
რა ღუპავს მას? - თავისი მოღვაწეობა, მის მიერ არჩეული გზა თუ ამ გზიდან
გადახვევა, სისუსტე, რომელიც მან დასახული მიზნისკენ მიმავალ
რთულ,დაბრკოლებებით სავსე სავალზე გამოიჩინა?

განდეგილის დაღუპვის მთავარი მიზეზი სწორედ,რომ დასახული მიზნისკენ


მიმავალი გზიდან გადახვევაა.მწყემსი ქალი, გაოცებული იმით რომ განდეგილს
თავისი ოჯახიც მივიწყებული აქვს პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
მწირის მთელ მოღვაწეობას:„ღმერთს რაში უნდა ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?
მაშ ვინც ქვეყნად ვართ,ყველა წავწყდებით,ვეღარ დავიხსნით ვერაფრით
სულსა?“ ბერი პასუხობს, რომ ხსნის მრავალგვარი გზა არსებობს, ხოლო მას,
უბედურს, ბედისგან ასეთი გზა ერგო. სიტყვა „უბედურმა“ თვითონ ბერი
შეაშფოთა, ასეთი ფიქრი კი ნიშნავს დაეჭვებას არა რწმენაში, არამედ
მხოლოდ გზის სისწორეში.განდეგილისა და მწყემსი ქალის დიალოგი
ადამიანის სულისა და ხორცის ურთიერთბრძოლის კონკრეტული
გამოხატულებაა.მწყემსი ქალი შეიძლება ითქვას,რომ მაცდუნებელ ეშმაკს
ემსახურება მატერიალური მსოფლმხედველობით,მან ბერში გააჩინა
პროტესტის გრძნობა,მისი არჩეული ცხოვრების სტილის მიმართ და
განდეგილიც უკვე თავის თავს უბედურად მიიჩნევს.სულიერი სიწმინდისაკენ
მიმავალ გზაზე სიარული ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოჩენას
საჭიროებს,თუმცა განდეგილი რჩება ძლიერი ნეგატიური განცდის ამარა და
ვერ ერევა მას.
სულიერებაზე ზრუნვა და ამისათვის გამოვლენილი სიმტკიცე და ნებისყოფა
ყოველ დროსა და ეპოქაში სჭირდება ადამიანს. ამის მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ „შუშანიკის წამება“. შუშანიკსაც დასჭირდა სულიერი ბრძოლა და
ნებისყოფა, სული და მისი ზნეობრივი იდეალები დაეყენებინა ხორციელ
დიდებაზე მაღლა.ასევე კიდევ ერთ-ერთ არგუმენტებად შეგვიძლია
მოვიყვანოთ „აბოს წამება“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“,სადაც აბოსა
და გრიგოლის ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოვლენის ფაქტი და
სულიერებაზე ზრუნვისა და სულიერი სიწმინდისათვის ხორციელების გაწირვის
დიდი უნარი ჩანს.
ასე,რომ ილია ჭავჭავაძე „განდეგილში“ წარმოგვიდგენს ბერის ფსიქოლოგიურ
პორტრეტს, სულისა და ხორცის ჭიდილის პროცესში.ბერისთვის წუთისოფელი
ცოდვის სადგურია და სწორედ ამიტომ,განცალკევებით მდგარ მონასტერში
იკეთებს კერას,სადაც უფლის მიმართ მიისწრაფვის.თუმცა, გზიდან
გადახვევა,სისუსტე და სულიერი სიწმინდისაკენ მიმავალ გზაზე ნებისყოფისა
და სიმტკიცის არგამოჩენა სწორედ,რომ მისი დაღუპვის ერთ-ერთ მთავარ
მიზეზებად იქცევა.განდეგილის ტრაგედია, მისი დაცემა, მისი სასოწარკვეთა
გამოიწვია არა ქალის გამომწვევმა და მაცდუნებელმა საქციელმა, არამედ
საკუთარმა სისუსტემ, უნებისყოფობამ, დაბნეულობამ, რომელსაც ემსხვერპლა
ეს გმირი. ჩემი აზრით,ამ რთულ ეპოქაში განდგომა და ფიქრი სულის ხსნაზე არ
იყო სწორი საქციელი და მოძღვრის არჩევანი ცოდვილი ქვეყნის უარყოფა კი
არა, მისი გაკეთილშობილება უნდა ყოფილიყო.

You might also like