You are on page 1of 2

ბედისადმი დაუმორჩილების იდეა

ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანის" მიხედვით


ნიკოლოზ ბარათაშვილი მე-19 საუკუნის რომანტიკოსი პოეტი გახლდათ
მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება მწირია და სულ რაღაც
ორმოცამდე ლექსს და ერთ პოემას მოიცავს, თავისუფლად შეიძლება
ვთქვათ, რომ იგი მე-19 საუკუნის ბუმბერაზი რომანტიკოსი პოეტი იყო
და მისი შემოქმედება თავისი სიდიადით არ ჩამოუვარდება მსოფლიოში
ცნობილი რომანტიკოსი პოეტების შედევრებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ერთ-ერთ ლექსში "მერანი" სრული


სისრულით გადმოგვცემს, საკუთარ განცდებს, სურვილებს, მიზნებს,
თავის დაუდგრომელ წადილს გასცდეს ჰორიზონტს და რადაც არ უნდა
დაუჯდეს, არ დაემორჩილოს ბედკრულ წუთისოფელს:

" გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძლავრი... გაჰვეთე ქარი, გააპე
წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,"

ნიკოლოზ ბარათაშვილს იმდენად სურს ბედკრულ წუთისოფელზე


გამარჯვება, რომ ამ მიზნის მისაღწევად მზადაა ყველაფერი დათმოს:
მიატოვოს სამშობლო, მეგობრები, ნათესავები, მოკვდეს სხვა ქვეყანაში,
ისე, რომ მომტირალი და დამმარხველი არავინ ჰყავდეს:

" ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,

ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის"

როგორც ლექსიდან ვიგებთ, ნიკოლოზ ბარათშვილი არა მარტო ამ


კონკრეტულ პერიოდში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში
ებრძოდა ბედს, ბედს, რონელსაც მისთვის ცუდის გარდა არაფერი
მოჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ის, მაინც ახერხებდა
ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგომას და საკუთარ თავში იმხელა ძალის
მობილიზებას, რომ უსამართლო ბედისწერას შებრძოლებოდა:
" გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამტარე ბედის სამძღვარი,

თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი."

მიუხედავად იმისა, რომ პოეტს კარგად აქვს გააზრებული, რომ ადამიანს


ბედის შეცვლის უნარი არ შესწევს, იგი მაინც არ კარგავს იმედს, იმედს
იმისას, რომ განწირული სულის კვეთება ფუჭად არ ჩაივლის და მას თუ-
არა, ახალ თაობას მაინც გამოადგება და გაუადვილებს ცხოვრებას:

"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაიც დარჩება"

ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც უკვე ავღიშნე, მე-19 საუკუნის


გამორჩეული რომანტიკოსია, რომლის შემოქმედებამაც საუკუნეებს
გაუძლო და დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი
კლასიკად არის ქცეული და მისი შემოქმედების სიდიადეს წლები
ვერაფერს დააკლებს.

You might also like