You are on page 1of 1

,,ბედისადმი დაუმორჩილებლობის იდეა ბარათაშვილის მოღვაწეობაში ’’

ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია .


ბარათაშვილის მოღვაწეობა როგორც პროფესიულ ისე პირად ცხოვრებაში სავსეა
სევდით, რომელიც გამოწვეულია წარსულის ნოსტალგიით, შინაგანი პროტესტის
გრძნობით და დაუმორჩილებლობის იდეით.

1835 წლის 6 ნოემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილი საქართველოს უზენაესი კანცელარიის


თანამშრომლად დაინიშნა. მოხელედ ქცეული პოეტი თავის მოვალეობას
კეთილსინდისიერად ასრულებდა. მის მიერ გადაწერილი მრავალი დოკუმენტი
მეტყველებს, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონია მოყვანილი.თუმცა პოეტი მაინც ეძებდა
ჩინოვნიკური სამსახურიდან თავის დაღწევის გზას, კერძოდ, ბიძას ევედრებოდა
დახმარებას. 1845 წელს გრიგოლ ორბელიანს სწერდა: ,, მე შინაგანი ხმა მიწვევს
საუკეთესოს ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის
მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა ,
რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს, ოჰ, რა
თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ.რა ხელმწიფურად გადავხედავ ჩემს ასპარეზსა ’’.

დიდი იყო სურვილი თავისუფლებისა და გამოღვიძებისა. პოეტი ხშირად ასახავდა ამ დიდ


სურვილს საკუთარ ლექსებში. ლექსს ,,შემოღამება მთაწმინდაზე’’ წარსულით ტკბობაზეა
თუმცა მაინც ჩანს პოეტის იმედი მომავლისა. ,,რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს
ბინდსა ის განანათლებს’’. მიუხედავად ყველაფრისა , მიუხედავად დიდი უიმედობისა იგი
მაინც არ ემორჩილება და ეტყვევება სინამდვილეს. მაინც აქვს იმის იმედი , რომ მზე
აუცილებლად ამოვა და გაანათებს ირგვლივ ყველაფერს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც ,
რომ ლექსს გასდევს სევდიანი განწყობა.

პოეტის ,,მერანი’’ ნამდვილი ჰიმნია გმირობისა, თუ როგორ უჯანყდება მწერალი იმ


საზოგადოებას სადაც ის ცხოვრობს ,როგორ არ უნდა მის ბრჭყალებში აღმოჩნდეს და
დაემორჩილოს წარსულს. ნიკოლოზ ბარათაშვილი მზადაა დათმოს ის ტკბილი კერა
სადაც გაიზარდა, სადაც ჰყავს ყველა საყვარელი ადამიანი, მათ შორის გულისსწორიც ,
მხოლოდ იმისი იმედით, რომ თუ თვიითონ ვერ მოახერხებს ამ ყორნებისგან გაქცევას მის
შემდეგ თაობას მაინც გაუკვალავს გზას.

ჩემი აზრით, ნიკოლოზ ბარათაშვილის თავისუფლების იდეა მართლაც მის ყველა


ნაწარმოებში ჩანს. მისი სურვილი დამოუკიდებლობისა , თავისუფლებისა და
საზოგადოების სტანდარტული სახისგან განთავისუფლებისა მაგალითი უნდა იყოს
ჩვენთვის, მომავალი თაობისთვის. დიდი პოეტი ფიქრობდა, რომ თუ თვითონ ვერ
შეძლებდა ამ ყველაფრის მიღწევას, მისი მომავალი თაობა გააკეთებდა ამას .
Შესაბამისად თითოეული ჩვენგანი ვალდებულია გაითავისოს საკუთარი როლი
საზოგადოებაში და ისწრაფოდეს თავისუფლებისკენ, როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი
დიდებული წინაპრები.

მარიამ იველაშვილი

You might also like