You are on page 1of 2

პატიება ყველაზე დიდი სასჯელია

ადამიანი სჩადის რაღაც დანაშაულს და როგორც საზოგადოება ამბობს , ამის გამო პასუხი
უნდა აგოს. უშვებენ ციხეში, სიკვდილით სჯიან მძიმე დანაშაულებების მქონე პიროვნებებს .
მაგრამ ჩნდება კითხვა, ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი რაც შეიძლება გამოიტანონ ?

ჯემალ ქარჩხაძე თავის ნაწარმოებში, „ანტონიო და დავითი“, გვცემს ამ კითხვაზე პასუხს .


ავტორი რომანის მთავარი პესონაჟის, ანტონიოს პირით გადმოგვცემს თავის
მოსაზრრებას ამ თემაზე. ანტონიო, ერეტიკოსობაში ბრალდებული ბერი , უამბობს
საკუთარ ამბავს ბართლომეოს. ბერს გაცნობიერებული აქვს ყველა თავისი
ცხოვრებისეული შეცდომა. იგი იყო საძმოს თავი , მაგრამ კარგად იცოდა , რომ ეს მოხდა
მხოლოდ იმიტომ, რომ პირველმა ამოიღო ხმა, თორემ სხვა მხრივ სხვები იყვნენ მასზე
უფრო განათლებულები და საკუთარ რწმენაში ურყევები. თავის მოძმეებთან ერთად
კოცონზე დაწვის განაჩენი გამოუტანეს, ამის გაგებამ ანტონიოს თავზარი დასცა , მაგრამ
ცდილობდა თავი ისე დაეჭირა თითქოს არ ეშინოდა. ადამიანს , რომელსაც ღმერთის
სწამს, მითუმეტეს ბერს, არ უნდა ეშინოდეს სიკვდილის, მაგრამ ის ასეთი არ არის . მისი
რწმენა თითქოს „განდეგილის“ რწმენას ჰგავს.

საბოლოოდ, მისი მეგობრები და ნათესვები იხსნიან. ორი საათით ადრედაც


შეატყობინებენ ამ ამბავს ქრთამის მეშვეობით. კვლავ შეუძლია იცოცხლოს ანტონიოს ,
ერთგვარი შინაგანი სიხარული ისადგურებს მასში,მაგრამ როგორც „ღვთის მსახური “
გადაწყვეტს თქვას, რომ უარს ამბობს შეწყალებაზე. ამ გადაწყვეტილებას თავისთვის არ
დაიტოვებს, განაცხადებს მოძმეების წინაშე, გულის სიღრმეში იმ იმედით , რომ
შეეწინააღმდეგებიან. ასეც მოხვდება, იმის მიუხედავად , რომ შეუძია კაარგი არგუმენტები
მოიყვანოს საწინააღმდეგოდ ამას არ გააკეთებს. და მისი ამ გამოსვლის მიზანიც
აღსრულდება, თავისუფლად მიიღებს შეწყალების ბრძანებას.

გამოვიდა სატუსაღოდან, შეხვდა მეგობრებს „მაშინღა მივხვდი , როგორ დავებრმავებინე


სიცოცხლის წყურვილს“, მაგრამ იმასაც აანალიზებდა, რომ უკვე გვიანი იყო.

ეკლესიიდანაც უნდა მოეკვეთათ, მაგრამ ასე არ მოხდა, გაწირეს სრულიად


განადგურებისთვის.

მაშინ მიხვდა, რომ პატიება ყველაზე დიდი სატანჯველი ყოფილა ადამიანისთვის.

ქართულ ლიტერატურაში სხვა ნაწარმოებებშიცაა, რომელშიც ამ თემაზეა საუბარი . ასეთია


„გამზრდელი“. ჰაჯი-უსუბი, გამზრდელი საფარ ბეგისა, მისი უპატიებელი საქციელის გამო
გასწირავს ყველაზე დიდი სასჯელისთვის, არ დაასრულებს საფარის სიცოცხლეს და
დატოვებს მარტოს ტანჯვისთვის.

„ხევისბერ გოჩაში“ კი ხევისბერი საკუთარ შვილს ვერ გასწირავს ამ ტანჯვისთვის , არ


„აპატიებს“ ცოდვას და იქვე მოკლავს ონისეს.

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. რა თქმა უნდა , ახლაც შეგვიძლია ვთქვათ , რომ პატიება
ყველაზე დიდი სასჯელია, მაგრამ განა ყველა ხედავს ამას? ხდება მრავალი მკვლელობა ,
ქურდობა ან სხვ არიმე დანაშაული, მაგრამ კიდევ არიან ისეთი ადამიანები , რომელბიც
აპატიებენ დამნაშავეს ამ ყოველივეს? მაშინვე მოითხოვენ დამნაშავის დაჭერას , „ციხეში
ამოლპობას“, სიკვდილს, მაგრამ არა პატიებას. სეიძლება მართლებით იყვნენ გარკვეულ
შემთხვევაში, რადგან ყველა ცოდვილი არაა ნამდვილი ადამიანი , დანაშაულის ცადენის
შემდეგ არანაირ სინანულს განიცდიან და აგრზელებენ ცხოვრებას ისე თითქოს არც
არაფერი მომხდარა.

დასასრულ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატიება დიდი სასჯელია მხოლოდ ნამდვილი


ადამიანებისათვის, ცხოველის ინსტიქტებამდე დასული „მხეცებისთვის “ კი ზედმეტად სულ
ერთია ეს შენდობა.

You might also like