You are on page 1of 6

ტექსტის რედაქტირება

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ტექსტი. გაასწორეთ მორფოლოგიურ-


ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტური ხარვეზები და
ისე გადაწერეთ მთელი ტექსტი, რომ მისი შინაარსი არ შეცვალოთ.

გაითვალისწინეთ, ქულები დაგაკლდებათ თქვენ მიერ გადაწერილ ტექსტში დაშვებული


შეცდომების, ხარვეზისა თუ უზუსტობის გამო.

თუ ამოიწერთ მხოლოდ ცალკეულ ფორმებსა და შესიტყვებებს ან რამდენიმე წინადადებას,


ნაშრომი არ შეფასდება.

(16)1. უცხოეთში ქართველთა მწიგნობრული საქმიანობის უძველესი და


უმნიშვნელოვანესი კერაა საბაწმინდის ლავრა. იგი მდებარეობს იერუსალიმის
სამხრეთ-დასავლეთით. ლავრა მე-V საუკუნის 20-ან წლებში დააარსა საბა
განწმენდილმა,გამოჩენილმა საეკლესიო მოღვაწემ. საბაწმინდის ლავრა
მართლმადიდებლურ ქრისტიანობის ცნობილი ცენტრი იყო. საუკუნეების
განმავლობაში აქ სდუღდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება. ლავრა წარმოადგენდა ძალუმ
კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. ქართველები აქ ადრევე დამკვიდრებულან
და 532 წლისთვის მათ თავიანთი ეკლესია ჰქონიათ, სადაც წირვა-ლოცვას
ქართულად აღავლენდნენ.

ქართველების მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა განსაკუთრებით


ინტენსიური გახდა VIII -IX საუკუნეებში. შემუშავდა ბიბლიური წიგნების
„საბაწმინდური“ რედაქცია, განვითარდა ორიგინალური ჰიმნოგრაფია.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს X საუკუნის ცნობილი მწიგნობრის, იოანე
ზოსიმეს მიერ შედგენილი კრებულები, რომლებშიც ნათლად ჩანს ეროვნული
ტენდენციები. მეცნიერთა აზრით მასვე უნდა ეკუთვნოდეს თხზულება „ქებაი და
დიდებაი ქართულისა ენისაი“. ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად, ბერების
დიდი ჯგუფი ხელნაწერების გადაწერაზე, წიგნებად მომზადებაზე და გამრავლებაზე
მუშაობდნენ. ადრეული ქართული ხელნაწერების უმრავლესობა, სწორედ აქ არის
გადაწერილი. მათ შორისაა პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერი:სინური
მრავალთავი.

საბაწმინდის ლავრაში შექმნილ ხელნაწერ წიგნებს ქართველი სასულიერო


მოღვაწეები ავრცელებდნენ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის გარეთაც. კერძოდ,
ტაო-კლარჯეთში, ათონზე. საბაწმინდურ ლიტერატურულმა ტრადიციებმა
საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა ქართული მწერლობის განვითარებაზე.
წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება
ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი იოანე საბანისძის თხზულებისა „აბოს წამება“:

„და ვითარცა გამოიღეს წმინდაჲ იგი გუამი წმიდისა მის გარეშე ქალაქსა და
აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების,რამეთუ მუნ არს საფლავები
კაცთა მის ქალაქისათაჲ, მუნ გრადამოიღეს იგი ურმისა მისგან და დადვეს იგი
ქუეყანასა. და მოიღეს შეშაჲ და თივაჲ და ნაფთი და დაასხეს გუამსა მას ზედა
წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა
მოწამისანი ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავალით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა
ჰრქჳან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდჱ, კდჱ მდინარისა მის
დიდისაჲ, რომელი განჰვლის აღმოსავალით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი.
ხოლო ადგილსა მას არავის აუფლეს მისლვად ქრისტიანეთაგანსა, ვიდრემდის
აღასრულეს დაწუავაჲ იგი ჴორცთა მათ წმიდისა მოწამისათაჲ.

ხოლო ძუალნი იგი წმიდისა მოწამისანი, რომელთა ვერღარა უძლეს დაწუვაჲ,


შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისა და შეკრნეს მტკიცედ და მიიხუნეს და შთაყარნეს
დიდსა მას მდინარესა.

ქრისტჱს მბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს. და ესრჱთ ღუაწლი მოიღვაწა ნეტარმან


მან.

მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ


მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ჱორცნი იგი წმიდისა
მოწამისანი. მოხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი
ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი
მსგავს იყვნენ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელები იგი
წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა; ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს
მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და
საკუმეველი ჴელითა თჳსითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა
ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მას ადგილისასა და მრავალნი
სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა განიკურნებოდეს. ხოლო
ყოვლად ძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-სცა თჳსა მას
მარტვილსა და აჩუენა სასწაული საკჳირველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ
ქრისჱს მოწამჱ არს.

ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი და იყო ჟამი პირველი ღამისაჲ მის,


გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკვლავი მოტყინარჱ, ვითარცა
ლამპარი ცეცხლისაჲ.
ხოლო კუალად მეორესა ღამესა უმეტჱს-ღა წყალთა გამოსცეს განსაკვირვებელი
ნათელი. და განათლებულ იყო გარემოჲს კიდეთა მის მდინარისათა კლდჱ იგი და
კბოდენი და ჴიდი იგი, ზჱთგან ვიდრე ქუედმდე, რომელსა ეგრევე ყოველი
სიმრავლჱ ქალაქისაჲ ჰხედვიდა, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს,რამეთუ ჭეშმარიტად
იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისა,მარტჳლ არს“.

წაკითხულის გააზრება (10 ქულა)

1. რა მიზნით წვავენ არაბები აბოს სხეულს?

ა) არაბებს ასეთი ტრადიცია ჰქონდათ;

ბ) არაბები ამირას დავალებას ასრულებდნენ;

გ) აბოს გვამის ეშინოდათ;

დ) რათა ქრისტიანებმა თავიანთ მოწამეს ღირსეული პატივი არ მიაგონ და


მისი კურნებისა და სასწაულმოქმედების ძალის შესახებ ხმა არ გაავრცელონ.

2. რას უწოდებს იოანე საბანისძე აბოს გვამის ხელმყოფთ?


ა) მძლავრთ;
ბ)უცხოთ;
გ)ქრისტეს მბრძოლთ;
დ) ქრისტეს მოძულეთ.

3. კონკრეტულობა ამ ტექსტის გამორჩეული თვისებაა. როგორ ვლინდება


თხრობისას ეს თვისება?
ა) ხელისუფალთა მოტივაცია დეტალურად განიხილება;
ბ) მორწმუნეთა ეროვნული შემადგენლობა დეტალურად აღინიშნება;
გ)მოქმედების ადგილი დეტალურად აღიწერება;
დ)მითითებულია, რომ მოქალაქეებმა ფაქტი სხვადასხვაგვარად აღიქვეს.
4. მოქალაქეთა რომელი ჯგუფის(ჯგუფების) მოძრაობა იხატება შედარების
გამოყენებით?
ა) მოხუცებულთა;
ბ) ხეიბართა და ქალებისა;
გ)ჭაბუკთა;
დ) ბავშვების.

5. რას მიანიჭა ღმერთმა კურნების ძალა?


ა) იმ ადგილის მიწას, სადაც აბო აწამეს;
ბ) იმ ადგილის მიწას,სადაც აბოს გვამი დაწვეს;
გ)აბოს ნივთებსა და ტანსაცმელს;
დ) აბოს საკანს.

6. რომელი მხატვრული საშუალება/საშუალებებია გამოყენებული ფრაზაში:


„ვარსკვლავი მოტყინარჱ, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ“?
ა) მეტაფორა;
ბ)გაპიროვნება და შედარება;
გ) ჰიპერბოლა;
დ) ეპითეტი და შედარება;

7. როგორია „განსაკჳრვებელი ნათელი“, რომელსაც წყალი გამოსცემს?


ა)მას მხოლოდ ღვთის რჩეულნი ხედავენ;
ბ) ის ქალაქის შემოგარენს ანათებს;
გ) მას ყველა ხედავს;
დ) ის ლამპარივით კაშკაშებს.

8. რას ამტკიცებს აღსრულებული სასწაულები?


ა) ქრისტიანობის ზეობას;
ბ) არაბთა დამარცხებას;
გ)უფლის წყალობას, რომელმაც განადიდა თავისი მოწამე;
დ) აბოს ყოვლისშემძელობას.

9. სასულიერო მწერლობის რომელ ჟანრს განეკუთვნება კონკრეტული


ეპიზოდი?
ა)ჰაგიოგრაფიას;
ბ) ჰიმნოგრაფიას;
გ)ჰომილეტიკას;
დ)ლიტურგიკას;
10) რას შეეხება „აბოს წამების“ კონკრეტული მონაკვეთი?
ა) მოცემული მონაკვეთი ხალხის გულგრილობასა და უმადურობას
აღწერს სხვისი მოწამეობრივი ღვაწლისა და გმირობის მიმართ;
ბ) აბოს ღვაწლი შეუმჩნეველი დარჩა საზოგადოებისათვის-მათ აბოში
გმირი ვერ შეიცნეს;
გ) მოცემულ მონაკვეთში ყურადღება გამახვილებულია ხალხის სულიერ
განახლებაზე, თუმცა შიშის გამო აღტაცებასა და პატივისცემას ვერ
გამოხატავენ მათი თანამედროვე გმირის მიმართ.
დ) მონაკვეთი გმირობის აღქმა-გააზრებასა და გმირის თაყვანისცემას
შეეხება; ავტორი ყურადღებას ამახვილებს სახალხო აღტაცებასა და იმ
ერთსულოვნებაზე, რომელსაც სხვადასხვა თაობისა და ფიზიკური
შესაძლებლობების მქონე ადამიანი გაუერთიანებია.

წერითი დავალება (34)

დაწერეთ თხზულება თემაზე:

თანამედროვენი გმირსა და გმირობას სათანადოდ ვერ აფასებენ, ზოგჯერ ვერც კი


ამჩნევენ.

იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა და


რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

იოანე საბანისძის თხზულებაში ჩანს თუ როგორ,შეიცვალა აბო თბილელმა


რჯული,მაგრამ ეს გააკეთა დიდი სიფრთხილით.ჯერ მან შეისწავლა რელიგია,ენა
და ლიტელატურა. ცოტა ხანი მალულად მიყვებოდა ქრისტიანულ ტრადიციებს,
დადიოდა ეკლესიაში და იცავდა მარხვებს.როდესაც ის დარწმუნდა თავის
თავში,რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება,ის ეკურთხა ქრისტიანად შიშის გარეშე
სარკინოზების მიმართ.მან იცოდა რომ რჯულის შეცვლა გადაიმტერებდა
სარკინოზებს,მაგრამ მზად იყო წამებულიყო და მომკვდარიყო ამ
რელიგიისთვის,ჩემი აზრით ეს იყო გმირული საქციელი რადგან მან არ მიატოვა
თავისი პრინციპები და არ დაიხია უკან ყველაფრის მიუხედავად. ის ერთგვარად
ქვეყნისთვისაც იბრძოდა,ჩემი აზრით მან იცოდა თუ რამხელა იმფაქტი ექნებოდა
მის საქციელს ადამიანების რწმენის მიმართ.და ხალხმაც და ღმერთმაც დააფასა
მისი ღვაწლი და მისი თავ შენწირვა.
დღევანდელ პერიოდში ვფიქრობ რომ ხალხმა დაივიწყა გმირობა და
გმირები.ვფიქრობ რომ გმირობამ დაკარგა ფასი რადგან არავინ არ დაგაფასებს
საბოლოოდ და ყველა დაგივიწყებს.გმირად მივიჩნევ 2008 წლის ომში მებრძოლ
ადამიანებს რომლებმაც დაიცვეს თავიანთი ტერიტორია სიცოცხლის ფასად ,ზოგმა
ვერ მოახერხა ცოცხალი დაბრუნება,ზოგი ხელ-ფეხის გარეშე დაბრუნდა,კიდევ
თანამედროვე ირებად მივიჩნევ ექიმებს,მაგალითად მოვიყვან ერთ-ერთ ქირურგს
რომელიც პაციენტის ოპერაციის გაკეთების დროს გახდა ცუდათ,მაგრამ
გადაწყვიტა არ დანებებულიყო და გაეგრძელებინა ოპერაცია,რის შედეგადაც
გარდაიცვალა.ჩემი აზრით მათი ღვაწლი და სხვა ბევრის სათანადოდ ვერ
დაფასდა ბევრისგან, მაგრამ არიან გამონაკლისებიც.

You might also like