You are on page 1of 2

იაკობ ხუცესის მიერ შექმნილი ჰაგიოგრაფიული ნიმუში ,, შუშანიკის წამება" მრავალმხრივ

გაამორჩეულო ნაწარმოებია ქართულ ლიტერატურაში. ტექსტში ვეცნობით ქრისტიანობისთვის


თავგანწირულ, გმირ დედოფალს, რომელიც მთელი მოთხრობის მანძილზე არაერთხელ ამტკიცებს
საკუთარ უკომპრომისო ხასიათსა და შეუპოვრობას.
პირველივე ეპიზოდებში ავტორმა გაგვაცნო შუშანიკი, როგორც პიროვნულად თავისუფალი
ადამაინი. ვარსქენის სურვილის მიუხედავად, მოექცია ცოლ-შვილი მაზდეანობაზე, დედოფალი
ბოლომდე მყარად ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას და არ თმობს შინაგან მრწამსს. პიტიახშის
მხრიდან შაჰისათვის მეუღლის დაუკითხავად აღთქმული პირობა ცხადყოფს სიტუაციის სიმძიმეს
ქალის უფლებებთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ქალი სუსტი სქესის წარმომადგენლად
მიიჩნეოდა და ავტომატურად ქმრის საკუთრებად განიხილებოდა. ეს აზრი გამოსჭვივის იმ
სპარსელის სიტყვებშიც, რომელიც ვარსქენს ეუბნება შუშანიკის შესახებ : ,,ნუ რა
ფიცხელსა სიტყუასა ეტყვ მას, რამეთუ დედათა ბუნებაი იწრო არს"-ო. მე-5 საუკუნის
საზოგადოებაში, საერთო ცნობიერება იმ აზრს ეფუძნებოდა, რომ ქალი ბეჩავი არსებაა და
ტკბილი სიტყვით მარტივად შეიძლება მისი დამორჩილება. თუმცა, შუშანიკმა ქმართან
შეწინააღმდეგებით და საკუთარი ღირებულებების დაცვით, არ მისცა უფლება ერისმთავარს
მისი ღირსება ფეხქვეშ გაეთელა. ამგვარი ქმედებით იგი არა მხოლოდ პირად, არამედ
ქვეყნის პოლიტიკურ და ეროვნულ ინტერესებსაც იცავდა. მახინჯ სისტემასთან დაპირისპირება
ისეთი დაკნინებული ფიგურისთვის, როგორიც ქალი იყო, უსაზღვრო გამბედაობასა და სულიერ
სიმტკიცეს მოითხოვდა. თუმცა ეეს ყოველივე არ გახდა შუშანინკისთის დამაბრკოლებელი
ფაქტორი დაენახვებინა ქმრისთვის, რომ იგი ინდივიდი იყო, რომელსაც გააჩნდა რწმენის
თავისუფლება. კიდევ ერთხელ პროტესტი დედოფალმა პურობის დროს გამოთქვა, მაშინ როდესაც
დაუპირისპირდა მისი გადაბირების მიზნით შეცვლილ ადათს და დაამტკიცა, რომ აქვს
სიტყვის თავისუფლებაც. იგი არ არის შეზღუდული აზრის გამოთქმაში და ამ ფორმით აჩვენა
ძალა ვარსქენს. მიუხედავად იმისა, რომ პიტიახში ფიზიკური სიძლიერით გამოირჩეოდა,
შუშანიკმა მას ხელიდან გამოაცალა ყველლა შესაძლებლობა განეხორციელებინა საკუთარი
მზაკვრული გეგმები და მისი ზრახვა, დაესუსტებინა რწმენა ხალხში, საპირისპიროდ
შემოუბრუნდა. იდეური გამარჯვება დედოფლის მხარეს იდგა, რომელმაც გონიერებით აჯობა
მეუღლეს და თანამგრძნობთა ამბოხი დაიმსახურა. მართლაც, რომ შუშანინკმა თავისი
მოღვაწეობის პერიოდში გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე და თავისი კეთილსინდისიერი
ბუნებით მაღალი ავტორიტტეი მოიპოვა: ,,და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი
დედებისა და მამებისაი, სიმრავლე ურიცხვ, რამეთუ უკუანა შეუდგეს..", - მხატვრულად
აღწერს იაკობ ხუცესი. შუშანიკი მებბრძოლი სულისკვეთების, პატრიოტი ქალია, რომელმაც
დედოფლის პატივი, მოწამეობრივ გვირგვინზე გაცვალა, თუმცა ცალსახად ბოლო წუთამდე
იცავდა სამშობლოს ინტერესებს და ურყევად იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. სიცოცხლის
უკანასკნელ წუთამდე იგი პალიკარტით არის შემოსილი და უკან არ იხევს. ამით მწერალმა
დაგვანახა, რომ დედოფალი პრინციპულია და ფიზიკური დამარცხება არ ნიშნავს საბოლოო
მარცხს. რთულია კაცისთვის დათმოს წუთისოფლის სიამოვნებანი დად უარი თქვას ყოველივე
მიწიერზე, თუმცა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება ის რასაც ტქესტში ვკითხულობთ :,,
და ვითარცა სცემეს კუერთხითა სამას ოდენ, არარაი აღმოხდა პირსა მისსა ვაებააი, არცა
კნუესაი",- ასეთი ტრაგიკული სურათი შუშანიკმა ,, სიხარულის დასაბამად" მოიხსენია.
წარმოუდგენელია თუ რა სულიერ სიმაღლეზე უნდა იყოს პიროვნება, რომ ხმის ამოუღებლად
აიტანოს ასეთი სასტიკი მოპყრობა და სასუფევლის დამკვიდრებისკენ ილტვოდეს. მისი
მთავარი მიზანს წარმოადგენდა ხორცის თმობით ქრისტესტან ამაღლდება. იმის მიუხედავად,
რომ ნეტარი ამქვეყნიერებას ტანჯვის გზით აღესრულა , მისი სახელი ოქროს ასოებით
ჩაიწერა ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში და თანამედროვე ეპოქის სანიმუშო წმინდანად
იქცა.
ქალის ერთგვარი თავგანწირვის ასახვაა ფილმი ,,რომაული არდადეგები", რომელშიც
პრინცესა ანა სახლიდან იპარება და რომის ქუჩებში თვგადასავლებს ეძებს. მიუხედავად
სიუჟეტის სასიამოვნო განწყობისა, ფილმი საკმაოდ სევდიანად სრულდება, რასაც ანას
მსხვერპლშეწირვა იწვევს. პრინცესა ანას ერთგულება და თავისი ქვეყნისა და ერის წინაშე
მოვალეობის გრძნობა ნამდვილად მეტყველებს მის სიძლიერეზე.
ძლიერ პიროვნებაზე საუბრისას წაარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს პაკისტანელი
უფლებადამცველი მალალა, რომელიც მთელ მსოფლიოში ქალეებისთვის განათლებაზე
ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო მას
ფიზიკური ზიანი არაერთხელ მიაყენეს, კერძოდ დაჭრეს და მასზე მუდმივი მუქარა
ხორციელდებოდა თალიბანის მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის პირობით. თუმცა მალალა
ჭკვიანურად მოქმედებდა და გოგონათა განათლების უფლების მიღების შესაძლებლობას სულ
უფრო ზრდიდა. იგი არ შეუშინდა ადგილობრივ ხელისუფლებას და გამოუშვა წიგნი საკუთარი
ცხოვრების შესახებ, რომელიცც 2014 წელს ნობელის პრემიის ლაურეაატიც კი გახდა.
მაშინ როცა ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში შუშანიკი დემონნტრაციული ფორმით
დაუპირისპირდა გენდერული უთანასწორობის პრობლემას, არ არის გამართლებული, რომ
თნამედროვე ეპოქაში კვლავ ვხვდებოდეთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც ეგუებიან
გარემოებას და ემორჩცილებიან არსებულ ვითარებას. ზემოთხსენებული საკითხი არაერთი
ქვეყნისათვის დამახასიათებელი მწვავე პრობლემაა. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო
მატულობს სასტიკი მოპყრობისთვის განწირული ქალების რიცხვი და უამრავი მათგანი შიშის
ფონზე დუმილს ამჯობინებს. ამის ძირითად მიზეზად კი შეიძლება ჩაითვლოს ის, რომ კანონი
საკმარისად არ იცავს აღნიშნულ პირებს და მუდამ საფრთხის მოლოდინში იმყოფებიან.
ამასთნავე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნის. გამოსავალი
ყოველთვის არსებობს, გადამყვეტი როლი კი ჩვენს არჩეევანს ენიჭება. მუდდმივი ბრძოლა,
თავდადება და პირადი ღირებულებების პრიორიტეტად ქცევა, ცალსახად გამოიღებს შედეგს და
მისცემს მაგალითს სხვა ადამიანს არ დაემონოს სიტუაციას და არ დაკარგოს შინაგანი
მხნეობა.
შუშანიკმა მიუხედავად ტანჯული გზის მოლოდინისა გააკეთა სუბიექტუი არჩევანი, რომელიც
ყველანაირ კომპრომისს გამორიცხავდა. იგი ნებისმიერ ეპოქაში გვევლინება, როგორც ძლიერი
ქალის სიმბოლო და ამტკიცებს, რომ სულიერ სისპეტაკეზე და შინაგან მრწამსზე მაღლა
არანაირი მიწიერი სიამოვნება არ დგას.

You might also like