You are on page 1of 1

შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანში გვიხატავს ისეთ ქალებს

რომელთათვის დამახასიათებელია ერთდროულად სინაზეც და


მრისხანებაც, ქალური კეკლუცობა და ამავე დროს სიმამაცე და
ვაჟკაცობა და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარული და და
მიჟნურისადმი ერთგულება. ზუსდად ასეთი თვისებების მქონეა ნესტან-
დარეჟანი.
ტარიელმა გადაშალა წერილი და ნახა რომ იმას მოეწერა ვის გამოც
იტანჯებოდა. ნესტანი სთხოვდა რომ ლომივით ვაჟკაცს არ დაემჩნია
მისი სიყვარული „მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი
მძულსა.“
ნესტანმა ტარიელს არ მოუწონა სიყვარულის გამო გონების დაკარგვა
აჯობებდა თუ ტარიელი თავისი საგმირო საქმეებით დაუმტკიცებდა
სიყვარულს. ნესტანმა მოუწოდა ხატაელების წინააღმდეგ
გალაშქრებისაკენ.
შემდეგ ნესტანი წერდა, რომ ტარიელის ცოლობა აქამდეც უნდოდა,
მაგრამ შესაფერი დრო არ მიეცა. წერილის დასასრულს ნესტანმა
კიდევ ერთხელ მოუწოდა ტარიელს ხატაელების წინააღმდეგ
ბრძოლისაკენ
„წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე.“
ასევე სთხოვა ტირილისთვის თავი დაენებებინა, რადგან მისთვის მზემ
გამოანათა. ნესტანის წერილმა უდიდესი სიხარული მიანიჭა ტარიელს,
ბედნიერებისაგან გულისცემა გაუძლიერდა, სახეზე კი ფერი მოუვიდა.

You might also like