You are on page 1of 2

სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა “ დიდაქტიკური

ნაწარმოებია, რომელსაც ერთგვარი ფაბულური ჩარჩო აქვს. ესაა ფინეზ მეფის კარის
ამბავი. ნაწარმოებში ვხედავთ სასახლის კარის მსახურთა პაექრობას და , როგორც
ყოველთვის, ამ დაპირსპირებულ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება .

ძირითად ანტაგონისტად კი რუქა გვევლინება - სეფეთუხუცესი, საჭურისი და მეფის


ერთგული მსახური, რომლის სიბრძნე ცხოვრების ავი ბუნების კარგად ცოდნაში
გამოიხატება.

იგავს „მელი მოძღვრად“ ჰყვება სწორედ რუქა, რომელიც არ იზიარებს ლეონის


შეხედულებებს აღზრდასთან მიმართებით და არც მეფისა და სედრაქის ნდობას
აღმზრდელის მიმართ. როგორც ყოველთვის, საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
მოჰყავს არაკი, კერძოდ, მოძღვარი მელის შესახებ.

იგავ-არაკის აზრობრივი აქცენტი შემდეგ წინადადებაშია : „ჩემნი დღენი ცოდვის ქმნით


დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე, ესე სოფელი გავუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს
მინდა წავიდეო“.

იგავს ოთხი პერსონაჟი ყავს: მელა, მამალი, ძერა და ოფოფი.

მელა ამჟღავნებს თავის ცბიერ ბუნებასა და მოხერხებულობას ; ის ისეთ ადამიანს


განასახიერებს, რომელსაც შეუძლია, რომ შემთხვევით არაჩვეულებრივად ისარგებლოს ,
ჭირი ხეირად აქციოს. იგი გაწერილი გეგმით არსდროს მოქმედებს. შავად შეღებილ ბედს
სასიკეთოდ იყენებს, ხოლო ბედისწერის მიერ ბოძებულ საჩუქარზე , ფრინველთა სახით ,
უარს არ ამბობს.

მართალია, მელა მოხერხებული და გონიერია, მაგრამ ამ თვისებებს არასწორი


მიზნისთვის იყენებს. საკუთარ ბედნიერებას სხვისი გაუბედურების ხარჯზე აღწევს .

ბევრი უარყოფითი თვისების მიუხედავად, მელას პერსონაჟში დასაფასებელია შეცდომის


აღიარების უნარი. ოფოფის ხაფანგში გაბმული ამბობს : „ რასაც მოძღვარს აღსარება
სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართება!“ ამ აღიარების შემდეგ მცირე შანსიღა რჩება ,
რომ მომავალში მსგავსი შეცდომა კიდევ დაუშვას.

რაც შეეხება ფრინველებს, მათ აერთიანებთ გულუბრყვილობა და უგუნურება . მათი


საშუალებით სულხან-საბა გვეუბნება, რომ ადამიანი გარეგნობის მიხედვით არ უნდა
განვსაჯოთ. სწორედ შავმა ბეწვმა შეაცდინა მამალი , მელა და ოფოფი და თავი მელიის
სოროში ამოაყოფინა.

როგორც ჩანს, ფრინველებს შეცდომის აღიარება უჭირთ და საკუთარ თავზე


გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ. რადგანაც თავი უბრალონი ეგონათ , ორ -ორი ცოდვის
შენდობაზე და შესაბამისად მელიის ლუკმად ქცევაზე თავად განაცხადეს თანხმობა .

თუმცა მათ შორისაც შეინიშნება განსხვავება. ჩემი აზრით, მამალი ნაკლებად უნდა
გავკიცხოთ, რადგან ის პირველი მსხვერპლია. ხოლო ძერას, წინამორბედის მაგალითზე
დაყრდნობით, უნდა ეზრუნა საკუთარი თავის გადარჩენაზე , მაგრამ ასე არ მოიქცა .
ოფოფმა კი ჭკუა იხმარა და მოხერხებით მელიასაც კი აჯობა.

ასე რომ, ხარბმა მელამ, მსუქან ბატსა და იხვზე ოცნებაში, მის ხელთ არსებულიც დაკარგ.
ოფოფმა ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას აღარა ეშველა რა .

იგავის მთავარი მოტივი გულუბრყვილობითა და სიხარბით ჭკუის წაგებაა . ის გვასწავლის ,


რომ გარეგნული ცვლილება არ გულისხმობს სულიერ ცვლილებას და ბევრის ნდომა
მელის მსგავსად წაახდენს ადამიანს. ასევე გვაფრთხილებს , რომ ადამიანის ბრმად
ნდობა კარგს არაფერს მოგვიტანს.
ამ იგავის გახსენებით რუქას მიზანი იყო ლეონის მტრული ბუნების მხილება . იგი დასძძენს :
„ეგ კაცი ის მელი არის და ბევრგან ნავალი. ასეთს საქმესა იქმს, შენვე თავსა შემოიკრა და
აღარა გეშველოს რა!“

აშკარაა, რომ ლეონი მოძღვარი მელის ადგილას წარმოუდგენია , მეფესა და ვეზირს კი


ფრინველებად გვიხატავს, რომელნიც ენდნენ აღმზრდელს.

რწმენის ნაკლებობის გამო, რუქა ხშირად ეწინააღმდეგება ღვთის განგებას . იგი ღმერთის
მიერ გამოგზავნილ ლეონსაც ეჭვის თვალით უყურებს და ცხოვრებას ბრმად არასდროს
ენდობა, თანდაყოლილი ფიზიკური თუ სულიერი ნაკლის გამო. ამ იგავს მისაბაძ
მაგალითად არ სახავს, პირიქით, მეფესა და ვეზირს აფრთხილებს; ცდილობს, თვალი
აუხილოს, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან.

სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, სწორედ, რომ დიდაქტიკური ნაწარმოებია . თითოეული


იგავი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რამეთუ ადამიანის სულიერი პროფილის
ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. „მელი მოძღვრად“ ერთ-ერთი ასეთი იგავია, რომელსაც
ცხოვრებისეული სირთულეებისგან გამობრძმედილი რუქა გვიამბობს. აქედან
გამომდინარე ის თითოეული ადამიანის მიერ გასათვალისწინებელ შეგონებას
გვთავაზობს.

You might also like