Professional Documents
Culture Documents
,,ვეფხისტყაოსანი“ პროლოგი
შუა საუკუნეებში პოეტები ნაწარმოებებს იწყებდნენ ღვთის ხსენებით. შოთა რუსთაველიც ახსენებს ღმერთს,
რომელმაც შექმნა სამყარო თავისი ძალით, ზეციდან სული ჩაბერა ამქვეყნიურ არსებებს, ჩვენ, ადამიანებს მოგვცა ეს
მრავალფეროვანი ქვეყანა. ღვთის ძალით მეფობს ყოველი ხელმწიფე.
2. რუსთაველი აღიარებდა ერთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ყველა ამქვეყნიური არსება. ის მიმართავდა უფალს და
სთხოვდა სატანისაგან დაცვას. ასევე სთხოვდა შეყვარებული ადამიანებისთვის დამახასიათებელ სიმტკიცეს და იმ
ქვეყანაზე წასაღები ცოდვების შემსუბუქებას.
3. ავტორი ახსენებს დავით სოსლანს, მას ლომს უწოდებს მეტაფორულად და აღნიშნავს, რომ დავითს უხდებოდა
შუბისა და ფარშ-შიმშერის (ხმლის) ტარება. ამ სტროფში რუსთაველი ახსენებს თამარს და მეტაფორულად მის
ღაწვებს (ლოყებს) ლალის თვლებს ადარებს, ხოლო თმას - გიშერს. ავტორს საკუთარი თავი თამარისთვის ხოტბის
შესხმის ღირსად არ მიაჩნია, რადგან თამარი იმსახურებდა ყანდის (შაქარ ყინულისა) და მიშერის (გარეული თაფლის)
მსგავსი იშვიათი ხოტბის შესხმას.
4. ავტორი მოუწოდებს მკითხველს, რომ შეაქონ სისხლის ცრემლებდათხეული თამარ მეფე, რომელიც ადრე აქო და
კარგადაც შეაქო. პოეტის მუზა იყო თამარის გიშრისფერი თვალები და მოქნილი ტანი(,,ნა რხეული“). ვინც ამ ამბავს
გაიგებდა, გულზე ლახვარივით მოხვდებოდა
5. რუსთაველს უბრძანეს საქებარი ლექსების თქმა, თამარის წარბთა და წამწამთა შექება. ავტორი მეფის კბილებს და
ტუჩებს მეტაფორულად უწოდებს ბროლ-ბალახშს და ამბობს, რომ ასეთი სილამაზე ყველაფერს მოინადირებს
„ გასხტეხს ქვასაცა მაგარსა, გრდემლი ტყვიისა ღბილისა“. (ბალახში საუკეთესო ხარისხის ლალის თვალია).
6. ავტორი აღნიშნავს, რომ მას სჭირდება „გული და ხელოვანება“, რათა ღირსეულად აღწეროს ტარიელის ამბავი. ამ
სტროფში პირველად ახსენებს სამ გმირს, რომლებიც ერთმანეთს ემონებიან და ამით ცდილობს დააინტერესოს მკითხველი.
7. რუსთაველი მიგვანიშნებს, რომ ტარიელის უცნაური ბედით შეძრული ადამიანი ცრემლს დაღვრის. ეს გულში
ჩამწვდომი ამბავი გაიგო პოეტმა და გალექსა, ანუ წყობილ მარგალიტად აქცია.
8. ამ ამბავს ავტორი სპარსულს უწოდებს, რაშიც უცხო იგულისხმება. ის აღნიშნავს, რომ ამბავი ქართულად იყო
ნათარგმნი და თვითონ ისე გალექსა, რომ ხელი ხელ სატარებელ ,,ობოლ მარგალიტად“ აქცია. აქვე აღნიშნავს, რომ
ამბის გალექსვით საკამათო საქმე გააკეთა. ჩემმა გამგიჟებელმა დამსაჯოს თავისი სილამაზითო_წერს ავტორი და
მიგვანიშნებს, რომ უყვარდა თამარ მეფე.
9. ამ სტროფში ისევ ნახსენებია რუსთაველი, რომელიც ხელობით, ანუ გაგიჟებით აკეთებს ამ საქმეს, ესე იგი უძღვნის
პოემას მეფეს, რომელსაც ჯარი ემორჩილება და თავადაც მისთვის მკვდარია. თითქოს ავტორი შეფარვით აღიარებს,
რომ დაუძლურდა უიმედო სიყვარულით, ამიტომ ოცნებობს ან განკურნებას, ან სიკვდილს.
10. თვალისჩინდაკარგულებმა უნდა ინატრონ სინათლის დაბრუნება. გული გამიჯნურდა და უნდა ველებზე სირბილი.
შემიბრალეთ! კმარა ხორციელი ტანჯვა, დაე მიეცეს სულს ლხენა. დიახაც ,რომ სამხმოვან სიმღერას შესაბამისი
სიტყვების მიწოდება უნდა.
11. ბედი ვისაც რას არგუნებს, მას უნდა დასჯერდეს. მუშა უნდა მუშაობდეს, მეომარი გულადად იბრძოდეს. მიჯნური
უნდა ცდილობდეს გამოიცნოს შეყვარებულის ხასიათი, არც თვითონ დაიწუნოს სხვისი შეყვარებული, არც სხვას
დააწუნებინოს საკუთარი სატრფო.
რუსთაველის შეხედულება პოეზიაზე
12. რუსთაველის აზრით, შაირობა, ანუ პოეზია, სიბრძნის უძველესი დარგია. ლექსები ღვთის ნებით წარმოითქმის და
მსმენელთათვის სასარგებლოა. კარგი ადამიანი ისიამოვნებს და სიბრძნეს აითვისებს ლექსებიდან. თანაც გრძელი
ამბავი ლექსში მოკლედ შეგვიძლია გამოვთქვათ. (სიტყვაში იგულისხმება ამბავი, ხოლო ლექსში _ სიტყვა).
13. როგორც ცხენს გამოსდის დიდი გზაზე რბოლა, მობურთალი გამოიცდება მოედანზე მარჯვე თამაშით, ასევე პოეტი
გამოჩნდება გრძელი ლექსების თქმისა და შეყოვნების (,,ხევა“) დროს. მას არ უნდა გაუჭირდეს საუბარი და სიტყვები
არ უნდა გამოელიოს.
14. კარგ პოეტს სიტყვების მდიდარი მარაგი უნდა ჰქონდეს . მან სასურველია გამოიჩინოს გმირობა, რათა კარგი ლექსები
შექმნას.
15. ავტორი პოეტს ვერ უწოდებს ისეთ ადამიანებს, ვინც ერთი-ორ პატარა და უმსგავს ლექსს დაწერენ, თუმცა არსებობენ
ასეთი „მოლექსეები“, რომლებიც უაზრო ლექსებს სწერენ, მაგრამ თავდაჯერებულად, როგორც ჯორებს, საკუთარი
თავი კარგი პოეტები ჰგონიათ.
16. რუსთაველი გამოყოფს პოეზიაში მეორე ლექსად წოდებულ ლექსებს, რომლებსაც ქმნიან ახალგაზრდა პოეტები. ეს
ლექსები არც გულში ჩამწვდომია და არც გრძელი, რადგან მათი შემქმნელი პოეტები ყმაწვილი მონადირეებივით
ახალბედები არიან : „დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა“.
17. რუსთაველი მექსამე ლესად მოიხსენიებს სანადიმოდ, საარშიყოდ, სამხიარულოდ შექმნილ პატარა ლექსებს. იგი
მიიჩნევს, რომ ასეთი ლექსებიც კარგია მხილების თუ გართობის მიზნით, ოღონდ ნათლად უნდა იყოს სათქმელი
გამოთქმული. თუმცა საბოლოოდ მიიჩნევს, რომ პოეტი არ არის სრულყოფილი, თუ პოემების წერა არ შეუძლია.
796-818. ავთანდილის ანდერძი პოემაში ყველაზე უფრო ბრძნული და მნიშვნელოვანი თავია. აქ ჩანს ახალგაზრდა სპასპეტის ხასიათის
თვისებები, სიბრძნე და მჭევრმეტყველება. იგი მიმართავდა მეფეს და ჩანდა, რომ უდიდეს პატივს სცემდა მას, მაგრამ არ შეეძლო ეღალატა
მეგობრისთვის და ამიტომ ისევ მეფეს სთხოვდა დალოცვას.
ავთანდილი დარწმუნებული იყო, რომ „კაცი რძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“ იმ მიზნით სწავლობდნენ პლატონის სიბრძნეს,
რომ ცხოვრებაში გამოეყენებინათ და გაეცნობიერებინათ, რომ „ სიცრუ და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“.
რადგან სიცრუე ყოველგვარი უბედურების საწყისია. ამიტომსპასპეტი არ აპირებდა ეღალატა ძმაზე უფრო ახლობელი მეგობრისთვის და
ცხოვრებაში იყენებდა ფილოსოფოსთა სიბრძნეს. იყენებდა, რათა ბრძნული ქცევით ზეციურ ძალებს შეერთებოდა. სწორედ
კაცთმოყვარებასა და სიყვარულზე ასწავლიდნენ ადამიენებს ქრისტეს მოწაფეები. მათი თქმით : „სიყვარული აღგვამაღლებს“ , ვით ეჟვანნი,
ამას ჟღერენ.“. რაც იმას ნიშნავს, რომ შეყვარებული ადამიანი სრულყოფილებისა და კეთილშობილებისკენ უნდა ისწრაფოდეს.
ავთანდილს სწამდა ღვთის ძალისა, რომელიც თითოეული ადამიანის შემწეა. უკვდავი ღმერთი ყველასათვის განსაზღვრავს ცხოვრებისა
და სიცოცხლის არეალს; მას შეუძლია ერთ წამში ერთი ასად აქციოს, ასი - ერთად. „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“
როგორც ია და ვარდი გახმება მზის შუქის გარეშე, ისე მოკვდება სიყვარულისა და მეგობრის გარეშე. ამიტომ ავთანდილი პატიებას
სთხოვდა თავის გამზრდელ მეფეს და არწმუნებდა მას, რომ არ შეეძლო წაუსვლელობა. წასვლა იყო წამალი, რათა შინაგანი ცეცხლით არ
დამწვარიყო. თუ სიკვდილი ეწერა, დარჩენის შემთხვევაშიც მოკვდებოდა. ღვთის ნებას ვერავინ გადაუხვევდა. ვაჟკაცს კი ევალებოდა
„მოჭირვება, ჭირთა თმენა“. ავთანდილი თუ თავის ვალდებულებას შეასრულებდა მეგობრის წინაშე, გული აღარ დაეფერფლებოდა. ის
ისურვებდა, უკან დაბრუნებულს როსტევან მეფე კვლავ დიდებით და ბარაქით დახვედროდა. ამიტომ სთხოვდა მბრძანებელს არ ენაღვლა
სპასპეტის წასვლის გამო და ეპატიებინა მისთვის. წაუსვლელობის შემთხვევაში, იმ ქვეყანაზე თვალს ვერ გაუსწორებდა თავის მეგობარს.
„ არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!“.
რადგან წასვლა გადაეწყვიტა, სულმოკლედ არ უნდა მოქცეულიყო და ქჩარავე უნდა შეესრულებინა დანაპირები. ომში შიში შემდრკალი და
ქალაჩუნა კაცების დამახასიათებელი თვისება იყო, აცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა
მოსახვეჭელსა!“
ლოცვა ავთანდილისა
819-822.
ავთანდილი, სანამ წავიდოდა ტარიელის დასახმარებლად ევედრებოდა ღმერთს და შეწევნას სთხოვდა ყოვლისშემძლეს. იგი უფალს
უწოდებდა უცნაურს, ენით უთქმელს, ზოგჯერ - ტანჯვის მომცემს, ზოგჯერ - კეთილს. რაინდი სთხოვდა ღმერთს გულის თქმის
გონივრულად დამორჩილების უნარი მიეცა მისთვის, დაეცვა ავთანდილის მიჯნური და არ გაექრო შეყვარებულებში სიყვარულის უნარი.
სთხოვდა აგრეთვე, რომ დაეცვა ზრვაზე ღელვისგან, მტრისაგან, მავნებელთაგან და მიეცა ძალა ღვთის სამსახურისა. ლოცვის შემდეგ
ავთანდილი შეჯდა ცხენზე და გაემართა ტარიელისკენ