You are on page 1of 4

ნესტან-დარეჯანი (საყვარელი გმირი ვეფხისტყაოსნიდან)

ვეფხისტყაოსანი ქართველებისთვის “მეორე ბიბლია” დამსახურებულად ატარებს ამ


ტიტულს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს პოემა არ არის მხოლოდ ისტორია,
რომელიც დრამატიზებულ სცენარად უნდა აღვიქვათ, მისი წაკითხვისას ტაეპ-ტაეპ
ახალ სიბრძნეს იგებს მკითხველი, სათითაოდ ყველა პერსონაჟს დიდი დატვირთვა
აქვს, ყველას უკან რაღაც მალული სათქმელი დგას, მაგალითად: ავთანდილი მთელი
ტექსტის განმავლობაში ღმერთისადმი რწმენას ეყრდნობა და ნათელი მაგალითია
სულიერი განგების ქონის, ტარიელი კი სიყვარულის განმასახიერებელია და კარგ
ნიმუშს გვაძლევს ჩვენ თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მიჯნური და ზოგადად
სიყვარულის იდეასაც ცალსახად აჩენს, ფრიდონს კი იმედის სახე ენიჭება, როდესაც
ტარიელთან განშორებისას და წლები უნახაობის მერეც აქვს რწმენა იმისა, რომ
საწადელს მიაღწევს მისი მეგობარი და ძმად ნაფიცი, ხოლო ნესტანი ღვთაებრივი
სიკეთის არსს განასახიერებს, წარმოაჩენს ადამიანის უკეთესისკენ ცვლილების
შესაძლებლობას, სინანულის გრძნობას და შენ თავთან დარჩენის ცხოვრების
ანალიზის, შეცდომებზე სწავლის პრეცენდენტიცაა. მისი პოემაში როლიც ხომ
ზუსტად ესაა, რომ აჩვენოს როგორ შეიძლება ადამიანმა მისი ცოდვები მოინანიოს და
როგორ შეიძლება განვითარდეს ის პიროვნულად და სულიერადაც.

ნესტანის დახასიათება ძნელია, პირდაპირ, რომ ვთქვათ მისი პერსონაჟი პოემის


განმავლობაში რადიკალურად გადაკეთდება თავისი პირვანდელი სახისგან, ეცვლება
მსოფლმხედველობა და ბევრად სხვა ღირებულებები უყალიბდება, ამიტომ არ იქნება
სწორი მხოლოდ ერთი ნესტან-დარეჯანი დავახასიათო.

პოემაში ნესტანის მკაფიო პორტრეტია შექმნილი, მის გარეგნობაზე ბევრი არ ვიცით,


მაგრამ ტარიელის გადმოცემით: „იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი
აზრა, ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა“, „შიგან ჯდა იგი პირითა
მზისაებრ ელვა- მკრთალითა, მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა
თვალითა“, ასე აღწერს მისი მიჯნური ტახტის მემკვიდრეს. ფატმანი ნესტანის
პირველად ჭვრეტისას კი ხაზს უსვამს ქალწულის არა ამ ქვეყნიურ მშვენიერებას,
მოიხსენიებს, როგორც სხივს, მზეს : „რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი
კლდესა“, „დავიწუხენ, თვალნი ყოლა ვერ შეგადგენ, ვითა მზესა“.

პოემაში რუსთველი ფერებს სიმბოლური დატვირთვით იყენებს იგივე


განახორციელა ნესტანის ჩაცმულობაში, პოემის განმავლობაში სულ 2 ფერს ირგებს
იგი. პირველი არის მწვანე კაბა ტარიელთან შეხვედრისას : „ფარდაგსა შიგან
მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და
ტანითა“, იგივე მწვანე სამოსელი ნაჩვენებია გულნაშაროს ეპიზოდში, როდესაც
ფატმანი ავთანდილს უყვება ამბავს ნესტანისას : „ აჰხადეს, ქალი გარდმოხდა
უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა“. მეორეჯერ
როდესაც აქცენტი ნესტანის სამოსელზეა გაკეთებული ამშვენებს ნარინჯისფერი კაბა,
ეპიზოდში, სადაც პირველად გამოჩნდება აუდიენციის წინაშე და პირველად გამოვა
საკუთარი სასახლიდან ოფიციალური ნადიმის დროს, იმის შემდეგ რაც ტარიელი
ხატაეთის ომს მოიგებს და ინდოეთს დაბრუნდება: „მას მზესა ტანსა ემოსნეს
ნარინჯისფერი ჯუბანი“.

ამ ორ ფერს რა თქმა უნდა სიმბოლური დატვირთვა გააჩნია მწვანე მარადიული


ახალგაზრდობის და აღდგომის ფერია, ხოლო ნარინჯისფერი ამ შემთხვევაში
ნესტანის საქორწინოდ გამზადებას აუწყებდა სხვებს. ნესტანს მისი სიმბოლური
სამოსელის გარდა გააჩნია ორი ატრიბუტიკა, რომელიც მის პერსონაჟთან მყარადაა
ასოცირებული, პირველი შავი რიდე, რომელსაც ტარიელი ჩამოუტანს მის მიჯნურს
ხატაეთის ბრძოლის შემდეგ და მეორე მისი მარგალიტის სამკაული, რომელსაც
ნესტან - დერეჯანი მიჯნურს აჩუქებს მათი სიყვარულის დასტურად და
სამახსოვროდ.

დავიწყებ თავიდან სადაც ვეფხისტყაოსნის სამყარო მხოლოდ ნესტან-დარეჯანისგან


შედგება. მეფის განებივრებული ასული რომლის ცხოვრებაც წამიერად
კონტროლირდება მამამისისგან, ინდოეთის მეფისგან, ნესტანი ცხოვრობს იმ
რეალობაში, სადაც მხოლოდ მისი აზრის არსებობა არის გამართლებული, სადაც ის
ხვდება მის მნიშვნელოვნებას მომავლის საქმეებში და იქ სადაც მას გულის
გადასაშლელად ორიოდე ადამიანი ჰყავს მხოლოდ (იგულისხმება ასმათი და
დავარი).

ამ სინამდვილეში ნესტანი ნარცისია მკაფიოდ რომ ვთქვათ, თავის თავისადმი


სიყვარული ხშირად ჩანს პოემაში თუნდაც მოვიყვანოთ ეპიზოდი თავიდან „წიგნი
ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი“, სადაც ის ამბობს
სიტყვებს : „გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან
მეტი რაღა გიყოს, აჰა , ბნელი გაგითენე!“ რა ფრაზასაც ცეცხლმოდებულ ტარიელს
ეუბნება.

ასევე აღსანიშნავია მისი უნარი ადამიანი თავის აზრზე გადმოიყვანოს და ეს


დამაჯერებლობა მის სასიკეთოდ გამოიყენოს, კარგი მოსაუბრეა, რაც ჩანს ეპიზოდში,
როცა ტარიელს ხატაელთა ქმედებებზე შეატყობინებს და მოსთხოვს გაილაშქროს
მტრის დასაკნინებლად : „ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს,
საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!“ რამაც ნამდვილად გააღვივა ტარიელში
ველად გაჭრის სურვილი.

ეს მისი თვისება მომავალშიც გამოამჟღავნებს თავს, ნესტან დარეჯანის გათხოვებას


როდესაც წინ არ აღუდგება ტარიელი და ნესტანი განაწყენებული მის მიჯნურს
დაიბარებს სათათბიროდ და დაარწმუნებს ხვარაზმშას უფლისწულის მალულად
რაინდული კოდექსის დავიწყებით მოკვლაში : „მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა
ნუ მოირთაო“, „დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!“

რის შემდეგადაც მოგეხსენებათ და ტარიელი ჩაიდენს ცოდვას, რომლის სინანულით


მთელი ცხოვრება იტანჯება და ისჯება ცეცხლმოდებული წყვილი.

ამ ორ ეპიზოდზე დაყრდნობით, სადაც ნესტანი ჭკვიანურ გეგმებს აყალიბებს და მათ


ტარიელს უზიარებს ცალსახად ჩანს ნესტანის, როგორც მომავალი პოლიტიკოსის
სახე. ეს მისი თვისება მას პოემის ბოლომდე გაჰყვება, ამას იმ ფაქტზე დაყრდნობით
ვსაუბრობ, რომ ეპიზოდში, სადაც მიჯნურის მზე ქაჯეთს არის გამოკეტილი და
წერილს უწერს ტარიელს, ხაზგასმით მოუწოდებს მას, რომ დაბრუნდეს ინდოეთში
და უპატრონოს სამშობლოს, იმის მაგივრად, რომ განსაცდელისგან დაიხსნას იგი.

ნესტანი ასევე საშიში პიროვნებაა რუსთველის პოემაში. ის რომ თავდაჯერებულია


და გაანალიზებული აქვს ის ფაქტი რომ კი მის გარშემო ტრიალებს სამყარო ჩანს
ეპიზოდში სადაც მიჯნურზე განაწყენებული მას აშინებს და ემუქრება თავისი
პრივილეგირებული სტატუსით: „ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა
დაჰყო!“, „სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“.

იმისდა მიუხედავად, რომ ისეთი ძლიერი ხასიათის ადამიანია ინდოეთის


მემკვიდრე, რომ ავტორი ხშირად აღწერს მას, როგორც „ვეფხს კლდის პირას“ მასში ის
ბავშვური სიწმინდე, სინაზე და სიმორცხვე, მაინც ვლინდება თავის მიჯნურთან
პირველი შეხვედრისას, სადაც ერთმანეთს სიტყვას ვერ ეუბნებიან იმდენად
მოხიბლულნი არიან ერთი მეორით : „დიდხანს ვდეგ და არა მითხრა სიტყვა, მისსა
მონასურსა“, „აწ წადიო, ვერას გითხრობს, მე კვლა მიმცა ალმან მურსა“.

ნესტანის ერთი თვისება ხშირადაა ხაზგასმული მთელი ნაწარმოების განმავლობაში,


რაც არის დაკვირვებულობა და წინასწარმეტყველება. მომავალ მეფედ აღზრდილ
პიროვნებას ეს თვისება ნამდვილად გამოუმუშავდა, რაც ჩანს თუნდაც იმ დროს
როდესაც პირველ წერილს სწერს ტარიელს და ეუბნება „ნუ დაიჩენ, ლომო,
წყლულსა! მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები“, სადაც ნათლად ჩანს ფაქტი, რომ ნესტანმა
იცის ტარიელის გრძნობების შესახებ მანამ სანამ რაინდი ამაში გამოუტყდებოდა მას.

ნესტან-დარეჯანი პოემის მომდევნო ნაწილში სრულიად სხვანაირ პიროვნებად არის


წარმოჩენილი და ჩანს თუ როგორი განვითარება და ცვლილება გამოიწვია მასში
ამხელა ტკივილმა და ტანჯვამ.

როდესაც ნესტანი ფატმანს შეხვდება, პირველად იმხელა განსაცდელშია, რომ ვერ


ახერხებს მისი ისტორიის გადმოცემას და გულის ტკივილის თხრობას, იმისდა გამო
რომ განუწყვეტლივ, შეუჩერებლად ტირის და ვერ მალავს ემოციებს, იმის
მიუხედავად, რომ თავი დააღწია კიდობანს და ქაჯებს, რაც უნდა ახარებდეს კიდეც.

ნესტანის სასჯელი აქ არ მთავრდება და კიდევ გაიწირება წუთისოფლის მიერ და


კიდევ ერთხელ დაუპირებენ გათხოვებას, ამჯერად გულნაშაროს მეფის
უფლისწულზე. ამ განსაცდელსაც თავს, როდესაც დააღწევს ფატმანის მეშვეობით,
კიდევ აღმოჩნდება ქაჯების ხელთა პყრობაში. ქაჯეთის ციხეში გამოკეტილი
სასიხარულო ამბავი მისდის ნესტანს ყურამდე და იგებს ,რომ ტარიელი ცოცხალია
და რომ მის დასახსნელად მოეშურებიან, ამ დროს წერს წერილს ფატმანს და მის
მიჯნურს.

ნესტანი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა გაქრა პირიქით თანახმაა


გაიწიროს, რათა გადაარჩინოს მისთვის ახლო ადამიანები სატანჯველს: „შენთვის
მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად“ , იმის მიუხედავად, რომ
რადიკალურად შეცვლილია მიჯნური, მისი დაკვირვებულობა და
წინასწარმეტყველებანი მაინც ეხმარება მას იმ დასკვნის გამოტანაში, რომ ინდოეთში
არეულობა იქნებოდა გამოწვეული მისი და ტარიელის გაუჩინარების შემდეგ და
სთხოვს რაინდს ქაჯეთის მაგივრად სამშობლოში დაბრუნდეს და განაგდოს მტერი:
„წადი ინდოეთს, მიჰმართე არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა,
ყოველგნით ხელ - აუპყრობელსა“

იმის გამო რომ ნესტან-დარეჯანს რადიკალური პიროვნული განვითარება ჰქონდა და


მის შეცდომებზე მოახერხა სწავლა, სამაგალითო პერსონაჟად ჩამოყალიბდა ის
ჩემთვის. ზოგადად მისი პერსონაჟის წვლილი პოემაში ნამდვილად
განსაკუთრებულია, ის ფაქტი რომ პატარა 13 წლის გოგომ ასეთი სტრატეგიული
ნაბიჯების გადადგმა თუ დაგეგმვა მოახერხა, კიდეც გასაოცარი და
ცხოვრებისეულად დამაფიქრებელია. ის ფაქტიც, რომ მარტოდ წლების
განმავლობაში გაუძლო მტანჯველ ფიქრებს და ამ დროის განმავლობაში არ
დაუკარგავს იმედი, რომ ის ამ განსაცდელს დააღწევდა, ბევრს აძლევს რწმენის და
გამძლეობის მაგალითს, არა მარტო ჩემთვის არამედ ნებისმიერი მკითხველისთვის
ნესტან - დარეჯანი ჩაუნაცვლებელი პირსახეა სიძლიერის.

მარიამ ზუმბულიძე

You might also like