You are on page 1of 4

ვეფხისტყაოსანი ( ნესტან-დარეჯანი ტარიელს ხვარაზმშას ძის

მოკვლას ავალებს)
მითითებები:
1. იმსჯელეთ პარსონაჟების მხატვრულ სახეებზე ( ყურადღება
მიაქციეთ პრობლემის გააზრებასა და
ურთიერთდამოკიდებულებას)
2. იმსჯელეთ მონაკვეთის მიზანდასახულობასა და მთავარ
სათქმელზე
3. იმსჯელეთ ავტორის სტილსა და ტექსტის მხატვრულ-
გამომსახველობით თავისებურებებზე.

,,თუგსურთ , რომიცოდეთნაწარმოებისშინაარსიწაიკითხეთის,
მაგრამთუგინდათ, რომჩაწვდეთმთავარსათქმელსადაგახდეთ
იმაზეუკეთესივიდრეიყავით, მაშინდააკვირდითთითოეულპერსონაჟს,
მათსაქციელებსადასიტყვებს,
რადგანისინიქმნიანნაწარმოებსდაარანაწარმოებიმათ.“
,,ვეფხისტყაოსნის“ ყველა პერსონაჟი განსაკუთრებულია. ისინი
წარმოადგენენ თითოეული ჩვენგანის სულის მდგომარეობას.
მოცემულ ეპიზოდში ნათლად იხატება ნესტან-დარეჯანისა და
ტარიელის მხავრული სახეები. გმირები დილემის წინაშე დგანან.
სამეფო კარის გადაწყვეტილება, რომ ნესტანი ცოლად გაჰყვეს
ხვარაზმშას ძეს, საფრთხეს უქმნის არამარტო ტარიელისა და ნესტანის
სიყვარულს, არამედ სახელმწიფოსაც:
,, კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანეთსა გაგვეყარნენ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ“
ნესტან-დარეჯანი აცნობიერებს იმას, რომ ხვარაზმშას ძეზე
დაქორწინება გამოიწვევს ინდოეთში სპარსელების გაბატონებას და
ინდოეთის ტახტს დაკარგავენ მისი სამართალმემკვიდრეები,
ტარიელი და ნესტან-დარეჯანი:
,, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ერგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“
ნესტან დარეჯანი ცდოლობს, რომ მშვიდად და გონივრულად
იმოქმედოს. ის ავლენს წინდახედულობას და ხვდება იმას, რომ
დაუფიქრებელი საქციელი გამოიწვევს მეფისა და ტარიელის
დაპირისპირებას და ეს სახელმწიფოსდააზარალებს: ,,შენ და ისი
წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!“ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
ნესტანი სახელმწიფო ინტერესებსა და საკუთარ ინტერესებს თანაბარ
მნიშვნელობას ანიჭებს და ამ პრობლემიდან ყველაზე ოპტიმალურ
გამოსავალს ეძებს. ნესტანი გაწონასწორებული და დაკვირვებულია.
ის აცნობიერებს იმ უდანაშაულო მსხვერპლს, რაც შეიძლება მოჰყვეს
ხვარამშას ძისა და ტარიელის დაპირირებას,ამიტომაც ის მოუწოდებს
ტარიელს ფარულად მოკლას სპარსთა უფლისწული, რაც
შესაძლებლობას მისცემს აიცილონ უდანაშაულო მსხვერპლი:
,,მისთა სპაცა ნუ დაჰხოც ზროხათა ვითა, ვირთაო
დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!“
ნესტან-დარეჯანი იბრძვის სამართლიანობისათვის, მაგრამ მან იცის,
რომ უმსხვერპლოდ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. დედოფალი
გონიერებას კიდევ ერთხელ ავლენს ტარიელის დარიგებისას, როცა ის
მას ურჩევს გრძნობების დამალვასა და ფარსადან მეფის დაშინებას.
ნესტან-დარეჯანი ფლობს ყველა იმ თვისებასა და ღირსებას,
რომელიც საჭიროა მეფისათვის. ის წინდახედული, გონიერი,
ლმობიერი და მოხერხებულია. ნესტანმა იცის ფარსადანის სისუსტეები
და სწორედ მაგის გამოყენებას აპირებს თავის მიზნის მისაღწევად.
ნესტანი ისე გეგმავს ყველაფერს, რომ ტარიელისა და მისი შეუღლება
თვითონ ფარსადანის ინიციატივად აქციოს:
,,ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შეხოხვეწა, შემოკვდომა,
ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა“.
მოცემულ ეპიზოდში ასევე ისახება ტარიელის სახეც. ნესტანისგან
განსხვავებით, ტარიელი ფიქრობს მხოლოდ სიყვარულზე. ის მზად
არის დაუპირისპირდეს ხვარაზმშას ძესა და მის ჯარს და დაამარცხოს.
ის არ ერიდება სისხლისღვრას, რადგან მისთვის ერთადერთი
პრიორიტეტია ნესტანი:
,,მე ვჰკადრე: "ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა, არ, სახმარობა!"
ჩვენ ვხედავთ, რომ ტარიელი ემოციებსაა აყოლილი, მაგრამ ის
აცნობიერებს თავის დაუდევრობას და ნესტანი-დარეჯანის რჩევა-
დარიგებას ითვალისწინებს.
პოემის მოცემულ მონაკვეთში წამოჭრილია ბევრი დღესაც
აქტუალური პრობლემა, მაგალითად სიყვარულის წინააღმდეგ
გალაშქრება, ემოციებით გამოწვეული გადაწყვეტილებების მიღება და
კანონიერი ხელისუფლების, მემკვიდრეობის, წინააღმდეგ ბრძოლა
(მაგალითად 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალება და კანინიერი
ხელისუფლების დამხობა. ), მაგრამ მთავარი სათქმელი კი ერთია,
რომ ნებისმიერ პრობლემასა და გამოწვევას ადამიანი შესაბამისად
უნდა დახვდეს. აუჩქარებელი და აწონ-დაწონილი გადაწყვეტილების
მიღება პრობლემის მოგვარების საწინდარია. ასევე აღსანიშნავია ის
ფაქტიც, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა იყოს თითოეული
ჩვენგანის პრიორიტეტი, რადგან ჩვენ ვალდებულება და
პასუხსიმგებლობა გვაკისრია როგორც მომავალი თაობის მიმართ,
ასევე წინაპრების წინაშეც. რატომ არგამოიყენე ციტატები... არადა კარგი
მსჯელობაა...
ნაწარმოების შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მასში
გამოყენებული მხატვრული ხერხები, რომლებიც ემოციურ ზეგავლენას
ახდენენ მკითხველზე და უკეთესად გადმოგვცემენ პოემის მთავარ
სათქმელს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ავტორის წერის სტილი.
მოცემულ ეპიზოდშვი გვხვდება მაღალი შაირით გარითმული
სტროფები. ასევე გვხვდება მეტაფორები: ,,ძოწეულნი
გაგვიფლასდენ“- იგუსიხმება, რომ სიხარული მწუხარებად გადაიქცევა,
,, ჩემო ლომო და მჯობო ყველთა გმირთაო“ - ამ მეტაფორებით
მოიხსენიებს ნესტანი ტარიელს და ,, სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა
ჭამასა“ - იგუსიხმება, რომ სპარსელები ვერ განაგებენ ინდოეთს.
მოცემულ ეპიზოდში გვხვდება იდიომატური გამონათქვამები: ,,დიადი
სისხლი უბრალო კაცმცა ვით იტვირთაო“ და ,,ყელ-მოტეხით
შემოხვეწა.“ ასევე გვხვდება შედარება : ,, არ დამეხსნები გაგიხდი
ქალაქსა ვითა ტრამასა!“ მოცემული მხავრული ხერხები კიდევ
ერთხელ ხაზს უსვამს მწერლის მაღალ მხატვრულ ოსტატობას.
1-3,2-3, 3-2, 4-5, 5-3, 6-2, 7-1, 8-3,-9-3, 10-2=27 ქულა 30 ქულიდან

You might also like