You are on page 1of 57

სკოლა: სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2

საჯარო სკოლა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა:

„წიგნიერებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი


გადაჭრის გზები IX ბ კლასში“

ავტორი: ნარგიზა სორდია


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

2019 წელი

1
სარჩევი

1.შესავალი ---------------------------------------------------------------- 4გვ


2. კვლევის ვადები -------------------------------------------------------- 7გვ
თავი I
3.საკვლევი საკითხის მიმოხილვა --------------------------------------- 8გვ
3.1 პრობლემის ანალიზი ---------------------------------------------------------------- 8გვ

3.2 თემის აქტუალობა ------------------------------------------------------------------ 9გვ

თავი II
4.ლიტერატურის მიმოხილვა ------------------------------------------- 11გვ
თავი III
5. მიზნები და ამოცანები ------------------------------------------------16გვ
თავი IV
6. კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები --------------------------- 17გვ
6.1 სამიზნე ჯგუფი---------------------------------------------------------------------- 18გვ

6.2 საჭირო რესურსები ------------------------------------------------------------------19გვ

6.3 კვლევის მეთოდები -----------------------------------------------------------------19გვ

თავი V
7.1 კვლევის შედეგები- მონაცემთა ანალიზი---------------------------21გვ

2
7.1 ანკეტირების შედეგები ------------------------------------------------------------21გვ

7.2 კითხვარები მოსწავლეთათვის ---------------------------------------------------22გვ

7.3 კითხვარები მშობლებთათვის ----------------------------------------------------27გვ

თავიVI
8.კვლევის ძირითადი მიგნებები----------------------------------------33გვ
ინტერვენციები----------------------------------------------------------------------34გვ

თავი VII
9.ინტერვენციების შეფასება-------------------------------------------38გვ
თავი VIII
10.დასკვნა---------------------------------------------------------------39გვ
თავი IX
11.ბიბლიოგრაფია------------------------------------------------------40გვ
თავი X
12.დანართები-----------------------------------------------------------41გვ
თავი XI
13.რეფლექსია-----------------------------------------------------------56გვ

3
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებლის ნარგიზა სორდიას მიერ განხორციელებული

პედაგოგიური კვლევის ანგარიშს- IXბკლასში „წიგნიერებასთან დაკავშირებული


პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.“

შესავალი

ნაშრომში განხილულია IXბ კლასში წიგნიერებასთან დაკავშირებული პრობლემები


და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული
ცვლილებები.
მოზარდისათვის სამყაროს შეცნობის ძირითად საშუალებას წარმოადგენს სწავლა.
ცნობილია, რომ განათლებული საზოგადოება წიგნიერების გარეშე წარმოუდგენელია.
ტექნოლოგიის რევოლუციის ეპოქაში, სადაც დიდია ტექნოლოგიების როლი,
მოსწავლეებში იკლო წიგნისადმი ინტერესმა.

ანალოგიური პრობლემა შეინიშნება ჩვენი სკოლის IXბ კლასში. დაბალია


მოსწავლეთა წიგნიერების დონე, ამიტომ გადავწყვიტე, ჩამეტარებინა პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა, რათა ამემაღლებინა მოსწავლეთა მოტივაცია, აღმეძრა მათში
კითხვისადმი ინტერესი და გამეფართოებინა მათი ცოდნის დონე.

ჩემი პედაგოგიური კვლევის ანგარიშში განხილულია ის ღონისძიებები და


აქტივობები, ინტერვენციები, რომლებიც აღმოფხვრის მოსწავლეების წიგნიერების
დაბალ დონეს და ხელს შეუწყობს მის ამაღლებას. გამაჩნია გამოცდილება, ვიმუშაო
წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე და ამ კუთხით განვახორციელო კვლევა.

4
კვლევაზე მუშაობისას ძირითადად დავეყრდნობი ეროვნულ სასწავლო გეგმას,
სადაც გათვალისწინებული იქნება წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი
ინდიკატორები.

მიმართულება: ზეპირსიტყვიერება

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე


წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ
საკითხზე.
 ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით
გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად
დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;

ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების


მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
 განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ
თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან
ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების,
სტატისტიკური მონაცემების და ა.შ);

მიმართულება: კითხვა

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე


სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
 კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს, უკეთ
გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ
დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
 შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე
ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და
კულტურულ კონტექსტში;

5
ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი
საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების
ანალიზისას.
 შეაფასებს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში;

მიმართულება: წერა

ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე


საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე
განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
 წერს თხზულებას კონკრეტული თემის ან საკითხის შესახებ, რომელშიც
აანალიზებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ ალტერნატიულ
შეხედულებებს;
 გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემის
მიმართ მისთვის სასურველი ფორმით (მოთხრობის, ნოველის, ესეის,
ჩანახატის, ლექსის და ა.შ.);

ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის


სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.
 მკაფიოდ აყალიბებს აზრს, იყენებს დაკავშირებისა და თანამიმდევრულობის
შესაბამის ხერხებს;

კვლევის ჩასატარებლად ვითანამშრომლებ ადმინისტარაციასთან, კოლეგებთან,


მოსწავლეებთან, მშობლებთან. ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის. არ
გამიჭირდება კვლევის ჩატარება, რადგან შევძლებ კვლევითი აქტივობების დიდი
ნაწილი პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩავრთო, მაგ: ტესტირებები, დაკვირვებები
,ინტერვენციები და სხვა.

ვფიქრობ , ეს კვლევა ჩემთვის იქნება დაძლევადი, ვასწავლი IX ბ კლასს, ვარ მათი


დამრიგებელი, ყოველდღე მაქვს მათთან ურთიერთობა. მოსწავლეებს ვაკვირდები
როგორც ჩემს საგაკვეთილო პროცესში, ასევე ვღებულობ შესაბამის ინფორმაციებს
სხვადასხვა საგნის მასწავლებლისაგან. ჩემთვის პრიორიტეტული იქნება კვლევის
შედეგად გამოვლენილი პრობლემის აღმოფხვრასა და მის გაუმჯობესებაზე მუშაობა.

კვლევა დამანახებს ჩემს ძლიერ მხარეებს, რომლებსაც უფრო ეფექტურად


გამოვიყენებ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ასევე მაჩვენებს სუსტ
რგოლსაც ჩემს საქმიანობაში, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას აუცილებლად

6
დავგეგმავ. კვლევა გამოავლენს მოსწავლეთა გარკვეულ ინტერესებსა და სურვილებს.
დიდია ჩემი პროფესიული მოწოდებაც, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს აიმაღლონ
წიგნიერების დონე. გამაჩნია გამოცდილება, ვიმუშაო წიგნიერების კომპეტენციის
განვითარებაზე და ამ კუთხით განვახორციელო კვლევა.

კვლევის ვადები

აქტივობა იანვარი

საკვლევი პრობლემის
შერჩევა.
შეხვედრა სკოლის
ადმინისტრაციასთან,
პრობლემის
იდენტიფიცირება
კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება
საკვლევი კომისიის
შერჩევა
შეხვედრები კვლევის
კომისიასთან

დაკვირვება

ფოკუს ჯგუფი,
(ინტერვიუ
მასწავლებელთან)

7
კითხვების მომზადება

ანკეტირება

შედეგების დამუშავება

რეკომენდაციები

ინტერვენციები

ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
პრეზენტაცია- კვლევის
შედეგების გაზიარება

თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა

პრობლემის ანალიზი

აღზრდა და სწავლება სკოლის უმთავრესი პრიორიტეტებია, ხოლო მოსწავლეთა


წიგნიერება- მისი საძირკველი. ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე,
ვაკვირდებოდი მოსწავლეთა წიგნიერების დონეს, შედეგებს. იკვეთება პრობლემები,
რომ მათი სწავლების დონე არ არის მაღალი. მართალია, საგაკვეთილო პროცესში
ხდება მრავალფეროვანი სტრატეგიების, აქტივობების გამოყენება, მიუხედავად ამისა,
ლიტერატურულ ტექსტებზე მუშაობისას, მოსწავლეებს უჭირთ ტექსტის გაგება-
გააზრება, მსჯელობა, შეგნებული კითხვა, საკლასო და საშინაო დავალებების
სრულყოფილად შესრულება, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოყვანა, აზრის
თავისუფლად გამოთქმა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება, მოვლენებისა და
ფაქტების თანმიმდევრობით გადმოცემა. დაბალია ზოგადი განათლების დონე,
მეტყველების კულტურა ,ღარიბია ლექსიკური მარაგი, უჭირთ სხვადასხვა წყაროდან
თეზისების , არგუმენტების, დასკვნების გამოტანა და საჭიროებისამებრ გამოყენება.
მოსწავლეები ვერ ერკვევიან ლიტერატურულ ჟანრში, დაბალია კითხვის მიმართ

8
ინტერესი, ადვილად პოულებენ შესაბამის ინფორმაციას ინტერნეტ სივრციდან და არ
ინტერესდებიან კლასგარეშე ლიტერატურით, მისი სიღრმისეული წვდომით.
ყურადღებას აქცევენ წიგნის გარეგან მახასიათებლებს და ნაკლებად არიან
დაინტერესებული ნაწარმოებებში ასახული პრობლემის, მთავარი სათქმელის მიმართ,
ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა საკვლევი კომისიის ჯგუფი და მათთან
შეთანხმებულად განმეხორციელებინა კვლევა, რათა დამედგინა მიზეზები და
დამესახა ოპტიმალური გზები.

ვფიქრობ, ასეთი კვლევითი საქმიანობა, გაზრდის და გააუმჯობესებს სწავლებას,


კითხვას, რაც საბოლოოდ აისახება მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და
შედეგებზე.

თემის აქტუალობა

საკვლევი თემა რომ აქტუალურია, ამას ადასტურებს საერთაშორისო კვლევის


შედეგები, რომ ქართველ ბავშვებს საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ კითხვაში,
მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში. მათი საშუალო მაჩვენებლები
სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ
მაჩვენებელს.

ასევე საკვლევი თემის აქტუალობას ადასტურებს ეროვნული სასწავლო გეგმა I პუნქტი


წიგნიერება, რომლის მიხედვით წიგნიერება არის გამჭოლი კომპეტენციის პირველი
და უმთავრესი კომპონენტი. ის არის: ,,კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების,
იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილებების მიღებისა და
პრობლემის მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი
ცხოვრების განმავლობაში იძენს.“

წიგნიერება წარმოადგენს წარმატების მიღწევისთვის აუცილებელ კომპეტენციას.


წიგნიერება უვითარებს მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ
სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს
წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერებაში. როგორც ირკვევა, ბოლო
ხანებში წარმატების მაჩვენებელი რამდენიმე ერთეული გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ
დიდი მუშაობა მოგვიწევს, რომ ჩვენი მოსწავლეების წიგნიერების კომპეტენციები
აღიარებულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს.

თანამედროვე ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღების შემდეგ მოლოდინი იყო, რომ


ეს პრობლემა მოგვარებულიყო, რადგან სწავლება მოსწავლეებზე ორიენტირებული

9
გახდა. გახალისდა და დაფინანსდა სწავლების მეთოდოლოგია. სასწავლო პროცესის
ცენტრში მოსწავლე მოექცა (TIMSS 2011), რადგან ე.ს.გ. მთავარი მოთხოვნა გახდა
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება. მისი ერთ-
ერთი მთავარი მოთხოვნაა მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული
დიფერენცირებული დავალებების შეთავაზება და წიგნიერების დონის ამაღლება.
მიუხედავად ამისა, საკითხი მაინც არის სწავლების ,,აქილევსის ქუსლი,“ რასაც
ადასტურებს ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
ამიტომ ეს თემები მუდმივად ისმის სხვადასხვა პროფესიულ შეხვედრებზე.

საკვლევი თემის აქტუალობაზე მიუთითებს ის, რომ ზოგადად მოსწავლეებში


წიგნიერების დონე დაბალია. საკვლევი თემის პრობლემა მდგომარეობს შემდეგში:

 კითხვის მიმართ დაბალი ინტერესი.


 მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება.
 აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება.
 უჭირთ საკუთარი აზრზე დასაბუთებულად მსჯელობა.

ყოველივე ეს კი ხელს უშლის 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას, ეს უნარები კი


აუცილებელია თანამედროვე, მოაზროვნე ადამიანისთვის.

ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას,


რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანია თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის
დამკვიდრებისათვის. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ ერთ
რომელიმე საგანში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ
კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს, რათა მოსწავლეების წიგნიერების
კომპეტენციები აღიარებულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს.

თემის აქტუალობას განაპირობებს ისიც, რომ მოსწავლეებში მაღალი წიგნიერების


დონე ქვეყნის წინსვლის საწინდარია.

აღნიშნული პრობლემის გამოვლენის შედეგად საქართველოში ბევრმა სტრუქტურამ


დაიწყო მასწავლებელთა მომზადება ქართველ მოსწავლეთა წიგნიერების
განსავითარებლად. შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ მიმართულებით
მუშაობა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. გადავწყვიტე, ჩემდათავად, წვლილი
შემეტანა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების საქმეში. სამიზნე ჯგუფად სსიპ
ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეები შევარჩიე. ვფიქრობ,
ზემოთ ხსენებულ კლასში პრობლემის მოგვარება აქტუალურია არა მარტო ქართულ
ენასა და ლიტერატურაში, არამედ- ყველა საგანში, რამაც განაპირობა
განმეხორციელებინა პრაქტიკული კვლევა კოლეგებთან ინტენსიური
თანამშრომლობით.

10
თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა

ჩემი პედაგოგიური კვლევისას გავეცანი საჭირო და შესაბამის ლიტერატურას


.ძირითადად დავეყრდენი (PIRLS 2011)წლის მონაცემებს, რაც ადასტურებს, რომ 2011
წლის PIRLIS წიგნიერების კვლევის მიხედვით, 2006 წელთან შედარებით,
საქართველოში კითხვის უნარების მონაცემები გაუმჯობესდა ისეთი ქვეყნების
მსგავსად, როგორიცაა: დანია, ნორვეგია, აშშ, ბრიტანეთი და სხვ. 2006 წლის კვლევის
მიხედვით, საქართველოში ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი 471 იყო.
2011 წლის კვლევაში ეს შედეგი 17 ქულით გაიზარდა და 488 უტოლდება.

„წიგნიერება ადამიანს თვითრწმენას მატებს. ის სოციალური და ჰუმანური


განვითარების საწინდარია. წიგნიერება არის განსაზღვრის, გაგების, ინტერპრეტაციის
შექმნის, კომუნიკაციის, გამოთვლის, ამათუ იმ კონტექსტთან დაკავშირებული
ნაბეჭდი და წერილობითი მასალის გამოყენების უნარ-ჩვევების ერთობლიობა.
წიგნიერების ცნება გულისხმობს სწავლის პროცესის უწყვეტობას და ინდივიდის
პოტენციალს, მიაღწიოს მიზნებს, გაიღრმავოს ცოდნა, აიმაღლოს შესაძლებლობები და
სრულად მოახდინოს საზოგადოებაში ინტეგრირება“.(გაერთიანებული ერების
განათლების, მეცნიერების ადა კულტურის ორგანიზაცია UNESCO).

წიგნიერება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ძირითადი საკვანძო კომპეტენციაა.


კითხვისა და წერის უნარები მნიშვნელოვნად განაპირობებს ინდივიდის მოქალაქედ
ჩამოყალიბებასა და მის წარმატებას საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ამიტომ
წიგნიერების განვითარებას სათანადო ყურადღება ექცევა, როგორც სკოლამდელ და
სასკოლო, ასევე-სკოლის შემდგომ ასაკში. მრავალ ქვეყანაში ხორციელდება
სხვადასხვა პროგრამა იმ მოზარდებისა და ზრდასრულთათვის, რომლებიც ამა თუ იმ
მიზეზით, უწიგნურად დარჩენის რისკის წინაშე დგანან. კითხვისა და წერის
პროცესების კომპლექსურობის გამო, წიგნიერების ერთ შეთანხმებულ განმარტებას
სამეცნიერო ლიტერატურაში ვერ ვხედავთ თუმცა , უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს
წიგნიერება ნიშნავს მრავალფეროვანი ტექსტების, გამართულად წაკითხვის, გაგება-
გააზრებისა და ინტერპრეტაციის ,ასევე სხვადასხვა დანიშნულების ტესტების
შექმნის უნარს. ამდენად თანამედროვე გაგებით, წიგნიერება უშუალოდ არის
დაკავშირებული ისეთ უნარებთან, როგორებიცაა ზეპირი კომუნიკაცია, წაკითხულის
განხილვა და დისკუსია, კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვა და სხვ. „წიგნიერება
არის ის რასაც ვსწავლობთ და ვასწავლით“(პაატა პაპავა).

11
არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ რა
მეთოდების გამოყენება ზრდის მოტივაციას, როგორ უნდა დაიგეგმოს კითხვის საათი,
რა სარგებლობასთან/სირთულეებთან არის დაგეგმვა დაკავშირებული და, ზოგადად,
რატომ უნდა გავზარდოთ მოტივაცია წიგნიერების დონის
ასამაღლებლად.(წიგნიერება, მასწავლებლის სახელმძღვანელო. პაატა პაპავა, თამარ
ჭანტურია, 2012წ).

გავეცანი და დავამუშავე თამარ მაჭავარიანის საინტერესო მოსაზრება წიგნიერების


შესახებ:

/თამარ მაჭავარიანი/
„ წაკითხულის გააზრება უმაღლეს საფეხურზე ანუ ტექსტის წაკითხვა, გააზრება და
გაანალიზება, საქართველოში მოსწავლეთა მხოლოდ 2%-ს შეუძლია“-აღნიშნული
მონაცემები PIRLS-ის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაშია მოყვანილი, რომლის
პრეზენტაციაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 5 მაისს
გაიმართა. კონფერენციაში „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება : სასკოლო
განათლების ძირითადი გამოწვევები“, ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი მოსწავლეთა
წიგნიერების დონეზე იყო გაკეთებული. საქართველოში PIRLS-ის კვლევის
ფარგლებში შერჩეული იყო 200 სკოლა და დაახლოებით 6 ათასამდე მოსწავლე, მათი
მშობლები , მასწავლებლები და დირექტორი.

კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრება უმაღლეს საფეხურზე გულისხმობს, რომ


მოსწავლე გაწაფულია კითხვაში. ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია როგორც
ლიტერატურული, ისე საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება და
ანალიზი, საუბარია ასაკთან შესაფერის ტექსტებზე.

,,წიგნიერება განისაზღვრება როგორც საზოგადოების მიერ ღირებულად მიჩნეული


და/ან ინდივიდისათვის ფასეული წერილობითი ენობრივი ფორუმის გაგებისა და
გამოყენების შესაძლებლობა: მკითხველებს უნდა შეეძლოთ მრავალფეროვანი
ტესტების შინაარსის გაგება.“... ვკითხულობთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
მომზადებულ კვლევის ანგარიშში.

გავეცანი და განვიხილე ნინო დობორჯგინიძის სტატია, რომელიც განთავსებული


იყო ელექტრონულ ჟურნალ „მასწავლებლის“ გვერდზე. ნინო დობორჯგინიძე,
რომელიც 2011 წლამდე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის
ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის მთავარი ექსპერტი იყო, გაუმჯობესებულ
შედეგს, 2006 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას, ამავე წელს დაწყებული ახალი
სახელმძღვანელოებით სწავლებას და მასწავლებლების გადამზადების პროცესს
უკავშირებს: 2011 წლის წიგნიერების კვლევა სწორედ იმ მოსწავლეთა შედეგებს
აჩვენებს, რომლებიც 2006 წლის სასწავლო გეგმით და იმ პერიოდში დანერგილი

12
სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ. 2006 წლის იმავე კვლევის მაჩვენებელი მანამდე
არსებული სწავლების შედეგს ასახავს:

„თქვენ თუ გადაშლით ძველ სახელმძღვანელოებს, ნახავთ, რომ არამხატვრული


ტექსტი არც არსებობდა, 2006 წლის შემდეგ, სახელმძღვანელოებს დაემატა სხვადასხვა
ტიპის ტექსტები და მათ დამუშავებაში გამოიყო გაგების, გააზრების, ანალიზის
დონეები. ჩემი აზრით, საქართველოს მაჩვენებლის ის მცირე გაუმჯობესება
ლოგიკურად ასახავს იმ პატარა გაუმჯობესებას, რაც ჩვენ სწავლებაში იყო“,-აცხადებს
ნინო დობორჯგინიძე.

2006 წლის წიგნიერების კვლევის ანალიზით, მართლაც ჩანს, რომ მოსწავლეებს


საინფორმაციო ტექსტის გაგების პრობლემა აქვთ. საქართველოს მხატვრული ტექსტის
გააზრებაში სკალირებული საშუალო ქულა უფრო მაღალი აქვს (478), ვიდრე
საინფორმაციო ტექსტის გააზრებაში (467)

წიგნიერება, ჩემი აზრით, იმიტომაც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი


მოსწავლეთა წარმატებისთვის, რომ მისი დაბალი დონე უშუალოდ აისახება მათ
მიღწეულ შედეგებზე. თუ მოსწავლეს არ შეუძლია არა მხატვრული ტექსტების გაგება
და ინფორმაციის დამუშავება და არ აქვს განვითარებული ლოგიკური აზროვნება,
მხატვრულ ტექსტთან მუშაობისას მას გაუჭირდება ინფორმაციის დაჯგუფება და
ტექსტში ლოგიკური კავშირების დადგენა, კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა.

„მოზარდები რომელთაც უჭირთ კითხვა, მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან


სკოლაში სწავლისას და ხშირ შემთხვევაში ვერ ავლენენ თავიანთ პოტენციალს ვერც
სკოლაში და ვერც ცხოვრებაში“(Basic Skills Agency, 1997).

პრობლემას სერიოზულს უწოდებს, თუმცა განგაშის საფუძველს ვერ ხედავს ივანე


ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და
ქართველოლოგიური სკოლის დირექტორი.

„ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს ახალგაზრდობა ნაკლებად სწავლობს,


ნაკლებად განათლებულია. ძნელია ამ აზრს ნაკლებად დაეთანხმო. იმიტომ, რომ მე
პირადად უნივერისტეტის ლექტორი ვარ და შიგადაშიგ, შესანიშნავად მომზადებული
ახალგაზრდებიც მოდიან დიდი ენთუზიაზმით, დიდი თავდადებით, მაგრამ
მეცნიერების განვითარებაში ისინი ნაკლებად რჩებიან ჩვენი საქმის გამგრძელებლად,
ძირითადად საზღვარგარეთ მიდიან. არიან ახალგაზრდები , ვინც ბევრს კითხულობს
და წიგნიერების პრობლემა არ აქვთ და არის ასევე კატეგორია, რომელიც არ
კითხულობს ბევრს. ასეთ შემთხვევაში პრობლემა სკოლაში უნდა ვეძიოთ, სადაც
ბავშვებისთვის განათლების მიღებისკენ სწრაფვის გამომუშავება უნდა ხდებოდეს.
მაგრამ მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნიკაში, კომპიუტერულ ცოდნაში, უცხო ენები
მათი განათლება არც ისე ცუდია. ბევრია გამოსასწორებელი. პირველ რიგში სკოლაში,

13
და ამავე დროს, საჭიროა ჩვენ ტრადიციულ ეროვნულ მეცნიერებას მომავალი ნაკადი
მივცეთ „(ელგუჯა ხინთიბიძე www.edu.aris.ge).

გავეცანი თომას ჯ. გუნინგის “წიგნიერების სწავლება მოსწავლისათვის“, სადაც


შესავალში საუბარია, თუ როგორ გავიაზროთ წიგნიერება, ტექსტის სახით
ორგანიზებული წიგნიერება ბევრი ერთმანეთთან ინტეგრირებული პროცესისაგან
შედგება. ეს პროცესებია ენა და ლექსიკა, ფონოლოგიური ცნობიერება და ფონეტიკა,
სიტყვების შეცნობა და ადრეული ტექსტობრივი კონცეპტები, ზეპირი მეტყველება და
გამართული მეტყველება, წაკითხულისა და მოსმენის გააზრება, ადრეული წერითი
ცნობიერება და წერილობითი თხზულება. ამ წიგნში თითოეული ზემოთ აღწერილი
პროცესის შეფასება და განვითარება ცალ-ცალკე თავებადაა აღწერილი. თუმცა ეს
პროცესები ერთმანეთთან დაკავშირებულია და დამოკიდებულია თითოეული
პროცესის ცოდნაზე.

გუდმანი (1968) თვლის, რომ კითხვა ეს არის პროცესი მკითხველსა და წიგნის ენას
შორის, რომლის ფარგლებში მკითხველი ცდილობს მწერლის ინფორმაციულ
გარდაქმნას; როუტ მანი (1992) ამ აზრს განავრცობს და თვლის, რომ მკითხველი
მწერლის ინფორმაციულ გზავნილს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას
უკავშირებს.

ასევე გავეცანი ირინა სამსონიას სახელმძღვანელოს „წიგნიერება“, რომელიც


განკუთვნილია იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო
სათანადოდ ვერ აუწყვეს ფეხი სასწავლო პროცესს და ამიტომ წერასა და კითხვაში
გარკვეული პრობლემები შეექმნათ. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ამ მოსწავლეებს, რაც
შეიძლება სწრაფად და ადვილად გადალახონ წინაღობა, გვთავაზობს დამატებით
საკითხავ სხვადასხვა სახისა და სირთულის ტექსტებს, რომლებიც ამომწურავად და
მრავალმხრივად არის დამუშავებული. ტექსტებს თან ახლავს, როგორც წაკითხულის
გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვები და დავალებები, ისე
წიგნიერებისათვის აუცილებელი სხვადასხვა სააზროვნო უნარის გასააქტიურებელი
და განმავითარებელი სავარჯიშოები.

ბავშვთა ფსიქოლოგი ნინო ახალაია შედარებით ფართო მასშტაბში განიხილავს


წიგნის კითხვის საჭიროებას და ამბობს , რომ „ნებისმიერი ქვეყნის განვითარების,
წინსვლისა და წარმატების საწინდარი, ნაკითხ , განათლებულ საზოგადოებაშია“. მყარ
მკითხველად ჩამოყალიბება უდიდეს ჯაფას მოითხოვს, ამავე დროს „სიამოვნების“
განცდას იწვევს.

ადამიანს ლიტერატურასთან კავშირი გაცილებით უფრო კეთილშობილს ხდის და


ის უფრო გამოსადეგი ხდება, როგორც განზოგადოებისათვის, ისე-საკუთარი
თავისათვის.

14
წიგნის რეგულარული კითხვა ადამიანის ტვინს არ აძლევს მოდუნების საშუალებას,
რაც გვეხმარება ფაქტების კარგად დამახსოვრებაში. ასევე გვიმარტივდება
ურთიერთობა, როგორც საკუთარ თავთან, ასევე -უცნობ პიროვნებებთან.

წიგნის კითხვა ამდიდრებს ლექსიკას , რაც ეხმარება ადმიანს, ნებისმიერ


სიტუაციაში მშვიდად და კორექტულად შეძლოს სათქმელის გადმოცემა და, რაც
მთავარია ,აზრი იყოს მკაფიო და ლოგიკური. სწორედ ამას ამბობს ვოლტერიც: „ იმ
ავტორთა კითხვით, რომლებიც კარგად წერენ, კარგად ლაპარაკს ეჩვევიან“.

„ადამიანი არის ის, რაც აქვს წაკითხული“ (ბროდსკი). განათლებული საზოგადოება


წიგნიერების გარეშე შუძლებელია. წიგნის ჯადოსნურ სამყაროსთან დამეგობრებას
დაწყებით კლასში უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ბაზისზე უნდა აშენდეს ზედნაშენი.
ადამიანის წიგნის სიყვარული თუ ბავშვობიდან მოჰყვება, ის არასოდეს წყვეტს
კავშირს ლიტერატურასთან. ფრანგი მწერალი და ნოველისტი დანიელ ჰენაკი წიგნის
სიყვარულს საზოგადოდ სიყვარულს ადარებს, რომელიც თუკი „მოვიდა“, არასდროს
ვიკითხავთ, გვაქვს თუ არა ამის დრო. მან კარგად იცის, რომ „კითხვის დრო
მოპარული დროა’, რომელიც ცხოვრებისეულ ვალდებულებას გპარავთ, თუმცა მას
ასევე სჯერა, რომ თუ ცხოვრებისაგან დროს ცხოვრებისეული გამოცდილების
მისაღებად ვიპარავთ, მაშინ ჩვენი დროც ნამდვილად არ იქნება გაფლანგული:
მთავარია, ბავშვში მკითხველი გააღვიძოთ და ის საკუთარ თავს თვითონ გაუძღვება,
თვითონ გაიკვლევს გზას წიგნების უზარმაზარ ლაბირინთში და გემოვნებაც ნელ-
ნელა დაიხვეწება. წიგნზე მსჯელობისას თვითონ მოუნდება და აზრის გამოსახატავად
კალამსაც თვითონ აიღებს ხელში. მისი ეს რჩევა ჩვენთვის პედაგოგებისათვის
მისაღებია, რათა განუწყვეტლად ვიზრუნოთ მოსწავლეთა წიგნიერების დონის
ამაღლებისათვის.

დიდი ქართველი მწერალი დოჩანაშვილი წერს : „ყოველი ნორმალური მოთხრობის ,


(წიგნი) წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე იყავი!’’...

კითხვის საჭიროების შესახებ არაერთი ცნობილი ადამიანის საინტერესო


შეხედულებები არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ერთ ჭეშმარიტებამდე მიდის -
ადამიანს ლიტერატურასთან კავშირი გაცილებით უფრო კეთილშობილს ხდის და ის
უფრო გამოსადეგი ხდება როგორც საზოგადოების , ისე- საკუთარ თავთან.

რასაკვირველია, წიგნის სიყვარულის შთაგონება ყველაზე ეფექტური საშუალებაა


იმისა, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად.

თანამედროვე ეპოქაში ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტად დამოკიდებულნი


ხდებიან ციფრულ ტექნოლოგიებზე, თუმცა, ბუნებრივია, ამას თავისი ახსნაც აქვს და
თანაც საკმაოდ ლოგიკური. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ყველა
რესურსი უპირობოდ ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრის ფონზე წიგნის როლი უკან

15
პლანზე იწევს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ წიგნის ჩანაცვლება მსგავსი
ტექნოლოგიებით შესაძლებელია.

წიგნიერების დონის ასამაღლებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლა,


როგორც ქცევის ფორმა. უზნაძე მიიჩნევს, რომ ქცევის ფორმები ადამიანის ცხოვრებაში
ისე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომ ხშირად რთულია, ესა თუ ის
კონკრეტული ქცევა რომელიმე აღნიშნულ ფორმას მიაკუთვნო: „სწორედ ასეთი ქცევის
ფორმაა სწავლა. სწავლის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ჩვევების უნარებისა
და ცოდნის შეძენა, რასაც ამ დროს ბავშვი იღებს, არამედ მოზარდის ძალების
განვითარება განსზღვრული მიმართულებით. მასწავლებელს და მოსწავლეს ყოველ
ახალ აქტივობაში ჩასართავად სჭირდებათ სპეციალური მზაობა, განწყობა, რომელიც
აამოქმედებს მოსწავლის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებელმა
მოსწავლეს სამოქმედოდ განწყობილ ძალებზე გათვლილი სასწავლო აქტივობები
უნდა მიაწოდოს. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ
მოსწავლეს ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოთხოვნილება,
ინტელექტუალური მოთხოვნილება, ( ცნობისმოყვარეობა), ე.წ. ცოდნის წყურვილში
გადაეზარდოს“.(დიმიტრი უზნაძე)

აღნიშნული ლიტერატურის გაცნობა დამეხმარა, ჩამოვაყალიბო ძირითადი


საკვლევი მასალა და ქვეკითხვები და ყოველივე ზემოთ ხსენებული გავითვალისწინო
სასწავლო პროცესში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად. ასევე
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინება დამეხმარა სასწავლო პროცესში
მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში.

თავი III

მიზნები და ამოცანები

ჩემი კვლევის მიზანია დადგინდეს მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონის


გამომწვევი მიზეზები, გაანალიზდეს არსებული პრობლემები და დავსახო მისი
გადაჭრის ოპტიმალური გზები, დავგეგმო ისეთი სტრატეგიები და აქტივობები, რომ
ავამაღლო მოსწავლეთა კითხვის მოტივაცია, ჩართულობა. დავაკვირდე , კითხვითი
წიგნიერების რა დონეზე იმყოფებიან ჩემი მოსწავლეები, შეუძლიათ თუ არა ტექსტში
მოცემული ფასეულობების აღქმა-გააზრება, მსჯელობა, პრობლემატიკის მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის განმტკიცება და
არგუმენტირება, ლექსიკური მარაგის სწორად გამოყენება და ესთეტიკური ხედვა,
აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.
16
ასევე ჩემი მიზანია, გამოვიყენო ინოვაციური მეთოდები, შევუქმნა მოსწავლეებს
პოზიტიური გარემო, გავითვალისწინო მოსწავლეთა ინდივიდუალური
მახასიათებლები, რათა მოსწავლეს გაუადვილდეს წაკითხული ტექსტის არსის,
დანიშნულების, ავტორის მთავარი სათქმელის, მხატვრული ხერხების გაგება-
გააზრება, წაკითხულის ინტეგრირება. გავზარდო მშობელთა ჩართულობა სასწავლო
პროცესში განხორციელდეს ინტერვენციები და შეფასდეს ინტერვენციების, მეორადი
მონაცემების შედეგები, გავითვალისწინო , რა სახის შეკითხვებზე უჭირთ
მოსწავლეებს პასუხის გაცემა , მომავალში რა სამუშაოს ჩატარება იქნება უფრო
ეფექტური მოსწავლეების წიგნიერების დონის ასამაღლებლად.

გავიზიარებ კოლეგების გამოცდილებასა და უკუკავშირს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კვლევის ფარგლებში გათვალისწინებულ


იქნას ყველა ეს საკითხი, დაისახოს ინტერვენციები და შეფასდეს ინტერვენციების
შედეგები.

თავი IV
კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები
ჩემი თემის მთავარი კითხვაა: რა ფაქტორებმა განაპირობა მოსწავლეთა წიგნიერების
დაბალი დონე?
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში
დამეხმარება შემდეგი ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა.
ვიყენებთ თუ არა ინოვაციურ მეთოდებს?
ხორციელდება თუ არა საგაკვეთილო პროცესში მაღალი ორიენტირებული,
წამახალისებელი სტრატეგიები წიგნიერების დონის ასამაღლებლად.
ხდება თუ არა გაკვეთილზე სხვადასხვა ტიპის კოგნიტური, დიაგნოსტიკური ან
ლექსიკური მარაგის გასაუმჯობესებელი სქემების გამოყენება.
წიგნიერების ასამაღლებლად ვთანამშრომლობთ თუ არა მასწავლებლებთან,
მშობლებთან.
ვეკითხებით თუ არა მოსწავლეებს, რა სახის ლიტერატურაა მათი ინტერესების
სფერო და ხდება თუ არა ამისი გათვალისწინება ლიტერატურის მიწოდებისას.

17
სამიზნე ჯგუფი

კვლევის განსახორციელებლად საჭიროდ ჩავთვალე მასწავლებლების ჩართვა,


ასევე აუცილებლად მივიჩნიე , მოსწავლეებისთვის გამეცნო კვლევის არსი,
მნიშვნელობა და სარგებლიანობა, ჩამეტარებინა გაგება-გააზრებისთვის
დიაგნოსტიკური ტესტირებები, გაეანალიზებინათ ტექსტები, შემედგინა კითხვარები
ინტერვიუსთვის (მასწავლებლები), ჩამომეყალიბებინა შეკითხვები, ჩამეტარებინა
მოსწავლეთა ანკეტირება და გამეანალიზებინა მონაცემები, შემეფასებინა ჩატარებული
კვლევა, ჩამეტარებინა პრეზენტაცია და დახარისხებული მონაცემები გამეცნო
კვლევის მონაწილეებისათვის; კვლევაში მონაწილე პირების ფუნქციები იქნება
გადანაწილებული, განსაზღვრული და დროში გაწერილი. ასევე გაიმართება
მასწავლებლებთან, მშობლებთან შეხვედრები, რათა კარგად ვაკონტროლო კვლევის
პრიორიტეტული სფერო, რაც ხელს შეუწყობს, თავიდან ავიცილოთ სამოქმედო
კვლევის პროცესში სავარაუდო წინააღმდეგობა.

სამიზნე ჯგუფი

სკოლის მოსწავლეები მასწავლებლები მშობლები


ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია (IXბ კლასი 22 მინდა გავიგო სხვა უნდა ვიცოდე რას


უნდა იყოს მოსწავლე) ჩემი მასწავლებელთა კითხულობენ, ან
ჩართული, რადგან მიზანია მოსწავლეთა აზრი, გამოცდილება. მათი შვილები
კვლევის დროს წიგნიერების დონის აქვთ თუ არა სახლში და რა დროს
გვესაჭიროება ამაღლება. კოლეგებს უთმობენ კითხვას.
სასკოლო რესურსი ანალოგიური რა არის მათი
პრობლემა. ინტერესის სფერო

18
საჭირო რესურსი

მხატვრული და შემეცნებითი, სტრუქტურიზებული ტექსტები, კითხვარები


მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, კალამი, თაბახის
ფურცლები.

კვლევის მეთოდები

კვლევის მეთოდებიდან ვარჩევდი როგორც თვისობრივ (დაკვირვება და


ფოკუსირებულ), ისე რაოდენობრივ მეთოდებს , ანკეტირება-კითხვარებს, მეორადი
მონაცემების ანალიზს. კვლევის მეთოდოლოგიამ დაასაბუთა, რომ კვლევის მიზანი
კარგად იყო განსაზღვრული და შეესაბამებოდა ჩატარებულ სამუშაოს.

კვლევის თვისობრივი მეთოდებიდან ავირჩიე დაკვირვება. დაკვირვებისას


გამოვიყენე მისი ორივე ტიპი: უბრალო და ჩართული. უბრალო დაკვირვების დროს
გარედან ვაკვირდებოდი მოსწავლეთა კითხვის პროცესს, რამდენად დამოუკიდებლად
მუშაობდნენ, ხომ არ იყო რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, მოსწონდათ თუ არა
პროცესი... ჩართული დაკვირვების დროს დამატებით, არაფორმალურად
ვესაუბრებოდი მოსწავლეებს.

გავიარეთ დაკვირვების სამივე ეტაპი: აღწერითი, ფოკუსირებული, შერჩევითი.

კვლევის საწყის ეტაპზე მივმართავდი აღწერით დაკვირვებას. მაგ: როგორი იყო


მოსწავლეთა მოტივაცია, როგორ ემზადებოდნენ კითხვის რომელიმე პროცესისთვის.

ფოკუსირებული დაკვირვებისას ვაკვირდებოდი ამა თუ იმ სტრატეგიების


ეფექტიანობას, გააზრებისათვის ინოვაციური მეთოდების დამკვიდრებას, სქემების
გამოყენებას.

შერჩევითი დაკვირვების დროს ვაკვირდებოდი რამდენად შეუძლია


მოსწავლეებს თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული | დამუშავებული
ტექსტების მიმართ.

ამავე დროს მოსწავლეებს რეგულარულად ვთავაზობდი დამატებით აქტივობებს


გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით. სისტემატურად ვაწარმოებდი მონიტორინგს
„კვლევის დღიურში“, რომელიც იყო ობიექტური.

დაკვირვება დამეხმარა საწყის ეტაპზე შემეგროვებინა ჩემთვის საჭირო ინფორმაცია


და გამოიკვეთა პრობლემა.

19
რაოდენობრივი თვისობრივი

მეთოდები
ანკეტირება ფოკუს-ჯგუფი,
დაკვირვება

კვლევის სანდოობის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ფოკუს


ჯგუფი, დაკვირვება, ანკეტირება, მეორადი მონაცემების ანალიზი.

ფოკუს ჯგუფი - კლასში შემომსვლელ მასწავლებლებთან ჩავატარე ინტერვიუ


მასწავლებელთა თხოვნით, კითხვებზე პასუხებს ვწერდი ინტერვიუს ფურცლებზე. ამ
მეთოდის გამოყენების მიზანი იყო, დამედგინა პედაგოგების ზოგადი აზრი იმის
შესახებ, თუ რა არის წიგნიერების დაბალი დონის მიზეზები მოსწავლეებში.

ანკეტირება. მოვამზადე ანკეტირება რაოდენობრივი კვლევისთვის, მონაცემთა კიდევ


უფრო შევსებისა და დაზუსტების მიზნით.

ანკეტა მოვამზადე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის. ანკეტირებამ


საშუალება მომცა განმესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება წიგნიერებასთან.
ასევე მაინტერესებდა, ისიც, იცნობდნენ თუ არა მოსწავლეები სასწავლო რესურსს,
როგორი იყო მშობელთა როლი.

თითოეულ საკითხს მიწერილი ჰქონდა სავარაუდო პასუხები, რომელთაგან მათ


სასურველი უნდა შემოეხაზათ. კითხვარები მოსწავლეებს შევავსებინე კლასში.
მყუდრო, თბილ გარემოში რადგან ანკეტირება ანონიმური იყო, მოსწავლეები

20
გულწრფელად პასუხობდნენ კითხვებს . ისინი ძალიან დაინტერესებული იყვნენ
მათი შევსებით.

მეთოდის უპირატესობა მდგომარეობდა იმაში, რომ მიმეღო კონკრეტული


ინფორმაცია პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესახებ.

მშობლებს კი ანკეტები სახლში გავატანე და ვთხოვე გულწრფელად ეპასუხათ მასში


მოცემულ კითხვებზე სახელისა და გვარის დაწერის გარეშე. ვფიქრობ, ანონიმურობა
იქნებოდა გარანტი მათთვის, ბოლომდე ყოფილიყვნენ ობიექტურები საკუთარ
პასუხებში.

მშობელთა ანკეტირება დამეხმარა კვლევის წინა ეტაპზე გამოვლენილი მიზეზების


დაკონკრეტებასა და სამომავლოდ რეკომენდაციების შენარჩუნებაში.

მათ კარგად გაიაზრეს ასეთი კვლევის სარგებლობა თავიანთი შვილების


სასიკეთოდ: კითხვარები შეავსეს დროულად და ყურადღებით, რაც გამოვიყენე
მონაცემების შეჯამებასა და დასკვნების გამოტანაში.

დაკვირვება გაკვეთილებზე. ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმზე დაყრდნობით


დავაკვირდი მოსწავლეებს, ვინიშნავდი დღიურში, მაინტერესებდა მოსწავლეთა
ჩართულობა და მოტივაცია.

მონაცემთა ანალიზი

ფოკუს ჯგუფის შედეგების ანალიზისას მასწავლებლების უმრავლესობა აფიქსირებდა


იმას, რომ მოსწავლეთა წიგნიერების დონე დაბალია. უჭირთ ტექსტის გაგება-
გააზრება, მსჯელობა, საკუთარი აზრის დასაბუთება, იდეების გენერირება,
დასკვნების გამოტანა არგუმენტირებული ესეს წერა. მივიღეთ გადაწყვეტილება,
ვითანამშრომლოთ კოლეგებმა და ერთმანეთს შევხვდეთ კათედრაზე. აზრთა
გაცვლითა და გაზიარებით აღმოვფხვრათ პრობლემები.

ანკეტირების შედეგი

სკოლაში მოსწავლეთა გამოკითხვის მიზანი იყო, დამედგინა უყვართ თუ არა


მოსწავლეებს კითხვა, კითხულობენ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას, რა ჟანრის
ნაწარმოებებს კითხულობენ და რა ინტენსიობით. უჭირთ თუ არა ტექსტის გაგება-
გააზრება. რა იყო ამის მიზეზები. როგორი შინაარსის წიგნს ანიჭებენ უპირატესობას.

მოსწავლეთა წიგნიერების დონის დადგენის მიზნით კვლევა ჩატარდა IXბ კლასში.


მოსწავლეთა რაოდენობა - 22.

21
ანკეტირების შედეგად დაფიქსირდა შემდეგი:

კითხვები მოსწავლეთათვის
კითხულობთ თუ არა მხატვრულ ლიტერატურას?

60

50

40

30

20

10

0
არ კითხულობს კითხულობს ყოველთვის კითხულობს ზოგჯერ

 მოსწავლეების 0 % არ კითხულობს ლიტერატურას


 58 % კითხულობს ყოველთვის
 42 % კითხულობს ზოგჯერ.
2. გიჭირთ თუ არა წაკითხულის
გააზრება?

60

50

40

30

20

10

0
დიახ ნაწილობრივ არა

22
 მოსწავლეების 55 % უჭირ წაკითხული ტექსტის
გააზრება.
 ნაწილობრივ უჭირს 32 %
 არ უჭირს 13 %.

3. როგორ ფიქრობთ რა გეხმარებათ ტექსტის გაგება-გააზრებაში ?

30

25

20

15

10

0
სახალისო თვალსაჩინოება ჯგუფური როლური სწავლა
აქტივობები მუშაობა თამაში კეთებით

 სახალისო აქტივობები მოსწონს 30 %


 თვალსაჩინოება 20 %
 ჯგუფური მუშაობა 28 %
 როლური თამაში 10 %
 სწავლა კეთებით 12 %

23
4. ვინ გეხმარებათ კლასგარეშე ლიტერატურის შერჩევაში ?

50 41

40 32
27
30

20

10

0
მოსწავლე მშობელი მასწავლებელი

4. ვინ გეხმარებათ კლასგარეშე ლიტერატურის შერჩევაში ?

 მოსწავლე 32 %
 მშობელი 27 %
 მასწავლებელი 41 %

5. როგორ წიგნს ანიჭებთ უპირატესობას ?

35

30

25

20

15

10

0
დიდი მოცულობის მცირე მოცულობის ილუსტრირებული მნიშვნელობა არ
აქვს

 დიდი მოცულობის წიგნს ანიჭებს უპირატესობას 10 %


 მცირე მოცულობის 26%
 ილუსტრაციული 32 %
 მნიშვნელობა არ აქვს 32 %
24
6. როგორი ტიპის რესურსები მოგწონთ ?

64
70
60
50
40 27
30
20 9

10
0
თვალსაჩინოებები აუდიო-ვიდეო მასალა კოგნიტური

 მოსწავლეების 64 % მოსწონთ თვალსაჩინოებები


 კოგნიტური სქემები 9 %
 აუდიო-ვიდეო მასალა 27 %

7. რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობ ?

45
40
35
30
25
20
15
10
5
0

 სათავგადასავლო 32 %
 დეტექტივი 41 %
 ფანტასტიკა 14 %
 ზღაპრები 9 %
 სხვა 4 %
 ვერ ვკითხულობ 0 %

25
8. რა ინეტენსივობით კითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას
?

60
50
40
30
20
10
0
კვირაში ერთხელ თვეში ერთხელ წელიწადში არ ვკითხულობ
ერთხელ

 კვირაში ერთხელ 55 %
 თვეში ერთხელ 32 %
 წელიწადში ერთხელ 13 %
 არ ვკითხულობ 0 %

9. თავისუფალ დროს რა აქტივობას ანიჭებთ უპირატესობას


?

40

30

20

10

0
კომპიუტერუოლ სპორტულ წიგნის კითხვას სხვა
თამაშებს აქტივობებს

 კომპიუტერულ თამაშებს 40 %
 სპორტულ აქტივობებს 30 %
 წიგნის კითხვას 30 %
 სხვა 0%

26
10. რამდენად იყენებთ მასწავლებლის რესურსებს ?

60

50

40

30

20

10

0
ყოველთვის არასდროს იშვიათად

10. რამდენად იყენებთ მასწავლებლის რესურსებს ?

 ყოველთვის 47 %
 არასდროს 0 %
 იშვიათად 53 %

კითხვარი მშობლებისთვის
1. რას უფრო მეტ დროს უთმობს თქვენი შვილი ?

60

50

40

30

20

10

0
კომპიუტერულ თამაშებს წიგნის კითხვას

27
 კომპიუტერული თამაში 60 %
 წიგნის კითხვა 40 %

2. საჭიროებს თუ არა თქვენი შვილი წაკითხულის გაგება-


გააზრებაში დახმარებას ?

70
60
50
40
30
20
10
0
დიახ არა ნაწილობრივ

 დიახ 20 %
 არა 10 %
 ნაწილობრივ 70 %

3. ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს სათანადო ლიტერატურის


შერჩევაში ?

60

50

40

30

20

10

0
დიახ არა ნაწილობრივ

 დიახ 35 %
 არა 5 %

28
 ნაწილობრივ 60%

4. ინფორმაციის რა ფორმით მიღებას ანიჭებს თქვენი შვილი


უპირატესობას ?

80

60

40

20

0
წაკითხვის მოსმენის

 წაკითხვას 80 %
 მოსმენას 20 %

5. თქვენი შვილი სწავლის პროცესში შემოიფარგლება სასკოლო


სახელმძღვანელოებით თუ კლასგარეშე ლიტერატურასაც კითხულობს?

70
60
50
40
30
20
10
0
შემოიფგარგლება კითხულობს კლასგარეშე მეტნაკლებად არ კითხულობს
სასკოლო ლიტერატურას კითხულობს კლასგარეშე კლასგარეშე
სახელმძღვანელოთი ლიტერატურას ლიტერატურას

29
 შემოიფარგლება სასკოლო სახელმძღვანელოებით 70 %
 კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას 20 %
 მეტნაკლებად კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას 10 %
 არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას. 0 %

6. რა სიხშირით კითხულობს თქვენი შვილი კლასგარეშე ლიტერატურას ?

40
35
30
25
20
15
10
5
0
ყოველდღე კვირაში ერთხელ თვეში ერთხელ წელიწადში ერთხელ

 ყოველდღე 20 %
 კვირაში ერთხელ 40 %
 თვეში ერთხელ 30 %
 წელიწადში ერთხელ 10 %

7. გაქვთ თუ არა სახლში ბიბლიოთეკა ?

50

40

30

20

10

0
დიახ არა გვაქვს მცირე
ბიბლიოთეკა

30
 დიახ 40 %
 არა 10 %
 გვაქვს მცირე ბიბლიოთეკა 50 %
8. ხედავთ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის
აუცილებლობას ?

60

50

40

30

20

10

0
დიახ აუცილებელია ნაწილობრივ არ მაქვს ჩამოყალიბებული
აზრი

 დიახ, აუცილებელია 60 %
 ნაწილობრივ 30 %
 არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი 10 %

31
9. თქვენი აზრით, მოსწავლის წიგნიერების დონის
ამაღლებისთვის, ვის უფრო დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ?

60

50

40

30

20

10

0
მშობლის მასწავლებლის სამივესი
მნიშვნელოვანია

 მშობლის პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია 10 %


 მასწავლებლის როლს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა 30 %
 სამივესი მნიშვნელოვანია 60 %

10. მსჯელობთ თუ არა წაკითხულის ირგვლივ ?

50
45
40
35
30
25
20
15
10
5
0
დიახ არა ნაწილობრივ

 დიახ 45 %
 არა 5 %
 ნაწილობრივ 50 %
32
კვლევის ძირითადი მიგნებები

გამოკითხვის შემდეგ დაჯამებულ იქნა მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები.


გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეების 58% კითხულობს
ყოველთვის , 42 %- ზოგჯერ. წაკითხული ტექსტის გააზრება უჭირს 55%,ნაწილობრივ
- 32%,არ უჭირს 13 %. სახალისო აქტივობები მოსწონს 30 %, თვალსაჩიონოება- 20%,
ჯგუფური მუშაობა -28 %. როლური თამაში- 10%, სწავლა კეთებით -12 %. მოსწავლეთა
10 % უპირატესობას ანიჭებს დიდი მოცულობის წიგნს,26 %- მცირე მოცულობას, 32%-
ილუსტრაციულს,32%-ისთვის არა აქვს მნიშვნელობა. მოსწავლეთა 64% მოსწონს
თვალსაჩინოებები, კოგნიტური სქემები-9%, აუდიო-ვიდეო მასალა-27 %,
სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურას კითხულობს 32%, დეტექტივს- 41%,
ფანტასტიკურს-14%, ზღაპრებს-9%, სხვას 4%.კომპიუტერულ თამაშებს ანიჭებს
უპირატესობას 40%, სპორტულ აქტივობებს- 30 %, წიგნის კითხვას 30 %.
მასწავლებლის რესურსებს ყოველთვის იყენებს 47 %, იშვიათად-53%.

მშობლების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეების 60% დროს უთმობს


კომპიუტერულ თამაშებს, წიგნის კითხვას- 40 %. მშობლების 35% ეხმარება სათანადო
ლიტერატურის შერჩევაში, ნაწილობრივ - 60 %, არ ეხმარება- 5 %. მოსწავლეების 80 %
უპირატესობას ანიჭებს კითხვას, მოსმენას-20%. კლასგარეშე ლიტერატურას
კითხულობს 20 %, შემოიფარგლება სასკოლო სახელმძღვანელოებით 70 %,
მეტნაკლებად-10%. მშობლების 40 % აქვს ბიბლიოთეკა, მცირე ბიბლიოთეკა -

50 % , არა აქვს 10 %. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის აუცილებლობას ხედავს


მშობლების 60 %, ნაწილობრივ-30 %, არა აქვთ ჩამოყალიბებული აზრი 10 %.
მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისათვის მშობლებს მნიშვნელობას ანიჭებს
10 %, მასწავლებლს- 30%, სამივეს 60 %.

ანკეტირების შემდეგ მოსწავლეებს შევუტანე სხვადასხვა ტიპის (მხატვრული,


საინფორმაციო) ტექსტები და მივეცი რეკომენდაცია, ყურადღებით წაეკითხათ,
კითხვის დასრულების შემდეგ კი გაეცათ პასუხი კითხვებზე, ემსჯელათ ტექსტზე
რომელებიც ტექსტების ბოლოს იყო მოცემულ,. გასწორების შემდეგ აღმოაჩნდა, რომ
მოსწავლეთა 60 % ვერ შეძლო მხატვრული ტექსტის გააზრება, მსჯელობა, 70 %მა
ინფორმაციული ტექსტი ვერ გაიაზრა კარგად, 70 % ვერ გაარჩია მხატვრული ხერხები.
კითხვებზე პასუხის გაცემა, დაკავშირება, თანმიმდევრობის ხერხების გამოყენება
გაუჭირდა 50 % (დანართი1, დანართი2)

33
აქედან გამომდინარე, სასწავლო კომისიასთან დაიგეგმა შემდეგი სახის
ინტერვენციები.

ინტერვენციები
დიაგნოსტირებისა პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის
საფუძველზე, შევიმუშავე ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი. მიზნად დავისახე
გამომეყენებინა სხვადასხვა მეთოდი და მრავალფეროვანი რესურსი.

მკითხველთა კლუბი

მიზანი: მოსწავლეებში ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება,


საკუთარი აზრის გამოთქმა და დასაბუთება.

ინტერვენციის შეფასება: აღნიშნული მიზნის მისაღწევად შევქმენი „ მკითხველთა


კლუბი“. მოსწავლეებმა წაიკითხეს კლასგარეშე ლიტერატურა, გაანალიზეს და
იმსჯელეს ცალკეულ ფრაგმენტებზე. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები,
რეგულარულად განიხილეს უკვე წაკითხული და გარჩიეს, რა მოეწონათ, რა იყო
საინტერესო, ერთმანეთში აამაღლეს წიგნის კითხვის განწყობა.

ლექსიკური რუკა

მიზანი: ლექსიკური მარაგის შევსება და გააქტიურება.

ინტერვენციის შეფასება: მოსწავლეებს შევთავაზე ტექსტიდან აერჩიათ მათთვის


უცნობი სიტყვები და დაედგინათ, თუ რომელ ლექსიკონში შეიძლებოდა ამ სიტყვების
მოძებნა. მათი პოვნის შემდეგ აღნიშნული სიტყვები გამოეყენებინათ სხვადასხვა
კონტექსტში.

34
კოლეგებთან თანამშრობლობა

მიზანი: გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა,


ინოვაციური გაკვეთილების ჩატარება, საგაკვეთილო პროცესში წარმატებული
სწავლების მეთოდების სტრატეგიების გაზიარება.

ინტერვენციის შეფასება:კვირაში ერთხელ მქონდა შეხვედრა კოლეგებთან. ერთად


დავგეგმეთ გაკვეთილები, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და ინოვაციური
მეთოდები. გავარჩიეთ საგაკვეთილო პროცესში მაღალი ორიენტირებული,
წარმატებული სტრატეგიები, გავაანალიზეთ სქემები.

მკითხველთა თეატრი მშობელთა ჩართულობით

მიზანი: მშობელთა ჩართულობით ავამაღლო მოსწავლეებში წიგნიერების დონე,


ხელი შევუწყო ანალიტიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების
განვითარებას, წიგნისადმი ინტერესის ზრდას.

ინტერვენციის შეფასება: ავირჩიე ტექსტი, შევქმენი სათანადო გარემო, რესურსები,


გავანაწილე როლები. მოსწავლეებმა მშობელთა ჩართულობით გაითამაშეს როლები
და წარმოგვიდგინეს სანახაობა.

შედეგი: გამოიწვია კლასის ჩართვა, დაინტერესება. მოსწავლეებმა გააანალიზეს,


გამოთქვეს და დაასაბუთეს საკუთარი მოსაზრებები, შემოქმედებითად მიუდგნენ
აღნიშნულ პრობლემას, სხვა კუთხით დაინახეს მშობელი, რამაც კიდევ უფრო აამაღლა
მათი წიგნებისადმი ინტერესი.

პრობლემის გადაწყვეტის სქემა

მიზანი: პრობლემის გამოკვეთა, მიზეზ -შედეგობრივი კავშირის დადგენა და ამ


პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

35
ინტერვენციის შეფასება: დაფაზე დავხაზე პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების
რუკა.

პრობლემა

მიზეზები

გადაჭრის
გზები

შედეგი: მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრის გზების


დასახვა.

ყველაზე მნივნელოვანი რამ


მიზანი: არსებული ცოდნის გააქტიურება, ანალიზი, ტექსტიდან მთავარი და
მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ამოკრება.

ინტერვენციის შეფასება: მოსწავლეებს შევთავაზე სხვადასხვა სახისა და


სირთულის ტექსტები , ტექსტებს ახლდა როგორც წაკითხულის გააზრებაზე
ორიენტირებული კითხვები, ისე- სამსჯელოები.

36
ხელნაწერი ჟურნალები
მიზანი: ხელნაწერი ჟურნალების შექმნა.

ინტერვენციის შეფასება: მოსწავლეთა ჩართულობით შევქმენით ხელნაწერი


ჟურნალები, (ნიკოლოზ ბარათავილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა,
გალაკტიონ ტაბიძე)

მოსწავლეებმა მოიძიეს და დაახარისხეს შესაბამისი მასალები გამოჩენილი


მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ამით მათი დაინტერესების სფერო
გაიზარდა სხვადასხვა წიგნის, ლიტერატურული წყაროების თუ პირადი წერილების
მიმართ; რამაც ხელი შეუწყო მათი წიგნიერების დონის ამაღლებას.

ინტელექტუალური თამაშები
მიზანი: მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება

ინტერვენციის შეფასება: სკოლაში დაიგეგმა ინტელექტუალური თამაში: „ვინ,


სად, როდის“, სადაც IX ბ კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა-პროექტის
განსახორციელებლად მოიძიეს, წაიკითხეს და გაიაზრეს სხვადასხვა სახის
ლიტერატურა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა წიგნიერების, მოტივაციის ამაღლებას
და ა.შ.

ინტერვენცია- მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნაწარმოებების განხილვა - პრეზენტაცია.

მიზანი: ტექსტის შექმნა და შემოქმედებითი უნარების, წერითი მეტყველების,


ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარება, საკუთარი აზრის
თავისუფლად გამოხატვა.

ინტერვენციის შეფასება: მოსწავლეებმა შექმნეს ტექსტი (მოთხრობა, ნოველა ,ესე,


შთაბეჭდილება), წაიკითხეს თავიანთი ნაშრომები, დანარჩენმა მოუსმინა. შემდეგ
კითხვა -პასუხის რეჟიმში განიხილეს ნაწარმოებები, გაიმართა დისკუსია, მსჯელობა,
გაკეთდა დასკვნები. მოხდა კორექტირება, ბოლოს-პრეზენტაცია.

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია

37
მიზანი: მოსწავეებს გაეცნო ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილები-(ახალციხის
ციხე, ვარძია) და წინასწარ დავავალე დაემუშავებინათ შესაბამისი ლიტერატურა,
მოეძიათ შესაბამისი მასალები, მიეღოთ გარკვეული ცოდნა.

ინტერვენციის შეფასება:მოვაწყვეთ ექსკურსია: ვარძია, ახალციხის ციხე. ექსკურსიამ


ბევრი რამ შესძინა ჩემს მოსწავლეებს, გაიგეს თითოეული ციხის ისტორია,
დანიშნულება, აღეძრათ ინტერესი დამატებით მოეძიათ უფრო მეტი ინფორმაცია.
ხელახლა გაეცნენ მასალებს, თვალსაჩინოებებს, სხვადასხვა წყაროდან, ინტერნეტ
სივრციდან ამოიკითხეს საინტერესო ცნობები. შემდეგ დაწერეს შთაბეჭდილებები,
ესეები.

თავი VII

ინტერვენციის შეფასება
ჩემი კვლევის შედეგების დასადგენად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემ მიერ
დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, დავიწყე რეგულარულად
მონიტორინგი მოსწავლეთა წიგნიერების დონის შესაფასებლად. მიღებული
შედეგების თანახმად, აღნიშნულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას, რაც აადვილებდა კითხვის , წაკითხულის გაგება-გააზრების,

კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური თანმიმდევრობის, თხრობის


,ლექსიკური მარაგის, წერითი მეტყველების უნარისა და ამასთანავე მოსწავლეთა
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლებას. ამის
საფუძველზე ეტაპობრივად გაიზარდა მოსწავლეებში წიგნიერების დონე და სწავლის
ხარისხი.

მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, მრავალფეროვანი აქტივობების


გამოყენებით ხალისით ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. აქედან
გამომდინარე, ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ კონკრეტულ თემებსა და
საკითხებზე. ეს კი ყველა მომდევნო დღეს დადებითად აისახებოდა მათი სწავლის
ხარისხზე. მათ აღეძრათ ინტერესი, წაეკითხათ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა .

მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ საკმაო განსხვავება იგრძნობა


ინტერვენციებამდე და ინტერვენციების შემდეგ არსებულ სიტუაციაში.

ინტერვენციის შემდეგ განმეორებით შევიტანე კლასში ტექსტები (დანართი


3,დანართი 4)

 მოსწავლეთა 40 %-მა ვერ შეძლო მხატვრული ტექსტის გააზრება, რაც წინა


პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით 20% გაუმჯობესდა.
38
 40 %-მა მოსწავლეთა ინფორმაციული ტექსტი ვერ გაიაზრა კარგად, რაც წინა
პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით 30 % გაუმჯობესდა.
 ვერ გაარჩია მხატვრული ხერხი 30 %, რაც წინა პროცენტთან შედარებით
40 % გაუმჯობესდა.
კითხვებზე პასუხის გაცემა, დაკავშირება, თანმიმდევრობის ხერხების
გამოყენება გაუჭირდა 30 %, რაც წინა პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით
20% გაუმჯობესდა

თავი VIII

დასკვნა

ჩემი პედაგოგიური კვლევის, რომელიც განხორციელდა 2019 წლის 20


იანვრიდან 20 მაისის ჩათვლით, მიზანი იყო წიგნიერების დაბალი დონის გამომწვევი
მიზეზების დადგენა და მისი გადაწყვეტის გზების მოძიება IXბ კლასში. კვლევის
პროცესში გამოყენებული იყო საკმაოდ მრავალფეროვანი მეთოდი, როგორიცაა:
ფოკუს-ჯგუფი ,დაკვირვება, ანკეტირება, მოიცავდა ცვლილებების დაგეგმვა-
განხორციელების ეტაპებს. გამოვლენილ იქნა პრობლემის გამომწვევი მიზეზები :
კითხვის მიმართ დაბალი ინტერესი, წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის
არასრულყოფილად გააზრება , სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მიდგომებისა
და სტრატეგიები გამოყენების ნაკლებობა, მშობელთა ნაკლები ჩართულობა, დროის
მენეჯმენტის არასწორი განაწილება, ბიბლიოთეკის სიმცირე.

აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ჩემ მიერ გატარებულ იქნა


ინტერვენციები. განხორციელებული ინტერვენციების შეფასებამ მაჩვენა, რომ მათი
უმრავლესობა შედეგიანი იყო.

კვლევის პროცესში შევძელი მოსწავლეებში წიგნიერების პრობლემის შემცირება,


რაშიც დამარწმუნა მეორადი მონაცემთა ანალიზის შედეგებმა.

ზოგადი დასკვნა ასეთია:

 ჩატარებულმა კვლევამ ჩემი პროფესიული ოსტატობა უფრო განავითარა,


გამიჩინა კმაყოფილების შეგრძნება. გაზარდა მოტივაცია, რომ კიდევ
უფრო საინტერესოდ წარვმართო პედაგოგიური საქმიანობა.
 ვასწავლე მოსწავლეებს დროის ეფექტურად გამოყენება.

39
 ავამაღლე კითხვის მიმართ მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი
სხვადასხვა ინტერვენციის გამოყენებით.
 დავეხმარე მოსწავლეებს ლიტერატურის შერჩევასა და გააზრებაში.
 საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენე მრავალფეროვანი სტრატეგიები,
მეთოდები და რესურსები .
 შეხვედრებზე ხდებოდა პედაგოგთა შორის ინფორმაციის, აზრთა გაცვლა-
გაზიარება.
 განახლდა სასკოლო და საკლასო ბიბლიოთეკა
 სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა ინტელექტუალური თამაში,
შეიქმნა მკითხველთა კლუბი. მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი
მასალები, მოეწყო პრეზენტაციები, დებატები და ა.შ პედაგოგიურმა

კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა წიგნიერების ზრდას, მოტივაციის


ამაღლებას და ა.შ.
 სკოლის ადმინისტრაციამ კვლების შედეგების საფუძველზე
გამოვლენილი შედეგები გაითვალისწინა ბიბლიოთეკის მიმართ და
შეიძინა მოსწავლეთათვის საჭირო წიგნები. გაიზარდა მოსწავლეთა
ინტერესი და ბიბლიოთეკის უფრო აქტიური მომხმარებლები გახდნენ.
 გაიზარდა მშობელთა ჩართულობა.

თავი IX
ბიბლიოგრაფია
1. ეროვნული სასწავლო გეგმა თ.VIII

მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი


კომპეტენციები.

2. ეროვნული სასწავლო გეგმა IX კლასი.


3. PIRLS-PROGRESSININTERNATIONALREADINGLITERACYSTUDY),2011,2016
წწ

4. წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები.

5. დიმიტრი უზნაძე-განწყობის თეორია თბილისი. 1995 წელი.

6. https:readliterature.wordpress.com- 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ


წიგნები

40
7. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2016წ
8. პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია - „წიგნიერება“
9. თომას ჯ.გუნგის „წიგნიერების სწავლება მოსწავლეთათვის“.
10. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
ორგანიზაცია(UNESO)
11. როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე -
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოდული.
12. სადამრიგებლო საათის პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმის ცენტრი
2011წელი.
13. გამოცდების ეროვნული ცენტრი (ანგარიში) ია კუტალაძე 2013
14. გურამ დოჩანაშვილი- „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
15. წიგნიერება მასწავლებლის სახელმძღვანელო პაატა პაპავა, თამარ
ჭანტურია2012 წელი.
16. 15 სადამრიგებლო საათის პროგრამა-ეროვნული სასწავლო გემების ცენტრი
2011წ

თავი X
დანართები
კითხვები (ინტერვიუ) ფოკუს-ჯგუფისთვის (საგნის მასწავლებლები)

კითხვა 1.როგორი მდგომარეობაა IXბ კლასში წიგნიერების დონის მიხედვით?

დაბალი, საშუალო, მაღალი

კითხვა 2.რომელ სააზროვნო უნარებში აქვთ თქვენს მოსწავლეებს პრობლემები?

ცოდნა-გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება.

კითხვა 3. თქვენი აზრით, რა არის წიგნიერების ასეთი დაბალი დონის მაჩვენებლის


მიზეზი?

ა)მოსწავლეების მიერ ტექსტის არაადეკვატური გაგება,ბ) მასწავლებელთა დაბლი


მოტივაცია, გ)მშობელთა ნაკლები ჩართულობა, დ)კომპიუტერი,ე) ინტერნეტი.

კითხვა 4. რა ღონისძიებები გაგიტარებიათ მოსწავლეებში სააზროვნო უნარების


ამღლების მიზნით( სხვადასხვა მეთოდი, აქტივობა, რესურსი, მშობლების ჩართულობა,
შინაგანი და გარეგანი მოტივაცია, პროექტი, კვლევა)

კითხვა 5. შესაძლებელია თუ არა სკოლის მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება?

41
შესაძლებელია

შეუძლებელია(რატომ).

კითხვა 6. თქვენი აზრით რა ღონისძიებებია საჭირო მოსწავლეთა წიგნიერების დონის


ასამაღლებლად?

მოსწავლეთა დაინტერესება , მოტივაციის ამაღლება, მოსწავლის, მასწავლებლის,


მშობლის ურთიერთობები და ჩართულობა, უკუკავშირი, პედაგოგთა
თანამშრომლობა, კვალიფიკაციის ამაღლება; მოსწავლეებზე ორიენტირებული
საგანმანათლებლო პროგრამები.

კითხვარები მოსწავლეთათვის

IXბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგიზა სორდია


ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად.
აქედან გამომდინარე, შევარჩიე თქვენი IX ბ კლასი. თქვენი მონაწილეობა ძალიან
მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის. ანკეტირება ანონიმურია. არ არის
საჭირო სახელისა და გვარის მითითება.

1. კითხულობთ თუ არა მხატვრულ ლიტერატურას?


ყოველთვის. 2. ზოგჯერ 3.არა

2 გიჭირთ თუ არა წაკითხულის გააზრება?


1.დიახ. 2. ნაწილობრივ. 3. არა

3 როგორ ფიქრობთ რა გეხმარებათ ტექსტის გაგება-გააზრებაში?


1. სახალისო აქტივობები
2. თვალსაჩინოება
3. ჯგუფური მუშაობა
4. როლური თამაში
5. სწავლა კეთებით

4.ვინ გეხმარებათ კლასგარეშე ლიტერატურის შერჩევაში?


1.მოსწავლე 2. მშობელი 3. მასწავლებელი

5. როგორ წიგნს ანიჭებთ უპირატესობას?


42
1. დიდი მოცულობის.
2. მცირე მოცულობის
3. ილუსტრირებული
4. მნიშვნელობა არ აქვს

6. როგორი ტიპის რესურსები მოგწონთ?


1. კოგნიტური სქემები
2. აუდიო-ვიდეო მასალა
3. თვალსაჩინოებები

9. რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობთ?


1.სათავგადასავლო 2. დეტექტივი. 3. ფანტასტიკა. 4.ზღაპრები

5. სხვ 6.ვერ ვკითხულობ

8.რა ინტენსივობით კითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას?


1.კვირაში ერთხელ 2. თვეში ერთხელ 3. წელიწადში ერთხელ

4.არ ვკითხულობ.

9. თავისუფალ დროს რა აქტივობას ანიჭებთ უპირატესობას ?


1.კომპიუტერულ თამაშებს 2. სპორტულ აქტივობებს 3. წიგნის კითხვას 4. სხვა

10. რამდენად იყენებთ მასწავლებლის რესურსებს?


1. ყოველთვის. 2. არასდროს. 3. იშვიათად

კითხვარები მშობლებისთვის

1.თქვენი შვილი რას უთმობს მეტ დროს?


1. კომპიუტერული თამაში 2. წიგნის კითხვა

2.საჭიროებს თუ არა თქვენი შვილი წაკითხულის გაგება-გააზრებისას


დახმარებას?

43
1.დიახ 2.არა 3. ნაწილობრივ

3.ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს სათანადო ლიტერატურის შერჩევაში?


1. დიახ 2. არა 3. ნაწილობრივ

4.ინფორმაციის რა ფორმით მიღებას ანიჭებს თქვენი შვილი


უპირატესობას?
1.წაკითხვას 2. მოსმენას.

5.თქვენი შვილი სწავლის პროცესში შემოიფარგლება სასკოლო


სახელმძღვანელოებით თუ კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობს?
1. შემოიფარგლება სასკოლო სახელმძღვანელოებით

2. კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას

3.მეტნაკლებად კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას

4. არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას.

6.რა სიხშირით კითხულობს თქვენი შვილი კლასგარეშე ლიტერატურას?


1. ყოველდღე 2. კვირაში ერთხელ 3.თვეში ერთხელ
4. წელიწადში ერთხელ

7.გაქვთ თუ არა სახლში ბიბლიოთეკა?


1. დიახ 2.არა 3. გვაქვს მცირე ბიბლიოთეკა

8.ხედავთ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის აუცილებლობას?


1.დიახ, რაკი განათლების განვითარებაში დაეხმარება?
2.მიმაჩნია, რომ მართებული იქნება, ეს დრო მოსწავლემ გაკვეთილის
მომზადებას მოახმაროს
3.არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი.

9.თქვენი აზრით, მოსწავლის წიგნიერების დონის ამაღლებისთვის, ვის


უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება?
1.ვფიქრობ სამივეს პასუხისმგებლობა მაღალია.

2.მასწავლებლის რომლს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა

44
3.მშობლის პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია

10.მსჯელობთ თუ არა წაკითხულის ირგვლივ?


1.დიახ 2. არა 3.ნაწილობრივ

მხატვრული ტექსტის გააზრება (დანართი1)


გიორგი ლეონიძე- „ მეეტლე იაგორა „
(ნაწყვეტი მოთხრობიდან)
ორმოც წელიწადზე მეტი იყო სოფლიდან თბილისში მეეტლედ გაქცეული იაგორა
და ერთხელაც არ გახსენებია სოფელი.

ჯმუხი, ჯანმრთელი მეეტლე თბილისში შრომისა და ცხოვრების ამაოებაში იყო


გართული. ქალაქში პატარა ქოხიც ეყიდა და უკვე მოქალაქე გამხდარი, სოფელს აღარ
კადრულობდა. ბოლოს კი მოხუცობაში მიწამ მოიკითხა. თავად უშვილო იყო, ცოლიც
მოუკვდა, თანანა. ცხენებიც დაეხოცა.

ქოხში წვიმამ ჩამოატანა, მსოფლიო ომიც დაიწყო. გაღარიბდა, დაავადმყოფდა


ჩვენი იაგორა და სოფელს მიაშურა. ეს იყო მსოფლიო ომის მეორე წელს.

კარგად მახსოვს მისი ქალაქიდან დაბრუნების დღე, ჩვენს უბანში ეს იყო ახალი
ამბავი, თუგინდ მთელი მოვლენაც. სწორედ იმ დღეებში წმინდა გიორგის ხატში
ვიყავით, სოფლის განთქმულ სალოცავში. აპრილის გასულები იყო. ათქვირებული
ბალახი გულზე გვცემდა , ზეიმობდა პირველი სიმწვანე გაზაფხულისა. სანატრელი
მეზობლები იაგორას პატივით ხვდებოდნენ და მიიპატიჟეს ხატობაში, რომელიც,
აგერ, ორმოცი წელიწადია, რაც არ ელოცა.

იაგორა ხარობდა, იცინოდა, გამოიცვალა, თითქოს სიბერის ქურქი გადასძვრაო,

თითქოს ფენიქსივით განახლდაო, აღტაცებული, მწვანე ბალახში ეხვეოდა:

-უჰ, თქვენი ჭირიმეთ, და!..- თან მუხლი ეჭრებოდა.

როცა ხატობის სუფრაზე დავჯექით და იაგორას სავსე კერძი მიაწოდეს, მან


მოულოდნლად წამოიძახა:

-მთელ სიცოცხლეს ვნატრობდი: ღმერთო, აუწონავი ხორცით გამაძღე-მეთქი! ჰოი,


თქვენს დედის რძეს ვენაცვალე!

45
თამადა, მოხუცი რკინიგზელი მუშა, თვითეულ სადღეგრძელოს ასე იწყებდა: ,,
შაგნებულო და მომძადებულო ამხანაგებო!“ იაგორა კი არ აცლიდა თამადას
მჭევრმეტყველებას და გაიძახოდა:

-აუწონავი ხორცი, აუწონავი! უჰ, თქვენი ჭირიმეთ!

ორმოც წელიწადს ქალაქის სასწორის შემყურე იაგორასათვის ამ ომიანობის


დამშეულ დროს, როცა შავი პური საძებარი გახდა, მართლაცდა, სანატრელი უნდა
ყოფილიყო აუწონავი, მუქთა ხორცი...აქ კი- კმასაყოფელი პურ-მარილი, ღვინო...

გრძელი მწვადები შიშინებდა, სიმსუქნის ქონი მიწას ეწვეთებოდა.

მიამიტ სოფლელებს უკვირდათ იაგორას აღტაცება. ერცხვინებოდათ ჭამაზე ლაპარაკი


ქალაქელი კაცისა , განსაკუთრებით - კრძალულ მანდილოსნებს. კაცები კი, ხორცთან
ერთად, ღვინოსაც აძალებდნენ:

-ჩაიგემე, ჩაიგემე, ჩვენებური მირონიაო!

-უჰ, თქვენი ჭირიმეთ!- დიდხმაობდა,კუნტრუშობდა იაგორა, სოფლელები კი


ტკბილად მუსაიფობდნენ, უხაროდათ ერთმანეთობა, გულახსნილობა. მალე კიდევაც
მაგრად დაგვიძახნია, ნათელ-მირონი რომ შუბლზე წაუსვიათ, იმათ ძვლებს
ვენაცვალე!

იაგორა ჩარჩა სოფელში. დაბრუნების აღტაცებამ ნელ-ნელა გაიარა. სოფლის


სნამდვილემ მალე გააცნო თავი, ვეღარ გაისაძლისა, გლეხური ცხოვრება სიცხესა თუ
ტალახში ვერ აიტანა.

დაიწყო ქალაქზე დარდიანობა. საღამოთი გადადგებოდა თბილისის მხრივ


სოფლის ბექობზე, ვითომ ქალაქიდან მისი შუქი შორიდან უნდა დაენახა, თვალი
მოეკრა.

-აგერ, აგერ, მთაწმინდაზე შუქი აინთო, აჰა, სიონის ზარის ხმა მომესმის,-იძახოდა
ღიმილით, თითქოს შორეულ, ტკბილ მოჩვენებას ესაუბრებაო.სულ ქალაქზე
ფიქრობდა, სადაც ეგუებოდნენ ძმაკაცები, მუშტრები. იგონებდა ვერისა და
ორთაჭალის სალხინო სახლებს და გულზე მუშტს იბაგუნებდა. მაგრამ აღარც ჯანი
მოსდევდა, აღარც წელი, აღარც ჯიბე, ვეღარც გლეხურ ცხოვრებას მიუდგა. დარჩა
უმწეო, გარიყული, მარტოდმარტო.

-ახ, ვერა ვძლებ უქალაქოდ, იქაურ სინათლეს ვენაცვალე! კაციც ის არის, ვინც
ქვაფენილი გამიგონია! ვერა, ვერ ვიტან აქაურ ტალახს, აქაურ სობნელეს! ქათმებთან

46
ერთად როგორ დავიძინო? მარტო ვარ... შინ არ მინდა... თუ არა და ციხეში წავალ, იქ
ხალხში მაინც ვილაპარაკებ...

-როგორ გკითხო, იაგორა?

-ვხმები, ვხმები ღაღუას ტირიფივით!- ქალაქურად ოხუნჯობდა სევდიანი იაგორა


და აკი კიდეც გადაჰყვა ამ ტირიფს... წინასწარ ერთი ბოთლი ჭაჭის არაყი დაელია და
თავი ჩამოეხრჩო სახლის წინ, სწორედ იმ ტირიფზე, რომრლიც ძალზე უყვარდა
მწვანიანობის გამო...

ა) წაკითხულის გააზრება
უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1. რას ნიშნავს ,, მიწამ მოიკითხა“?
ა)მიწამ პასუხი მოთხოვა ; გ) მიწამ მოუხმო;
ბ)მიწამ პასუხი აგებინა; დ) მიწამ მოკითხვა შემოუთვალა.

2.რომელ წელს მიაშურა იაგორამ სოფელს?


ა ) 1915 წელს ; გ)1942 წელს;

ბ) 1940 წელს; დ) 1934 წელს.

3.რომელ მხატვრულ ხერხს იყენებს ავტორი, როცა წერს :,, სიბერის ქურქი
გადასძვრა“?
ა)ჰიპერბოლას ; გ) სიმბოლოს;

ბ) მეტაფორას; დ)ალეგორიას.

4. რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში: ,, ფენიქსივით


განახლდა“?
ა) ჰიპერბოლა ; გ) შედარება;

ბ)მეტაფორა; დ) ალეგორია.

5. რა არის ფენიქსი?
ა)მითოლოგიური ფრინველი; გ) მცენარე

ბ) ზღაპრული პერსონაჟი; დ) მითოლოგიური პერსონაჟი.

47
6.რაზე მეტყველებს იაგორას მიერ ამოკვიატებული ფრაზა ,, აუწონავი
ხორცი“?
ა) ხატობაზე ხორცს აუწონავად არიგებდნენ;

ბ) იაგორას ხორცს არავინ უწონიდა;

გ)იაგორას ვერაფერი აძგობდა

დ)ქალაქში იაგორას ყოველი ლუკმა აწონილი იყო.

7.რატომ მოეძალა სოფელში დაბრუნებულ იაგორას ქალაქზე დარდი?


ა)თავისი ქოხი მოენატრა; გ) მძიმე გლეხური შრომა ვერ აიტანა;

ბ)სოფელი არ იკადრა; დ) ცხენები დაეხოცა.

8.რასთან ასოცირდება იაგოსათვის ქალაქი?


ა) დროსტარებასთან; გ) ქვაფენილთან;

ბ) სინათლესთან; დ) სინათლესთან, ქვაფენილთან.

9.რისი გამომხატველი ჟესტია გულზე მუშტის ბაგუნი?


ა) მონატრების; გ) გულისტკივილის;

ბ) მუქარის; დ) მუდარის.

10.როგორია მწერლის დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ?


ა)იუმორით გაჯერებული; გ) ირონიული;

ბ) სატირული; დ) სარკასტული.

ბ)წერითი დავალება
გააანალიზეთ ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:
იმსჯელეთ, მთავარი პერსონაჟის ტრაგედიის არსზე;
იმსჯელეთ ავტორის მიერ წამოჭრილ პრობლემაზე;
იმსჯელეთ ავტორის მხატვრულ ოსტატობაზე მოცემული ტექსტის
მიხედვით.
თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

48
საინფორმაციო ტექსტის გააზრება (დანართი 2)
წაიკითხეთ რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაცია“ და უპასუხეთ
კითხვებს
1. საინტერესოა ზოგიერთი ქართველური ტიპის ძველი გეოგრაფიული
სახელწოდების დადასტურება ეგეიდაში. მაგალითად, ბერძნული
„კორინთოსი“ და ქართული „კორინთა“, ბერძნული :კარალია“ ქართული
„კარალეთი“ და ა.შ.
2. უკვე დიდი ხანია, მკვლევართა ყურადღებას იქცევს კუნძულ კრეტის
დასახლების „კვიტაიონის“, სახელწოდების მსგავსება ბერძნულ წყაროებში
დადასტურებულ ქუთაისის სახელწოდებასთან „კვიტაია“.
3. ამ შემთხვევაში, როგროც ჩანს, მსგავსება მხოლოდ გარეგნული არ უნდა იყოს.
წინაბერძნული სახელწოდება შეიცავს „კვიტ“ ფუძეს, რომელსაც , თუკი
გავითვალისწინებთ ცალკეულ ეგეოსურ ტერმინს, ჰქონდა ამოღრმავებული,
გულამოღებული საგნის, რაღაცის საფარველს, ჩენჩოს მნიშვნელობა.
4. საინტერესოა, რომ კოლხეთის „კვიტაიაც“ ზოგიერთი ინტერპრეტაციის
მიხედვით, უნდა აღნიშნავდეს „თავისუფალ სივრცეს მთებს შორის“
5. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იმსახურებს ქართული „ქუთ“ ფუძე, რომელსაც
ვადასტურებთ ქართულ სიტყვაში „ქუთუთო“ და დიალექტურ სიტყვაში „ქუთნა“.
6. თუკი „ქუთაისში“ იგივე ფუძეა, მაშინ წინაბერძნული ფუძის მიმართება ამ
ერთერთ უძველეს ქართველურ გეოგრაფიულ სახელწოდებასთან სრულიად
აშკარა იქნება.
7. მაგრამ მთელი ვარაუდი ქართველური მიგრაციის შესახებ ეგეიდში
ჯერჯერობით ვერ გასცდება თამამი ჰიპოთეზის ფარგლებში. მის
შესამოწმებლად და დასახვეწად ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო.

1. რა არის პირველი აბზაცის ფუნქცია ?


ა)მსჯელობის მიზნის გაცნობა ბ)მსჯელობის თემაზე ყურადღების მიპყრობა
გ)კონკრეტული მაგალითების მოხმობით მსჯელობის დაწყება.
2. რაზე საუბრობს ავტორი პირველ აბზაცში ?
ა) გეოგრაფიულ გარემოზე ბ)ბერძნული და ქართული ენების მსგავსებაზე
გ)ბერძნული და ქართული ტოპონიმების მსგავსებაზე
3. რა არის მეორე აბზაცის ფუნქცია ?
ა)მსჯელობის თემის შეცვლა სხვა თემით ბ) მსჯელობაში ახალი დეტალის
შემოტანა გ)პირველი აბზაცის საწინააღმდეგო არგუმენტის მოშველიება.

49
4. რა არის მეორე აბზაცის უმთავრესი აზრი ?
ა)კრეტის სახელწოდება ქუთაისის ძველბერძნულ სახელწოდებას ჰგავს.
ბ)კრეტის ერთერთი დასახლების სახელწოდება ქუთაისის ძველბერძნულ
სახელწოდებას გავს გ) ძველბერძნულ წყაროებში მოცემული ქუთაისის
სახელწოდება კრეტის დასახლება „კვიტაიონის“ დასახელებას ჰგავს.
5. რა აკავშირებს ერთმანეთთან III-IV-V აბზაცებს?
ა) სამივე აბზაცში ერთი ფუძის მნიშვნელობაა განმარტებული ბ)სამივე აბზაცში
ავტორი სხვათა თვალსაზრისებს აბათილებს. გ)სამივე აბზაცში ბერძნულსა და
ქართულში დადასტურებული მსგავსი ფუძეების განმარტებაა მოცემული.
6. რას ნიშნავს მეოთხე აბზაცში გამოყენებული სიტყვა ინტერპრეტაცია ?
ა)რაიმე საკითხთან დაკავშირებულ თეორიას ბ)რაიმე საკითხთან
დაკავშირებულ ჰიპოთეზას.
გ)რაიმე აზრის განმარტებას, რაიმეს გააზრებას.
7. რა არის მეექვსე აბზაცის ფუნქცია ?
ა)წინა აბზაცებში მოცემულ მსჯელობებზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება
ბ)წინა აბზაცებში მოცემული მსჯელობის გაბათილება გ)წინა აბზაცებში
მოცემული არგუმენტების ანალიზი.
8. რას ნიშნავს მეშვიდე აბზაცში გამოყენებული სიტყვა „ჰიპოთეზა“ ?
ა)თამამ ვარაუდს ბ)მეცნიერულ ვარაუდს გ) აბსურდულ ვარაუდს
9. როგორ ასაბუთებს ავტორი საკუთარ თვალსაზრისს ?
ა) ორიგინალური მსჯელობით. ბ) სხვადასხვა სამეცნიერო და ისტორიული
წყაროს დამუშავებით. გ) სხვა მოაზროვნეებთან პაექრობით
10. რას ნიშნავს სიტყვა „ქართველური“ ?
ა) საერთო ქართულს ბ)ძველ კოლხურს გ) ძველ ქართულს.
11. რას ნიშნავს მეშვიდე აბზაცში გამოყენებული სიტყვა მიგრაცია ?
ა)მთელს მსოფლიოში გაფანტვას ბ) გადაადგილება-გადასახლებას გ)ძმურ
კავშირს.
12. რა არის მესვიდე აბზაცის მთავარი სათქმელი ?
ა) ავტორს წარმოდგენილი ჰიპოთეზა უსაფუძვლოდ მიაჩნია ბ) ავტორი
ჰიპოთეზაზე მუშაობს იწყებს გ) ავტორი წარმოდგენილი ჰიპოთეზის
შესამოწმებლად და დასახვეწად საჭიროდ თვლის მეცნიერულ კვლევას.

მხატვრული ტექსტის გააზრება (დანართი 3)


გურამ გეგეშიძე, აღდგენილი ღირსება
(ნაწყვეტი რომანიდან ,,ხმა მღაღადებლისა“)

50
ჭიშკარს ეტლი მოადგა. შავჩოხიანი, შავგრემანი კაცი ეტლიდან ჩამოვიდა და
სასახლისკენ გამოსწია. ყაფლანი სტუმართან გავიდა. არ ეცნო ეს მაღალი, ხმელი,
ძლიერი ჭაბუკი. ხუჭუჭა თმა გვერდზე გადაევარცხნა, ულვაში და წვერი გრძლად
მოეშვა, ხშირი, სქელი წარბები ჰქონდა, კეხიანი ცხვირი, ოდნავ ნაღვლიანი მზერა.
ყაფლანმა სტუმარი თავის ოთახში გაიყვანა.

-ყაფლან ბატონო! მე ნესტორის მეგობრი გახლავართ, ოთარ ამილახვარი.

-ფრიად სასიამოვნოა!-ეამა ყაფლანს,- რა არის, ყმაწვილო, მაგ კაცისგან ერთ ბარათს


რომ ვერ ვეღირსეთ?

-ნესტორის დავალებით გეახელით, იკოგნიტოდ ვარ ჩამოსული.

ამ უცნაური სიტყვის მნიშვნელობა განათლებულმა ყაფლანმაც კი არ იცოდადა


იფიქრა, ალბათ, ცხენის სახელი იქნებაო, თუმცა ეს ყმაწვილი ცხენით კი არა, ეტლით
მობრძანდა. ამის ფიქრში იყო და ამიტომ უყურადღებოდ დახედა ამილახვრის
გამოწვდილ ხანჯალს. შეათვალიერა. მერე იცნო ზუგდიდელი ჯიქიას ნახელავი
იარაღი, რომელიც სიმამრმა აჩუქა ქორწილის დღეს , ხოლო თვითონ ნესტორს გაატანა
პეტერბუგში. ძვირფასი საქონელი იყო, ზურმუხტებით მოჭედილი, მოვარაყებული.
ხანჯალი ქარქაშში ჩააგო და ამილახვარს სახეში შეხედა.

-გისმენთ, ბატონო!

-უნდა მაპატიოთ. ვერ ვარ კარგი ამბის მაცნე... რა სჭირს ჩემს შვილს? - ნესტორს
კატორღა ემუქრება.

- რა მოხდა მაგის ფასი?

- მკვლელობა!

-აჰ, რას ბრძანებთ, ყმაწვილო?

...და ფრაკში გამოწყობილი მეტრდოტელი ნელა მიუახლოვდა კედელთან მიმდგარ


მაგიდას, რომელსაც ქართულ ჩოხებში გამოწყობილი თავადიშვილები ოთარ
ამილახვარი და ნესტორ ვარდანიძე უსხდნენ. სადგურის რესტორანი შესანიშნავად
მორთულ- მოკაზმული საზოგადოებით იყო სავსე. მგზავრები პეტერბურგიდან
პავლოსისკენ მიმავალ მატარებელს ელოდნენ;

-უკაცრავად, ბატონო, იძულებული ვარ, გადმოგცეთ ბატონი ოფიცრების თხოვნა,-


თავაზიანად თქვა მეტრდოტელმა და მეზობელი მაგიდისკენ გაიხედა, რომელსაც
შეზარხოშებული ოფიცრები შემოსხდომოდნენ. ოთარ ამილახვარმაც გააპარა თვალი
იქეთ. ოფიცრებმა დამცინავი, გამომწვევი მზერა ესროლეს. ოთარი ისევ მეტრდოტელს
მიაჩერდა.

51
-ბრძანეთ,-თქვა ნესტორმა.

-რუსულად ლაპარაკს ხომ არ ინებებთო?

-არა-თქო!-აუღელვებლად უპასუხა წარბშეჭმუხნილმა ნესტორმა,-ქართულად


გვირჩევნია.

-მადლობთ, ბატონო. უკაცრავად ვარ, მე მხოლოდ დავალებას ვასრულებ.

მეტრდოტელი ლაქიისებური ღიმილით გაბრუნდა, ოფიცერთა მაგიდასთან


მივიდა, ოდნავ მხრებში მოხრილი,ხმადაბლა ელაპარაკებოდა ეპოლეტებიან
გაღაჟღაჟებულ პოლკოვნიკს.

შემდეგ პოლკოვნიკი ადგილიდან წამოიჭრა, სკამი ხმაურით გასწია და


მხედრული ნაბიჯით გამოემართა ჩოხოსანი ქართველებისკენ.

-შესწყვეტთ თუ არა თქვენს ძაღლურ ენაზე ყბედობას?- დაიუხა მან და ისედაც


წვრილი თვალები კიდევ უფრო დაუწვრილდა და დაუსისხლიანდა.

ნესტორი უსიტყვოდ წამოდგა. იმავ წამს ჰაერში პრიალა სატევარმა იელვა და


პოლკოვნიკის მოსხეპილი თავი გორაკის წვერიდან დაგორებულ ქვასავით
გადმოგორდა მხრებიდან და, როგორც მარგილს, ისე დაესო მაგიდაზე მდგარ
შამპანურის ბოთლს. ამოხეთქა სისხლმა გადაჭრილი ძარღვებიდან, ერთბაშად
წითლად შეიღება ეპოლეტები და მწვანე მუნდირი, უთავოდ დარჩენილი სხეული ჯერ
ისევ მაგიდასთან იდგა, მერე ნესტორმა სისხლიანი სატევრის წვერი მიაბჯინა
მკერდზე და უაზროდ დარჩენილი ხორცის გროვა იატაკზე გაიშხლართა. ნესტორმა
სატევარი დააგდო, სკამზე დინჯად დაჯდა და ხმამაღლა დაიძახა:

-პოლიცმეისტერი მომგვარეთ აქ!..

ა) წაკითხულის გააზრება
უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

1.სად მიმდინარეობს მოცემულ მონაკვეთში ასახული მოქმედება?

ა) პავლოვსკში; გ) ოდეაში;

ბ)პეტერბურგში; დ) საფრანგეთში.

2. რას ნიშნავს,,ინკოგნიტოდ“?
ა)მოციქულად; გ)ფარულად;

ბ) მაცნედ; დ) მრჩეველად.

52
3.რომელი ფრაზითაა გამოხატული ყაფლან ვარდანიძის შეშფოთება ოთარ
ამილახვართან საუბარში?

ა),,ერთ ბარათსაც ვერ ვეღირსეთ!“ გ) ,,რა მოხდა მაგის ფასი?“

ბ),, რა სჭირს ჩემს შვილს?“ დ),, აჰ, რას ბრძანებთ, ყმაწვილო?“

4. განმარტეთ ,, მეტრდოტელი“

ა) მსახურთა უფროსი რესტორანში; გ) მოანგარიშე;

ბ)ზედამხედველი; დ)მეპატრონე.

5.რა არის ქართველი თავადების გამორჩეული გარეგნული ნიშანი?

ა) ისინი ქართულად ლაპარაკობენ; გ) მათ მდიდრულად აცვიათ;

ბ) ისინი ღვინოს სვამენ; დ)მათ ჩოხა-ახალუხი აცვიათ.

6.ხასიათის რა თვისებას ავლენს პოლკოვნიკი, რომელიც თავადიშვილებისაგან


ქართული საუბრის შეწყვეტას მოითხოვს?

ა)თავგასულობას; გ) ენაბილწობას;

ბ)უხეშობას; დ) მრისხანებას.

7. რომელ მხატვრულ ხერხს მიმართავს ავტორი, როცა პოლკოვნიკისათვის თავის


მოსხეპის შესახებ მოგვითხრობს?

ა) ირონიას; გ) მეტაფორას;

ბ)სარკაზმს; დ) შედარებას.

8.რომელი სიტყვათშეხამებით არის სახელდებული თავმოჭრილი პოლკოვნიკის


სხეული?

ა) მყრალი მძორი; გ)ბინძური ლეში;

ბ)ხორცის გროვა; დ)პატიოსანი გვამი.

9. პოლკოვნიკის ვინაობის გამომხატველი გარეგნული ნიშანია:

ა) მუნდირი; გ)ეპოლეტები;

ბ) მხედრული ნაბიჯი; დ) მედლები.

10.რა არის ტექსტის უმთავრესი სათქმელი?

ა) რუს პოლკოვნიკს დედაენის აუგად ხსენება არ უნდა აპატიო;

53
ბ) რუსი პოლკოვნიკის ბრძანებას ქართველი არ უნდა დაემორჩილოს;

გ) ქართველმა ყველგან ქართულად უნდა იმეტყველოს;

დ) ღირსების შემლახველს სისხლით უნდა აზღვევინო.

ბ) წერითი დავალება
გაანალიზეთ ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:
. იმსჯელეთ ნესტორ ვარდანიძის საქციელის მოტივზე;

. იმსჯელეთ ავტორის უმთავრეს სათქმელზე;

. იმსჯელეთ სათქმელის გამოხატვის მხატვრულ საშუალებებზე მოცემული ტესტის


მიხედვით.

თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

წაკითხულის გააზრება (დანართი 4)


1.აკაკი წერეთელი, საჭირო შენიშვნა
1.სირცხვილ-კდემა ერთი ნიშანთაგანია, ადამიანის პირუტყვისაგან განმასხვავებელი.
პირუტყვი, ყოველთვის და ყველგან, შინ თუ გარეთ, კერძოდ თუ ხალხში სულ ერთია,
ერთგვარად იქცევა და, შიშის გარეშე არაფერს ერიდება.

2. ადამიანი კი, მას შემდეგ, რაც კაცობრიობას პირველი ნაბიჯი გადაუდგამს გრძნობა-
გონების წარმატებისკენ, კრძალვით შესულა და სირცხვილ-რიდითაც შეუგნია,
ხშირად შინ სხვაა და გარეთ სხვა. მარტოდმარტო ისეთ რამეს ჩაიდენს, რასაც საჯაროდ
ვერ გამოიტანს.

3.არათუ უწესრიგობას, სიმართლესა და ჭეშმარიტებასაც კი, დროისა და ვითარების


შესაფერისად, თავისი სამოსელი ეჭირვება და მისი საქვეყნოდ შიშვლად გამოჩენა
იგივეა, რაც მშვენიერი კეკლუცის უტანისამოსოდ საზოგადოებაში გამოსვლა.

4. სირცხვილ-კდემა ჩვენს ცხოვრებაში აუცილებელი ჯარაა, განმწმენდელი და


ზნეობრივად ამამაღლებელი, ამიტომაც მისი უარყოფა მოუხერხებელია. ვისაც, ეს
თვისება ალია, ის უეჭველად ავადმყოფია: ან ტვინშელახულია, ან ,,შუბლის კანი
გასწყვეტია“, რაც სენზე უფრო მეტი სნეულებაა.

5. საუკუნეთა ბეჭდით დამოწმებული ამ ჭეშმარიტების შეუსმენლობა


მოუხერხებელია, ამიტომ ძვირად მოიპოვება იმისთანა ერი, რომ ბევრი რამ საშინაო
საქვეყნოდ გამოაგანგაშოს.

54
6.ჩვენს წინაპრებსაც არათუ შეუგნიათ ეს ცხოვრების კანონი და დამორჩილებიან,
თითქმის კიდეც გადაუჭარბებიათ და საკუთარი სიტყვაც შემოუღიათ: ,,უცხო“,
,,საუცხოო“, რაც ნიშნავს კარგსა და მოსაწონს.

7.ჩვენ კი, დღევანდელ ქართველებს, სხვა დანაკლისთან ერთად, ესეც დაგვიკარგავს


და, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი შემარცხვენი და საზარალოა, საქვეყნოდ
გამობაქიაქეთ ხოლმე და დიდის თავმომწონებით გავიძახით: ,, დეე, ამით ავუხილოთ
თვალი ჩვენს მოყვარეობასა.“ მაგრამ სად არის თვალის ახელა?

8. ამგვარი წინდაუხედაობით მხოლოდ მტრებს ვაძლევთ მახვილს ხელში, რომ ჩვენივე


მითითებით ჩვენვე დაგვჭრან, დაგვაწყლულონ და, კურდღლისა არ იყოს, ჩვენივე
ქონით თვალები ამოგვწვან, ხოლო რუსთველის მოძღვრებას: ,,ზოგჯერ თქმა სჯობს
არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“ - ხანდახან მხოლოდ სცენაზე
წავიტიტინებთ ხოლმე.

1. რა არის პირველი აბზაცის ფუნქცია?


ა) საჭირო შენიშვნის ახსნა; ბ) მსჯელობის დაწყება; გ) საწირო დასკვნის
გაკეთება.
2. რა არის პირველი აბზაცის მთავარი აზრი?
ა) პირუტყვი ყველგან და ყოველთვის ერთგვარად იქცევა; ადამიანთაგან ბევრი
იქცევა პირუტყვულად; გ) გონებრივმა განვითარებამ ადამიანს სირცხვილ-
კდემა განასხვავებს;
3. რა არის მეორე აბზაცის მთავარი აზრი?
ა)ადამიანს თავისი ნამდვილი ბუნების შენიღბვა შეუძლია; ბ)კაცობრიობამ
სულიერი და გონებრივი განვითარების პირველ საფეხურზევე სირცხვილ-
კდემა შეიძინა; გ) გონებრივმა განვითარებამ ადამიანს სირცხვილ-კდემა
დააკარგვინა.
4. სიტყვა „ძვირად“ რა მნიშვნელობითაა ნახმარი მეხუთე აბზაცში?
ა) დიდ ფასად; ბ) იშვიათად; გ) ათასში ერთხელ.
5. მეექვსე აბზაცის მიხედვით, ვის თვალში უნდა ჩანდეს საგანი კარგად და
მოსაწონად?
ა) წინაპართა თვალში ბ) საზოგადოების თვალში; გ) უცხოს თვალში.
6. მეშვიდე აბზაცის მიხედვით, რა დაგვიკარგავს ქართველებს?
ა) თავმოყვარეობა; ბ) საკუთარი ნაკლის შემჩნევის უნარი; გ) სწორმხედველობა.
7. რომელ ფრაზაში გამოთქმული აზრი არ ეწინააღმდეგება მეშვიდე აბზაცში
გატარებულ აზრს?

55
ა) „მოყვარეს პირში უძრახე „ ბ)“მიჰყევ სიმართლესა გამოგილევს სინათლესა“
გ)“ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების „
8. რა არის გამოაშკარავებული მეშვიდე აბზაცში ?
9. ა)ქართველთა წინდახედულობა ბ)ქართველთა წინდაუხედაობა გ)ქართველთა
სიდინჯე
10. როგორ ასაბუთებს ავტორი ამ წერილში საკუთარ თვალსაზრისს ?
ა)ორიგინალური მსჯელობით ბ) სხვათა ნათქვამის დამოწმებით გ)სხვა
მოაზროვნეებთან პაექრობით.
11. რა არის აკაკი წერეთლის ამ წერილის მიზანი ?
ა)ქართველთა გაკიცხვა ბ)ქართველთა გამოფხიზლება გ)სხვა ერების
მოსატყუებელი ნიღბის გამოგონება
12.როგრო დაასათაურებდით მოცემულ სტატიას ?
ა)“?ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“
ბ)“სირცხვილ-კდემა „ გ) „საუცხოო“

თავი XI

რეფლექსია

სსიპ. ქ. ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის IXბ კლასში


ჩავატარე კვლევა : ,,მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონე და მისი გადაჭრის გზები
IX ბ კლასში“ . კვლევის მიზანი იყო წიგნიერების დონის დადგენა, პრობლემის
გამოკვეთა და მისი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა, გამერკვია ,რამდენად
ეფექტურად ვახორციელებდი ჩემს პრაქტიკაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის
ამაღლებას, კოლეგების უკუკავშირს.

კვლევა განხორციელდა 2019 სასწავლო წელს , გრძელდებოდა ხუთი თვე


(იანვარი ,თებერვალი, მარტი ,აპრილი, მაისი).საკვლევ საკითხებზე პასუხის
გასაცემად გამოვიყენე კვლევის თვისობრივი (ფოკუს-ჯგუფი, დაკვირვება),
რაოდენობრივი(ანკეტირება) მეთოდები. დავგეგმე ინტერვენციები და შევიმუშავე
კითხვარები. მოსწავლეთა, მშობელთა გამოკითხვა იყო ანონიმური, ხოლო
მასწავლებელთან ჩავწერე ინტერვიუ. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო
სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა: ისტ-ის გამოყენებით გამდიდრებული
გაკვეთილები, სხვადასხვა ჟანრის წიგნების კითხვა, მსჯელობა, სქემებისა და
კითხვარების შევსება...

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ

56
მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები. კოლეგებთან რამდენჯერმე მოვაწყვე
შეხვედრა. მოვისმინე მათი უკუკავშირი, სადაც მიუთითეს, რომ თვითონაც
გამოიყენებდნენ იმ მეთოდებსა და ინტერვენციებს, რომლებიც აღნიშნულ კვლევაშია
მოცემული.

კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების


შეფასების საფუძველზე მივიღე შემდეგი; მოსწავლეთა უფრო მეტი დაინტერესება,
ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია კითხვის მიმართ. სასწავლო წლის ბოლოს
გაუმჯობესდა მოსწავლეთა სწავლის შედეგები, მიღწეულ იქნა IXბ კლასი ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები .

ინტერვენციის პროცესი და საბოლოო დასკვნები მოკლე პრეზენტაციის სახით


წარვადგინე პედაგოგებთან.

ვფიქრობ, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა- „წიგნიერებასთან დაკავშირებული


პრობლემები და გადაჭრის გზები“ ერთ-ერთი მთავარი საკითხია IXბ კლასში
არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად. მასწავლებლებისთვის კვლევა-ინოვაციაა.
უკუკავშირი ჩემი სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო და ეფექტური გამოდგა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა მეთოდებიც და გზებიც შეიძლება
გამოვიყენოთ, რათა ყველა მოზარდს სრულყოფილად ჩამოვუყალიბოთ ეფექტური
კითხვის, წერის უნარები, ავამაღლოთ მათი წიგნიერების დონე.

აქედან გამომდინარე, ახალ სასწავლო წელს ინდივიდუალურად ვიმუშავებ იმ


მოსწავლეებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ სხვადასხვა ტიპის ტექსტის
გააზრება. ხშირად გამოვიყენებ სტრატეგიას ,,განმეორებითი კითხვა“.

ყოველ ინოვაციურ მეთოდს გამოვიყენებ საგაკვეთილო თუ კლასგარეშე


ღონისძიებებში. როგორც დამრიგებელი, კლასში სრულყოფილად შევისწავლი

მოსწავლეების საოჯახო პირობებს, ,, კლას საათს“ ჩავატარებ ზნეობრივ, ადამიანურ


ღირებულებებზე, წიგნიერებაზე, რომ დიდი ჯაფის გარეშე შეუძლებელია წარმატების
მიღწევა.

ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს. ვეცდები მნიშვნელოვნად გავამდიდრო


საკლასო ბიბლიოთეკა, გავაგრძელო ცალკეული მწერლების შესახებ ხელნაწერი
ჟურნალების გამოშვება...

კოლეგების უკუკავშირი ფასეული და გასათვალისწინებელია ჩემთვის.

პრობლემების გადაჭრა მხოლოდ თანამშრომლობითა და ერთობლივი ქმედებებით


მიიღწევა.

57

You might also like