You are on page 1of 4

სოციალური პროექტი-

,,ვიხცოვროთ ერთად სუფთა გარემოში“

ავტორი -ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2საჯაროსკოლის მასწავლებელი ნესტან


კიკალია
მონაწილეები - X კლასისმოსწავლეები,მშობლები;
კლასი -X
პერიოდი -20.09.7.10.2019

თემისაქტუალობა -
ჩემი ქალაქისთვის მეტად აქტუალურია გარემოს კეთილმოწყობის პრობლემა,რადგან ჩვენი
ქალაქის ქუჩები მეტად დაბინძურებულია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ას მეტრში ნაგვის
ურნებია განლაგებული, ეს ხდება ადამიანების დაუფიქრებულობით,ზოგიერთი ვერ საზღვრავს
რომ ამით ხდება წყლისა და ჰაერის დაბინძურება, რაც მავნე ზემოქმედებას იწვევს სოფლის
მოსახლეობაზე.დაბინძურებული გარემო კი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმთელობას. ამისი
ცოდნაც უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლებისთვის, ამიტომ
ჩვენ უნდა მკაფიო წარმოდგენა შეუქმნათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდ აგაუფრთხილდნენ და
მოექცნენ ბუნებას, რა დადებითი გავლენა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ადამიანის
ჯანმრთელობისთვის.
გარემოს დაცვის პრობლემა არის ძალიან აქტუალური მთელ მსოფლიოში და გულისხმობს
ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს
ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსე
ბული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზ
ღუდვა და გარემოზე ზემოქმედება.
ჩემი აზრით ,ბავშვების პასუხისმგებლობა გარემოს ზრუნვაზე მეტად მნიშვნელოვანი და
აქტუალურია, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო მომავლისათვის, მოსწავლეს უნდა
ჩამოუყალიბოთ გარემოზე ზრუნვის მეტად მრავალფეროვანი საკეთილდღეო თვისებები, სკოლამ
აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნების ამ თვისებების
აღმოჩენისა და განვითარების კუთხით.
მართალია, მოსწავლეებში ამ თვისებების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული
აქტივობები უწყობენ ხელს, მაგრამ მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების განხორციელება
საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა, ასეთები კი მათი მშობლები
არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი კლასის მოსწავლეების და მათი
მშობლების მონაწილეობით.

პროექტისმიზანი
განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული
უნარ-ჩვევები;
ა)ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
გ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები
1. I ეტპაზე ქოთანში ვრგავთ ყვავილებს აგრეთვე ხეებს ჩვენი სკოლის ეზოში;
2. II ვალაგებთ დ ავასუფთავებთ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
3.III ეტაპზე ვამზადებთ აბრებს და ვაკრავთ დასუფთავებულ ტერიტორიებზე რომ არ მოხდეს
ხელმეორედ დანაგვიანება.
4.კლასში მოეწყობა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია;
განხორციელების გზები
1.პროექტის იდეის, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. პროექტის სამი ეტაპი: ნერგების და სხვა მცენარეების შეგროვება, ყვავილების დარგვისა და
საქველმოქმედო ნაწილის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა (მშობლები);
4.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში
მონაწილე მშობლები ,მოსწავლეებთან ერთად;
6. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და
მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:


მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა
ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი წვლილის შეტანით
თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან სასკოლო
ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და შემწყნარებელი მოქალაქის
ჩამოყალიბებას, ასევე ბავშვების საქმიანობა დამაფიქრებელი იქნება ყველა თავისი
თანატოლებისათვის.
რესურსები:
ყვავილები, ნერგები,ხელთათმანები, ცოცხი,პაკეტები და სხვა.
პროექტისშეფასება
შედეგი გაიზომება
განზომვადი:
1.დალაგებული ტერიტორიის რაოდენობით.
2.დარგული მცენარეების რაოდენობით.
3.პროექტში მონაწილემოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
4.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული
მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი( პარალელური კლასის მასწავლებელი) აკვირდება
სამივე ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო
რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ შემთხვევაში დაიგეგმება
დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად, ღია კარის დღეები,
კლასში ქველმოქმედებისა და გარემოს მოვლის აქტიური პროპაგანდის აქტივობები.

პროექტისკალენდარი

აქტივობისდასახელება 20.09 23.09. 25.10 27.10 30.10.1 1.10. 4.10. 7.10.19


.19 19 . .19 9 19 19
19
1.პროექტის იდეისა, მიზნისა X
და ამოცანების დამუშავება;

2.პროექტის ეტაპებზე X
პასუხისმგებელი პირების
შერჩევა;
3. პროექტის სამი ეტაპის X
მონიტორინგის ჯგუფის
შერჩევა;

4.სკოლის შესასვლელი X
მიმდებარე ტერიტორიის
დასუფთავება

5.ინტერვენცია- X
მცენარეების ყვავილების
დარგვა.
5. სკოლის მიმდებარე X
ტერიტორიის დალაგება-
დასუფთავება
6.ყვავილების მორწყვა, X
აბრების დამზადება და
გაკვრა დასუფთვებულ
ტერიტორიებზე.
7.საბოლოო შეხვედრა - X
მრგვალი მაგიდა-
პრეზენტაცია, რომელსაც
დაესწრებიან პროექტში
მონაწილე მშობლები,
მოსწავლეები, სკოლის
ადმინისტრაცია;
8. პროექტის შეფასება - X
შედეგებზე დაყრდნობით სკო
ლის ადმინისტრაციის, მასწავ
ლებლებისა და მშობლებისათ
ვის რეკომენდაციების შემუშა
ვება.

7.10.2019წ.

You might also like