You are on page 1of 12

• გაგება

• ინტერპრეტირება
სამიზნე ცნება: • წერა
• ჟანრი - ინტერვიუ/წერილი

თემა

საკითხი: იდეა
ხედვის კუთხე

კომპლექსური დავალების პირობა:

ტექსტს რომ წაიკითხავ, იქ ერთი ძალიან საინტერესო პერსონაჟი - თეთრი ვეშაპი


შეგხვდება. მოდი, „ჟურნალისტობანა“ ვითამაშოთ. ვითომ - ჟურნალისტი ხარ და მას, თეთრ
ვეშაპს, ინტერვიუ უნდა ჩამოართვა. დაუსვი სულ მცირე 3 შეკითხვა - შეკითხვები, რა თქმა
უნდა, თავად უნდა მოიფიქრო. შემდეგ დახუჭე თვალები, თავი თეთრი ვეშაპის ადგილას
წარმოიდგინე, იფიქრე, შენს შეკითხვებზე რა პასუხებს დაგიბრუნებდა და პასუხებიც დაწერე.
ინტერვიუს ჩასაწერად გთავაზობ სქემას, რომელიც შეგიძლია ამობეჭდო ან შენს რვეულში
გადაიხაზო.
გაითვალისწინე:
• ინტერვიუს თემა ნაწარმოების თემიდან უნდა გამომდინარეობდეს.
• თეთრ ვეშაპს ინტერვიუ მისი გაუჩინარების შემდეგ ჩამოართვი.
• გაითვალისწინე თეთრი ვეშაპის თვისებები.
• დავალების წერისას აუცილებლად დაგჭირდება კითხვის ნიშნის გამოყენება.

1
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

➢ ტექსტის კითხვისას ფერად ბარათებზე ამოიწერე ის სიტყვები და ფრაზები, რომლებიც


დაგეხმარება ინტერვიუს კითხვებისა და პასუხების მომზადებაში.
➢ კითხვის პარალელურად შეგიძლია ჩანახატებიც გააკეთო, რომლებიც შემდეგ
დავალების შესასრულებლად ძალიან გამოგადგება.
➢ დახუჭე თვალები და რაც წაიკითხე, ყველაფერი წარმოიდგინე!

სანამ ტექსტს წაიკითხავდე

ტექსტის სათაურია „სველი წერილი“. მოდი, ერთი ექსპერიმენტი ჩაატარე:


აიღე ფურცელი, ჩვეულებრივი კალმით ან ფანქრით ჩამოწერე ის, რაც თეთრ ვეშაპზე
იცი. შემდეგ ეს ფურცელი წყლით დაასველე.
დაუკვირდი, რა მოუვა ნაწერს და ფურცელს.
როგორ ფიქრობ, ნაწარმოებში „სველი წერილი“ - სველი წერილი როგორი უნდა იყოს,
რომ მისი წაკითხვა შეიძლებოდეს?

2
აქ შენი ვარაუდები ჩამოწერე სველი წერილის ტექსტს რომ წაიკითხავ, დაბრუნდი და ჩაწერე:
შესახებ: სინამდვილეში როგორი აღმოჩნდა სველი
წერილი?

3
სველი წერილი
ანეტა კაპანაძე

ლექსიკონი
ონავარი - ცელქი, მოუსვენარი
სილის - ქვიშის
ჟრიამული - მხიარული ხმაური
ლიცლიცა - აქ: მზეზე მოელვარე, კამკამა
ტივტივი - საგნის, სხეულის სითხის ზედაპირზე გაჩერება და ნელი მოძრაობა.
განგაში - მღელვარება, აურზაური.

I თავი

ეს ამბავი ერთ პატარა კუნძულზე მიამბეს. იქ შენხელა ონავარი ბავშვები ცხოვრობენ. მათაც
ყოველ დილით უწევთ სკოლაში წასვლა. შენსავით წერენ, კითხულობენ, ანგარიშობენ.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი ქვიშიან სანაპიროზე გარბიან. გოგონები ფერად-
ფერად ნიჟარებს აგროვებენ. ბიჭებს ქვიშაში გვირაბები გაჰყავთ. სილის ციხესიმაგრეებს
აგებენ. ადრე კუნძულელ ბავშვებს კიდევ ერთი გასართობი ჰქონდათ. გაინტერესებთ, რა?

ვეშაპი!

ჰო, ჰო, დიდი თეთრი ვეშაპი!

ის მათი ჟრიამულის ხმაზე მოცურდებოდა. ჯერ შადრევანს ამოუშვებდა ზურგიდან. ამით


ანიშნებდა, მოვედი და ვითამაშოთო.

ატყდებოდა კისკისი და წუწაობა. ბავშვები ვეშაპის შადრევანს ხელებს უშვერდნენ.


უხაროდათ, უხაროდათ. მერე ვეშაპი ამოხტებოდა წყლიდან. დიიდი ტალღით ამორეკავდა
ბავშვებს ნაპირზე და კუდს მოიქნევდა. ეს უკვე დამშვიდობების ნიშანი იყო.

4
ერთხელ ვეშაპი ჩვეულ დროს აღარ მოცურდა. ბიჭებმა შეწყვიტეს ქვიშის ციხე-კოშკების
შენება. გოგონებს მობეზრდათ ნიჟარების შეგროვება. შეფიქრიანებული ბავშვები ჩამოსხდნენ
ნაპირზე. მოჭუტული თვალებით გაჰყურებდნენ ლიცლიცა ზღვას.

II თავი

_ გამოჩნდა! _ იყვირა მზით გარუჯულმა ბიჭმა და ხელი გაიშვირა. მართლაც, ზღვის


ზედაპირზე ვეშაპის ზურგი გამოჩნდა.

_ ე, შადრევანს არ უშვებს?! _ გაუკვირდათ ბავშვებს. ერთმანეთს გადახედეს და მხრები


აიჩეჩეს. ვეშაპი ნაპირთან შორიახლო გაჩერდა. მერე ამოხტა წყლიდან, კუდი დაიქნია,
ჩადგაფუნდა წყალში და გაუჩინარდა. ტალღამ კი ბავშვების ფეხებთან მწვანე ბოთლი
გამორიყა. ყველაზე უფროსმა გოგონამ ხელში აიღო. დანარჩენები შემოეხვივნენ და კარგად
დაათვალიერეს. ბოთლი გამჭვირვალე იყო. ჩანდა, რომ მასში სითხე ესხა. ხოლო სითხეში
რაღაც ტივტივებდა. იფიქრეს, იფიქრეს ბავშვებმა და გადაწყვიტეს მასწავლებელთან
გაქცეულიყვნენ. ის იქვე, სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა.

მასწავლებელმა ყურადღებით მოისმინა ბავშვების ნაამბობი. ბოთლიც დიდხანს ატრიალა


ხელში. მერე მაგიდაზე თასი დადგა და სითხე შიგ ჩაცალა. ბოთლიდან ზღვის მომწვანო-
მოცისფრო წყალი გადმოიღვარა.

_ ვაი! _ ერთხმად წამოიძახეს ბავშვებმა.

წყალში პატარა კონვერტი ტივტივებდა. აი ისიც:

მასწავლებელმა ფრთხილად გახსნა კონვერტი. წერილი წყალშივე გაშალა. რა ექნა, მათ ხომ
ზღვის ბინადარი სწერდა!

ესეც წერილი:

“ბავშვებო! ჩვენთან განგაშია! ზღვაში იმდენი ნაგავი დაგროვდა, ფსკერის დალაგებას ვეღარ
ვახერხებთ! ორი დღეა კვნესის წყლის კუ, მუცელი სტკივა. ამბობენ, პარკი გადაყლაპაო.
მოხუცმა ბაბუა კიბორჩხალამ კონსერვის ქილაზე მარწუხი დაიშავა!

გადავდივართ სხვა ზღვაში საცხოვრებლად!

მშვიდობით!

20 სექტემბერი

თეთრი ვეშაპი

P.S. მომენატრება თქვენთან თამაში.“

5
კითხვის ნიშანი

კითხვითი წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი იწერება. მაგ.:


რა გინდა? რომელი საათია?

ინტერვიუს სქემა

ინტერვიუ თეთრ ვეშაპთან

კითხვა:

პასუხი:

6
კითხვა:

პასუხი:

კითხვა:

პასუხი:

შინაარსის უკეთ გაგება-გააზრებისთვის


ტექსტის მიხედვით უპასუხე კითხვებს

7
წერილი თეთრ ვეშაპს
წარმოიდგინე, რომ შენც კუნძულელი ბავშვი ხარ და გაუჩინარებულ თეთრ ვეშაპს წერილი
მისწერე.
წერილის წერისას გაითვალისწინე:
მიმართვა/მისალმება
ძირითადი ნაწილი
დამშვიდობება
შეეცადე, რომ წინადადებების ბოლოს წერტილი არ დაგავიწყდეს.
დაფიქრდი, როგორ გაუგზავნიდი წერილს თეთრ ვეშაპს ისე, რომ არ დასველდეს?

8
საკუთარ ცხოვრებასთან და გამოცდილებასთან დაკავშირება

თეთრმა ვეშაპმა ბავშვებს ასეთი წერილი გამოუგზავნა:

9
“ბავშვებო! ჩვენთან განგაშია! ზღვაში იმდენი ნაგავი დაგროვდა, ფსკერის დალაგებას ვეღარ
ვახერხებთ! ორი დღეა კვნესის წყლის კუ, მუცელი სტკივა. ამბობენ, პარკი გადაყლაპაო.
მოხუცმა ბაბუა კიბორჩხალამ კონსერვის ქილაზე მარწუხი დაიშავა!
გადავდივართ სხვა ზღვაში საცხოვრებლად!
მშვიდობით!
20 სექტემბერი
თეთრი ვეშაპი
P.S. მომენატრება თქვენთან თამაში.“

რას ურჩევდი შენს თანატოლებს, კუნძულელ ბავშვებს, რომ ზღვის ფსკერი არ დანაგვიანდეს?

მე ერთ იდეას მოგაწვდი, როგორ შეიძლება უბრალო პლასტმასის ბოთლი კი არ გადააგდო,


არამედ მისგან მშვენიერი ჩიტის ბუდე დაამზადო:

10
თამაში „ჟურნალისტობანა“

არასავალდებულო აქტივობა

თეთრი ვეშაპის უკეთ წარმოსადგენად გთავაზობ, თეთრი ვეშაპი თავად დაამზადო,

ინსტრუქციას აქ ნახავ.
როდესაც შენი ვეშაპი მზად იქნება, შეგიძლია, ოჯახის წევრები ერთად შეკრიბო და პატარა
წარმოდგენა დადგა: შენ გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი ხარ, სტუდიაში სტუმრად კი
გაუჩინარებული თეთრი ვეშაპი მოიწვიე, რომლის როლსაც შენ მიერ დამზადებული თოჯინა
შეასრულებს.
ასე ნამდვილად გაერთობი!
ჩემი რჩევა იქნება...
შენს გადაცემას სახელი მოუფიქრე;
მიკროფონი დაამზადე და ზედ გადაცემის სახელი მიაწერე;
სახლში პატარა სტუდია მოაწყვე;
მოიწვიე მაყურებლები
და თამაშიც დაიწყო...

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად გამოგადგება

ვაშინგტონის სანაპიროსთან ვეშაპის იშვიათი თეთრი ნაშიერი დააფიქსირეს

მოკლე ანიმაციური ფილმი ვეშაპის შესახებ:

11
თვითშეფასება

ყურადღებით ვეთანხმები არ ვეთანხმები მიჭირს პასუხის


წაიკითხე გაცემა

ჩემთვის ეს
დავალებები
საინტერესო იყო

ადვილად გავართვი
თავი

რაც ვისწავლე,
მომავალში
გამოვიყენებ

აქტივობა, რომელიც
ყველაზე მეტად
მომეწონა

12

You might also like