You are on page 1of 34

ქებაი და დიდებაი

ქართულისა ენისაი
• ქართული ენის წარმოშობის თეორიები

• ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ


ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის
ენების ფუძეენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის
ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის
განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული
ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა
გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად
ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს
რამდენიმე ავტორი მიაკუთვნა [1
ძველი კოლხეთის ენას, როგორც უძველეს
ქართულ ენას, გენეტიკურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია
დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე
კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ

სხვადასხვა შეხედულება არსებობს საერთოქართველური ენის შესახებ. ზოგიერთი მოსაზრებით ის უკვე


ფუნქციონირებდა ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში, სხვები კი ასეთ დროდ ძვ. წ. II-I ათასწლეულებს ასახელებენ.
საკამათოა ქართველური ენიდან ქართული, სვანური და ზანური ენების გამოყოფის საკითხი. ზოგიერთი
შეხედულებით სვანურის გამოყოფა ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება, ზანურისა კი ძვ. წ. I ათასწლეულის
დასაწყისით. არსებობს მოსაზრება სვანური ენის ძვ. წ. X საუკუნეში გამოყოფის შესახებ , ხოლო ზანურის
გამოყოფის პერიოდად ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა მიაჩნიათ. უკანასკნელ დროს
გამოითქვა მოსაზრება, რომ საერთოქართველური ენის დაშლა წელთაღრიცხვათა მიჯნაზე მოხდა.
• ქართული ენის განვითარების საფეხურები

• ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული . ძველი ქართული ენა არქაული

ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია ,

მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას . ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება

ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით ; მიუხედავად ამისა , ძველი ქართული ენა

მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა . ძველი ქართულის უძველეს ძეგლებად ითვლება

დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ . წ . IV საუკუნე ), იუდას უდაბნოს წარწერები

(430) და წარწერები ბოლნისის სიონზე , რომელიც V საუკუნის ბოლო მეოთხედისა . პირველი თარიღიანი

ხელნაწერია „სინური მრავალთავი“ (864), თარიღიან ოთხთავთა შორის ყველაზე ძველია ადიშის

ოთხთავი (897), რომელიც დღეს მესტიის მუზეუმშია დაცული . V საუკუნიდან იქმნება ქართული

ორიგინალური ლიტერატურა. პირველი ლიტერატურული ძეგლი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაა “.


• ფარნავაზ მეფეს მიეწერება ქართული დამწერლობის
შექმნა („შექმნა მწიგნობრობა ქართული“).

• ფარნავაზი მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფიაში


დათარიღებულია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულითა და III
საუკუნის I ნახევრით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი
კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს (პ. ინგოროყვა – ძვ. წ.
284–219 წწ., ს. გორგაძე – ძვ. წ. 272–206 წწ.).[8]
• ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები
• ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული
სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური
ასომთავრული, მრგვლოვანი, ასომთავრული),
ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და
მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი
გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს,
მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის
თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა
ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო
მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის
მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული
წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი
მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული
დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული
დამწერლობის ცნებას.
ნუსხური

მხედრული
ასომთავრულ

• ქართული ასომთავრული წარწერა წმ. დავითის ლავრაში
შესასვლელი კარის თაღზე.
ბაგრატ IV-ის სიგელი —
მხედრულით შესრულებული
უძველესი დოკუმენტი (XI
საუკუნე)
ერთ-ერთი გვერდი 1876 წელს
გამოცემული „დედა ენიდან“.
• მარცხნივ: ბოლორგირი; მარჯვნივ: ნუსხური. სომხური
ბოლორგირისა და ქართული ნუსხურის სტილისტურ–
გრაფიკული მსგავსება.
• ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე
საუკუნეში. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მას საფუძვლად
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური
დაედო. არის მოსაზრება, რომ ქართული ენის საფუძველი გახდა
ზედიალექტური კოინე — დედაქალაქის (მცხეთის) მეტყველება. XI-XII
საუკუნეებში ქართული ენა იმდენად განვითარებული იყო, რომ
ფილოსოფიურ თხზულებათა ქართულად თარგმნა და ინტერპრეტაცია
დაუბრკოლებლად ხდებოდა (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი). ახალ
ქართულ ენაზე შეიქმნა XII საუკუნის საერო ლიტერატურა (ვეფხისტყაოსანი,
მეხოტბეთა პოეზია, საისტორიო ორიგინალური ნაწარმოებები, ნათარგმნი
პოეზია). XVIII საუკუნეში ახალი ქართული ენის ჩამოყალიბების პროცესი
დასრულებულია (დავით გურამიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი). XVIII
საუკუნის 60-იანი წლებიდან შეწყდა ქართული ენის ბუნებრივი
განვითარების ხაზი, რაც დაკავშირებულია ანტონ I-ის მოღვაწეობასთან.
ერთი საუკუნის შემდეგ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენის
განვითარების ჩვეულებრივ ჩარჩოებში მოქცევასა და თანამედროვე
ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია
ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან
ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
• ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა
• ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე,
ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს
ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა —
როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც
ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:

• ჱ — ჰე
• ჲ — იოტა
• ჳ — ვიე
• ჴ — ხარი
• ჵ — ჰოე
• თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება
ქართველურ ენებსა თუ დიალექტებში (ხევსურული, ფშაური,
სვანური, ტაოური, იმერხეული, ფერეიდნული...).

• თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი.


ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება“.
• ლექსიკა
• ისევე, როგორც ყველა სხვა ენა, ქართული ენაც საუკუნეების
განმავლობაში განიცდიდა სხვა ენების გავლენას. ქართულ
ენაში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა სპარსული,
არაბული, თურქული, რუსული ენებიდან შესული სიტყვები.
ქართული მწერლობა ამდიდრებდა ენას დიალექტური
ლექსიკური ერთეულებითაც.
აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ
ჯგუფს: 1. ფხოური: ხევსურული, მოხეური,
თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი
არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური
(ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ
დიალექტებთან — მოხეურთან, ფშაურთან,
ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე
ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4.
დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და
ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5.
სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და
იმერხეული; 6. ინგილოური.
ციტატები
• „დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ
მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა
ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს
დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე
ჰრქვიან… და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა
უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას
მეორედ მოსვლისა უფლისასა…“
• (იოანე ზოსიმე)
• 9. ხოლო სვანნი, რომელნიცა კავკასიისა მთათა შინა
მოსახლენი არიან უწყიან მათ და ლაპარაკობენ ქართულსა,
არამედ აქვსცა მათცა საკუთარი ენა რაიმე სხვაცა. ეგრეთვე
ჯიქთა და ალანთა შორისცა იპოების ქართული, მაგრამ მათ
შორის უფრო მცირედნი არიან მოლაპარაკენი
ქართულისანი ჟამსა ამას.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-


პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ
ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ
შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ
მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის
მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის,
საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით
არ უნდა შეეხოს. ილიაჭავჭავაძე

You might also like