You are on page 1of 2

‘’დავითკოპერფილდი’’

ჩარლზ დიკენსის რომანი "დავით კოპერფილდი" 1950 წელს გამოიცა. ნაწარმოები


მიეკუთვნება აღმზრდელობითი ხასიათის რომანს. ეს არის ამბავი ახალგაზრდის
შესახებ, რომელიც მზადაა გადალახოს ყველა წინააღმდეგობა, რათა სასურველი
ბედნიერება მოიპოვოს. რომანში აღწერილია კოპერფილდის ცხოვრება სავსემრავალი
სირთულით. თუმცა ყველა ამ დაბრყოლების გადალახვის შედეგად დავითი იძენს
მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაწარმატებულ მწერალად ხდება.

‘’დავით კოპერფილდი’’ - არის რომანი, რომელშიც მთავარი გმირი გვიყვება თავის


ცხოვრებაზე, ცხოვრების ამა თუ იმ ხანაში განცდილ გრძნობებზე, ყველაფერ იმაზე, რაც
ძვირფასია მისთვის, როგორც მოგონება. აგრეთვე, აღსანიშნავია ის, რომ დავითი მთელი
თავისი რომანის მანძილზე ისე დაწვრილებით და ნათლად გვიხატავს საკუთარი
ცხოვების სურათებს, რომ მკითხველს შეუძლია თავად იმსჯელოს ამა თუ იმ
კონკრეტულ მდგომარეობაზე, რომელშიც მთავარი გმირი არის(იყო) ჩავვარდნილი.

მთელი რომანის განმავლობაში დავითის სულში დაპირისპირება არსებობს


ბავშვური უმანკო რწმენისა, რომ სიკეთე საბოლოო ჯამში აუცილებლად გაიმარჯვებს
და დაამარცხებს ბოროტებას, დაუნდობელ რეალობასთან. ცხოვრებაში განცდილმა
არაერთმა იმედგაცრუებამ და დანაკლისმა თანდათან დაანახა პატარა ბიჭს, რომ
ზღაპრებში არსებული ბოროტი პერსონაჟები უბრალო გამოგონება არაა, ისინი რეალურ
სამყაროში ნამდვილად არსებობენ. დავით რეალური სამყაროს უსამართლოებას ჯერ
კიდევ ბავშვობაში შეეჯახა, მაშინ, როცა დედამისმა მეორე მეუღლედ მისთვის
შეუფერებელი კაცი შეარჩია.

დავითის დედა - იყო უბედური, ძალზე მიამიტი და უმწეო ქალი, რომელიც მეორე
ქმრის ნებას დამორჩილდა და მას ვერანაირად ვერ შეეძლო თავისი ინტერესების დაცვა.
დავითს მისტერ მორდსტონი უხეშად და მტრულად ექცეოდა. დედას ქმრის შიშით
შვილის მოფერებისგანაც იკავებდა თავს. ყოველივე ამის შედეგად დავითს მამინაცვალი
მთელი არსებით შესძულდა. სწორედ, აქედან იწყება დავითის მრავალი უბედურება.

შვიდ წლამდე დავითს ყოველმხრივ უდარდელი ბავშვობა ჰქონდა და იგი


ბედნიერ ბავშვად იზრდებოდა დედასა და ძიძასთან ერთად. მართალია, დავითის მამა
ჯერ კიდევ შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა და ბიჭი მამის გარეშე იზრდებოდა,
დავითსდედა ჰყავდა, რომელიც აღმერთებდა შვილს, და ერთგული ძიძა, რომელსაც
თავდავიწყებით უყვარდა მისი ‘’პატარა დევი’’.

ბავშვს, რომელსაც პატარაობაში სიყვარულით ზრდიდნენ და რომელზეც


ზრუნავდნენ, უფრო დიდხანს შეუძლია შეებრძოლოს და წინააღმდეგობა
გაუწიოს/შეებრძოლოს ცხოვრებისეულ უსამართლობას, ამიტომაც დავითის ცხოვრების
იმ მოკლე, მაგრამ მაინც ბედნიერმა ხანამ, უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა მის
მომავალზე.

უსამართლო მოპყრობამ, სიღარებემ და გარშემომყოფების თვალთმაქცობამ


დავითის ბუნებით კეთილ გულს ვერაფერი დაუშავა. დევის გაუმართლა იმ
თვალსაზრისით, რომ მას ცხოვრების ყველა ეტაპზე ჭეშმარიტი, ერთგული მეგობრები
გვერდით ჰყავდა. ბავშვობაში ძიძა, კლარა პეგოტი, სულ მასთან იყო, ხოლო მოზრდილ
ასაკში უკვე გაჩნდნენ აგნესა უიკფილდი, მისტერ მიკობერი, თომას ტრედელსი და, რა
თქმა უნდა, ბეთსი ტროტვუდი. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ასწავლის დავითს,
რომ მხოლოდ დაუზოგავი შრომითა და ადამიანური ღირსების შენარჩუნებით იგი ადრე
თუ გვიან სასურველ მიზნამნს მიაღწევს, ასეც მოხდა მის შემთხვევაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. http://www.shmoop.com/david-copperfield/writing-style.html (16.01.17)
2. http://www.shmoop.com/david-copperfield/david-copperfield-character.html (16.01.17)
3. http://iessay.ru/ru/writers/foreign/d/dikkens/stati/devid-kopperfild/zhanr-romana-devid-
kopperfild-ch.-dikkensa (16.01.17)

You might also like