You are on page 1of 4

გვიანი კლასიკის ეპოქის ქანდაკება

ხელოვნებაზე უმნიშვნელოვანესს გავლენას ახდენს პოლიტიკური და ეკონომიკური


მდგომარეობა. სწორედ ასეთმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა კლასიკური
ეპოქიდან მეცნიერებს ცალკე გამოეყოთ გვიან კლასიკური ეპოქა. კონკრეტულად , ამის
მიზეზი გახდა პელოპონესის ომი. გვიანი კლასიკა მოიცავს ძვწ მეხუთე მეოთხე საუკუნეებს.

გვიანი კლასიკის ტენდენციების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა ადამიანის სულის ,


მისი პიროვნულის, ინდივიდუალურის, მისი `მე~-ს წინა პლანზე წამოწევა, რაც აქამდე უცხო
იყო როგორც ბერძნული ფილოსიფიისათვის და ლიტერატურისათვის, ისე სახვითი
ხელოვნებისათვის. საზოგადოება იაზრებს,რომ ხელოვნების მთავარი დანიშნულებაა
ადამიანის სულიერი მდგომარეობის გადმოცემა.სწორედ ამას ქადაგებდა სოკრატე .
პლასტიკა, როგორც ძველი ბერძნული სახვითი ხელოვნების წამყვანი დარგი, გვიანი
კლასიკის ეპოქაში საუკეთესოდ ასახავს სოკრატეს ამ ფორმულას .

ამ პერიოდში გვხვდება მრავალი თემატიკის მქონე რელიეფები. ისინი


გვხვდებოდა,როგორც ტაძრების ფასადებზე ასევე სტელებზე ანუ საფლავის ქვებზე . მათი
თემატიკა ძირითადად სხვადასხვა სიუჟეტებში წარმოდგენილი გარდაცვლილი
ადამიანები იყო,ზოგჯერ კი სიკვდილის მითოლოგიური სიუჟეტები.

ასეთია, მაგალითად, რელიეფური ფილა ჰერმესის, ორფეუსისა და ევრიდიკეს


გამოსახულებით, სადაც ასახულია, თუ როგორ დააბრუნა ორფეოსმა მეუღლე
გარდაცვლილთა სამყაროდან თავისი ხელოვნების ძალით, მაგრამ რადგანაც
ღმერთებისთვის მიცემული პირობა დაარღვია, იძულებულია მას სამუდამოდ
დაემშვიდობოს. მოქანდაკე სტელაზე კარგად გადმოსცემს ორფეუსის სევდას საყვარელი
ქალის დაკარგვის შემდეგ.

მოგვიანებით უფრო იხვეწება სტელების ფორმები. ისინი უფრო განიერი ფორმის


ხდება,რაც შესაძლებლობას იძლევა სტელებზე რამდეიმე ფიგურიანი კომპოზიციის
გამოსახვის. მათში უკვე გვხვდება მეტი ემოციური სცენები და ქმედებები . მოქანდაკეები
ცდილობენ მაქსიმალურად გამოსახონ პერსონაჟების გრძნობები და განწყობები .

ეს ყველაფერი ხაზების რიტმით და კომპოზიციის საერთო წყობით გადმოიცემა. ასეთი


რელიეფების გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს, მაგალითად, ე. წ. ჰეგესოს სტელა , სადაც
გარდაცვლილი ქალი მოახლესთან ერთადაა წარმოდგენილი .

ყველასგან განსხვავებულია პროკლეიდეს სტელა,რომელსაც შენობის ფორმა აქვს.


ფილას გააჩნია ფრონტონი,რომლის წყალობით ფილამ სიღრმე შეიძინა . თავად
ფიგურები მრგვალი ქანდაკებების მოცულობითაა მოცემული. ამ სტელაზე გამოსახულია
ოჯახის წევრები და მოქანდაკემ კარგად გამოსახა მათი დამოკიდებულება ერთმანეთის
მიმართ.

ასევე გამორჩეულია კიდევ ერთი საფლავის ქვა, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა


მამაკაცი და თავისი ძაღლი, რომელსაც სევდიანად შესცქერის მოხუცი მამა თუ
აღმზრდელი. აქვეა პატარა ბიჭის გამოსახულებაც, რომლის პოზაც უსაზღვრო მწუხარებას
გამოხატავს. მას .ამის შემდეგ წყდება სტელების კეთება რადგან ძალაში შედის კანონი
საფლავების მდიდრულად გაფორმების წინააღმდეგ.

ტაძრების რელიეფური ფრიზები

ბერძნულ სკულპტურულ ნიმუშებს შორის გამოირჩევა ტაძრების ფრიზები . მათ შორის


აღსანიშნავია ათენა ნიკეს ტაძრის ფრიზი. მას არ აქვს ერთიანი კომპოზიცია, მისი
ყოველი ფასადის რელიეფები დასრულებულ სურათს წარმოადგენს. Fasadebze mocemulia
ღმერთების გამოსახულებები და ბრძოლის სცენები. ფრიზზე ასახულია პლატეას ბრძოლა .
ათენა ნიკეს ტაძრის ფრიზი საკმაოდ მაღალი რელიეფითაა მოცემულ. ფიგურებს შორის
მეტია ინტერვალები, თავისუფალი სივრცე, თავად პერსონაჟები უფრო მძაფრ
მოძრაობაშია მოცემული. ათენა ნიკეის ტაძარი ასევე გამოირჩევა ტავისი ბალუსტრადუს
რელიეფებით,რომელიც ძვწ მეხუთე საუკუნეშია შესულებული. რელიეფები ბალუსტრადის
შიდა მხრეს ამკობს, რომელიც სამი მხრიდან უვლიდა გარს ტაძრის წინ მდებარე სივრცეს .
მათზე ტახტზე მჯდომი ათენაა წარმოდგენილი, რომლის გარშემოც ფრთოსანი ნიკეები
სხვადასხვა მომენტში არიან გამოსახული. ისინი მარმარილოშია შესრულებული . თავად
ნიკეს ფიგურა ცალფეხზეა დაყრდნობილი და ამავდროულად სანდალს იკრავს.

ბრიტანეთის მუზეულში ინახება ბასას აპოლონოის ტაძრის ერთ-ერთი ფრიზი .რელიეფები


ბერძნებისა და ამორძალების და ლაპითებისა და კენტავრების ბრძოლას ეძღვნება . მისი
რელიეფის ფორმები უხეში და ნაკლებად დეტალიზებულია. პერსონაჟები უფრო
განზოგადოებულადაა გადმოცემული,თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგადაა
გადმოცემული მათი ემოციები და გრძნობები. ოსტატი განსაკუთრებით უსვამს ხაზს
სისხლისმღვრელი ბრძოლის დაძაბულ მომენტებს, რთულ, ურთიერთსაპირისპირო
მოძრაობებს. მათი უმეტესობის გამოსახვა წააგავს ნონ ფინიტო-ს,რომელსაც უფრო
მოგვიანო პერიოდში გამოიყენებდნენ. საინტერესოა ისიც , რომ ფრიზი არა ტაძრის
ექსტერიერს, არამედ ინტერიერს ამკობდა, რაც თავისთავად ასევე მნიშვნელოვანი
სიახლეა.

გვიანი კლასიკის სტილის ასევე მნიშვნელოვანი მონუმენტია, მცირე აზიის ტერიტორიაზე


მდებარე ქალაქ ქსანტოსში შექმნილი ნერეიდების მონუმენტი. იგი მმართველის სამარხს
წარმოადგენს. მაღალ ცოკოლზე(შენობის ქვედა ნაწილი,რომელიც საყრდენს ეყრდნობა )
დადგმული ბერძნული ტიპის ტაძრის სვეტებს შორის აფრიალებულ სამოსში ჩაცმული
ქალის 12 ქანდაკება დგას (ნერეიდები) . მათ ნეირიდები ეწოდებათ . ნეირიდები
გამოირჩევა იმითაც,რომ ბერძნული კულტურისგან განსხვავებით მათში გამოსახულია
მმართველების განდიდება,რაც აღმოსავლურ გავლენაზე მიგვითიტებს. ცოკოლი და არე
სვეტისთავებს ზემოთ ასევე მორთულია რელიეფური ფრიზებით. ამ სამარხის
არქიტექტურაში გაერთიანებულია ,როგორც აზიური ასევე ბერძნული კულტურა .

მსგავსი სინთეზი გვაჩვენებს, თუ რაოდენ შორს არის წასული ძვ. წ. IV საუკუნის I


ნახევრისათვის ელინიზაციის პროცესი მცირე აზიის ქვეყნებში, რომლებიც , ლიკიის
მსგავსად, პოლიტიკურად აქემენიანთა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა , თუმცა
უძლიერეს ბერძნულ გავლენას განიცდიდა.

ძვ. წ. IV საუკუნის ხელოვნებაში განსაკუთრებით გამოირჩევა მოქანდაკე სკოპასის


შემოქმედება, რომლის ბიოგრაფიის შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან წინააღმდეგობრივი
ცნობები მოგვეპოვება. იგი მეოთხე მეხუთე საუკუნეების მიჯნაზე დაიბადა და ბერძნული
ქანდაკების ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.

სკოპასის ხელს ეკუთვნის ათენა ალეას ტაძარი თეგეაში. სკოპასი ტაძრის არამარტო
მოქანდაკე არამედ არქიტექტორიც იყო. თავად ტაძარი დორიული ტიპის პერიფტერს
წარმოადგენს. სამწუხაროდ ჩვენამდე ამ ტაძრის ფრონტონების ქანდაკებების მცირე
ნაწილმა მოაღწია,თუმცა მათი დახმარებით მაინც გვექმნება სიუჟეტზე წარმოდგენა .
სკოპიასმა მათი საშუალებით ტროას ომების ეპიზოდები გამოსახა .მას საკმაოდ
ემოციურადაააქვს გადმოცემული დაჭრილი მეომარი,რომელიც მძაფრ და ტრაგიკულ
გრძნობებს გამოხატავს.

იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სახეს, მიმიკას , თვალებს, მათ


გამომეტყველებას. შეიძლება ითქვას, რომ სკოპასი პირველია ბერძნულ ხელოვნებაში ,
ვინც ყურადღება მიაქცია ადამიანის მზერას, პერსონაჟისა და მაყურებლის უშუალო
ემოციურ კავშირს .

მის ყველაზე განსაკუთრებულ წარმოადგენს ჰალიკარნასის მავზოლეუმის სკულპტურული


მორთულობა, რომელზეც ის რამდენიმე სახელგანთქმულ მოქანდაკესთან ერთად
მუშაობდა. სკოპასმა თავისი მთელი ემოციით შექმნა მცირე ზომის ნახევარმეტრიანი
სკულპტურა მოცეკვავე მენადა. მან კარგად გამოხატა ის რასაც მოცეკვავე
გრძნობს,თავისი სოლოს შესრულებისას. მთელი ემოცია და ადრენალინი მის
მოძრაობაში და გამომეტყველებაში გამოსახა. ქანდაკების დანახვა ყველა მხირდანაა
შესაძლებელი. ქალის მოძრაობა ყველა მიმართულებით იშლება. ქანდაკების სრულად
აღსაქმელად აუცილებელია მას გარშემო შემოვუაროთ. საოცარია ასევე მენადას სხეულის
შიშველი და დრაპირებული ნაწილების კონტრასტი, უკან გადაყრილი თმები და წრიული
მოძრაობა.

სკოპიასის თანამედროვე იყო პრაქსიტელი. მისგან განსხვავებით პრაქსიტელის


ნამუშევრებში სილამაზის იდეალისაკენ სწრაფვას ვხედავთ. მისი ქანდაკებების უმეტესობა
ქალის გამოსახულებებია,თუმცა გვხვდება მამაკაცის გამოსახულებებიც . სკოპიასის
მსგავსად ისიც მარმარილოზე მუშაობდა,თუმცა უპირატესობას ცალკე მდგომ ქანდაკებებს
ანიჭებდა.მის ნამუშევრებს მიაკუთვნებენ ოლიმპიის მუზეუმში დაცულ ქანდაკებას ჰერმესი
პატარა დიონისეთი. ღმერთი ჰერმესი პატარა დიონისეთია წარმოდგენილი, რომელიც
მას, მითის თანახმად, ნიმფებთან მიყავს. პრაქსიტელისთვის დამახასიათებელი
მარმარილოს დამუშავების განსაკუთრებული ტექნიკის წყალობით ქვის ზედაპირი
თითქოს გამჭვირვალე ხდება, ოსტატურად გადმოიცემა კანის სირბილე.
მოქანდაკისათვის მთავარი იყო მეოცნებე, ლირიკულ განწყობის გადმოცემა
მაყურებლისათვის. როგორც ვთქვი იგი ცნობილი იყო ქალის შიშველი
ქანდაკებებით,რომლებსაც ნიუ ეწოდათ. (ქალის ჩაცმული სტილი კორა,კაცის გახდილი
სტილი კუროსი). ნიუს სტილოდან ყველაზე განსაკუთრებულია აფროდიტეს
გამოსახულებები,რომელზეც წარმოდგენა შემორჩენილმა ასლებმა შეგვიქმნა .

მასზე ცნობები ასევე შემოგვრჩა პლინიუსის მონათხრობებში,სადაც ამბობსაფროდიტეს


ქანდაკებებს მსოფლიო ხელოვნებაში ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს.ასევე მისი
გადმოცემით, პრაქსიტელმა აფროდიტეს ორი ქანდაკება შექმნა _ ერთი ჩაცმული, მეორე
შიშველი. ჩაცმული სამწუხაროდ, დღეს პრაქსიტელის ამ ქმნილებაზე წარმოდგენა
მხოლოს ასლების (საკმაოდ განსხვავებული ასლების, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი
არაზუსტია) მიხედვით შეიძლება შევიქმნათ: ქალღმერთი ბანაობის მერე , წყლიდან
ამოსვლის მომენტშია წარმოდგენილი, იქვე მდგომ ჰიდრიაზე მისი სამოსი დევს. ამრიგად ,
პრაქსიტელმა პირველმა გადაგდა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ქალის ფიგურა
ბოლომდე შიშველი, დრაპირების გარეშე გამოსახა.

ასევე ამ ეპოქის გამორჩეული მოქნადაკე იყო ლისიპე. იგი პრაქსიტელის და სკოპიასისგან


განსხვავებით ბრინჯაოში მუშაობდა. მის ხელს ეკუთვლის აპოქსიომენის (ათლეტის)
ფიგურა,რომლის ორიგინალმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. მამაკაცის ეს ფიგურა საკმაოდ
მოძრავი და მსუბუქია. ასევე ფიგურის თავი და ტორსი უფრო პატარაა, კიდურები _ უფრო
გრძელი. ლისიპეს ათლეტის სრულად აღსათქმელად აუცილებელია მას გარშემო . იგი
კარგადაა სკოპიასის ქანდაკებების მსგავსად სივრცეში გამოსახული .ლისიპეს ათლეტი
არა განზოგადებული, კრებითი, არამედ ინდივიდუალური სახეა. მასში სჭარბობს
პიროვნული, კონკრეტული ნიშნები _ სხეულის პროპორციებით დაწყებული სახის
ნაკვთებითა და არეული ვარცხნილობით დამთავრებული .

ასევე ცნობილია მისი ჰერაკლეს ქანდაკება,რომელზეც წარმოგენას რომაული და


ელინისტური ასლები გვაძლევს.

მისი ნამუშევრებიდან შემოგვრჩა ბრინჯაოს ქანდაკება,რომელზეც გამარჯვებული


ახალგაზრდა ათლეტია გამოსახული. იგი არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადრიატიკის
ზღვაში.

ლისიპე ალექსანდრე მაკედონელის საყვარელი მოქანდაკე იყო. მხოლოდ მას ჰქონდა


უფლება შეექმნა დიდებული იმპერატორის სკულპტულური პორტრეტი. თუმცა
სამწუხაროდ ამ პორტრეტების ორიგინალებც განადგურებულია . სწორედ ლისიპეს
საშუალებით შემოვიდა ბერძნულ ხელოვნებაში რეალისტური ხელოვნებისთვის
დამახასიათებელი ჟანრი.

You might also like