You are on page 1of 6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა:არაბისტიკა

I კურსის სტუდენტი

ლიზი გვასალია

რა არის ადამიანი?

რეფერატი:ფილოსოფიის შესავალი

ლექტორი/სემინარის ხელმძღვანელი: ირაკლი ბათიაშვილი

თბილისი

2023
რა არის ადამიანი?

რა არის ადამიანი?-ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ რთულ კითხვად, რადგან


რთულია დაზუსტებით იმის დადგენა, თუ რა არის ადამიანი. სწორედ ამიტომაც,
მრავალი მოსაზრება არსებობს ამის შესახებ და ამ მოსაზრებებსაც თავისი ახსნა-
განმარტება აქვს.

ბევრისთვის, ადამიანი შეიძლება ასოცირდებოდეს ცხოველთან. განსხვავება იმაში


მდგომარეობს, რომ მხოლოდ ადამიანმა შეძლო განვითარება. ცხოველისგან
განსხვავებით, მას გააჩნია კონცეპტუალური აზროვნების, ენის შესწავლის
თანდაყოლილი უნარი. შეუძლია თავისი აზრებისა თუ იდეების გაჟღერება,
დაფიქსირება და სხვებთან კომუნიკაცია. კარლეილის თქმით, გამოდის ,რომ
,,ადამიანი ცხოველია, რომელიც ხელსაწყოს იყენებს”. არისტოტელეც მას
მოიხსენიებს შემდეგი სიტყვებით: ,,ძოონ ლოგონ ეხონ”, რაც ნიშნავს ცოცხალ
მეტყველ გონებას. პროტაგორა(ძვ.წ. მე-5 ს.) კი აღნიშნავს: ,,ყველაფრის საზომი -
არსებულთა როგორც არსებულთა, და არარსებულთა როგორც არარსებულთა, არის
ადამიანი”. გამოდის, რომ ადამიანი არის ცენტრი. ის ღმერთსა და სამყაროს
ერთმანეთთან აკავშირებს.

,,ცოცხალი მეტყველი გონება” არ სჯერდება დაწესებულ საზღვრებს და სურს


ცოდნის გაღრმავება, სამყაროს უკეთ შეცნობა. მისი გონება ყოველთვის რაღაც
შორეულისკენ მიისწრაფვის. ცოდნის მოპოვებასთან ერთად ჩნდება მრავალი კითხვა
და ადამიანსაც უჩნდება სურვილი, რომ მათ პასუხი გასცეს. ის გამოირჩევა მრავალი
თვისებით, ნიჭითა თუ ემოციით.

ადამიანთა ერთ-ერთ უნიკალურ თვისებად შეგვიძლია ჩავთვალოთ შეცდომებისგან


სწავლა. საკუთარი ცხოვრების გამოცდილებისგან სწავლა მნიშვნელოვანია, რადგან
შესაძლებელია გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვების საბოლოოდ ამოხსნა და
გარკვეული შეცდომების ხელმეორედ არ დაშვება. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების
გამოცდილებისგან სწავლა ფილოსოფიის ერთ-ერთი ,,წანამძღვრებაა”.
იმისათვის, რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს ადამიანი, საკუთარ
თავებს უნდა დავუსვათ შემდეგი კითხვა-რას ნიშნავს იყო ადამიანი? თითოეული
ადამიანისთვის ცხოვრების მიზანი განსხვავებულია, მაგრამ მათი საერთო არის ის,
რომ თავიანთი ცხოვრება გამოსცადონ სრული პოტენციითა და სიცოცხლით. რაც
ჩვენ გვქმნის ადამიანებად არის ადამიანობის აღნიშვნა. ყველამ უნდა ეცადოს
საკუთარი ,,მე”-ს საუკეთესო ვერსიის გამოხატვა და ცხოვრების რთული გზის
იოლად გაკვალვა. სწორედ ადამიანი არის ისეთი არსება, რომელსაც შესწევს ძალა
გაუმკლავდეს ასეთ რთულ დაბრკოლებებს. ამასთან ერთად, რატომ არის ასეთი
მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ეს საკითხი? ამით ჩვენ უკეთესად ვეცნობით
საკუთარ თავებს და იოლად შეგვიძლია სხვებთან კომუნიკაციის დამყარება.

ადამიანი, მართლაც რომ საუკეთესო არსებაა. ამის დასადასტურებლად რამდენიმე


გამონათქვამი შეგვიძლია მოვიხმოთ:

,,ადამიანი არის სიმდიდრე”-აფრიკული ანდაზა.

,,ადამიანი ფიქრობს, ღმერთი განაგებს”-სოლომონ ბრძენი.

,,ადამიანებს რაც უფრო მეტი აქვთ მით უფრო მეტი სურთ”-იუსტინიუსი.


,,ადამიანი თავისი ბუნებით არის საზოგადოებრივი ცხოველი”-არისტოტელე.

მიმაჩნია, რომ ადამიანი მართლაც საუკეთესო არსებაა. იგი გამოირჩევა მრავალი


უნარით და მათი დახმარებით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. თითოეულს
განსაკუთრებული ნიჭი გააჩნია და სწორედ ამიტომაც არსებობს სამყაროში
ხელოვნება, მრავალი სპორტი, ფილოსოფია, მათემატიკა, ფიზიკა და ა.შ. ადამიანებს
დიდი როლი აქვთ ცივილიზაციის განვითარებაში. ამ ყველაფერს მიაღწიეს მაშინ,
როდესაც გონების მხოლოდ 10%-ს იყენებდნენ. საინტერესოა, თუ როგორი იქნებოდა
ჩვენი უნარები გონების 100%-ის გამოყენების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ჩანს,
რომ ადამიანი მართლაც ნიჭიერი არსებაა და მას მრავალი გენიალური საქმის ჩადენა
შეუძლია.
რა თქმა უნდა, დღესაც აქტუალური თემაა, თუ რა არის ადამიანი. ყველას თავისი
მოსაზრება გააჩნია ამ თემასთან დაკავშირებით. ქრისტიანების მხრიდან არსებობს
ტრადიციული მოსაზრება, რომ ის შექმნა ღმერთმა, ხოლო ინდუიზმის მიმდევრები
მიიჩნევენ, რომ იგი გარკვეული სუბსტანციაა. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ
ადამიანის ცნების განსაზღვრა მეცნიერებას უჭირს და ამიტომაც ყველას ვალია, რომ
თავად ამოიცნოს საკუთარ თავში ის ნიშან-თვისებები, რაც ახასიათებს. ბევრი
მიიჩნევს, რომ ამ ხერხით უფრო იოლია ადამიანის გაგება.(ე.მ.ადამსი, 2007, გვ.1-2)

როგორც ვახსენეთ, ადამიანის განსაზღვრის ბევრი იდეა არსებობს. ეს შეიძლება


იყოს ბიბლიური თუ ფილოსოფიური. მარტინ ჰაიდეგერი და მაქს შელერი
აკრიტიკებდნენ დებულებებს: ,,ადამიანი არის ბუნების ევოლუციის პროდუქტი”,
,,განვითარებული ცხოველი”, ,,იარაღის მკეთებელი ცხოველი”. შელერი ადამიანსა და
ცხოველს შორის განსხვავების გამოსაკვეთად იყენებს სიტყვა პიროვნებას (persona-
ბერძნული სიტყვა. ნიშნავს თეატრის მსახიობის ნიღაბს, როლს და სახეს.). ადამიანში
პიროვნება მარადისობის ელემენტია.

ფილოსოფოსებმა მალევე შენიშნეს, რომ ადამიანური ცხოველი და პიროვნება არ


არის ერთი და იგივე. პიროვნებას შეუძლია პრობლემას სხვა კუთხით შეხედოს და
სამყარო სხვაგვარად აღიქვას. ასეთი უნარი არცერთ არსებას გააჩნია. ეს მოწმობს იმას,
რომ პიროვნების ფენომენი ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული.

ადამიანები ვართ არსებები, რომლებიც ვცხოვრობთ განსაზღვრულ დროსა თუ


გარემოში. ჩვენ თითოეულს გარკვეული ადგილი გვიკავია და განვსხვავდებით
ჩვენივე ,,პერსონით”.

ჩანს, თუ რაოდენ საინტერესოა ადამიანი. როგორც ცოცხალი არსება, ჩვენთვის


მნიშვნელოვანია ბუნებასთან ურთიერთობა. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მიწასთან
და იმ ყველაფერთან, რაც მასზე ცხოვრობს. ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია ჩვენს
უნარზე და თუ როგორ ჰარმონიულ ურთიერთობას გავუწევთ ბუნებას. ეს
ყველაფერი მიიღწევა მაშინ, როდესაც ადამიანი პატივისცემით მოეპყრობა მას.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მეცნიერისა თუ ფილოსოფოსის აზრი
დავასახელეთ, მაინც რთულია იმის დადგენა, თუ რეალურად რა არის ადამიანი.
თავდაპირველად, თითქოს ადვილია ამის გააზრება და ვფიქრობთ, რომ ამის ახსნა
მარტივად შეგვიძლია, მაგრამ როდესაც ვიწყებთ ფიქრს და პრობლემასაც
ვუღრმავდებით, საქმეც რთულდება. გამოდის, რომ ადამიანი დღესაც იდუმალებით
არის სავსე. მისი შესაძლებლობები ცნობილია, მაგრამ არა ყველა. საინტერესოა,
დროის გასვლის შემდგომ რაიმე უნარს თუ გამოიმუშავებს ან როგორ განვითარდება,
მაგრამ ალბათ ყველა დაეთანხმება იმ დებულებას, რომ ადამიანი მართლაც
საუკეთესო არსებაა.
ბიბლიოგრაფია:

1.https://ucnauri.com/124008/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E
1%83%90%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83
%91%E1%83%98-
%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%
83%96/

2.https://www.aplustopper.com/what-does-it-mean-to-be-human-essay/

3.https://www.jstor.org/stable/20708886?read-now=1&seq=5#page_scan_tab_contents

4. ი. ბრაჭული, ვ. რამიშვილი, ა. ზაქარიაძე, დ. ჯალაღონია, (2015წ.), ,,ფილოსოფიის


შესავალი”, თბილისი: გამომცემლობა ,,მერივიანი”.

You might also like