You are on page 1of 3

სტუდენტი:მალვინა მოსიაშვილი

დავალება N6

ილია ჭავჭავაძე
1.განათლება და სკოლა ილია ჭავჭავაძისთვის
ილია ჭავჭავაძე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში მოღვაწე განმანათლებელი
პოეტია.რომელმაც ქართველი ერი სულიერად აღზარდა.ილია ჭავჭავაძე მთელი
თავისი ცხოვრების მანძილზე კაცობრიობას თვითშეგნებისკენ მოუწოდებდა.ის
გამოირჩეოდა განსხვავებული აზროვნებით,იდეებთ,შეხედულებებით.ყოველთვის
ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას,თავის ქვეყანაში.ჩვენი საუბრის
თემაც სწორედ ეს არის.ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა, რომ განათლება თითოეული
ჩვენგანისთვის აუცილებელი ვალდებულებაა.რადგანაც განათლება სულის
წრთობის და სამყაროს რეალური თვალით შეცნობის უპირველესი
პირობაა.განათლება ადამიანს თავისუფლებას შეაგრძნებინებს ,ის ფლობს
საკუთარ თავს და ხდება თავისი თავის უფალი.ვფიქრობ, რომ განათლებული
ადამიანი ყველაზე ძლიერი და ამასთანავე ყველაზე საშიშიცაა,განათლების
მატარებელი ძლვამოსილია,და სწორედ ეს სიძლიერე აშინებს სხვა
ადამიანებს.ილია წუხდა განათლებისა და სკოლების მდგომარეობაზე თავის
ქვეყანაში, რადგანაც ხედავდა, რომ მათ საკმარისი ყურადღება ნამდვილად არ
ექცეოდა.განათლების მიღების უპირატესობით, მხოლოდ მაღალი ელიტის
წარმომადგენელი ადამიანები სარგებლობდნენ.ჩვეულებრივი სახსრების მქონე
პიროვნებებს ამის ფუფუნება არ ეძლეოდათ.ამასთანავე განათლების ხარისხი
ნამდვილად არ იყო მაღალ საფეხურზე.თუმცა ვერც ცუდს
დავარქმევდით,რადგანაც ხალხი ელემენტარულ ცოდნას მაინც იღებდა,მაგრამ
ისეთი ადამიანების გადმოსახედიდან, როგორიც ილია ჭავჭავაძეა ეს ნამდვილად
არ იყო საკმარისი.ილიას აზრით სკოლა მოზარდებს შემდგარ პიროვნებებად
ჩამოყალიბების პირობას უქმნის.სკოლაში მოზარდი აღიზრდება თავისი
ქვეყნისათვის შესაფერის ადამიანად.სკოლა ქმნის იდენტობას.ყალიბდება
ადამიანი რომელიც სწორად და რაციონალურად აზროვნებს. პერსპექტიული და
გამოსადეგი ახალგაზრდის განჭვრეტა ყველაზე დაბალი კლასის
მოსწავლეებიდანაც იყო შესაძლებელი.პოეტს ახარებს ის ფაქტი, რომ ყველამ
(განურჩევლად წოდებისა) გაითავისა განათლების არსი და სკოლების
ჩამოყალიბების და განათლების გავრცელებისთვის,შემდგომში ყველა
იბრძოდა.სწორედ თვითშეგნებისკენ მოწოდების მოტივი იყო წერა კითხვის
გამავცელებელი საზოგადოების მოღვაწეობა იმ დროში.რომელმაც ნამდვილად
გამოიღო ნაყოფი.ილია ჭავჭავაძე ნამდვილად თავდაუზოგავად იბრძოდა თავისი
ქვეყნის და მოსახეობის კეთილდღეობისათვის.
2.შემდეგი განსახილველი საკითხი არის სცენა და ის თუ რა ფუნქცია აკისრია
მას.სცენაც იმ მნიშვნელოვანი საკითხების სიაში დგას ილია ჭავჭავაძისთვის,
როგორც განათლება.ის ფიქრობს რომ სცენა(შეიძლება გავიგოთ როგორც
თეატრი) თავისი ილუსტრაციებით ამყარებს კომუნიკაციას ადამიანის
ცნობიერებასთან.აღვივებს ემოციურ მდგომარეობას ჩვენში.მას იგივე
აღმზრდელი ფუნქცია აკისრია,გამოირჩევა იგივე ფუნქციით რითიც
სკოლა.სწორედ სცენის საშუალებით არის შესაძლებელი დავაფიქროთ
ადამიანი.ადამიანის გონება და თვალი ორივე ერთდროულ სიამოვნებას
იღებს.ამიტომაც ილია მტკიცედ გადმოსცემს თავის აზრს ამის შესახებ და ფიქრობ
რომ სცენის აუცილებლობა გარდაუვალია.რადგანაც ის ქართველ ხალხს შეეხო,
მათთან გაშორება აღარ უნდა განიცადოს.ქართველებს აუცილებლად უნდა
ჰქონდეთ საკუთარი სცენა რათა შეძლონ თავისი ენის განმტკიცება და
ჩამოყალიბება.
3.რატომ არის ლოდინი უმოქმედობა?ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვფიქრობ არ
გაუჭირდება არცერთ ქართველ პიროვნებას, ვინც ძირფესვიანად არის ზიარებული
ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.რადგანაც ილია ძალიან ხშირად ამახვილებს
ყურადღებას მოქმედება უმოქმედობაზე თავის ნაშრომებში.მისთვის მოქმედება
წინ სვლის და წარმატების უპირველესი პირობაა და ამ მოქმედების,მოძრაობის
შეჩერება(შეგვიძლია გავიხსენოთ მუდამ მჩქეფარე თერგის მოძრაობა)ყოვლად
დაუშვებელია.ლოდინი ნამდვილად უმოქმედობაა.რადგან ადამიანი, რომელიც
რაღაცას ელის, დროს კარგავს მხოლოდ ამ მოლოდინში, რეალურად კი არაფერს
აკეთებს.ასეთი არაპერსპექტიული და მომავლის არ მქონე მდგომარეობაში
ყოფნა, ფუჭი დროის კარგვაა, იმ დროის რომლის თითოეული წამი ჩვენთის
ძალიან მნიშვნელოვანია,ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე ვერცერთ
განვლილ წამსა თუ წუთს ვერ დააბრუნებს, ვფიქრობ ეს ყოველთვის უნდა
გვახსოვდეს და ამ ფიქრზე დაყრდნობით ჩვენი ცხოვრება სწორად უნდა
წარვამრთოთ.უმოქმედო ადამიანი მიუწვდომელ მყინვარწვერსაც კი
ემსგავსება.ილიას მაგალითად ქართული სიტყვა სულელი მოჰყავს და განმარტავს
მას, როგორც ადამიანი რომელიც გამუდმებით რაღაცის
მოლოდინშია.სამწუხაროდ ამ სიტყვებში კარგად ჩანს ქართველი კაცის
ბუნება.უმოქმედობა ღუპავს ადამიანს,შეგვიძლია გავიხსენოთ ილიას
პერსონაჟები,თეიმურაზ ხევისთავი ან ლუარსაბ თათქარიძე.ჩემი აზრით ორივემ
უმოქმედობით და ფუჭი მოლოდინებით გაინადგურა ცხოვრება.
4.ილია ჭავჭავაძე ერის უნიკალურობას გამოყოფს იმ თვალსაზრისით რომ
მისთვის ერი განსხვავდება იმ რეალური დატვირთვისგან რასაც რეალურად ეს
სიტყვა მოიაზრებს.თუ დავსვამთ შეკითხვას თუ რა არის ერი, უმრავლესობა
გაგვცემს ბანალურ და უკვე ფესვგამდგარ პასუხებს.იტყვიან, რომ ერს საერთო
ენა,საერთო ნაციონალობა,გვარი,ტერიოტრია თუნდაც რელიგია ქმნის და
პასუხებს თუ ჩავუღრმავდებით მცდარი ამაში არაფერი არ არის.ეს ასეც უნდა იყოს
რადგანაც სწორედ საერთო ასპექტები ქმნის ერს სხვა თუ არაფერი. თუმცა ილია
ჭავჭავაძე ყველასგან განსხვავებული ადამიანია და ერი მისთვის ადამიანებს
შორის არსებული საერთო ისტორიაა.საერთო მეფეთა მოღვაწეობა,საერთო
ბრძოლები.საერთო გულისტკივილი და გაჭირვება,სიხარული.ერს ქმნის ისტორია
და ამ ისტორიის შთამომავლობა.ჩვენ,ქართველ ხალხს სწორედ ეს უხილავი და
ყველასათვის ყველაზე სათუთი ძაფები გვაკავშირებს,რადგანაც თითოეული
ჩვენთაგანის უკან დიდებული ისტორიაა.ამ ისტორიას ახსოვს სხვა ნაციონალობის
ადამიანიები, რომლებიც თვადაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენთვის, ამიტომ ვფიქრობ
რომ ისინიც ჩვენ ერს მიეკუთვნებიან.ასე ფიქრობს ილია ჭავჭავაძე, რადგანაც ვინც
ერთხელ მაინც მდგარა ჩვენს გვერდით და აწუხებდა ჩვენი გასაჭირი,ის
აუცილებლად ჩვენი ერის ნაწილიცაა.

ბიბლიოგრაფია
ილია ჭავჭავაძე „რჩეული წერილები“ წიგნში:”შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში I “453-459.შესავალი და კომენტარები დაურთეს:ბელა
წიფურიამ.თბილისი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like