You are on page 1of 3

პავლე მოციქული

უპირველეს ყოვლისა,უნდა აღვნიშნოთ ის,რომ ქრისტიანობა გამოირჩევა თავისი


უნიკალურობით.მისი მთვარი მოძვღვრება და დანიშნულება ადამიანის სულში,
ისევე როგორც მის მთლიან არსებაში, რწმენის ჩანერგვა არის.ქრისტიანობა
ყველაზე ტოლერანტულია,ისევე როგორც ქრისტეა ყველაზე ლმობიერი
ამქვეყნად.რადგან ღმერთი იღებს ნებისმიერ ადამიანს ცოდვილს თუ
უცოდველს,გლეხსა თუ მდიდარს.უფლის გული ყველასათვის ღიაა.ამიტომ
როგორც ასეთი,ქრისტიანობის ფილოსოფიაში, რათქმაუნდა არ არსებობს
ნაციონალობა და არცერთი პიროვნება არ არის ვინემზე უპირატესი,ამას
ქრისტიანობა არ განსჯის და არც განიხილავს.რადგან საერთოდ არ აქვს
მნიშვნელობა იმას თუ წარმოშობით საიდანაა ადამიანი,თეთრკანიანია თუ
შავკანიანი,დაჯილდოებულია იმით რომ იყოს ქრისტეს რჩეული ერის
წარმომადგენელი თუ არა,ქალია თუ კაცი.ამ ყველაფერს საერთოდ არანაირი
დატვირთვა არ გააჩნია.რადგანაც მთავარი მხოლოდ ის არის თუ რა ხდება
ადამიანის გულში.ყურადღებას იმსახურებს მხოლოდ რწმენის
არსებობა.ნაციონალობას იმიტომ არ ეთმობა ყურადღება, რადგანაც პასუხი
ყველას ერთნაირად მოეთხოვება თავის კეთილ თუ ბოროტ საქმეებზე ,
განურჩევლად სქესისა და რასისა.ამას პირნათლად გვაუწყებს პავლე მოციქულიც
თავის „ეპისტოლე რომაელთა მიმართ“-ში.“ჭირი და შევიწროება ყოველი
ადამიანის სულზე,ვინც ბოროტს სჩადის-იუდეველს ჯერ და
ბერძენსაც.“(რომ.2:9).ტექსტში ხაზგასმითაა წარმოჩენილი ეს თანასწორობა
ადამიანებს შორის.
შემდეგი განსახილველი საკითხია რჯულის კანონების ზედმიწევნით შესრულება
ადასტურებს თუ არა რწმენას.და ამაზე პასუხიც არის უარყოფითი. რადგან ,ჩემი
აზრით ,ეგერდწოდებული რჯულის კანონები ანუ ძველი აღთქმიდან შემუშავებული
წესები არ განსაზღვრავს ჩვენს რწმენას.რადგანაც შეიძლება ადამიანი მკაცრად
მარხულობდესს,დადიოდეს ეკლესიაში,ანთებდეს ხატის წინ
სანთელს,მუხლოდრეკითაც ლოცულობდეს, მაგრამ არ ჰქოდეს ღმერთის
რწმენა.ეს ძალიან სამწუხაროა.რადგან რწმენა ყველაზე სათუთი , მაგრამ
ამავდროულად ყველაზე ძლიერი გრძნობაა ,როგორც სიყვარული,იმიტომ რომ
სწორედ სიყვარულიდან მოდის რწმენა და თვითონ ღმერთია
სიყვარული.კანონების შესრულება არ ნიშნავს ჭეშმარიტ მორწმუნეობას.ვერავინ
ვერ იტყვის ,რომ მაგალთად რადგან მე ყოველ კვირას ვაბარებ აღსარებას
მამაოს,ვარ ნამდვილი მორწმუნე და პირიქით.ჩემი მეგობარი, რომელიც ამას არ
აკეთებს არ არის მორწმუნე.შეიძლება ადამიანი საერთოდაც არ იყოს გაცნობილი
ამ წესებს და რიტუალებს,უბრალოდ არ აღსრულებდეს მათ, მაგრამ მასში იყოს
რწმენა და ცხოვრობდეს კეთილი საქმეებით განსხვავებით იმისგან ვინც
აღასრულებს ამ წესებს მაგრამ სჩადის ბოროტ
საქმეებს,მაგალითად:კლავს,იპარავს მრუშობს და ა.შ.ასევე შეიძლება ამ
ყველაფერსაც არ აკეთებდეს მაგრამ სურვული მოპარვის ან მრუშობის მაინც
ჰქონდეს.სწორედ ამაში გამოიხატება ეს კონტრასტი.ჩვენ ეს ნაციონალობის
მაგლითზეც განვიხილეთ და ვიცით, რომ ყველას ერთნაირად მოეთხოვება პასუხი
მორწმუნეებსაც და არამორწმუნეებსაც.პავლე მოციქულმა ეს საკითხი
წინადეცვეთლობის მაგალითზე განიხილა.და მკითხველს გააგებინა რომ
წინადაცვეთილი ადამიანი სულაც არ არის იმაზე რაიმეთი მეტი ვინც
წინადაუცვეთელია.ყველა ერთი ცის ქვეშ ვიმყოფებით,ყველა ერთ სამყაროში
ვცხოვრობთ და ქრისტიანებს ყველას ერთი ღმერთი გვყავს.დაე მან განსაჯოს.მე
არვარ არავისზე მეტი და ის სხვაც ვერ იქნება ჩემზე რაიმეთი მეტი.რადგან ღმერთი
არავის არ განასხვავებს ერთმანეთისგან.
ახლა ვისმჯელოთ თუ რაში იყო აბრაამის უპირატესობა.უპირველესად გავეცნოთ
თუ ვინ იყო ის.ძველ აღთქმაში იგი მოხსენიებულია როგორც „მამა მრავალთა
თესლთა“(ძველი აღთქმა.დაბ.17:5).რადგან ღმერთისგან ევალა წასულიყო
აღთქმულ მიწაზე და გამრავლებულიყო. ჩემი აზრით,აბრაამი წარმოადგენს
ნამდვილი მორწმუნის იდეალს.როგორც ვიცით,ის არ იყო წინდაცვეთილი.არ იყო
რჯულის საქმეების ზედმიწევნით შემსრულებელი,მაგრამ მისი გონება და სული
გამსჭვალული იყო რწმენით. ის არიყო წინადაცეთილი მაგრამ მაინც იყო კეთილი
საქმეების შემსრულებელი,ის იყო ნამდვილი მორწმუნე,მან შეიცნო ჭეშმარიტება
და სიყვარული ღმერთის მიმართ.მან ირწმუნა ღმერთი და სიმართლითაც
გამართლდა.პავლე მოციქული გვეუბენბა რომ „ერწმუნა აბრაამი ღმერთს ,და
შეერაცხა მას სიმართლედ“(რომ.4:3).იმიტომ რომ მას ჰქონდა რეალური
რწმენა.საბოლოოდ ზემოხსენებულიდან გამოგვაქვს დასკვნა თუ რაში
მდგომარეობდა აბრაამის უპირატესობა.
შეიძლება თუ არა წარმართი გამართლდეს საქმეებით.ეს მეტად სადისკუსიო
საკითხია მაგრამ ჩემი აზრით პასუხი მაინც ერთია. იმის გათვალისწინებით თუ რას
გვეუნება თვით პავლე მოციქული.ფაქტია, რომ წარმართები, რომლებშიც
მოიაზრებინ ის ადამიანები, რომლებსაც არ ერგოთ განსაკუთრებული
სახელი ,რომ წოდებულიყვნენ რჩეულ ერად ,გამართლდნენ საქმეებით,რადგან
არ მისდევდნენ რჯულის კანონებს მაგრამ თავისი შინაგანი რწმენით მაინც
მიაღწიეს ამას.ისინი საკუთარ თავთანაც მართლები აღმოჩდნენ ცრუ
ქრისტიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩემი აზრით უბრალოდ მორწმუნის
როლს ასრულებდნენ სცენაზე. ეს არცთუისე კარგი არგუმენტია მაგრამ იმის
გათვალისწინებით, რომ წარმართთა ქმდებები უფრო ქრისტიანული იყო ვიდრე
იმათი ვინ მისდევდა ქრისტიანულ კანონებს, მაგრამ საბოლოოდ რწმენა არ
აღმოაჩნდათ,ჩემი აზრით მისაღებია.ისრაელის მოსახლეობა რწმენამ ვერ
იპოვა.პავლე მოციქული ამას შესანიშნავად გადმოსცემს თავის ეპისტოლეში
„წარმართებმა,რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ მიიღეს
სიმართლე_სიმართლე რწმენისგან.ხოლო ისრაელმა ვერ მიაღწია სიმართლის
რჯულს.რატომ?იმიტომ ,რომ რწმენაში კი არ ეძებდა არამედ რჯულის
საქმეებში“(რომ.9:30-32).ეს ციტატა მკაფიოდ გადმოსცემს მთავარ სათქმელს.
საბოლოო ჯამში განვიხილეთ ოთხი საკითხი,რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ
არიან დაკავშირებულნი.ამ თემების გააზრებისას ნებისმიერი ჩვენთაგანი
შეიცნობს ქრისტიანობის ჭეშმარიტ არსს.პავლე მოციქულის ეპისტოლეს
წაკითხვის შემდეგ ადამიანი ხვდება რომ უპირველესი არის რწმენა და რომ
რწმენის გარეშე ადამიანი თავის გულს ღმერთს ვერ დაუკავშირებს.

ბიბლიოგრაფია
პავლე მოციქული.2019 „ეპისტოლე რომაელთა მიმართ“.წიგნში შესავალი
თანამედროვე აზროვნებაში. I.70-104.მთარგმნ.ლევან გიგინეიშვილი.ილიას
სახელმწიფო უნივერისტეტის გამომცემლობა.

You might also like