You are on page 1of 2

ესე

„რელიგიური მიკუთვნებულობა არ განასხვავებს ადამიანებს“.

ცნობილი ფაქტია, რომ რელიგიასთან დაკავშირებულმა ქმედებებმა, ძირითადად ომებმა,


იმაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე შავმა ჭირმა. აქვე მინდა ვთქვა, რომ რელიგია
ყოველთვის იყო კარგი იარაღი საშინელი ქმედებებისა, მაშინ როცა არც ერთი რელიგია
მსოფლიოში ბოროტებას არ ქადაგებს. ასეა თუ ისეა, რელიგია ადამიანებს ერთმანეთისგან არ
განასხვავებს, რადგან ეს არის მათი სუბიექტური მსოფლმხედველობა - შეიქმნან გარკვეული
რწმენა-წარმოდგენები ამა თუ იმ რელიგიაზე. თუმცა ისტორია საპირისპიროს გვეუბნება,
რომელსაც ზურგს უამრავი ნათელი მაგალითი უმაგრებს, რაც მეტად სამწუხაროა. როგორც
უკვე ვთქვი, აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რელიგიური
მიკუთვნებულობა ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ განასხვავებს, რადგან ეს არის მათი
ლეგიტიმური უფლება - სჯეროდეთ იმის, რაც სწამთ.

თუმცა, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი სრულიად


განსხვავებულად ფიქრობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან ყველაფრით, მათ შორის, რელიგიითაც, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს
ექვემდებარება.

1515 წელს რომის პაპა ლეო მე-10-მ, წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის
დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის
შესახებ. ინდულგენციას გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერი ცოდვის მიტევება
შეეძლო. ბუნებრივია, რომ ეს კარგად შენიღბული აფიორა იყო, რაც პაპის მხრიდან
უპასუხისმგებლობის, არაპროფესიონალიზმის და არაჰუმანურობის გამოვლინება იყო. ამ
ტყუილის დანახვა მხოლოდ ერთმა ბერმა, მარტინ ლუთერმა შეძლო, რის შემდეგაც მან
ვიტენბერგის ეკლესიის კარზე თავისი „95 თეზისი“ გამოაკრა, რაშიც ის რომის პაპს ამხელდა.
მისი წყალობით დაიწყო რეფორმაცია კათოლიკურ ეკლესიაში, რაც კათოლიკური და
პროტესტანტული ეკლესიების ჩამოყალიბებით დასრულდა. მარტინ ლუთერი იბრძოდა
სამართლისთვის, რაც მას პაპისა და მთელი კათოლიკური ეკლესიისგან განასხვავებდა.

მიუხედავად მარტინ ლუთერის მამაცური და კეთილგონივრული საქციელისა, რომელიც


მართლაც იმსახურებს პატივისცემას, მაინც ურყევად მივიჩნევ, რომ რელიგია ადამიანებს არ
უნდა განასხვავებდეს, პირიქით ის უნდა იყოს მათი დაახლოების ერთ-ერთი გონივრული
საშუალება.

ყველამ კარგად ვიცით ჰიტლერის მიერ წამოწყებული ჰოლოკოსტი ებრაელთა მიმართ. ეს


ანტისემიტიზმი უაღრესად საშინელი და სასტიკი ქმედება იყო, რომელიც ჰიტლერის
რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე წარიმართა: ის ებრაელებს, როგორც
განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებს, უბრალოდ ვერ იტანდა და მეტიც, ის
სახელმწიფოში მიმდინარე ყველა პრობლემას მათ აბრალებდა. საბოლოოდ კი ამ ქმედება 6
მილიონი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც უმძიმესია ნაცისტების მიერ კაცობრიობის
წინაშე ჩადენილ დანაშაულთა შორის.
განსხვავებული რელიგიის სიძულვილით აგრეთვე გამოირჩეოდა რომის იმპერატორი
დიოკლეტიანე, რომელიც იმპერიაში ქრისტიანობის გავრცელების აღსაკვეთად ქრისტიანებს
დევნიდა: ის მათ ჯვარზე აკრავდა თავდაღმა და მათ ვეფხვებს აგლეჯინებდა ხალხის წინაშე.
ეს საშინელი ქმედებანი კი გამოწვეული იყო ერთი ადამიანის შეხედულებით, რომელიც
ადამიანებს რელიგიური მიკუთვნებულობით განასხვავებდა.

ამრიგად, მე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რელიგიური


მიკუთვნებულობა ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ განასხვავებს.

You might also like