You are on page 1of 2

ნინო ივანიაძე

IX კლასი. ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“

ცნებები:

1. ინტერპრეტაცია
2. ტექსტის სიტუაციური მახასიათებლები
3. სტრატეგიები

ტექსტი: ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“

საკითხები:
 ინტერპრეტაცია: პირადი დამოკიდებულების გამოხატვა, ტექსტის რეალურ
ცხოვრებასთან დაკავშირება.
 ტექსტის სიტუაციური მახასიათებლები: სიტუაციური მახასიათებლების
გათვალისწინება ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებისთვის.
 სტრატეგიები: სტრატეგიები წერის დაწყებამდე, წერის შემდეგ; სტრატეგიები
მოსმენამდე, მოსემენის შემდეგ; სტატეგიები ლაპარაკის დაწყებამდე, ლაპარაკის
დროს, ლაპარაკის შემდეგ.

კომპლექსური დავალება: დებატები რეზოლუციით: „მართლაც-და რა შუაში იყო


ჩვენი საწყალი პეტრე.“
ფორმატი - კარლ პოპერის სახელობის ფორმალური დებატები.

დავალების პირობა: იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება შეგექმნა მოთხრობაში


ასახული ამბისა და კონფლიქტის მიმართ, აირჩიე: ვინ არის ილია ჭავჭავაძის მთავარი
გმირი - პეტრე - გულკეთილი ადამიანი, კრიტიკის უდანაშაულო მსხვერპლი, თუ
-გულგრილი ადამიანი.
ხელახლა წაიკითხე ნაწარმოები ისე, რომ კარგად დააკვირდე პეტრეს მოქმედებებსა და
ფიქრებს, ავტორის პოზიციას, მის დაკვირვებას პერსონაჟზე. გააკეთე შენი პოზიციის
გასამყარებლად საჭირო ჩანაწერები. დააჯგუფე ეს ჩანაწერები რამდენიმე თეზისის
გარშემო.
დააკვირდი თანამედროვე ცხოვრებისეულ მოვლენებს, საზოგადოების წევრების
დამოკიდებულებას სხვათა პრობლემების, განსაკუთრებით კი მოზარდთა
პრობლემების მიმართ. ჩამოაყალიბე შენი დამოკიდებულება ასეთი საქციელის
მიმართ. შემდეგ გაავლე პარალელი ნაწარმოებში ასახულ პრობლემასთან და პეტრეს
საქციელებთან.
გაიხსენე შესწავლილი/წაკითხული ნაწარმოებები, ნანახი ფილმები. მოიყვანე ამ
მოთხრობასთან პარალელად შენი არგუმენტების გასამყარებლად.
 დებატების შემდეგ ისაუბრეთ, შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება
პეტრეს მიმართ? სხვა პერსონაჟის მიმართ? მწერლის მიერ დასმული პრობლემის
მიმართ?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:

 დაბეტებისთვის მზადების დაწყებამდე იხილეთ კარლ პოპერის სახელობის


დებატების კლასიკური ფორმატი

 დებატებისთვის მზადებამდე იხილეთ საკლასო დებატებისთვის


მოდიფიცირებული ფორმატი

 ნახე ფილმი ჯოკერი

ეცადე დაინახო მსგავსი სიტუაციები ამ ფილმში ასახულ ამბავსა და ილია


ჭავჭავაძის „პატარა ამბავს“ შორის. ყურადღება მიაქციე სანახაობის
მნიშვნელობას მოთხრობასა და ფილმშიც.

You might also like