You are on page 1of 4

ნინო ივანიაძე

VIII კლასი. კ. გამსახურდია, „დიდი იოსები“

ცნებები:

1. კომპოზიცია
2. კონტექსტი
3. ინტერპრეტაცია
4. საკომუნიკაციო სიტუაცია
5. ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები
6. სტრატეგიები

ტექსტი: კ. გამსახურდიას „დიდი იოსები“

საკითხები:
 კომპოზიცია: პერსონაჟთა სახეების, მოქმედების დროისა და ადგილის, ხედვის
კუთხის ჩანართი.
 კონტექსტი: ეპოქა და სოციალური წრე.
 ინტერპრეტაცია: ტექსტის მნიშვნელობის ახსნა ახალი კუთხით, ფორმით;
პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა და დასკვნის გაკეთება;
 საკომუნიკაციო სიტუაცია: ინფორმაციის გაცვლა; სიტუაციური
მახასიათებლების გათვალისწინება წარმატებული და ეფექტიანი კომუნიკაციის
დამყარებისთვის;
 ენობრივ- გამომსახველობითი საშუალებები: ტექსტში გამოყენებული ენობრივ-
გამომსახველობითი საშუალებები გვეხმარება ტექსტის, პერსონაჟთა ხასიათის,
ემოციების უკეთ გააზრებაში;
 სტრატეგიები: წინარე ცოდნის მობილიზება, ჩანაწერების გაკეთება,
დამაზუსტებელი კითხვების დასმა, სიტყვით გამოსვლისთვის გეგმის შედგენა,
იდეების გენერირება, იდეების დაჯგუფება, პირველადი ვარიანტის შედგენა,
პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება; ნაწერის/ სიტყვის გაფორმება და
წარდგენა.

კომპლექსური დავალება: ლიტერატურული სასამართლო

დავალების პირობა: წარმოიდგინეთ იოსებ ქველიძე რომ წარდგეს სასამართლოს


წინაშე. მოაწყვეთ იმიტაციური სასამართლო შემდეგი მითითებების
გათვალისწინებით:

 იმის მიხედვით, თუ როგორია შენი მიმართება ნაწარმოებში გადმოცემულ


გმირის შინაგან, თუ გარეგან კონფლიქტთან, მოირგე შემდეგი როლებიდან
ერთი:

1. მოირგე პროკურორის როლი და შეეცადე, წაუყენო მას ბრალდება ტექსტში


მოცემული ინფორმაციის საფუძველზე;

2. მოირგე ადვოკატის როლი და შეეცადე გაამართლო იოსებ ქველიძე ყველა მის


ქმედებაში ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. შეეცადე, რომ თუ
სასამართლო მთლიანად არ დააკმაყოფილებს შენს პასუხს, განაჩენი შეუმსუბუქდეს;

3. მოირგეთ ნაფიცი მსაჯულების როლი, შეეცადეთ, თქვენი განაჩენი იოსების მიმართ


იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და ჰუმანური.

პროკურორის, ადვოკატის და ნაფიცი მსაჯულების სიტყვაში სასურველია, ტექსტის


ცოდნასთან ერთად იკვეთებოდეს თქვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები.

4. მოიგეთ კ. გამსახურდიას მოთხრობის სხვადასხვა პერსონაჟის როლი:


მოიფიქრეთ, წერილობით ჩამოაყალიბეთ და სასამართლოს წინაშე ისაუბრეთ ყველა იმ
მნიშვნელოვანი ეპიზოდის შესახებ, რომლიდანაც ისინი იოსებს იცნობენ.

5. მოირგე ფსიქოლოგის როლი: დააკვირდი იოსების ქცევებსა და სიზმრებს. ამ


დაკვირვების საფუძველზე შეადგინე ფსიქოლოგის დღიური.

6. მოირგე დიდი იოსების/იოსებ ქველიძის როლი: პირველ რიგში, განსაზღვრე


ობიეტურად, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული; მერე დაფიქრდი იმაზე, თვითონ
რაში ჩათვლიდა თავს ბრალეულად, რაში - არა. წერილობით ჩამოაყალიბე იოსების
აღსარება სასამართლოს წინაშე. ხოლო სიტყვის წარმოთქმისას გამოიყენე საჯარო
გამოსვლისთვის საჭირო ემოციური მახასიათებლები.

7. მოირგე მწერლის როლი: დააკვირდი გმირის მოქმედებების, მისი ისტორიისა და


ეპოქის მიმართ მიმართ მწერლის დამოკიდებულებას. შექმენი მწერლის დღიური
თითოეული საინტერესო ეპიზოდის მიხედვით. გაითვალისწინე მწერლის
თანაგრძნობაც საკუთარი გმირის მიმართ და ის ფაქტიც, რომ მისი ვალია, ასახოს
რეალობა.

 სასამართლოს შემდეგ ისაუბრეთ, შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება


მთავრი პერსონაჟის მიმართ? სხვა პერსონაჟის მიმართ? მწერლის მიერ დასმული
პრობლემის მიმართ.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:

 ორივე მხარეს, მოსარჩელესაც და მოპასუხესაც შეგიძლიათ გამოიყენოთ


შემდეგი დოკუმენტები, რომლებსაც ნახავთ ქვემოთ მითითებულ
ბმულზე:
 სისხლის სამართლის კოდექსის მეორე კარი, თავი III, მე-9 მუხლი -
განზრახი დანაშაული;
 სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარი, თავი XXV – დანაშაული
საკუთრების წინააღმდეგ; 182--ე მუხლი;
 ამავე კოდექსის მერვე კარის თავი XXVII, 212-ე მუხლი - ყალბი
ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=220

 სასამართლოს მსვლელობის გეგმა


 ინდივიდუალური დავალებები:

1. პროკურორისთვის

2. ადვოკატისთვის

3. იოსებისთვის

4. მწერლისთვის

5. ფსიქოლოგისთვის

6. სხვა მოწმეებისთვის

 ნახე რენე მაგრიტის ტილო სიცარიელის წინააღმდეგობა

რის თქმა სურდა მხატვარს ასეთი ტილოთი და მისი სათაურით? /თუ


გავითვალისწინებთ, რომ ტყე მხატვრულ ლიტერატურაში და მხატვრობაში ხშირად
ჩვენი ყოფის, გარემომცველი სინამდვილის სიმბოლოა/
ხომ არ შეგიძლია რენე მაგრიტის ეს ნამუშევარი რაიმე ნიშნით დაუკავშირო კ.
გამსახურდიას „დიდ იოსებს“?

 ლიტერატურამ იცის შემთხევევები, როცა მართლმსაჯულება ცდება, თუ


დამნაშავის გამოსწორების, ან მისგან საზოგადოების დაცვის ერთადერთ
გზად პიროვნების სამართლის კოდექსით დასჯას მიიჩნევს.
ნახე ფილმი ფრანგი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს რომანის მიხედვით
საბრალონი . ხოლო არადადაგებზე წაიკითხე ეს წიგნი.

ამის შემდეგ იფიქრე: არის თუ არა იოსების ხასიათში ის თვისებები, რომელიც მას
პიროვნული მთლიანობის აღდგენაში და სულიერ ტრანსფორმაციაში დაეხმარება?

ასევე იფიქრე: ასე რომ მომხდარიყო, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად იოსების


ცხოვრებაში?

ასევე: შეუძლია თუ არა სასამართლოსაც ისეთი განაჩენის გამოტანა, რომლიც იოსებს


დაეხმარება? მით უმეტეს, თუ ის ლიტერატურულია 

 თუ კიდევ გაინტერესებს ამგვარი შეთხვევები, რომელიც იცის


ლიტერატურამ, წაიკითხე ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „ანტონიო და
დავითი“:
http://library.accept.ge/?id=24

You might also like