You are on page 1of 4

ამონარიდები ლიტერატურის უნივერსალობის შესახებ მსჯელობიდან

1. ტექსტი ასოცირდება ემოციურ, დახვეწილ, მაღალხარისხოვან ლიტერატურასთან;


2. ყველა გემოვნებიანი მკითხველი, რომელთა აზრიც ფურცლებს შემოუნახავს,
თავისებური მკვლევარია გურამიშვილისა.
3. ჩვენი ჰიპოთეზები უნდა იყოს მწყობრი, ჩამოყალიბებული, დამოწმებული;
4. ტექსტი გვაძლევს საშუალებას ისტორიულ სივრცეში დავინახოთ ერთი ქართული
პოემის ადგილი;
5. „ხელოვნება თავის ერთი ნახევრით გარდამავალია, წამიერი და
შემთხვევითი, ხოლო მეორე ნახევარი კი მარადიული და მყარი“ - ბოდლერი;
6. ლიტერატურა ერთიანია, საერთოა, უნიტარულია. მისი მიზანია აღმოაჩინოს
„ყოველი ლიტერატურის მიღმა ზოგადი კანონები“;
7. ყველა დროის ლიტერატურას ახასიათებს შინაგანი ერთგვაროვნება, რადგან ის
ცდილობს წარმოაჩინოს კაცობრიობის უნივერსალური ხასიათი.
8. ზოგადად, ლიტერატურა არის ჯამი, მთლიანობა, ნაკრები დედამიწის ნაციონალური
ლიტერატურებისა.
9. ცნობილი ჭეშმარიტებაა: არაფერი არსებობს იზოლირებულად. იზოლაცია ნიშნავს
სიკვდილს... ყველა რაღაცას იღებს მეზობლისაგან;
10. მოცემულობა გვაძლევს
საშუალებას კონკრეტულ ლიტერატურულ ტექსტზე დაკვირვება გადავიტანოთ
ზოგად სინთეზურ დონეზე;
11. კვლევის ინდუქციური მეთოდი
გამოვიყენოთ - კონკრეტული ტექსტში წარმოჩენილი პრობლემა განვაზოგადოთ;
12. შემოქმედება
მრავალფეროვანია, ვარიანტულია. ყოველი ახალი შედევრი განუმეორებელი,
განსხვავებულია. თუმცა არის მათში რაღაც მუდმივი სიდიდე, უცვლელი სახე,
რომელიც ადამიანის უცვლელ ბუნებას წარმოაჩენს;
13. ლიტერატურაში ხდება
მუდმივისა და ცვალებადის, ძირითადისა და ისტორიული შემთხვევითობის
მრავალფეროვანი სინთეზი;
14. ყოველი შედევრი გენიალური სინთეზია არსებულისა და შემოქმედის
ნიჭიერებისა. ყველა შემოქმედის გზა მკითხველობიდან იწყება, პიროვნებას წიგნი
აყალიბებს, არსებული ლიტერატურა ქმნის მკითხველს და მკითხველი იქცევა
შემდეგ შემოქმედად. კაცობრიობის ზოგადი გამოცდილება, ზოგადი გონი და
მეხსიერება ქმნის ახალი დროის შემოქმედსა და შემოქმედებას.
15. ცალკე დაკვირვების საგანია ეპიზოდი მონაკვეთისა...
16. მოვიხმობ მაგალითს იმის დასადასტურებლად, რომ პერსონაჟი( ან ეპიზოდი)
მოცემულ საკითხს ეხმიანება;
17. ეს ტექსტი თამამად შეიძლება დავასახელოთ ქართული ლიტერატურული
მემკვიდრეობის ღირსეულ ნაწილად;
18. შემოქმედებით მრავალფეროვნებაში ფაბულათა ერთიანობა-გამეორების
საკითხები ყველაზე ნათელი დასტურია იმისა, რომ სამყარო ერთიანი ორგანიზმია,
ლიტერატურას სწორედ ეს ერთობა ასაზრდოებს და თითოეული ხელოვნების
ნიმუში ნაწილია ამ ერთობისა.
19. შეიძლება ვისაუბროთ ამ ორ ტექსტის იდეურ თანხვედრაზე.
20. პერსონაჟის არჩევანი კაცობრიობის სახიფათო გზაა.
ლიტერატურათმცოდნეობის ტერმინები (მხატვრული სახეები - ტროპი):

1. ეპითეტი - როგორია საგანი - „პირმზე ავთანდილ“;


2. შედარება - ორივე საგანს ასახელებს - „ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი...“
3. მეტაფორა - გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი ფრაზა - „ქალი ტირს და... ყრის
ყორნისა ბოლო ფრთათა“;
4. ჰიპერბოლა - ადამიანური შესაძლებლობების გაზვიადება - „მთვარესა მისთა
შუქთაგან უკუნი გარდაჰფენდა“;
5. ალეგორია - იგავური თქმა - „ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია“;
6. ირონია - მსუბუქი დაცინვა - „ერთობ გადაპრანჭული იყო ჩვენი ბეკინა“;
7. სარკაზმი - გამანადგურებელი დაცინვა - „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე
ერი?!“
8. გროტესკი - ადამიანის მანკიერი მხარეების გაზვიადება - „კაცია-ადამიანი?!“;
9. ალიტერაცია - თანხმოვნების გამეორება (ჟღერადი ფრაზა) – „კარვის კალთა
ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე“;
10. ალუზია - უკვე არსებული მხატვრული სახისა თუ ისტორიული რეალობის
ხელახალი გამოჩენა ტექსტში - „კაცია-ადამიანი?!“(„ვეფხისტყაოსანი“); „შუშანიკის
წამება“ (ისტორიული პირი და რეალობა);
34-ქულიანი წერითი დავალება - გეგმა:

1. შესავალი ნაწილი - 2-3 წინადადებით ახსენი თეზისის არსი.


2. დაიწყე მსჯელობა ტექსტზე, აუცილებლად მოიხსენიე მისი მხატვრული მხარე;
3. ამბავი პირობითად აგეგმე სამ პუნქტად (სამ პერსონაჟად ან სამ ეპიზოდად) და მოემზადე,
მათზე უნდა იმსჯელო სამ სხვადასხვა აბზაცში. თითოეული მათგანი უნდა პასუხობდეს
თეზისს.
4. აუცილებლად შეაჯამე ტექსტის ანალიზი, სხარტი, ლაკონიური ფრაზით;
5. სამუშაო ფურცლის მეორე გვერდი (პირობითად) დაუთმე დავალების მეორე ნაწილს
(რამდენად აქტუალურია მოცემული პრობლემა დღეს);
6. ლიტერატურა კაცობრიობის ისტორიის უკვდავი თემებით ინტერესდება, ამდენად,
უნივერსალურია, - გადასვლა მოკლედ, ბუნებრივად.
7. მოიყვანე უმთავრესად ჯერ ლიტერატურული და შემდეგ ისტორიული პარალელები,
სხარტად, არ მოყვე ვრცელ ისტორიებს.
8. გვერდის მეტი წილი დაუთმე თანამედროვეობაზე მსჯელობას - აუცილებლად გჭირდება
კონკრეტული მაგალითების მოხმობა;
9. გამოიყენე ფრაზები: თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში, სამართლებრივი გარემო,
კანონმორჩილი და აქტიური მოქალაქე, მოქალაქის აღზრდა, გლობალიზაციის შედეგები...
10. დასკვნა - ახალი აბზაცი! მასში არ მოიყვანო მაგალითი, უნდა იყოს ლაკონიური,
ორიგინალური ფრაზა თეზისის იდენტური შინაარსით.

საშინაო დავალება: აიღე ნებისმიერი ორი ტექსტი და დაწერე ტექსტის ანალიზის გეგმა მესამე
პუნქტის მიხედვით, დაასახელე მაგალითები 7-8 პუნქტების მიხედვით. დავალება წარმოგვიდგინე.

You might also like