You are on page 1of 7

avtobiografia _ (ბერძ.

autos-თვითონ, bios-ცხოვრება, grapho-ვწერ) ვინმეს მიერ


თავისი ცხოვრების აღწერა. ავტობიოგრაფიას უწოდებენ საკუთარი ცხოვრების
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების მოკლე ქრონოლოგიურ აღწერას, რომელიც
განკუთვნილია ოფიციალური დანიშნულებისათვის. ამ ავტობიოგრაფიისაგან,
რომლის აღწერა ყველა მოქალაქეს შეუძლია, უნდა განვასხვავოთ მწერლის მიერ
ბიოგრაფიული მასალის მხატვრულად განსახოვნება. მაგალითად, აკაკი
წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, ალექსანდრე ყაზბეგის „ნამწყემსარის
მოგონებანი“, დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ცალკეული ეპიზოდები.

andaza –

ზეპირსიტყვიერების ჟანრი, ხალხში გავრცელებული მოკლე


გამონათქვამი,ნართაულად, იგავური მინიშნებით, მხატვრული ფორმით
განაზოგადებს მრავალმხრივ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. უპირატესად
დამრიგებლური შინაარსისაა, აზრს გამოხატავს ერთი წინადადებით: „მელამ
თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“; უხვად იყენებს მეტაფორებს, მეტონიმიას,
ალეგორიას და სხვა. ჩვეულებრივ ანდაზა რიტმული წყობისაა, ხშირად მის
დახვეწილ ფრაზას მეტ მუსიკალურობას სძენს (და დამახსოვრებას აადვილებს)
რითმა, ბგერითი განმეორებანი: „ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა“,
ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევიო“; „არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო“.

aforizmi – (ბერძ. aphorismos-მოკლე გამონათქვამი, განსაზღვრა) მხატვრული


ფორმის მქონე ბრძნული განზოგადებული აზრი. აფორიზმი გამოთქმის
მოსწრებულობისა და პოეტურობის ერთობლიობაა. გვხვდება, როგორც
მხატვრულ ლიტერატურაში, ისე ზეპირსიტყვიერებაში. ქართულ
ლიტერატურაში აფორიზმის დიდოსტატად აღირებულია შოთა რუსთაველი.
მაგალითად, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“, „ვინ
მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“,

„ხმალზე უფრო ძლიერად სჭრის პატარა და რბილი ენა“...

აკაკი წერეთელი, „თორნიკე ერისთავი.

„თუ წუთისოფელს ერთი ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს,


როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“.

ილია ჭავჭავაძე „ოთარაანთ ქვრივი“


biografia – (ბერძ. ბიოს-სიცოცხლე, grapho-ვწერ) ადამიანის ცხოვრებისმ
აღწერა. საგანგებოდ სწავლობენ და ადგენენ გამოჩენილ მწერალთა, ხელოვნების
ამა თუ იმ დარგის შემოქმედთა, მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიებს.
მაგალითად, იონა მეუნარგიამ შემოგვინახა XIX საუკუნის არაერთი ქართველი
მწერლის ბიოგრაფია.

dialogi – (ბერძ. dialogos-საუბარი, სჯანი) საუბარი ორ ან რამდენიმე პირს


შორის.

ლიტერატურულ ნაწარმოებში - საუბარი პერსონაჟთა შორის.

დიალოგის პრინციპს ეფუძნება დრამატული ნაწარმოები.

elegia – (berZ. elegeia) ლირიკული პოეზიის ჟანრი, ძირითადად სევდისა და


წუხილის გამომხატველი ლექსი. წარმოიშვა ანტიკურ საბერძნეთში(ძვ.წ.VII ს. I
ნახევარში).

ამ ჟანრის ქართული კლასიკური მაგალითია ოლია ჭვჭავაძის „ელეგია“,


რომელშიც ეროვნული გულისტკივილია გადმოცემული.

epilog – (ბერძ. epilogos-ბოლოსიტყვა, ბოლოთქმა) მხატვრული ნაწარმოების


დამამთავრებელი ნაწილი, რომელიც მასთან არ არის დაკავშირებული
მოქმედების უწყვეტი განვითარებით.

ეპილოგით მთავრდება რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, კ. გამსახურდიას


„დიდოსტატის მარჯვენა“.

eposi – (ბერძ. epos-სიტყვა, თხრობა) მხატვრული ლიტერატურის გვარი,


ლირიკისა და დრამის მსგავსად, რომლის თავისებურებაა სინამდვილის
მხატვრული ასახვა თხრობის გზით. ეპოსში გამოყენებულია მხატვრული
მეტყველების სხვადასხვა სახე: თხრობა, მონოლოგი, დიალოგი. თხრობა
უპირატესად წარსულ დროში წარმოებს, მაგრამ ეპოსის თანამედროვე ჟანრებში
დროის ფაქტორი მეტად დინამიკურია: აწმყო, წარსული და მომავალი დრო,
როგორც მოქმედების დაშლის ფონი, ურთიერთშეღწევადიც შეიძლება იყოს, ასევე
ნებისმიერია სივრცის არეალიც (მაგალითად, ჯ. ჯოისი).

ეპოსს მიეკუთვნება როგორც დიდი, ისე საშუალო და მცირე ფორმის


(მოცულობის) პოეტური და პროზაული ჟანრები. ეპიკური ჟანრებია: ეპოპეა,
რომანი, პოემა, ბალადა, იგავ-არაკი,მოთხრობა, ნოველა,მოგზაურობა, ნარკვევი,
მემუარი, ესეი.
zRapari – ტერმინი ზღაპარი პირველად ქართულ ბიბლიაში გვხვდება (VII
საუკუნის თარგმანი).

ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი ეპიკური,


უპირატესად პროზაული სახის, რომელსაც საფუძვლად უდევს მხატვრული
გამონაგონი. თავდაპირველად ზღაპარი განმსჭვალული იყო მითოლოგიური
რწმენა-წარმოდგენებით, მასში ბოროტს კეთილი სძლევს, უსამართლოდ
დაჩაგრული საბოლოოდ გამარჯვებული რჩება. მეტწილად ზღაპარს ახასიათებს
რიტმული, გალექსილი დასაწყისი და დაბოლოება. ქართული ზღაპრის
ტრადიციული დასაწყისია „იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა,
იყო ერთი“... და უმეტესად ასე ბოლოვდება:

„ჭირი-იქა, ლხინი-აქა,

ქატო-იქა, ფქვილი-აქა“.

არსებობს სხვადასხვა სახის ზღაპარი: ჯადოსნური, ყოფითი, ზღაპრები


ცხოველთა შესახებ... რომანტიზმის ეპოქაში შეიქმნა ლიტერატურული ზღაპარი.
მისი დიდოსტატები არიან: ძმები გრიმები, ჰანს ქრისტიან ანდერსენი...

Tqmuleba -ხალხური სიტყვიერების ერთერთი უძველესი ჟანრი, უპირატესად


რეალისტური მოთხრობა გარდასულ ამბავზე, ზოგჯერ შეთხზული ამბავიც
უდევს საფუძვლად, გვხვდება როგორც პროზაული, ისე ლექსითი და შერეული
სახით. პროზაული თქმულება გადმოცემასა და ლეგენდას უახლოვდება.
ქართულ ფოლკლორში თქმულებების დიდი ნაწილი საისტორიო ხასიათისაა
(ვახტანგ გორგასლის, თამარის, რუსთველის, ბახტრიონის ციხის აღების შესახებ).

igav-araki - მცირე ფორმის მოთხრობა ან ლექსი, რომლის შინაარსი


ყოველთვის ალეგორიულია. მოქმედი პირები არიან ცხოველები, ფრინველები,
ზოგჯერ ადამიანები. მეტწილად სატირულ-იუმორისტული ხასიათისაა. იგავ-
არაკში მოთხრობილი ამბავი შინაარსობრივად მნიშვნელოვანია, მოცულობით კი
მაქსიმალურად შეკუმშული. თხრობის დასასრულს მეტწილად აფორისტული, ან
ანდაზის სახით მოცემულია იგავ-არაკის დედააზრი, იდეა, შეგონება. შესაძლოა
იგი მოცემული იყოს დასაწყისში ან სულაც არ იყოს გამოყოფილი. იგავ-არაკი
ერთგვარად მოარული, „მოხეტიალე“ ჟანრია, იმ გაგებით, რომ მრავალი იგავის
ფაბულა გვხვდება სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის ლიტერატურაში.

იგავ-არაკს მხატვრული სამკაული ნაკლებად ახასიათებს. მისი წარმოშობა


უკავშირდება ესოპეს (საბერძნეთი, ძვ.წ. VI-V სს).
ცნობილი მეიგავეები არიან: ლაფონტენი(XVII ს.), კრილოვი (XIX ს.). ქართულ
ლიტერატურაში იგავის დიდოსტატად აღიარებულია სულხან-საბა ორბელიანი
(1658-1725 წ.).

legenda – (ლათ. legenda, სიტყვასიტყვით სავალდებულო წასაკითხი ტექსტი;


ის რაც უნდა წაიკითხო) თავდაპირველად წმინდანთა ცხოვრება, განკუთვნილი
ამა თუ იმ წმინდანისადმი მიძღვნილ საეკლესიო დღესასწაულზე წასაკითხად.
ტერმინი გაჩნდა შუა საუკუნეების კათოლიკურ მწერლობაში.

ფოლკლორში ლეგენდა აღნიშნავს პროზაული ჟანრის თხზულებას, რომელიც


რელიგიურ რწმენას ემყარება და ფანტასტიკურ ამბავს სინამდვილის სახით
გადმოგვცემს. ქართულ ფოლკლორში გვაქვს როგორც წარმართული , ისე
ქრისტიანული რწმენის ამსახველი ლეგენდები, ზოგში კი ორივე რწმენის კვალი
შეინიშნება.

lirika - მხატვრული ლიტერატურის გვარი ეპოსთან და დრამასთან ერთად,


უსიუჟეტო ან მკრთალსიუჟეტიანი ლექსითი ნაწარმოები.

თუ ეპოსში ამბავი, გმირის ცხოვრება გადმოცემულია თხრობით, დრამაში -


პერსონაჟთა ქცევა-ხასიათი ნაჩვენებია მოქმედებაში, ლირიკაში გადმოცემულია
ადამიანის გრძნობა, განწყობილება, აზრი, მაგრამ ისე, რომ იგი არა მხოლოდ
ავტორის პირადული განცდა-სატკივარია, არამედ განზოგადებითი ძალის მქონე,
მკითხველისთვისაც საინტერესო.

ლირიკული ჟანრებია: ჰიმნი, ელეგია, ოდა, ეპიგრამა, ეპიტაფია, და სხვ.

ეპიკურ ნაწარმოებებშიც ხშირად გვხვდება ლირიკული ჩანართები, (მაგალითად


ვეფხისტყაოსანში: „ლოცვა ავთანდილისა“, ან „წიგნი ნესტან-დარეჯანისა
ქაჯეთის ციხიდან მოწერილი“).

leqsi - მხატვრული მეტყველების ბგერობრივად, მეტრულ-რიტმულად,


ინტონაციურად და გრაფიკულად ორგანიზებული ნაწარმოები.

ტერმინი „ლექსი“ (stixos) თავდაპირველი გაგებით ნიშნავდა მწკრივს, წყობას,


პწკარს, ბერძნებმა შემოიღეს პროზის ჩასახვის შემდეგ (V-IV სს).

ლათინური ტერმინი ლექსი-versus ნიშნავდა მოქცევას, მიმართვას.

ლექსს, პროზისგან განსხვავებით, მკაცრად ორგანიზებული რიტმი აქვს, იგი


დაყოფილია სტროფებად, სტროფი-სტრიქონებად, სტრიქონებს თავისი ზომა
(მეტრი) აქვს (გარდა თავისუფალი ლექსისა, ვერლიბრისა). ლექსისთვის
დამახასიათებელია მელოდიურობა, თანხმოვანთა და ხმოვანთა გამეორებანი,
სტრიქონები მეტწილად გარითმულია.

miTi – (ბერძ. mythos-თქმულება, გადმოცემა) ხალხთა უძველესი კოლექტიური


ფანტაზიის ქმნილება. მითი განზოგადებულად, გრძნობად კონკრეტული
სახეებით წარმოადგენს სამყაროს არა პრაქტიკულად არსებულ, რეალურ სურათს,
არამედ მის ილუზიურ ხატს. მასში ქვეყნიერება სიმბოლოებითაა წარმოსახული.
ამისთვის გამოყენებულია ყველა შესაძლო ანალოგია. მაგალითად, ქართულ
მითებში ციური წყვილი მზე და მთვარე წარმოდგენილია მიწიერ წყვილთა
ანალოგიით: და-ძმად, დედა-შვილად, ცოლ-ქმრად...

მითი ასახავს ადამიანის უძველეს წარმოდგენებს სამყაროზე, ბუნების ძალაზე,


ღმერთებსა და გმირებზე. ჩვენში განსაკუთრებით პოპულარულია მითები
არგონავტების და პრომეთეს შესახებ.

მითი მხატვრული ლიტერატურის უშრეტი წყაროა. XX საუკუნეში


შეინიშნებოდა მხატვრული აზროვნების მითოლოგიზაციის მძლავრი ტენდენცია.
შეიქმნა აზრი, რომლის თანახმადაც, მხატვრული აზროვნება საერთოდ მითის
ქმნადობას გაუთანაბრდა.

მითოლოგიზაცია შეეხო არა მარტო ასახვის საგანს, არამედ აზროვნების წესსაც


(ა. ფრანსი, ჯ. ჯოისი,თ მანი, ფ. კაფკა). მითოლოგიზაციისაკენ სწრაფვა აღინიშნა
XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაშიც (კ. გამსახურდია, ნ. წულეისკირი, ო.
ჭილაძე, ჭ. ამირეჯიბი).

moTxroba - საშუალო მოცულობის ეპიკური ნაწარმოები. ხასიათდება


თემატიკური მრავალფეროვნებით: ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სოციალური,
სათავგადასავლო და სხვ. შუალედური ადგილი უჭირავს რომანსა და ნოველას
შორის.

რომანთან შედარებით, მცირეა მოთხრობის წარმოსახვის მასშტაბი, ცხოვრების


ჩვენების სისრულე,სიუჟეტი მარტივია, შეზღუდულია პერსონაჟთა რაოდენობაც.

ნოველისგან განსხვავებით კი სიუჟეტურად და კომპოზიციურად უფრო


რთულია, არ იფარგლება მოქმედი პირის ცხოვრების მხოლოდ ერთი ეპიზოდის
წარმოსახვით.

მოთხრობებია ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“,

დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ და


სხვ.
monologi – (ბერძ. monos-ერთი და logos-სიტყვა) ლიტერატურულ
(დრამატულ და ეპიკურ ნაწარმოებში) ერთი მოქმედი პირის მიერ, სხვა პირთა
რეპლიკების გარეშე წარმოთქმული ვრცელი სიტყვა, რომლითაც იგი მიმართავს
ან თავის თავს, ან სხვას. მონოლოგში იხსნება პერსონაჟის სულიერი სამყარო,
მისი ხასიათი. ფაქტობრივად, ყოველი ლექსი ლირიკული გმირის მონოლოგია.

მონოლოგის ნიმუშებია: ჰამლეტის მონოლოგი, ჩაცკის მონოლოგი


(გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან), სოლომონ მორბელაძის მონოლოგი.

novela – (იტალ. novella-ახალი ამბავი, ლათ. novellus-ახალი პროზაული


ჟანრის მცირე ფორმა, რომლის თავისებურებაა ორიგინალური მძაფრი აბულა,
მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური კვანძის გახსნა,მკაფიოდ გამოხატული
კომპოზიცია).

მის ძირითად თავისებურებად მიჩნეულია ის, რომ ნოველა ერთ ეპიზოდს,


ადამიანის ცხოვრების ერთგარკვეულ მომენტს ხატავს და ახასიათებს თხრობის
ლაკონიზმი და ემოციურობა, მოქმედ პირთა სიმცირე, მეტწილად ფინალის
მოულოდნელობა და განტვირთულია აღწერითი და ყოფითი დეტალებისაგან.

ნოველის დიდოსტატებად ითვლებიან: პ. მერიმე, ო. ჰენრი, ა. ჩეხოვი, ნ.


ლორთქიფანიძე, შიო არაგვისპირელი. ნოველებს წერდნენ ლ. ქიაჩელი და კ.
გამსახურდია.

peizaJi – (ფრანგ. paysage<pays-ქვეყანა-კუთხე) მხატვრულ ნაწარმოებში


კომპოზიციური კომპონენტი, რაიმე ადგილის საერთო ხედი, ბუნების სურათი.
პეიზაჟი მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად სიმბოლური და იდეური
დატვირთვის მატარებელია, მაგალითად ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩაში“
საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა პეიზაჟს.

personaJi – (ფრანგ. personage<ლათ.persona პირი, პიროვნება, ნიღაბი) იგივეა,


რაც ლიტერატურული გმირი, ნებისმიერი მოქმედი პირი.პერსონაჟები (მთავარი
ან მეორეხარისხოვანი) ჰყავს ეპიკური, დრამატული ან ლირიკულ-ეპიკური
ჟანრის თხზულებებს.

piesa – (ფრანგ. piesse-ნაწილი, ნივთი) სხვადასხვა ხასიათის (ტრაგედია,


კომედია, დრამა ინსცენირება) დრამატულ ნაწარმოებთა აღმნიშვნელი ზოგადი
სახელწოდება. მაგალითად: პიესა პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“.

poezia – (ბერძ. poiesis<poien-ვქმნი, ვთხზავ) ფართო მნიშვნელობით,


მხატვრული ლიტერატურა, მეორე შედარებით ვიწრო გაგებით, პოეზია
გულისხმობს ლექსის ფორმით შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელიც
განსხვავდება პროზისაგან მხატვრული ენის მეტრულ-რიტმული ორგანიზაციით.
პოეზიის ეს სპეციპიური ნიშანი მკაფიოდ გამოიხატა ლექსითი მეტყველების
ლათინურ სახელწოდებაში versus - უკან დაბრუნებული (იგულისხმება ლექსითი
სტრიქონის უკან დაბრუნება ხელახალი პერიოდული განმეორებისათვის).

You might also like